საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მომავალი მატჩებისთვის გამოძახებულ ფეხბურთელებს სულ მალე დაასახელებს
ფოტოზე: მათე ცინცაძე

რამდენიმე დღეც და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იმ ფეხბურთელებს დაასახელებს, რომლებსაც სექტემბრის დასაწყისში ორი ოფიციალური მატჩი ელოდებათ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასრულებამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 4 მატჩი დარჩა ჩასატარებელი.

თუმცა, გერმანიასთან (ნოემბერში) და გიბრალტართან (ოქტომბერში) დაპირისპირებამდე ჩვენს უპირველეს გუნდს ორი უახლოესი მატჩი სექტემბერში ელოდება: 4 სექტემბერს თბილისში შოტლანდიის ნაკრებს უნდა ვუმასპინძლოთ, 7 სექტემბერს კი - სტუმრად, ირლანდიასთან გვიწევს პაექრობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე საბოლოო სიას მომავალი კვირის დასაწყისში გამოაქვეყნებს, როცა ამ უქმეებზე ევროპაშიც და საქართველოშიც მორიგი ტურის მატჩები გაიმართება.

ჰო, საქართველო შემთხვევით არ გვიხსენებია: შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე რამდენიმე ფეხბურთელი რომ იქნება, ეს, ფაქტობრივად, გადაწყვეტილი ამბავია. ასე, მაგალითად, საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 20 წლის საყრდენი ნახევარმცველი მათე ცინცაძე საქართველოს ნაკრების უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისათვის არის გამოძახებული.

ცინცაძე "დინამოში", ფაქტობრივად, შეუცვლელი ფეხბურთელია და, საერთოდაც, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, საქართველოს ჩემპიონატში ტაქტიკურად ყველაზე განსწავლულ მოთამაშედაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ცინცაძე საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებების ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახლდათ, მერე 21-წლამდელთა ნაკრებშიც დააწინაურეს; ეგ კი არა, რამდენჯერმე ეროვნულ ნაკრებშიც იყო გამოძახებული (შარშან, თემურ ქეცბაიას დროს), ახლახან კი კახა ცხადაძემ პოლონეთთან მატჩში ჩვენი ნაკრების განაცხადში შეიყვანა.

თუმცა ამ ნიჭიერ ნახევარმცველს ეროვნულ გუნდში დებიუტი ჯერ არ ჰქონია და დიდია იმის ალბათობა, რომ ცინცაძის სადებიუტო შეხვედრა შოტლანდიასთან ან ირლანდიასთან შედგეს.

...კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში პირველად არის გამოძახებული პორტუგალიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე "ფეირენსეს" 25 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე. არცთუ შორეულ წარსულში მაკარიძე ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ და ნიჭიერ ფეხბურთელად მიიჩნეოდა: საქართველოში კი არა, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში განა ბევრი შემთხვევაა, როცა 17 წლის მეკარეს ეროვნული ნაკრების კარს ანდობენ, თანაც, ოფიციალურ მატჩში?!.

ფოტოზე: გიორგი მაკარიძე

ჰო, ასე მოხდა 2007 წლის 17 ოქტომბრის იმ მართლაც დაუვიწყარ საღამოს, როცა ჩვენი ნაკრების იმდროინდელმა თავკაცმა კლაუს ტოპმიოლერმა თავის შოტლანდიელ კოლეგას, ალექს მაკლიშს ტაქტიკური "დუელი" პირწმინდად მოუგო, ისე, როგორც ჩვენმა ნაკრებმა მოუგო ინგლისურ პრემიერლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ შოტლანდიის ნაკრებს. ამ გამარჯვებაში არცთუ მოკრძალებული წვლილი შეიტანა 17 წლის გიორგი მაკარიძემ, არადა, მეტოქე გუნდის შემადგენლობაში ისეთი გამორჩეული ფეხბურთელები გამოდიოდნენ, როგორებიც იყვნენ დარენ ფლეთჩერი, ბარი ფერგიუსონი, კენი მილერი და სხვები.

სამწუხაროდ, ამის შემდგომ გიორგი მაკარიძის კარიერა ისე ვერ წარიმართა, როგორც ბევრს წარმოგვედგინა: ნიჭიერ მეკარეს საქართველოს ნაკრებში 2008 წლის მერე აღარ უთამაშია...

არ არის გამორიცხული, რომ შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კიდევ რამდენიმე ძველ-ახალი "სახე" ვნახოთ; ამის თქმის საფუძველს კი ჩვენი ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელთა უცხოური ვოიაჟები გვაძლევს. ასე, მაგალითად, საქართველოს ნაკრების მეორე მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე 17 აგვისტოს ბაქოში გახლდათ და იქაური "ინტერისა" და "ნეფთჩის" მატჩს დაესწრო, რომელიც აზერბაიჯანის ყველაზე "ქართული გუნდის" გამარჯვებით (1:0) დამთავრდა.

ზაურ სვანაძის დამოძღვრილ "ინტერში" ამ ახალ სეზონში ორი გამორჩეული ლიდერი (თანაც, ორივე - ახალწვეული) გამოიკვეთა და ორივე ჩვენებურია: 33 წლის ცენტრალური მცველი ზურაბ ხიზანიშვილი და 23 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ნიკა კვეკვესკირი. ხიზანიშვილისა და კვეკვესკირის ძალიან დიდი დამსახურებაც არის, რომ ბაქოს "ინტერმა" ევროპალიგაზე 2 ეტაპი გაიარა და მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მართლაც მრისხანე ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდა.

ფოტოზე: ნიკა კვეკვესკირი

სხვათა შორის, წლევანდელ ევროტურნირებზე "ინტერის" ერთ-ერთ მატჩს (გასვლაზე, ისლანდიურ "ჰაფნარფიორდურთან") ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძეც დაესწრო. ეს ყველაფერი კი იმას გვაფიქრებინებს, რომ არ არის გამორიცხული, შოტლანდიასთან და ირლანდიასთან მატჩებისათვის გამოძახებულთა შორის ხიზანიშვილი და კვეკვესკირიც იყვნენ.

ხიზანიშვილს საქართველოს ნაკრებში 90 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მხოლოდ აბსოლუტურ რეკორდსმენს, ლევან კობიაშვილს (100 მატჩი) ჩამორჩება.

ჩვენს უპირველეს გუნდში "ხიზანამ" ბოლოს 2013 წლის 22 მარტს ითამაშა, აი, მის ახალ თანაკლუბელ ნიკა კვეკვესკირს (ეს მართლაც უნივერსალი ფეხბურთელი წლების განმავლობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წამყვანი მოთამაშე და კაპიტანიც გახლდათ) ეროვნულ ნაკრებში ჯერ არ უთამაშია.

...გიორგი ჩიხრაძე რომ აზერბაიჯანში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების პოტენციურ კანდიდატებს აკვირდებოდა, კახა ცხადაძე წინა უქმეებზე უკრაინაში გახლდათ და ორ მატჩს დაესწრო: შაბათს, კიევის "დინამოსა" და ლვოვის "კარპატის" შეხვედრაში სტუმართა გუნდში ხომ 26 წლის საყრდენი ნახევარმცველი ბუბა დაუშვილი გამოდიოდა, კვირას კი ჩვენი ნაკრების თავკაცი ოდესაში გაემგზავრა, სადაც ადგილობრივი "ჩერნომორეცი" 0:2 დამარცხდა.

"ჩერნომორეცში" 90 წუთი გაატარა მოედანზე გუნდის ახალწვეულმა, 22 წლის ცენტრალურმა მცველმა დავით ხოჭოლავამ. სამაგიეროდ, 20 წლის გიორგი გადრანი ამ ახალ სეზონში მოედანზე ჯერ არ გამოჩენილა.

მეტოქე გუნდის ("ზორია") ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი წევრი 27 წლის ჯაბა ლიპარტია (უკვე მეექვსე სეზონია აქ ასპარეზობს), შეცვლაზე 75-ე წუთზე შევიდა.

