სფფ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი რეგიონული ფედერაციების წარმომადგენლებს შეხვდა
ფოტოზე: ლევან კობიაშვილის შეხვედრა რეგიონულ ფედერაციებთან

ლევან კობიაშვილი წინასაარჩევნო შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად მან თავისი პროგრამა რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებს გააცნო.

ერთი შეხედვით, ეს შეხვედრა არც უნდა შემდგარიყო, რადგან რეგიონების ფედერაციების თავკაცები რევაზ არველაძეს მხარს ღიად უჭერენ. მაგრამ კობიაშვილი მათთან და კონკურენტის სხვა მხარდამჭერებთან დალაპარაკებას მაინც სავალდებულოდ მიიჩნევს და თავს არ არიდებს. ისიც ჩანს, რომ რევაზ არველაძესთან "იმედში" (ბევრის შეფასებით) წარმატებული ტელედებატების შემდეგ ეროვნული ნაკრების რეკორდსმენი უფრო თავდაჯერებული ხდება.

ლევან კობიაშვილისა და რეზო არველაძის დებატები [VIDEO]

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა წარიმართა. პრეზიდენტობის კანდიდატმა ფეხბურთის განვითარების სტრატეგია წარმოადგინა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

"რეგიონული ფეხბურთის ფედერაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა ორმაგად მნიშვნელოვანია. უპირველესად, მათ ჩემი ზოგადი ხედვა გავაცანი და სტრატეგიის ძირითად მიმართულებებზე ვისაუბრეთ. ასევე, განვიხილეთ ჩემთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება - ბავშვთა ფეხბურთის განვითარება.

ეს არის კონკრეტული პროექტი გერმანული მოდელის გათვალისწინებით, რომელშიც მოიაზრება რეგიონული ცენტრების შექმნა, რაც რეგიონალურ ფედერაციებთან უშუალო კავშირში იქნება. პროექტი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის შექმნას, ასევე ბავშვთა საფეხბურთო სწავლების პროფილის ჩამოყალიბებას. დეტალურად და სტრუქტურულად გაწერილია ყველა სამოქმედო ნაბიჯი", - თქვა კობიაშვილმა შეხვედრის შემდეგ.

ის შეხვედრით კმაყოფილი დარჩა:

"შედეგი პოზიტიურია, რადგან მოვისმინე რეგიონების წარმომადგენელთა მოსაზრებები და პრობლემები, ვუპასუხე მათ კითხვებს. ჩვენი ურთიერთობა ამით არ შემოიფარგლება. ვგეგმავ ყველა რეგიონში ჩასვლას და ვითარების ადგილზე გაცნობას".

სულხან გოგიბერიძე, აჭარის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტი: "კობიაშვილმა თავის ხედვა გაგვაცნო და შეგვპირდა, რომ მზა პროგრამით რეგიონებს გვესტუმრება. ჩვენ კი ყველა კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გავეცნობით და გადაწყვეტილებასაც შესაბამისად მივიღებთ. ალბათ, ღირსეული გაიმარჯვებს".

გრიგოლ ცაავა, თბილისის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "ამ კაცმა გადაწყვიტა, რომ ქართულ ფეხბურთს გვერდით დაუდგეს და თავისი ნიჭი და გამოცდილება მას მოახმაროს".

ლანჩხუთის "გურია" კი, ხმის უფლების დაბრუნების შემთხვევაში, მხარს ლევან კობიაშვილს დაუჭერს. "გურიის" აღმასრულებელი დირექტორი ოთარ ჩხაიძე: "ჯერ სხვა სასურველი კანდიდატი არ ჩანს. რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტმა ყველასთვის დაუკითხავად არველაძე წამოაყენა, ისე რომ, აღმასკომის წევრებმაც არაფერი იცოდნენ.

მერაბ ჟორდანიამ სურვილი დააფიქსირა, მაგრამ ჯერ სარბიელზე არ ჩანს. კობიაშვილის პროგრამა კი მისაღებია. ხმის უფლების დაბრუნების შემთხვევაში, ხმას მას მივცემთ, რადგან ის პროფესიონალია, აქვს გამოცდილება და იცნობს ქართულ და უცხოურ ფეხბურთს. თანაც, ახალი სისხლი გვჭირდება. იმედი გვაქვს, მის ხელში ყველაფერი კარგად იქნება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
ესენი საჯდომს ათამაშებენ თუ რა არის? რომელი კანდიდატიც ჩადის ყველას ხმას პირდებიან? ყველაფერში ერთნაირი სიტუაციაა ამ ქვეყანაში...........
მამუკი ქუთათელი
იმერეთის და ტორპედოს ხმა კობიაშვილს, და გერმანულ განვითარებულ მოდელს.
rezi
არველაძე წადი რა
gogi
არველაძე იყო და რა დღეშია ქართული ფეხბურთი ვხედავთ...ახალი კაცია საჭირო ...ისე სახელმწიფომ კაპიკი არ უნდა მისცეს რეგიონებს...
David
რეზი არის საუკეთესო კანდიდატი თავისი გამოცდილებით და იმით, თუ რამდენი რამ გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის
ლუკა
ის ვინც არველაძეს მისცემს ხმას, ხმას მისცემს უმოძრაობას, სტაგნაციას, წარსულში ჩარჩენას, რეფორმების არგატარებას, გარიგებულ მატჩებს, ეროვნული ნაკრების წარუმატებლობას, ბავშვთა ფეხბურთის იგნორირებას, რეგიონების დაფინანსების უგულვებელყოფას, არსებული სტატუს ქვოს შენარჩუნებას, სახელმწიფოს უნდობლობას სფფ-სადმი. კარგი იქნება თუ მიხვდებიან დელეგატები, რომ მათი წარსულში ჩარჩენა მათსავე ჯიბეებს უარყოფითად დაეტყობა, რადგან ფეხბურთი უფრო არაპოპულარული გახდება.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
"გუნდი არ არის, ისინი უბრალოდ სამსახურში დადიან" - პერკინსმა "ლეიკერსი" გააკრიტიკა
"გრიფინმა" სუპერლიგის გუნდს ისევ მოუგო | თასის გათამაშების "კერკეტი" გუნდი კასპიდან
მე-14 ტრანსფერი ბოლო 1 წელიწადში - "სიტიმ" გეჰი შეიძინა
[VIDEO] მამუკელაშვილი დაბრუნდა - "ტორონტო" "კლიპერსთან" დამარცხდა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლილთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩა შეცვალეს - დემბელეს შედევრი და პსჟ-ს გამარჯვება
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ელ კლასიკოში" განადგურდა
ლუის ენრიკემ "ლილთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
ზურაბ საკანდელიძის და მიხეილ ქორქიას 21-ე მემორიალური ტურნირი "ქუთაისმა" მოიგო
კონფერენს ლიგის პლეი-ოფის წყვილები გაირკვა
პსჟ პერსპექტიულ შემტევს ხელშეკრულებას გაუგრძელებს
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
ჯეკო გუნდის შეცვლასთან ახლოსაა - ვეტერან ბოსნიელს საფრანგეთში იწვევენ
პაკეტა სამშობლოში დაბრუნებასთან ახლოსაა - პირადი კონტრაქტი უკვე შეთანხმებულია
ფეხბურთელის პასპორტში არ ვიყურები -კობა ჟორჟიკაშვილი ბათუმის "დინამოშია"
ხმა გვინდა, ხმა! კლუბები წევრობას ითხოვენ, მეტი სუბიექტი დემოკრატიის გარანტიაა
ბათუმის "დინამოს" ახალი დირექტორი ეყოლება
გიორგი ანჩაბაძე: "დინამო" მანქანაში ვერ გავცვალე
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
"გურიის" დირექტორი: ლეგიონერებს საღამომდე ველოდეთ, მაგრამ არ მოვიდნენ
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
ბათუმის "დინამოს" იუბილეზე, შეიძლება, ჟოაო პინტუ და კეტი პერი ესტუმრონ
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"ბევრს "სკოლას" ეძახიან, თორემ რეალურად, არც მოედნები აქვთ და არც არაფერი"
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
[კოტე გოგიშვილის აზრები] ტაშიდან ტაშ-ტაშ, ტარამ-ტარამდე!..
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
ქართული სპორტის ლიდერები: ჩელე
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
ლანჩხუთის "გურია": უკრაინელები, სპონსორები, აკადემია და ევროსაგზური!
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
სხვას რას ელოდით?! აღმასკომმა კლუბების გაწევრიანება რიგგარეშე ყრილობამდე გადადო
"გურია": ბიუჯეტი მილიონამდე, ახალწვეულები ესპანეთიდან და ლატვიიდან
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
თემურ ლორია: კონტრაქტში არ არის პირობა, რომ "გურია" ევროთასებზე უნდა გამეყვანა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა