რას ფიქრობს საფეხბურთო სამყარო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატებზე?
რას ფიქრობს საფეხბურთო სამყარო ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო კანდიდატებზე? ეს კითხვა რამდენიმე მოქმედ თუ ფეხბურთიდან ახლახანს წასულ მოთამაშეს დავუსვით. ცხადია, აზრები გაიყო...

ეს კობიაშვილს შეუძლია

გია კვარაცხელია, თბილისის "დინამოსა" და ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი:

"ქართული ფეხბურთი ისეთ დღეშია, დარჩენის სტიმულიც არ მქონდა. ამჟამად, სამწვრთნელო საქმიანობას ვსწავლობ. B ლიცენზია ავიღე და იმედი მაქვს, მალე მუშაობას დავიწყებ.

არ მინდა, წლების განმავლობაში დაგროვებული ცოდნა და გამოცდილება წყალში გადავყარო. საკუთარ თავში იმის რესურსს ვხედავ, რომ მწვრთნელი გავხდე. მაგრამ ჩემი და ყველა სხვა მწვრთნელის თუ დამწყები მწვრთნელის მცდელობა წყალში ჩაიყრება, ქართულ ფეხბურთში ვითარება თუ არ შეიცვალა. არადა, მისი განვითარებისთვის ბევრიც არაფერია საჭირო, მთავარია, სწორი სისტემა შემუშავდეს და ფული სწორად განაწილდეს, თორემ ქართველებს ფეხბურთის ნიჭი გვაქვს და კრიზისიდან გამოსვლაც შესაძლებელია.

წლები გადის და უკან-უკან მივდივართ. ყველა კანდიდატისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, პირადად მე ლევან კობიაშვილისკენ ვარ. ამ უკუსვლას წერტილი უნდა დაესვას, ამის გარანტად კი კობი წარმომიდგენია.

მგონია, რომ ლევანი თავისი პროფესიონალიზმით, წესიერებითა და სწორი ხედვით ვითარებას შეცვლის, რადგან ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, ფეხბურთის ასეთ გაპარტახებას ხალხი ვერ შეეგუება".

საუკეთესო არველაძე მგონია

მამუკა წერეთელი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი:

"ყველა კანდიდატს ვიცნობ და გულწრფელად ვაფასებ. მერაბ ჟორდანია გამოცდილი ადამიანია, ბევრგან უმუშავია და კარგი კავშირები აქვს, რომელიც ქართულ ფეხბურთს გამოადგება.

მამუკა კვარაცხელია წესიერი, პატიოსანი ადამიანია და ვიცი, ქართული ფეხბურთი როგორც უყვარს. ჩემი აზრით, ზოგადად, ასეთი პროფესიონალი და ინიციატივიანი პიროვნება ფეხბურთის ფედერაციას არ აწყენდა.

დიდი ორგანიზაციის მართვის გამოცდილება მიიღო ლევან ყიფიანმა, რომელიც მანამდე კლუბშიც მუშაობდა და სააკაშვილის რეჟიმსაც არ ეპუებოდა.

კობიაშვილი ახალგაზრდა და წესიერი კაცია. აქვს კარგი სახელი და იმის პოტენციალი, გარკვეული დროის შემდეგ, კარგი პრეზიდენტი რომ გახდეს. მაგრამ ამ ეტაპზე, უფრო მისაღები, მაინც რევაზ არველაძე მგონია. შესაძლოა, დღეს ბევრისთვის მიუღებელ და გამაღიზიანებელ მოსაზრებას ვამბობ, მაგრამ რევაზ არველაძე ჩემი არც ძმაკაცია და არც ნათესავი, უბრალოდ, ფეხბურთელობიდან ვიცნობ.

ადრე მის კანდიდატურას კრიტიკულად ვაფასებდი, თუმცა დღეს მაინც მისკენ გადავიხარე. ბევრის აზრია, რომ ქართული ფეხბურთი არველაძეებმა დაღუპეს. ეს ძალიან ბავშვური მოსაზრებაა, რომელსაც გაღიზიანებული ადამიანები ამბობენ. სამივე ძმას ქვეყანა ფანატიკურად უყვარს და ვერავინ დამაჯერებს, რომ რეზო საქმეს რამეს დააკლებს და გააფუჭებს.

არც ერთი კანდიდატის გულწრფელობაში ეჭვი არ მეპარება. არც ის მგონია, რეზოზე ნაკლებად ფეხბურთი ვინმეს უყვარდეს და არც მათი პატიოსნება მაეჭვებს. მაგრამ ერთია ფეხბურთის სიყვარული, მეორე კი მისი ცოდნა, მართვის უნარი და გამოცდილება. არველაძეს ეს ყველაფერი აქვს.

გარდა ამისა, აქვს ასევე კარგი კავშირები ფიფასა და უეფაში. ის ამ ორგანიზაციებში დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. ასეთი კადრი კი ქართულ ფეხბურთში იშვიათია. ახალი კაცი რომ მოვა, გამოცდილება დასჭირდება და კიდევ 4 წელიწადი გავა - ეს იმ დროს, როცა ასეთი კარგი კანდიდატი უკვე არის.

ამას არავის საწყენად არ ვამბობ და ისე არ გაიგოთ, თითქოს ვინმეს ვაკრიტიკებ. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ რეზო ამ ეტაპზე საუკეთესო კანდიდატია. მჯერა, თავს არ შეირცხვენს და ფედერაციას ღირსეულად გაუძღვება".

ახალი სისხლი გვჭირდება

დავით სირაძე, ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი:

"დღეს ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი დგას. მის ბედს მომავალი არჩევნები გადაწყვეტს. კანდიდატებიდან ჩემი ფავორიტი ლევან კობიაშვილია, რადგან ის არის პროფესიონალი და ამავე დროს, პატიოსანი, გულისხმიერი და, რაც მთავარია, სამართლიანი ადამიანი. მიმაჩნია, რომ ის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატია.

ლევანის პროფესიული, კარიერული განვითარება და პიროვნული ღირსებების ერთობლიობა არის სწორედ ის, რაც დღეს ჩვენ გვჭირდება. კარგად იცის, რა არის საჭირო ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის.

ბევრს ნიშნავს ის ფაქტი, რომ კობიაშვილის გულშემატკივარს სჯერა - ფეხბურთი ხალხისაა და მათი მხარდაჭერის გარეშე ვერავინ ვერაფერს გახდება.

ფაქტია, რომ ამ წლების განმავლობაში ქართული ფეხბურთი უკან-უკან მიდის, რაც ძალიან ცუდად აისახა ჩვენი ნაკრების რეიტინგსა და ჩემპიონატის დონეზე. წლები გავიდა და იმის მაგივრად, რომ საქართველოს ჩემპიონატი და ქართული ფეხბურთი წინ წასულიყო და განვითარებულიყო, მისი სრული დეგრადაცია მოხდა. ისე გამოვიდა, რომ ეს წლები ტყუილად დაიკარგა, როდესაც შეიძლებოდა, პირიქით მომხდარიყო.

ახლა დადგა დრო, რომ ვითარება რადიკალურად შეიცვალოს და მოვიდეს ახალი პრეზიდენტი ახალი ხედვებით, შემართებით...

მიმაჩნია, რომ ყველა, ვისაც ხმის უფლება აქვს, კარგად უნდა დაფიქრდეს და არ გამოიტანოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. მათ კარგად უნდა ესმოდეთ, რომ თითოეული ხმა ქართული ფეხბურთის მომავალს წყვეტს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
სიჭინავა არავის აღარ ახსოვს მაგრამ, ეგ რომ არ ყოფილიყო რაც გაკეთდა ისიც შეიძლება არ გაკეთებულიყო.ყველამ კარგად ვიცით ვინ ვინ არის ვის რა უკეთEბია და ვინ რისი გამკეთებელია
Dragonfly
გამოცდილებას რომ ვამბობთ მესმის მაგრამ კობი ნიჭიერი კაცია სწრაფად გაერკვევა ყველა მიმართულებით და გამოცდილებასაც მიიგებს მუშაობის პროცესში,თუ საშუალება არ მიეცა ვერც გამოცდილებას მიიღებს და ვერც საქმეს წაადგება!
Dragonfly
ვერ ვიტყვი არველაზემ ამ ხნის მანზილზე ან რამე გააფუჭა ან კიდევ რამე ისეთი გააკეთა მაგრამ მის ადგილას კობი ამდენი ხნის მანძილზე გაცილებით მეტს გააკეთებდა და უფრო მეტად გამოადგებოდა ქართულ ფეხბურთს
Dragonfly
რათქმაუნდა ყველას თავისი აზრი და შეხედულება აქვს მაგრამ,თუ კობი არ მოვიდა კიდევ 4 წელს დავკარგავთ და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწევთ როგორც აქამდე იყო,არც კობის მოსვლით გავფრინდებით თუმცა წესიერი ადამიანია და რადგან გადაწყვიტა ამ საქმეს და ქართულ ფეხბურთს გამოადგეს ყველაფერს გააკეთებს რაც შეეძლება
bacho
არველაძე რო იყოს ფეხბურთის გადამრჩენი რაა,სიჭინავა უშლიდა ხელს ამაში,რომან ახალ კაცი თუ მიშა სააკაშვილი?კარგით რაა...
mamulo
არველაძე --გადაარჩენს ქართულ ფეხბურთს.
gia
ამდენი ხანი არველაძეა !თუ რამის გამკეთებელი იყო აქამდე გაეკეთებინა..ელემენტარული უსამართლობაა ყოფილ ჩინოვნიკს არ უნდა ქონდეს მონაწილეობის უფლება რადგან ფედერაციას ვიწრო საზოგადოება ირჩევს
კაროჩე რაააა.............ფფფრრ
მამუკ მგონი შენ გაჟრიალებს.რა არველაძე რის არველაძე,თუ რამის გაკეტება უნდოდა სადიყო აქამდე?ფედერაციაში მეორე კაცი არიყო?და თუ ამჩნევდა რომ მაფიოზები ყავდა გვერდში რატო არ წამოვიდა მათგან?იცი რატომ?იმითომ არანაკლებია მათზე.................
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
"ატალანტას" ახალგაზრდა ფორვარდი კარიერას თურქეთში განაგრძობს
სუდაკოვი, რომლის შეძენა "ნაპოლის" სურდა, შესაძლოა, პორტუგალიაში აღმოჩნდეს
"მარსელიდან" მოკვეთილი რაბიოს დამატება "მილანმა" მოინდომა
გოგლიჩიძის "უდინეზემ" პოლონელი გოლეადორი დაიმატა
რამდენი ქართველი ითამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე - 6 ინგლისიდან და ყაზახების გაზრდილი გეოგრაფია
კარგი ამბავი პარიზიდან - კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო
კიტეიშვილის "შტურმმა" მოიგო, თუმცა ევროპა ლიგაზე მოუწევს ასპარეზობა
ხარობს სრულიად ყაზახეთი - "კაირატი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
AS: მამარდაშვილმა საკუთარ თავს ყოველდღე უნდა დაუსვას კითხვა, მიიღო თუ არა საუკეთესო გადაწყვეტილება
"მანჩესტერ იუნაიტედი" 23 წლის მეკარის დამატებასთან ახლოსაა
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
Back in USSR - საბჭოთა კავშირის ჩემპიონატია თუ ევროტურნირი?
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
...ასეთ უცნაურ ქვეყანაში არასოდეს მითამაშია - გივი კვარაცხელია დაფასებამ გააოცა
ყალბი "ადიდასი", სურკისი და არველაძე, თამადა მცხეთაში - ვაჟა ჟვანია ალაპარაკდა
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
Brabants Dagblad: ჰოლანდიის "დენ ბოსხს" მერაბ ჟორდანიას შვილი ყიდულობს
მერაბ ჟორდანია ადასტურებს, ოღონდ აზუსტებს: "დენ ბოშის" ყიდვა არა ლევანს, არამედ კახი ჟორდანიას სურს
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრები პორტუგალიასთანაც დამარცხდა
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
"შეიძლება, ნაკრებში ნათამაშები ლეგიონერი დაიწუნო და პლაჟის ფეხბურთელი ამჯობინო?"
მასობრივი ფეხბურთი: რეალურია თითო გუნდი და სტადიონი ყველა სოფელში?
ოთარ კაკაბაძე: ყველა ფეხბურთელი ეცდება, ეს ხშირად განიცადოს
მერაბ ჟორდანია "აუსტრიას" შეიძენს - მისი ვაჟი კი უკვე გუნდში ჩაირიცხა
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
"ზუგდიდი": ვინ არის დმიტრი სელიუკი?
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
"ბოდიში და ჩისკოს დედა არ ვატირე?! ეს არის ფსკერი და ნაგავი" - მერაბ ჟორდანიამ "დინამოს" გამოსვლა სკანდალურად შეაფასა
"ტორინოსთან" მატჩის შემდეგ მირეკავს ლეგენდარული ჩირო ფერარა და "კვარაზე" მეუბნება... - მერაბ ჟორდანია
"ხვიჩას გარეშე "ნაპოლი" სოფლის გუნდია" - მერაბ ჟორდანია
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
[ოთხშაბათის საკითხავი] ბედთან მებრძოლი
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!
[ფარულად გადაღებული კადრები] არველაძე: წავაგებ, ავდგები, ხელს ჩამოვართმევ
ᓔᕡ ᓨᓔᕪᕓᓝᓛᓐ ᓘᓧᓝ - ᕒᓘᕐ ᓙᕕᓐᓠᓐᕪᓮᓔᕚᕘᕐᕛ ᓡᓐᓩᓮᓔᕠᓘᓡ "ᓩᓘᓮᓣᓠᓐ" ᓓᕐᓢᓝᓕᓐ
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
მამუკა კვარაცხელია: იქნებ ეს კობიაშვილმა მოახერხოს...
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
ვეტერანები აკაკი დევაძის დასახმარებლად 120 ათასი ლარის შეგროვებას ვარაუდობენ
ჩაერია თუ არა ხელისუფლება სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში?
არჩილ არველაძე: ჩვენს საქმეს აუცილებლად გავაკეთებთ
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
ილია კანდელაკი მწვრთნელობას იწყებს?
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
კახა ჭუმბურიძე: ფეხბურთისკენ ბევრი შემოტრიალდება
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
ᓨᓘᓨᓘ ᓣᓡᓐᓤᓣᓫᓕ
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
ᓒᓘᓐ ᓙᓕᓐᓠᓐᓪᓮᓔᓚᓘᓐ: ᓑᓣᓪᓔᓑᓘᓡ ᓚᓣᓠᓡᓛᓐᓜᓖᓔ ᓩᓐᓛᓝᓙᓘᓓᓔᓑᓐ ᓡᓮᓕᓐ ᓓᓠᓝᓘᓡᓗᓕᓘᓡ ᓒᓐᓓᓐᓕᓓᓔ
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...