დაბოლოს, დავძენთ, რომ არ არის გამორიცხული, კახა ცხადაძე ან გიორგი ჩიხრაძე ამ შაბათ-კვირას სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ საქართველოს ნაკრების სხვა პოტენციური კანდიდატების "საქმეში" სანახავად.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Tamada
გიროზია!!!
gio
ებრალიძეს რატო არ იძახებს, ძაან კარგ ფორმაშია. რაღადროს ხიზანიშვილია, ასაკს რო თავი დავანებოთ ტიპს აშკარად წონის პრობლემა აქვს.
Guja
3 ში თუ 4 ში თამაშია და ნაკრების სია ჯერ არ დადებულა, რას ელოდება ?? თავის შვილმა იქნებ შემდეგ ტურში მაინც ითამაშოს 10 წუთზე მეტი რომ თქვას ფორმაშია და იმიტომ გამოვიძახეო??? თუ ნავტალინიდან აპირებს კიდე ფეხბურთელების ამოღებას???
hm
და კალენდარი სასწაული სახლში შოტები და 3 დღეში გასვლა ირლანდია!! ფეხბურთის ფედერაციის მარტო აი ამ კალენდარზე დათანხმებისთვის მოსათხოვი აქვს!!
Ucxoplaneteli
Kaladze da demetradze ar gamouzaxebiat???xo da isa kide xubutia ar gamotovot kide...vai chven patrons ubedurs...
Hugo
კარგი რააააა პოლონეთი განმეორდება თბილისსში. როდის იყო მკვდრები თამაშს იგებდნენ.... კახას რა კიდე მუქთათ ისვენებს უკრაინაში კანკავას სანახავად არა????
Giorgi
ხიზანიშვილი საქართველო-ესპანეთის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა ესპანურმა პრესამ და ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია ვისაც ინგლისის და შოტლანდიის გრანდებში ნიუკასლი, ბლექბერნი, გლაზგო რეინჯერსი უთამაშია.. ასეთი უტაქტო კომენტარები არ უნდა უწერდეთ. მე თუ მკითხავთ ამხანაგურ თამაშებში მაინც უნდა ათამაშონ ეს კაცი იმსახურებს 100 იანთა კლუბში შესვლას...
fanat
ჩივაძეს და მურთაზ ხურცილავას არ იძახებს? ღმერთო მიშველე.........
levani
საქართველოს ნაკრები: მაკარიძეც, ცინცაძეც და შესაძლოა, ხიზანიშვილი და კვეკვესკირი, არველაძე, ქინქლაძე, ქეცბაია, გუცაევი, ჩივაძე, მესხი, პაიჭაძე, და პირველი მერცხალის იასონი დაიმატეთ.
dato
იმუშავა ფედერაციამ ! მალე ხურცილავას და ჩივაძეს გამოიძახებენ აბა ფეხბურთელი აქ აღარ დარჩა. ჩემპიონატი მასობრიობა და ტოტალიზატორი დანამატია.
gio
კვეკვესკირი კაი ბიჭია და იმსახურებს შანსს, ხიზანიშვილი ალბათ თადარიგისთვის თუ Gამოდგება იმიტო,რომ კვირვკელია და კაშია გვყავს ამ ორს ამჯერად არავინ სჯობს ნაკრებში თავის პოზიციაზე
Gio
ბარემ გოგრიჭიანი და ცქიტიშვილიც გამოგეძახა
rghthrt
ცენტრში კაშია და კვირკველია ხიზანას მადლობა ყველაფრისთვის და ნახვამდის
lasho21
ვინ ხიზანიშვილი? მაგის ტოლი ქვა აღარ დაგორავს, რაუნდა მაგას ნაკრებში? ძალიან კარგი მცველები გვყავს უცხოურ გუნდებშიც და საქართველოს ჩემპიონატშიც არის რამოდენიმე გამორჩეული!!!
bacho
ხიზანიშვილს გულშემატკივრისგან: არააა!!!
georgiano
ყველაფერში ვეთანხმები ცხადაძეს, ოღონდ მხოლოდ ერთში არა- ზურა ხიზანიშვილი არ გააკაროთ ნაკრებს!!! მაგის გამო ამის წინა შესარჩევი ჩავარდა, 3-4 გოლი აჩუქა მეტოქეებს. თან ცენტრალურ მცველებში გვაქვს ნაკრებში არჩევანი
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
დე ლაურენტისს კონტე ძალიან მოსწონს - ხელფასის გაზრდასა და ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
ნიკოლაი ყიფიანი ჩიხრაძის "ეთნიკოსიდან" "ომონიაში" გადავიდა
გიორგი გადრანი და ოთარ კვერნაძე "დესნაში" იმყოფებიან სინჯებზე
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
დვალმა გოლი ქართული ცეკვის ილეთით აღნიშნა - "აპოელი" ვერ გალიდერდა
კორღალიძე: იმედი გვაქვს, ის რაც იქ არ გავიდა, აქ გავა
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
ქვილითაიას დუბლის მიუხედავად, "აპოელი" ფრეს დასჯერდა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ქვილითაიამ ისევ გაიტანა, ტრავმა მიიღო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს
ქუთაისის "ტორპედომ" ცენტრალური მცველი დაიმატა
აბდალაძე და კუჭუაშვილი მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
რუმინეთის ჭაბუკთა ტურნირზე ქართველმა ფალავნებმა 7 მედალი მოიპოვეს
გიორგი ჩიხრაძემ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გიორგი გადრანი: მალე გაიგებთ, სად ვითამაშებ...
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
ცხადაძის "ორდაბასისთან" დამშვიდობება გასახდელში ხელჩართული ჩხუბით დასრულდა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
ბათუმის "დინამომ" გიორგი გადრანი დაიმატა
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
დვალმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და გოლი ისევ ორიგინალურად აღნიშნა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
"ცხვირი რომ ჩამოუშვა და დამანახო, ხასიათზე არ ხარ, აღარც შემოგხედავ" - ხიზანიშვილმა წელი შეაჯამა
მწვრთნელმა თავადაც არ იცის, რას მერჩის - გიორგი გადრანი "ჩერნომორეციდან" მიდის
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ქვილითაიას ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "აპოელმა" გაიმარჯვა
ქვილითაიას დუბლი, "აპოელის" მარცხი და ვერცხლის მედლები
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა