სანაკრებო პაუზა მოუხდათ... პარასკევსა და შაბათს გამართულ თითქმის ყველა მატჩს არც დაძაბულობა აკლდა და არც ინტრიგა
უმაღლესი ლიგის გათამაშება მართლაც საინტერესოდ განახლდა: პარასკევსა და შაბათს გამართულ თითქმის ყველა მატჩს არც დაძაბულობა აკლდა და არც ინტრიგა;

ჩვენს ფეხბურთელებს შედეგიანობაც არ დაეწუნებოდათ (ერთ მატჩში, საშუალოდ, თითქმის 2 გოლი), ოთხმა მოთამაშემ დუბლი შეასრულა, იყო კურიოზულიც და რამდენიმე მართლაც ეფექტური გოლიც.

ამას გარდა, საკმარისზე მეტი გადაადგილება მოხდა სატურნირო ცხრილშიც: ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემპიონატში ერთადერთი გუნდიღა დარჩა, ქულათა მაქსიმუმით რომ აგრძელებს ასპარეზობას და გასული ტურის მიმოხილვაც სწორედ თბილისის "დინამოს" ჩინებული სტარტით გვინდა დავიწყოთ...

დინამო ოთხიანს არ ღალატობს

თბილისის "დინამომ" არც ამჯერად უღალატა "ტრადიციას" და მეტოქის კარში კვლავაც 4 გოლი გაიტანა!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერ ფორმაშია გია გეგუჩაძის დამოძღვრილი "დინამო", უდანაკარგოდ რომ აგრძელებს ასპარეზობას და, შინ თუ გარეთ, არავის ინდობს. "დინამომ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო დიდი ანგარიშით და საერთოდაც, მსგავსი სტარტი ჩვენს ყველაზე ტიტულიან კლუბს უკანასკნელად 2012-13 წლების სეზონის სტარტზე ჰქონდა; შეგახსენებთ, რომ ის სეზონი "დინამოს" საჩემპიონო ტრიუმფით დასრულდა, ხოლო გუნდის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი-უმცროსი გახლდათ.

უფრო შთამბეჭდავი სტარტი კი "დინამოს" უფროსი უჰრინის ხელმძღვანელობის დროს ჰქონდა: 2007/08 წლების სეზონში გუნდმა ზედიზედ 8 მატჩი მოიგო, მერე კი ჩემპიონიც გახდა. სარეკორდო მაჩვენებელი კი სეზონის სტარტზე 11 ზედიზედ მოგებული შეხვედრაა: ასეთ მიღწევას "დინამომ" ჯერ გივი ნოდიას მწვრთნელობის დროს (1993-94) მიაღწია, მერე კი - დავით ყიფიანის დროს (1996-97).

...ისევ მიმდინარე სეზონსა და გასულ ტურს დავუბრუნდეთ და ისიც ვთქვათ, რომ "დინამოს" შემადგენლობაში კვლავაც გაიბრწყინა მართლაც უბერებელმა ალექსანდრე იაშვილმა, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა. ასევე ცალკე აღნიშვნის ღირსია გიორგი ქვილითაიაც: 21 წლის ცენტრფორვარდმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გამოიჩინა თავი, თანაც, ამჯერად დუბლი შეასრულა.

დინამოელთა კიდევ ორი ფეხბურთელის შედეგიანი თამაშიც არ უნდა გამოგვრჩეს: 23 წლის ჯაბა ჯიღაურმა სეზონის სტარტზე უკვე 4 გოლი გაიტანა, 20 წლის მათე ცინცაძემ კი - 3, არადა, ამპლუით ორივე ნახევარმცველია...

სატურნირო გადაადგილებები

გასული ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში რამდენიმე გადაადგილება მოხდა და, უპირველეს ყოვლისა, "დილას" მეორე ადგილამდე აღზევება გვინდა აღვნიშნოთ; ერთი მხრივ, ამაში მოულოდნელი არაფერია: თბილისის "დინამოს" ამ სეზონში თუ რომელიმე გუნდი გაუწევს კონკურენციას, ასეთად ხომ სწორედ "დილა" გვესახება.

უჩა სოსიაშვილის გუნდი დაუმარცხებლადაც ასპარეზობს, "გზადაგზა" გამოცდილ ახლწვეულებსაც იმატებს (ამ ტურში გულვერდ თომაშვილი გამოჩნდა, უახლოეს ტურებში გოგიტა გოგუას ველოდებით), გასულ ტურში კი არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქე ("ცხინვალი") დიდი ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

ჩემპიონატში კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდია: ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი "სიონი". აი, "მერანი" კი ერთადერთია, სეზონის სტარტზე ოთხივე მატჩი რომ წააგო. არადა, ამ ტურამდე სხვა გუნდებიც იმავე სიტუაციაში იყვნენ, მაგრამ "კოლხეთმა" და "ლოკომოტივმა" პირველი მატჩები მოიგეს, "საპოვნელამ" კი პირველი ქულა მოიპოვა.

პირველი მარცხი იწვნია "სამტრედიამ", თუმცა გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდზე ენა ვის უნდა მოუბრუნდეს": გასული ტურის, უდავოდ, ერთ-ერთ გამორჩეულ მატჩში ("საბურთალო"-"სამტრედია") კოპლიმენტებს ხომ ერთნაირი დოზით იმსახურებდა როგორც გამარჯვებული, ასევე - დამარცხებულიც.

ფორვარდების ზეობა

ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ გასულ ტურში ჩვენს ფეხბურთელებს ურიგო შედეგიანობა ნამდვილად არ უჩვენებიათ; განსაკუთრებით კი ოთხი თავდამსხმელის გარჯა გვინდა გამოვყოთ, დუბლი ვინც შეასრულა. თბილისის "დინამოს" ცენტრფორვარდზე, გიორგი ქვილითაიაზე ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ჩინებული მატჩი ჩაატარა "დილას" 31 წლის შემტევმა ოთარ მარცვალაძემ, რომელმაც "ცხინვალის" კარში 2 ოსტატური გოლიც გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა! ასევე ჩინებულად გაისარჯნენ "ჩიხურას" ფორვარდებიც: 23 წლის თორნიკე მუმლაძემაც 2 გოლი გაიტანა "ზუგდიდის" კარში და მოედანზე მის ნაცვლად შემოსულმა მისმა თანატოლმა ლაშა კუჭუხიძემ.

აღსანიშნავია, რომ კუჭუხიძე მოედანზე მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე გამოვიდა, თუმცა მაინც მოასწრო "დუბლის": შესრულება.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა კიდევ ერთმა ფეხბურთელმა შეძლო თავის გამოჩენა: "ლოკომოტივის" 25 წლის შემტევმა ზვიად ქანთარიამ.

სადებიუტო მატჩები, სადებიუტო გოლები...

გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა სადებიუტო მატჩი ჩაატარა უმაღლეს ლიგაში, ზოგმაც სადებიუტო გოლი გაიტანა. ასე მაგალითად, პირველად ითამაშეს უმაღლეს ლიგაში 19 წლის გივი შალამბერიძემ ("მერანი"), 18 წლის ანრი ჭიჭინაძემ ("ტორპედო") და 16 წლის ლუკა სანიკიძემ ("საბურთალო").

განსაკუთრებით, ამ უკანასკნელის აღნიშვნა გვინდა: სანიკიძემ ტრავმირებული თანაგუნდელი, ასევე ახალგაზრდა, 18 წლის ბექა ქურდაძე შეცვალა და ამ ჭაბუკი მეკარის ჩინებული თამაშიც იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, "საბურთალომ" სეზონში პირველი მარცხი რომ აწვნია "სამტრედიას".

ასევე სადებიუტო მატჩები ჩაატარეს საქართველოს ჩემპიონატში ახალმა ლეგიონერებმა: ანდრეი ნიკონოვმა, პიოტრ სევასტიანენკომ (ორივე - რუსეთი), ალექსანდროს პაპადოპულოსმა (საბერძნეთი).

რაც შეეხება სადებიუტო გოლებს, პირველად იყოჩაღეს: ბიძინა ცინცაძემ ("სამტრედია"), გაგი მარგველაშვილმა ("საბურთალო"), ლევან ნონიკაშვილმა ("დილა"), დემურ ჩიხლაძემ ("ლოკომოტივი") და ზვიად ქანთარიამ ("ლოკომოტივი").

ისე, რახან ლეგიონერები ვახსენეთ, ბარემ ისიც ვთქვათ, რომ საქართველოს ჩემპიონატს ორწლიანი პაუზის მერე ბოტი გოა დემელი (კოტ დ"ივუარი) დაუბრუნდა: "ზესტაფონის" ყოფილი ფორვარდი ამჯერად "გურიაში" აგრძელებს კარიერას.

არ უნდა გამოგვრჩეს მერაბ ურიდიაც, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში წინა ტურში ჰქონდა დებიუტი: ყაზანის "რუბინის" ყოფილი ფორვარდი არასტაბილურად მოასპარეზე "შუქურაში" ჩაირიცხა.

ახალი გუნდის ფაქტორი

გასულ ტურში რამდენიმე ფეხბურთელმა თავისი ახალი გუნდის მაისურით პირველი გოლი გაიტანა: 21 წლის დაჩი ცნობილაძემ ("სამტრედია"), 23 წლის გიორგი ქიმაძემ ("ტორპედო"), 20 წლის ცოტნე ქებურიამ ("კოლხეთი").

რამდენიმე ფეხბურთელმა კი ამ სეზონში ახალი გუნდის მაისურით პირველი მატჩები ჩაატარეს: 31 წლის მიხეილ მუჯრიშვილმა ("დილა"), 29 წლის გიგა ბეჭვაიამ ("ცხინვალი"), 23 წლის თორნიკე თუხარელმა ("ზუგდიდი"), 24 წლის ნიკოლოზ საბანაძემ ("საბურთალო").

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
რა გააჭივრეთ საქმე ამ საბურთალოთი და თბილისის გუნდებით ბათუმი -ტორპედოდან არავინ მოგეწონათ????????
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
უმაღლესი ლიგის X ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "ლოკომოტივი": ჟერარდ სარაგოსა რჩება, მზადება საგურამოსა და ავსტრიაში
ტორპედო VS ტრენჩინი - ქუთაისი სასწაულის იმედად
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
ტორპედო-ლოკომოტივი 2:0 - დიდხანს ემახსოვრებათ... [VIDEO]
გურია-ჩიხურა 0:2 - გული მეორედ გაუსკდებოდა... [VIDEO]
კახა ჩხეტიანი: არა მგონია, გროზნის "დინამოს" კარდინალურად შეცვლა მოესწრო...
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
მატჩის დღე! ხვიჩა და პსჟ ლონდონელებზე ფიქრში - რას იზამს 3 გიორგი?
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
საჩხერის "ჩიხურამ" ავსტრიულ შეკრებაზე "ვიდეოტონი" დაამარცხა [VIDEO]
ჩიხურა-საპოვნელა 3:2 - ბურთისა და ნერვების თამაში
მერანი-ჩიხურა 3:0 - ისტორიის შემქმნელებისგან!
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
უმაღლესი ლიგის XIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
ეროვნული ლიგა. XXVII ტური: პირველი არხის თავგატეხილი ტექნიკოსი და ფრე ქართულ ელ კლასიკოში
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
საჩხერის "ჩიხურა": ორი მინუსი დაცვასა და თავდასხმაში
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
ლოკომოტივი-ზუგდიდი 3:0 - სამზე ნაკლები არ შეიძლება
როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა პსჟ-სა და "მეცის" მატჩში?
ეროვნული ლიგა. XIII ტური: "ტორპედომ" "ლოკომოტივს" დამაჯერებლად მოუგო
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
მხოლოდ ერთი გიორგი ძირითადში და "მეცის" ზედიზედ მეხუთე მარცხი
[VIDEOS] აბუაშვილის გოლი, წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცი" დრამატულ მატჩში დამარცხდა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სამი გიორგი მოედანზე, მეოთხე კი ტრიბუნაზე - "მეცი" სახლში კაცნაკლულ "ბრესტთან" დამარცხდა
ტორპედო-დინამო(თბ) 1:1 - სისხლით, ემოციებით, სავსე ტრიბუნებით [VIDEO]
"გაგრა": ანატოლი პისკოვეცის ახალი ხუთეული
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
რევაზ ჩიტეიშვილის გასროლა "დინამოსთან" მსოფლიოს TOP-გოლებში მოხვდა! [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა