მილტონ ჰეიგი: "დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ"
2 დღეში, 19 სექტემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს თასზე პირველ მატჩს გამართავს. "ბორჯღალოსნები" "ქინგსჰოლმ სთედიუმზე" "ზღვის არწივებად" ცნობილ ტონგას დაუპირისპირდებიან.

ტურნირში საქართველოსთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მატჩამდე 48 საათით ადრე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა სამატჩო რაზმი დაასახელა.

ძლიერი შერკინებით

სარაგბო სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი შერკინებით ცნობილი "ბორჯღალოსნები" სტერეოტიპს არ დაარღვევენ, ვინაიდან პირველ ხაზში ჰეიგმა მიხეილ ნარიაშვილს, ჯაბა ბრეგვაძესა და დავით ზირაქაშვილს უხმო. მეორე ხაზში შერკინებას კოტე მიქაუტაძე და გიორგი ნემსაძე გაამაგრებენ. მესამე ხაზში კი ფლანკერებად გიორგი თხილაიშვილსა და ვიქტორ კოლელიშვილს ვიხილავთ. კაპიტანი მამუკა გორგოძე კი 8 ნომერზე ითამაშებს.

ყველაზე ახალგაზრდა

18 წლის ვასილ ლობჟანიძეზე მსოფლიო თასის ვებ-გვერდზე და სხვა და სხვა გამოცემებში ბევრი დაწერილა და თქმულა და მოლოდინისამებრ იგი ნამდვილად შევა მსოფლიო თასების ისტორიაში, როგორც ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, ვინაიდან სასტარტო 15-ეულში მას 9 ნომრის პოზიციაზე ვიხილავთ.

ხაზში ჰავბექად ლაშა მალაღურაძე გაირჯება, ცენტრში დავით კაჭარავასა და მერაბ შარიქაძის დუეტია, ხოლო გარემარბებად გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დაიწყებენ ტონგელთა წინააღმდეგ მატჩს. ფულბეკი კი "ბორჯღალოსნების" ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი, 85 სანაკრებო კეპ მოხვეჭილი, მერაბ კვირიკაშვილი იქნება.

"პატივი გვაქვს მსოფლიო თასზე პირველად, დავასახელოთ "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი, რომლითაც ტონგას დავუპირსპირდებით.

სელექცია ძალზე რთული იყო, რომელიც ბოლო დროინდელი შეკრებებისა და საკონტროლო მატჩების დროს მიმდინარეობდა. მიმაჩნია, რომ საკმაოდ გამოცდილი რაზმი დავასახელეთ.

გარდა ამისა, ამ შემადგენლობით ჩვენი გუნდი თითქმის 4 წელია, რაც თამაშობს, შესაბამისად, დარწმუნებულნი ვართ, რომ მათი თამაშით ყველა ვიამაყებთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

ტრავმებს იშუშებენ და პირველი მატჩის განაცხადში სამწუხაროდ ვერ მოხვდნენ მგეზავი ლაშა ხმალაძე და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. მცირე, ნაკლებად სერიოზული ტრავმა აქვს დავით ქუბრიაშვილს.

ბორჯღალოსნების რაზმი ტონგას წინააღმდეგ

უკანა ხაზი: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4 კოტე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე (კაპ).

მარქაფა: 23. მურაზ გიორგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 21. გიორგი ბეგაძე, 16. შალვა მამუკაშვილი, 17. კახა ასიეშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

glaxuna
ი ბ რ ძ ო ლ ე თ ერის საამაყო შვილებო , დაანახეთ დანარჩენ სამყაროს ქართველი ერის შემართება,ნიჭიერება,თავდადების უნარი,.. მაგრამ მაინც თუ დავმარცხდით,არა უშავს,მომავალში კიდევ უფრო მეტი შ ე უ პ ო ვ რ ო ბ ა გამოიჩინეთ და ქართული რაგბი,ეს ვ ა ჟ კ ა ც თ ა სპორტის სახეობა ერის სახალხო სპირტის სახეობა აქციეთ და რაგბის ცხოვრების წესი...ახალგაზრდობის ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს წესი დამკვიდდრდეთ,მაშინ ე რ ი ღ ი რ ს ე უ ლ ი შეიქნება!!!
ემიგრანტი
რა დრო მოვიდა ჩხაიძე განაცხადში ვერაა?
Shalva73
ეს ჩვენთვის ფაქტიურად საუკუნის მატჩია, მისი მოგებით საქართველოში დაიწყება ახალი სარაგბო ერა, რადგან ჯგუფში მე-3 ადგილზე გასვლის და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად მოხვედრის შემთხვევაში, ევროპის ერთა თასს 4 წლის განმავლობაში გამოვიყენებთ ახალი გუნდის შესაქმნელად. საქართველოსთვის ბიჭებო!!! ლელო, ლელო, საქართველო!!!
rezo
გისურვებთ წარმატებას!!!!!!
lekso
წარმატებები ბიჭებო თქვენი იმედი გვაქ.
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს