ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეს სამყაროს დასასრული არ არის! - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" კომენტარები

ეს სამყაროს დასასრული არ არის! - მილტონ ჰეიგისა და "ბორჯღალოსნების" კომენტარები

მილტონ ჰეიგი: "მიუხედავად წაგებული მატჩისა, მე ამ ბიჭებით ვამაყობ"
25 სექტემბერს, მსოფლიოს თასზე გამართული მატჩის შემდეგ, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინასთან დამარცხდა (9:54), "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს.

არგენტინა-საქართველო 54:9 - "პუმებს" ვერც ამჯერად გავუმკლავდით [VIDEO]

მილტონ ჰეიგი:

- მატჩის პირველი ნახევარი კარგი იყო. კარგადაც ვთამაშობდით. ბურთს ვფლობდით და რამდენიმეფაზიან შეტევებსაც ვაკეთებდით, მაგრამ მეორე ტაიმში თამაშის ბედი მალევე გადაწყდა.

მიუხედავად წაგებული მატჩისა, მე ამ ბიჭებით ვამაყობ. ფაქტი კი ის არის, რომ მატჩი ისეთ გუნდთან გავმართეთ, რომელიც მოგებისთვის თავიდანვე "განწირული" იყო.

- რამხელა მნიშვნელობა იქონია მეორე ნახევარში კაცნაკლულზე თამაშმა?

- მამუკა უდაოდ ჩვენი გუნდის ლიდერია. მატჩის პირველ ნახევარში უფრო თავისუფლად ვიყავით, მაგრამ მამუკას 10 წუთით დაკარგვამ საკმაოდ ცუდად იმოქმედა.

თუმცა ეს რაგბია - ერთ დღეს ვიგებთ და აღვნიშნავთ, მეორე დღეს შეიძლება დავმარცხდეთ. ახლა ისევ უკან უნდა დავბრუნდეთ და მორიგი მატჩისთვის მოვემზადოთ. ჩვენ ჯერ კიდევ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვართ.

- შემდეგი მატჩი ახალ ზელანდიასთან გაქვთ...

- მომავალ კვირას მსოფლიო ჩემპიონებს ვხვდებით, მსგავსი რამ ქართული რაგბის ისტორიაში არ ყოფილა. ამ მატჩისთვის ბიჭების მოტივირება საჭირო ნამდვილად არ არის, რადგანაც "ოლ ბლექსი" ის გუნდია, რომელიც ყველა მორაგბის საოცნებო მოწინააღმდეგეა.

მერაბ კვირიკაშვილი:

- მეორე ნახევრის დასაწყისიდან მატჩის შედეგი უკვე ყველასთვის ცნობილი იყო. ტაიმის დასაწყისში თამაშში სწრაფად ჩართვა ვერ მოვახერხეთ, მათ კი ეს შეძლეს. შემდეგ ყვითელი ბარათიც მივიღეთ, რამაც ჩვენზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ეს სამყაროს დასასრული არ არის. ვეცდებით თავი ხელში ავიყვანოთ და შემდეგი ორი მატჩი ისევ ისეთი შემართებით გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვიყავით.

ვიტო კოლელიშვილი:

- ძალიან რთულია წაგება. ცუდად ვითამაშეთ და ამიტომაც დავმარცხდით. მოტივირებულები ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს არ გაგვიმართლა. დღევანდელი მატჩიდან ბევრს ვისწავლით. ახალი ზელანდიის წინააღმდეგ კარგად მოვემზადებით, ნამიბიასთან მოგება კი აუცილებელია.

დავით ზირაქაშვილი:

- არ მინდა პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ ერთი მატჩის მოსაგებად არ ჩამოვსულვართ. ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ. ჩვენი შერკინების სიძლიერეში დარწმუნებული ვარ და მსოფლიოს თასი ჩვენთვის ამით არ დასრულებულა.

მეოცნებეები არ ვართ, რეალისტები ვართ. ვიცოდით, რომ არგენტინა ძლიერი გუნდი იყო და არც ახალი ზელანდიის წინააღმდეგ გასამართ მატჩზე ვაგებთ ოცნების კოშკებს, თუმცა მოლოდინები მაინც დიდი გვაქვს. ამ გამოწვევას კარგად გამოვიყენებთ და მოედანზე ყველაფერს დავდებთ.

წაგებულ თამაშში დადებითის დანახვა რთულია, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შერკინება ძალიან კარგი იყო და ოთხჯერ დავაჯარიმეთ მოწინააღმდეგე. არგენტინას ჩვენთან შერკინებაში დადგომა უჭირდა და ამით ბევრი გუნდი ვერ დაიკვეხნის. ხვალ ჩვენს გამოსვლას შევაფასებთ და ვიდეოანალიზი საშუალებას მოგვცემს კარგი და ცუდი მხარეები დავინახოთ.

დავით კაჭარავა:

- ძალიან რთული თამაში იყო. ტონგასთან მოგებული მატჩის შემდეგ მაღლა დავფრინავდით, ახლა კი მიწაზე დავეშვით. არგენტინელებმა ძალიან მაგარი რაგბი ითამაშეს.

რაღაც დადებითი ამ მატჩშიც შეგვიძლია დავინახოთ. ჯერ არაფერი დამთავრებულა, ბევრი ვისწავლეთ და შემდეგ თამაშებში მთლიანად ჩავერთვებით. არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

• kk

პირველ რიგში მადლობა მინდა მოვუხადო სრულიად სარაგბო თემს თავდადებისათვის და მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ასეთი ანგარიშით წაგების მიზეზები ჩემი მოკრძალებული აზრით. პირველ რიგში შევთანხმდეთ იმ აზრზე რომ ანგარიში არ ასახავს ჩვენ და არგენტინას შორის თანაფარდობას. 1)მთავარი მიზეზი არის ის რომ არგენტინას მაგრად აქვს მომატებული, რაც ძირითადად გამოწვეულია ოთხ ერში გაერთიანებით და რეგულარული თამაშებით სამხრეთის ბობოლებთან და არა შემადგენლობის გაძლიერებით. 2)არ გვაქვს გამოცდილება ერთკვირიან პერიოდში ორ ძლიერ გუნდთან თამაშის, რაც საჭიროებს უდიდეს ენერგიას როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად, ჩვენგან განსხვავებით არგენტინას აქვს და ასეთი პრობლემა არ შეექმნება თუნდაც მასზე ძლიერ გუნდებთან. 3)ჰეიგის შეცდომა შემადგენლობის დაყენების დროს ჩემი აზრით, ხუთი მოთამაშე რომ შეეცვალა ვფიქრობ ფიზიკურად უკეტესი გუნდის შთაბეჭდილებას დავტოვებდით, მაგალითად მეორე ხაზში დათუნაშვილი და ბინგო და მესამე ხაზიდან თხილაიშვილის ნაცვლად სუთიაშვილი, 7-ზე მამუკა და 8-ზე ლომიძე, შეიძლებოდა ბეგაძის სასტარტოც და ხმალაძეს და თოდუას აგარ დაადგათ საშველი. 4) მსაჯის მიკერძოება, ყველა ექსპერტი ნეიტრალურები ინგლისურენოვანი თანხმდებოდნენ საიტებზე, რომ იქ ჯარიმაც არ იყო,და გორგოძე ტყუილა გაუშვა სინბინში და ის რომ არა მსაჯი მაინც დაგვჩაგრავდა. 5) არ გვაქვს გამოცდილება როცა ვმარცხდებით 30 ქულით, ფსიქოლოგიურად რომ არ უნდა გავტყდეტ, ექვს ერში რომ ვიყოთ ეგ პრობლემა აღარ გვექნება, ერთხელ და ორჯერ რომ წააგებ დიდი სხვაობით ფსიქოლოგიური მომენტის ხარჯზე, მერე მაგასაც ვისწავლით. 6) და მთავარი არგენტინამ შერკინება-მოლოთ ვერ მოგვიგო, მოგვიგი მაინც უკანა ხაზით. სწორედ ასეთი დავალებით გამოვიდნენ მეორე ნახევარში და გაგვწელეს დაცვაში, აი მანდ არ გვეყო ენერგია. ფიზიკაში მე-4 ტაიმი ვეგარ გავქაჩეთ. მერე რა რომ დავმარცხდით, ჩვენ 5-იანზე შევასრულებთ ამ ჩემპიონატის გეგმას, დარწმუნებული ვარ, მე ვამაყობ ბორჯღალოსნებით და ვარ მე 16 მოთამაშე, მჯერა უკეთესი მომავლის, წარმატებები ქართულ სარაგბო თემს.

• გიორგი

ესეთები ვართ ქართველები, გამოჩნდება თუ არა ნათელი წერტილი დავცემთ და გავანადგურებთ. არანაირი უფლება არააქვს არავის ბიჭებზე რაიმე უარყოფითი თქვას. სპორტია ... ხან იგებ და ხან აგებ. ვინმემ განაცხადა ჯგუფიდან გავალთო? თუ ტონგასთან რომ მოვიგეთ სასწრაფოდ უკვე ამბიცია გავიჩინეთ და მეტს ვითხოვთ? არავის არააქვს უფლება ბიჭებზე რაიმე უარყოფითი თქვას!!! მათი პატრიოტობა და კაცობა-ადამიანობა ნეტა მთავრობის წევრებს და რიგით ქართველებს გააჩნდეს... გაიხსენეთ რამდენი სასიხარულო დღეები გვაჩუქეს მათ... თუ დაგავიწყდათ? აი ასეთებიც გვირევია სამწუხაროდ... იაპონიამ სენსაცია მოახდინა, მაგრამ მეორე თამაში ჩვენსავით დათმო. არამგონია იაპონელებს გაეკიცხათ თავიანთი ბიჭები. მე, პირადად სიმართლე გითხრათ ილუზიები არ შემიქმნია, მაგრამ ნამდვილად გული გამიხდა ცუდად... არაუშავს ბიჭებო!!! თქვენ შემოგევლეთ!!! ნამიბიას აუცილებლად მოვუგოთ, და მოვუგოთ საგრძნობი უპირატესობით... აბა თქვენ იცით!!! წინ!!!

• gizo waikitxe

სად დაინახე აკანკალებული მუხლები ??? მგონი შენს თავზე ამბობ ხო ?...ალბათ ესეა....ერთი შენს წინ რო ზირაქა გაიჩითოს ნეტა რას იზამ ??? უი სჰენ ხო გაგვეცი უკვე პასუხი....მუხლები აგიკანკალდება ....!!! მიდით ქართველო ლომებო მთელი საქართველო თქვენთან ვართ!

• Unknown

გულის სიგრმეში იკო იმედის ნაპერცკალი.მაგრამ თმაშმა დაგვანახა , რომ მოცინავე გუნდებს აშკარად ჩამოვრჩებით,არგენტინამ სცორედ ააცკო თამაში,ჰეიგის შეცდომებიც არის ჩვენ ასეთ ცაგებაში, ჰეიგმა დადებითი როლი ითამაშა ჩვენი გუნდის განვითარებაში, მაგრამ , მე მგონი მოვიდა დრო როცა უფრო მაგალი დონის მცვრთნელი გვჩირდება

• zviadi

Gიზო ხარ თუ ვინა ხარ როგორ ბედავ წმინდა ანთიმოზი და მართლმადიდებლობაა შენი სამასხარაო ....

• ნიკოლოზ

არგენტინელების სამწვრთნელო შტაბმა კარგად შეგვისწავლა,მსაჯმაც არ დაგვინდო, მეორე ტაიმში გვეთამაშნენ შორიდან,ისე რომ ჩვენ მორკინალებს არ ჩავარდნოდნენ ხელში, ჩვენმა მწვრთნელებმა კი ვერაფერი მოიფიქრეს და ბიