ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

არგენტინა-საქართველო 54:9 - "პუმებს" ვერც ამჯერად გავუმკლავდით [VIDEO]

არგენტინა-საქართველო 54:9 - "პუმებს" ვერც ამჯერად გავუმკლავდით [VIDEO]

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოს თასზე არგენტინასთან დამარცხდა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისში მიმდინარე მსოფლიოს თასზე C ჯგუფში მეორე შეხვედრა არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 9:54 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ამ გუნდების მეოთხე დაპირისპირებაა ისტორიაში და ოთხივე ჯერზე გამარჯვება სამხრეთამერიკელებს დარჩათ.

გლოსტერში, "კინგსჰოლმ არენაზე" გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი მეტ-ნაკლებად თანაბარი გამოვიდა და არგენტინელებმა მხოლოდ 5-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 14:9 მოიგეს.

"პუმებმა" დებიუტში არეკნით გაიტანეს, შემდეგ კი მალევე ლელოც დაგვიდეს, რასაც პირველ ნახევარში ორი ზუსტი საჯარიმო დაუმატეს. საქართველოს ნაკრების 9-ვე ქულა პირველ ნახევარში მერაბ კვირიკაშვილმა მოიპოვა, რომელმაც სამჯერ საჯარიმო ზუსტად დაარტყა.

"ბორჯღალოსნებს" სხვაობის გაქვითვის კარგი შანსი ზედ შესვენების წინ ჰქონდათ, თუმცა მეტოქის შეცდომით ვერ ისარგებლეს.

მეორე ტაიმი არგენტინელთა იერიშით დაიწყო, რასაც რაქში ბურთის შეყოვნების გამო მამუკა გორგოძის გასინბინება მოჰყვა. შეიძლება ითქვას, ეს ეპიზოდი გადამწყვეტი აღმოჩნდა თამაშში - 10 წუთის განმავლობაში კაპიტნის გარეშე მოთამაშე მილტონ ჰეიგის გუნდმა ზედიზედ სამი ლელო მიიღო.

"ბორჯღალოსნებმა" თამაში ვერც გორგოძის მოედანზე დაბრუნების შემდეგ დაალაგეს, არგენტინელებმა კი ბოლო ათწუთიან მონაკვეთში კიდევ სამჯერ დადეს ბურთი ჩვენს ჩათვლის მოედანში.

C ჯგუფს 9 ქულით ახალი ზელანდია ლიდერობს, 5 ქულა აქვს არგენტინის ნაკრებს, 4 - საქართველოს, 1 - ტონგას, ნამიბია კი უქულოდაა.

საქართველოს ნაკრები მსოფლიოს თასზე მორიგ მატჩს უკვე მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან, 2 ოქტომბერს გამართავს.

მსოფლიოს თასი 2015. II ტური. C ჯგუფი

არგენტინა-საქართველო 54:9

საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. გიორგი ფრუიძე, 23. მურაზ გიორგაძე.

არგენტინა: 15. ხოაკიმ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მარსელო ბოსხი, 12. ხუან მარტინ ერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ტომას კუბელი. 1. მარკოს აიერსა, 2. ავგუსტინ კრევი, 3. ნაუელ ჩაპარო, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.

16. ხულინ მონტოია, 17. ლუკას ნოგიერა, 18. რამირო ერერა, 19. მატიას ალემანო, 20. პაბლო მატერა, 21. მარტინ ლანდახო, 22. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 23. ლუკას გონსალეს ამოროსინო.

მსაჯი: ჯი პი დოილი (ინგლისი).

• Giorgi

roma ნიჟარაძესთან რა გინდა შენ რამე ხო არ გეშლებბა?? რომელი პლანეტიდან ხარ, რას წერ ერთი კიდე გაიმეორე "რათ გვინდა ისეთი ფედერაცია თავისი ნიჟარაძეებით რომელიც საქართველოს 6 ერში გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს". ხედაავ შენ, რამხელა უზრუნველყოფის სამსახური უნდა იყოს, მთელ მსოფლიოს უნდა მართავდეს. აბა ეხლა ვინ დავდებილდით, ხელი ავწიოთ! თითქოს ის არ ვიცოდეთ ყველამ რომ, მგონი ნატოში უფრო მალე მიგვიღებენ ვიდრე 6 ერში. ხო, რაგბის ფედერაცია უნდა გავაგდოთ და ნაცებისთის კი 9 წელი უნდა გვეცლია ნატოში შესაყვანად? ვაი.. რა გინდათ რაგბის ფედერაციისგან? ნაღდი კაცები ნაღდი ქართველები რომ არიან და ვერ აკონტროლებთ სხვა სფეროების მსგავსად? ან ის იმ ბიჭმა გასახდელში რომ თქვა ერთადერთი ნათელი წერტილი ვართო საქართველოში მაგან აგახიათ ერთ ადგილზე??? შორს გაასწარით აქედან.. რაგბში არ ჩაყოთ თქვენი წუნკალი ცხვირი თორემ!! თორეეემ..

• bavaria

მსაჯზე გადაბრალება არაფერ შუაშია ჩვენზე ბევრად ძლიერი გუნდია და დამსახურებულად მოიგეს

• tegli

რატომ მიბლოკავტ?

• tegli

სრულიად გეტანხმებიტ,ბასილაიას არ ტსაყვანა იქნებოდა?

• tazo000

მინდა ორი სიტყვა ვთქვა მეც... რატომღაც არავინ არ აღნიშნავს რომ ძალიან დაგვჩაგრა მსაჯმა . ჯერ ერთი მამუკა გასაგდები არ იყო სწორად თამაშობდა ბურთზე .. მეორე: მამუკას გაგდების შემდეგ მეორე ლელო როცა გაიტანეს წინ პასი გააკეთეს და ვერც ეგ დაინახეს მსაჯებმა.. რომ არა ეს ორი აშკარა მსაჯების მიკერძოებულობა თამაში არ გაგუჭდებოდა და ვინ იცის როგორ მორჩებოდა .. დიდი ალბათობით მაინც წავაგებდით მაგრამ არა ესეთი ანგარიშით აშკარად არ უნდათ ბრიტანელებს რომ ექვსი ერის თასის ქვეყნებს ჩვენ გამო რამე პრობლემები შეექმნათ და ასეთი დონის მატჩზე უდნა ემსაჯა ვინმ ნეიტრალურს.

• roma

ხალხო პრეტენზია ჩვენს რაგბისტებთან,როგორ უნდა მქონდეს,მათ ყველაფერი გააკეთეს რაც შეეძლოთ,მაგრამ რად გვინდა ისეთი ფედერაცია თავისი ნიჟარაძეებით,რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ძვენი გუნდის ნამდვილ 6-თა ერში გადაყვანას,საწრაფოდ შესაცვლელია ფედერაცია,ჩვენ უკვე 7-8 წელია მივაღწიეთ რაღაც განვითარების დონეს და მორჩა,არც წინსვლაა მეტი და არც უკანსვლა,რუმინეთის და რუსეთის დამარცხება განვითარებას არ ნიშნავს.

• murtalo

ამ წაგებამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა, რომ სანამ მხოლოდ ერთა თასზე ვითამაშებთ და არ მოგვეცემა ბობოლებთან მუდმივი ტესტები, მანამდე საგრძნობი პროგრესი არ მოვა...მგონი სწორედ ამის ეშინიათ რაგბის მამებს. წარმოიდგინეთ წელიწადში თითოჯერ ევროპის პირველ ექვსეულთან თამაშის საშუალება თუ მოგვცეს, ორ-სამ წელიწადში არ მხოლოდ ანგარიშგასაწევ ძალად დარჩებიან, არამედ ბევრს დაბდღვნიან ჩვენი ლომები. არავისთან პრეთენზია არა მაქვს, არც მოთამაშეების არც მწვრთნელების მიმართ.მსაჯმა გორგოძის გაძევებით თმაში დაამთავრა, გული არ გაიტეხოთ, მთელი საქართველო გიდგათ მხარში!

• givarg

ქართველი ტექნიკის გარეშე არ შეიძლება, არც რაგბში, გვაქვს ჩვენ საკმარისი გამბედაობა და შემოქმედება სისხლში იმისათვის რომ ამ არგენტილებმა სადემონსტრაციო ჩვენება არ მოგვიწყონ. ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები უფრო არიან ტექნიკურები და გამბედავები რაგბში და ეგენი უნდა წამოვიდნენ, ეგენი ითამაშებენ ისე რაც ეხლა გვაკლია.

• Geo

ტექნიკაში გვაჯობეს სითამამით სულ მარადონას ნაირი ლელოები გაგვიტანეს რა არი რა იყო ეს ტექნიკის შეგრძნება არა გვაქ? ძალიან ცუდი და გულდასაწყვეტი საყურებელი იყო იმათი ლელოები, კომპიუტერში ფეხბურთით როგორი გოლებიც გამაქვს ისეთი ლელოები გაიტანეს.

• ოთო

თუ ვინმე ტექნიკურ რაგბს გვეთამაშება, ყოველთვის ვაგებთ. მარტო ფიზიკური ძალით შედეგს ვერ მიაღწევ. ესაა ჩვენი მაქსიმუმი.ახლა დროა მწვრთნელებმა ტექნიკაზე იმუშაონ და შედეგიც დადგება. ჩემი აზრით ამის გაკეთება მხოლოდ მომავალ თაობას შეუძლია. მადლობა ცვენს ბიჭებს, მაგრამ ალბათ მათ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთეს.მომავალმა თაობამ შემდგომი ნაბიჯი უნდა გადადგას.

• shota chkhutiashvili

ეს შედეგი მოულოდნელი არ არის. არგენტინა ამ თამაშს არაფრის დიდებით არ წააგებდა. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ კლასში სხვაობა მაინც თავისას შვრება. გავიხსენოთ რა გუნდებთან უწევთ ხოლმე არგენტინელებს თამაში, და ჩვენ კი ვის ვეთამაშებით ხოლმე ერთა თასზე. ეს კლასიც ჩვენს ბიჭებს გუნდებში თამაშის საშვალებით აქვთ. მაგრამ ნაკრების დონე სულ სხვა რამეა. უკვე მერამდენედ დამტკიცდა რომ ერთა თასი ჩვენს განვითარებას უკვე აფერხებს, არაფერს აღარ გვმატებს.

• ucha

კიარ დამარცხდა,არამედ განადგურდა და რაცარუნდა მწარე იყოს ეს სიტყვები ყველაფერს თავის სახელი დაარქვით ძალიან გთხოვთ.....თამაში კი სრულიად მწვრთნელის სინდისზეა....

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

ბუნდესლიგა ხმაურიანი მატჩით იხსნება - "ბაიერნი" "ლაიფციგს" უმასპინძლებს

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"ნიუკასლის" ფეხბურთელი რომ ვიყო, ისაკის გუნდში დაბრუნება არ მენდომებოდა" - უეინ რუნი შვედი თავდამსხმელის სატრანსფერო საგას გამოეხმაურა

ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი

სფფ-ის ტექნიკური ცენტრი "ავაზა" გაიხსნა

[PHOTO] დაფრინავდნენ უნიტაზები, ფეკალიები, ქვები, ჯოხები - არიან დაჭრილები, 300 ფანი კი დაპატიმრებულია

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ბოლო სპარინგიც წააგო - რა იქნება ევრობასკეტზე?

სპერციანმა ინგლისური კლუბი უარით გაისტუმრა

ლუის ენრიკე: დონარუმა? კრიტიკა მესმის, თუმცა...

საქართველოს მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევისთვის უკრაინითა და დანიით შეივსო

"მის ჩანაცვლებას ვცდილობდით, მაგრამ ეს შეუძლებელია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ჯიკიჩმა შემადგენლობა 3 მოთამაშით შეკვეცა

"ტოტენჰემი" სავინიოს სანაცვლოდ 80 მილიონს იხდის - რას გადაწყვეტს "მანჩესტერ სიტი"?

"საფონოვმა ეს სურვილი დააფიქსირა" - ფრანგი ჟურნალისტი რუსი მეკარის მომავალზე წერს

"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

სავსე ტრიბუნების დროა!

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს