ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VIII ტური
საქართველოს ეროვნული ნაკრები დუბლინში ამაღლებული განწყობით ჩავიდა. შოტლანდიასთან მოგებით კახა ცხადაძის (გუშინ 47 წელი შეუსრულდა) შეგირდებმა ფსიქოლოგიური მდგომარეობა გამოიკეთეს.

თუ ჩვენებისთვის ამ შეხვედრას არ ჰქონდა პრაქტიკული მნიშვნელობა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ირლანდიის ნაკრებისთვის ეს სიკვდილ-სიცოცხლის თამაში იყო.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ერთი ცვლილება მოხდა: ტრავმირებული ჯანო ანანიძე მოედნის ცენტრში გურამ კაშიამ შეცვალა. ძირითადში ანანიძის ნაცვლად მყოფი ზურაბ ხიზანიშვილი კი ცენტრალურ მცველად მოგვევლინა.

ორივე გუნდის დამრიგებელმა ის განლაგება აირჩია, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. საქართველომ იმთავითვე ბურთის კონტროლზე გააკეთა აქცენტი, რასაც მასპინძლები არ ელოდნენ.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ტოლი არაფერში დაუდო საშინაო ასპარეზზე მუდამ კარგად მოთამაშე მოწინააღმდეგეს და იყო ეპიზოდები, როცა ირლანდიას ბურთიც კი დაუმალა.

მეტოქემ კი მომენტი მატჩის დასაწყისშივე შეგვიქმნა. ჰულაჰანმა უოლტერსს უპასა, ამან კი ქართველთა კარში გოლების გატანას დაჩვეული რობი კინი მონახა. აშკარად გადავრჩით. გადავრჩით და მოწინააღმდეგის კარისკენაც გავიხედეთ. ოქრიაშვილი-ნავალოვსკი-მჭედლიძის ტრიომ შესანიშნავი კომბინაცია გაათამაშა. შეტევას ემპოლელი ფორვარდი აგვირგვინებდა, თუმცა... გატანა ვერ მოახერხა.

ამის შემდეგი ეპიზოდი ვაკო ყაზაიშვილისა იყო. ვიტესელი დიდებულად გაძვრა ოთხ მოწინააღმდეგეს შორის და მჭედლიძეს მიაწოდა ბურთი, ვისაც მცველებმა ხეირიანად არ დაარტყმევინეს.

საერთოდ, ყაზაიშვილი მატჩის პირველ ნახევარში აშკარად საუკეთესო იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ჯაბა კანკავასთან ერთად. ეს უკანასკნელი მართლაც ჩინებულ ფორმაშია, კარიერის პიკშია და სულო ცოდვილო, მგონი, ფრანგულ "რეიმსზე" უკეთეს კლუბსაც იმსახურებს...

24-ე წუთი, პირველი ტაიმის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი: თორნიკე ოქრიაშვილი ვარდნაში, "მაკრატელათი" ცდილობს გატანას, მაგრამ ბურთი ფეხზე კარგად ვერ "აჯდება".

თორმეტ წუთში კი ირლანდია ტაიმის ყველაზე სახიფათო მომენტს ქმნის. "სამყურათა" გაჭიანურებული შეტევისას სიმუს კოულმენი უძლიერესად ურტყამს საქართველოს ნაკრების კარის მიმართულებით, თუმცა ნუკრი რევიშვილი მოწოდების სიმაღლეზეა და ბურთს იგერიებს.

ტაიმის ბოლომდე ირლანდია შტურმის მოწყობას ცდილობს, თუმცა ჩვენი მცველები ძალიან დამაჯერებლად მოქმედებენ. ყველა საიმედოა, თუმცა განსაკუთრებით საბა კვირკველიას გარჯა უნდა გამოვარჩიოთ. ისე ჩანს, რომ ის საქართველოს ნაკრების დაცვის ახალ ლიდერად ყალიბდება...

ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმა მეორე ტაიმი ცვლილებით დაიწყო - რობი კინის ნაცვლად მინდორზე კიდევ ერთი ფორვარდი, შეინ ლონგი გამოჩნდა. შეტევაში ისევ თამამები ვართ - აქეთ ოქრიაშვილი აქტიურობს, იქით ლევან მჭედლიძე ურტყამს შეი გივენის კარში...

დაახლოებით მეორე ტაიმის მეხუთე წუთიდან ირლანდიამ პრესინგი აამუშავა. უნდა ითქვას, რომ ცხადაძის გუნდის არსენალში ამ კომპონენტის საწინააღმდეგო იარაღი არ აღმოჩნდა.

მართალია, თანამედროვე ირლანდია კლასით დიდი ვერაფერია, მაგრამ ის კი შეუძლია, რომ მეტოქე არ ამოასუნთქოს, როგორც გუშინ გააკეთა და აკი შედეგიც მიიღო...

ტაიმის დასაწყისში სიმუს კოულმენმა, რომელიც საუკეთესო იყო ირლანდიელთა რიგებში, ორჯერ დაარტყა რევიშვილის კარში. ერთხელ ბურთი ასცდა მიზანს, ერთხელაც ჩვენმა მეკარემ ივარგა.

რობი ბრეიდის ჩაწოდების შემდეგ სიტუაცია ხიზანიშვილმა განმუხტა. ჯეფ ჰენდრიკის შეტევას კი ურთულესი დარტყმა მოჰყვა და რევიშვილმა გაჭირვებით დააფიქსირა ბურთი ხელებში...

ირლანდიამ მაგრად შემოგვიტია და ამის ოდნავ მაინც შენელება იყო საჭირო. აქ ცხადაძემ თამამ სვლას მიმართა - თამაშში გიორგი პაპუნაშვილი ჩართო. თუმცა ახალგაზრდა შემტევმა, სამწუხაროდ, ვერ გაამწვავა ქართველთა მოქმედება. მოდით, ეს გამოუცდელობას დავაბრალოთ, თორემ პაპუნაშვილის პოტენციალი ყველამ იცის...

...და ოთხ წუთში გოლიც მივიღეთ. მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა ჰენდრიკმა, რომელმაც ოთხ ქართველს აუარა გვერდი და კარიდან ორიოდ მეტრში საგოლე პასი ლანგრით მიართვა უოლტერსს, ამ უკანასკნელმა კი მცველთან ბრძოლაში ბურთს ფეხი მიჰკრა და კარში შეაგორა.

დარჩენილ დროში ცხადაძემ შეცვლებით სცადა ქულის გადარჩენა. შედგა მათე ცინცაძის დებიუტი. თავის გამოჩენის შანსი მიეცა ლევან ყენიასაც. მაგრამ ამ დროს ტრავმა მიიღო მჭედლიძემ და რაკი ცხადაძეს სამივე ცვლილება გაკეთებული ჰქონდა, მოედანზე ათნი დავრჩით. ვეღარც თამაში გავამწვავეთ და ირლანდიასთან ამჯერადაც წავაგეთ (ამ ნაკრებთან საქართველოს ეროვნული გუნდი 7 ოფიციალური მატჩიდან შვიდივეში დამარცხდა).

საბოლოო ჯამში, დუბლინში ცუდად არ გვითამაშია, თუმცა მარტინ ონილის კრებულმა ეს გამარჯვება დაიმსახურა. მას ჩვენზე მეტად სჭირდებოდა ეს 3 ქულა. და მაინც, თავდადებას საქართველოს ნაკრების ვერცერთ ფეხბურთელს ვერ დავუკარგავთ და ვერც იმას უარვყოფთ, რომ ფეხბურთს ვთამაშობთ და ძველებურად აღარ ვწვალობთ.

ცოტა მეტი სითამამე, მეტი შემოქმედება, მეტი ფიზიკური მომზადება და შედეგი მოვა. ჯერჯერობით კი ირლანდია საქართველოზე უკეთესია.

ევრო 2016. შესარჩევი ციკლი. D ჯგუფი. VIII ტური

07.09.15. დუბლინი. "ავივა სთედიუმი". 20 000 მაყურებელი

ირლანდია-საქართველო 1:0

გოლი: 1:0 უოლტერსი (69)

ირლანდია (4-3-1-2): გივენი - კოულმენი, ოში, კლარკი, ბრეიდი - ჰენდრიკი, ველანი, მაკარტი - ჰულაჰანი (75. მაკლინი) - უოლტერსი, კინი (46.ლონგი).

სათადარიგოები: ფორდი, რენდოლფი, კრისტი, დოილი, კეო, მაკგიდი, მეილერი, ქუინი, ვარდი, უილსონი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო (5-4-1): რევიშვილი - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, ხიზანიშვილი (81. ყენია), ნავალოვსკი - კაშია (77. ცინცაძე), კანკავა, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი (65. პაპუნაშვილი) - მჭედლიძე.

სათადარიგოები: ლორია, მაკარიძე, დაუშვილი, კაკაბაძე, მერებაშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე, ვაწაძე

მწვრთნელი: კახა ცხადაძე

გაფრთხილება: ველანი (74), მაკლინი (76)

არბიტრი: იშტვან ვადი (უნგრეთი).

შოტლანდია-გერმანია 2:3

გოლი: 0:1 მიულერი (18), 1:1 ჰუმელსი (28-საკ. კარში), 1:2 მიულერი (34), 2:2 მაკარტური (43), 2:3 გუნდოგანი (54)

შოტლანდია: მარშალი, ჰატონი, მარტინი, ჰენლი, მულგრიუ, ბრაუნი (82. კ. მარტინი), მაკარტური, ფორესტი (81. რიჩი), მელოუნი (60. ანია), მორისონი, ს. ფლეტჩერი.

მწვრთნელი: გორდონ სტრაჩანი

გერმანია: ნოიერი, ჩანი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, კროოსი, შვაინშტაიგერი, მიულერი, გიუნდოგანი, იოზილი (90. კრამერი), გიოტცე (86. შურლე).

მწვრთნელი: იოაჰიმ ლიოვი

გაფრთხილება: მორისონი, მელოუნი.

იხილეთ ვიდეო

პოლონეთი-გიბრალტარი 8:1

გოლები: 1:0 გროსიცკი (8), 2:0 გროსიცკი (15), 3:0 ლევანდოვსკი (19), 4:0 ლევანდოვსკი (29), 5:0 მილლიკი (56), 6:0 ბლაშიკოვსკი (59-პენ), 7:0 მილიკი (72), 8:0 კაპუსტკა (74), 8:1 გოსლინგი (87)

პოლონეთი: ფაბიანსკი, ოლკოვსკი (87. მილა), შუკალა, გლიკი, რიბუსი, ბლაშჩიკოვსკი (62. კაპუსტკა), კრიხოვიაკი, მაჩინსკი, გროსიცკი, მილიკი, ლევანდოვსკი (66. ზელინსკი) .

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გიბრალტარი: პერესი, რ. ჩიპოლინა, ჯ. ჩიპოლინა, ბარნეტი, გოსლინგი, უოლკერი, ლ. კაშიარო (79. ლოპესი), ბარდონი, გარსია, კომბსი (46. რ. კაშიარო), დუარტე (68. ბოსიო).

მწვრთნელი: ჯეფ ვუდი

იხილეთ ვიდეო

დარჩენილი მატჩები

8 ოქტომბერი

საქართველო-გიბრალტარი

ირლანდია-გერმანია

შოტლანდია-პოლონეთი

11 ოქტომბერი

გერმანია-საქართველო

პოლონეთი-ირლანდია

გიბრალტარი-შოტლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დათო
ფფფფფ
Vova
შოტლანდიას არ ვხვდებით?!
ako
ფალავანდიშვილ ვინაა ან რა მოხელე ჩიქვანაა. პირველად მესმის.
irakli apkhaidze
კაი რა ფალავანდიშვილი, დილა რაც იყო გამოჩნდა ლიგაზე, საქართველოს ჩემპიონატიდან დღეს 2 კაცის გარდა არც ერთი არაა წასაყვანი
Otari
ყველა კომენტარს თავისი გამართლება აქვს,მაგრამ ჩვენი წაგების მთავარ მიზეზად მე მიმაჩნია ფიზიკური მომზადება,ამაზე გვაქვს ძან დიდი სამუშაო,არა და პორვე ნახევარში,როცა გვერჩოდა მუხლი,ტოლი არ დავუდეთ,მეორე უმთავრესი კიდევ,კარში ვერ ვარტყამთ,შორიდან ბურთის გამგზავნი საერთოდ არააა გუნდში და არც სტანდარტულების შემსრულებელი,მარტო მონდომებით,რომელიც ჩვენს გუნდს არ აკლია,წარმატებებს ვერასდროს მივაღწევთ,ვერასდროს.
დათა
ხიზანა მოაშორეთ აქაურობას -ფინეთი გაიხსენეეეთ.
samson
ესეთი გოლი ქვეყნის ნაკრებმა როგორ უნდა გაუშვა?!მთელი დაცვა ბალახზე აგორავა ერთმა კაცმა!პაპუნაშვილი დუბლების განაცხადში ვერ ხვდება და ამან ნაკრებში ათამაშა!თან იმ დროს როცა ირლანდია ძალიან გააქტიურდა და საქართველოს ნაკრები ვერფერს ვერ უპირისპირებდა,მაგ დროს პაპუნა კი არა ვინმე გამოცდილი კაცი იყო საჭირო ვინც ბურთს დაიჭერდა! კარგად ვითამაშეთ არა ტაშტი... ისე ცხადაძეც პაპუნაშვილს გავდა გუშინ!
musie
ფიზიკურად ვერ გაქაჩეს პირველი თაიმის 40 წუთიდან ეტყობოდათ ვეღარ კეტავდნენ პოზიციებს და უკან იხევდნენ ძაან
Lado
მე-2 ტაიმში ცხადაძე ქეცბაიამ შეცვალა? :D
Vaso
თბილისის დინამოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეგბურთელი , არის გერმანიის მესამე ლიგის ზამენა !!!!! ( წარმატებებს ვუსურვებ პაპუნაშვილს) მაგრამ, მასშინ რატომ არ გამოიზახა ებრალიზე ?? / ვეგარ გავიგეთ რო უთამაშებელი ფეგბურთელს ნაკრებში არ უნდა ეზახდნენ.../
ukomentarod
ცხადაძემ რამდენადაც კარგად ჩაატარა წინა თამაში იმდენად სუსტად ჩაატარა გუშინდელი თამაში,,მთელ საქართველოზე კარგად იცოდა რო პაპუნაშვილი არ უნდა გამოეყვანა,, მარა აცვენეს გერმანელებს რო აი ნახეთ ჩვენ ნაკრებში ვათამაშებთ,,მიხვდიით? ვაწაძე უნდა გამოეყვა და მჭედლიეს ოდნავ უკან უნდა დაეწია,მარა მაინც იჯიგრა ცხადაძენ ტრადიციას ხო ვერ დავარღვევთ?

ნავალოვსკი რო დილაში ვარჯიშობს რაა ვერაა ფორმაშიი?ტიპი არ დაღლილა მთელი თამაში?იმის თქმა მინდა რო გადამწყვეტ როლს არ თამაშობს მაღალი დონის ჩემპიონატი,,ტუ ფეხბურთელი ვარგა და თავისი საქმე უყვარს ის ყოველთვის შეძლებს კარგად გამოსვლას,საერთოდ ვინმემ იცის ისლანდიის ფეხბურთელები სად თამაშობეენ?
gori
რატოარ წაიყვანა ფალავანდიშვილი,,რაო ვინ წაიყვანა დინამოდან ჯობნიან რამიით?მარა არასდროს არ დამთავრდება ჩვენს ქვეყანაში ესეთი პონტები,,სანამ ნორმალური ხალხი არ მოვა და სანამ აგარ იქნებიან ავტორიტეტები,რათქმა უნდა ფალავანდიშვილს არავინ ყავს რო ვინმემ სიტყვა შეაწიოს და აბა ისე რა პონტში დაუძახებდა...ცნობისთვის ფალავანდიშვილი ჩემთვის ერთი ჯიგრიანი და ბოლომდე რო იხარჯება ყველა თამაშზე ის ფეხბურთელია..
qomagi
გუშინდელ წაგებულ თამაშს თბილისში წაგებული ბევრად ჯობდა,,"MAKGIDIA" თუ რაგაც ეგ რო ყოლოდათ გუშინ სამ გოლს ხურდა ფულივით ჩაგვიჩხრიალებდნენ ჯიბეში.
qartveli
მესამე ლიგაში რო არ ათამაშებენ ტიპს სკამს რო ხეხავს,,მაგას პოტენციალს ეძახიით?
qartveli
ნუ გადამრიეთ რაა ,, რა პოტენციალიაქვს პაპუნაშვილს ხალხო იქნება მე ვერ ვხედავ?
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
წინ, რუსეთისკენ! - ფიქრები საქართველოს ნაკრებზე
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?
ყაზაიშვილის 2 საგოლე პასი - მისი გუნდი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
საამისოდ, ყველაფერს გავაკეთებ! - რატომ ცხოვრობს გვილია ბატე-ს ბაზაზე
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში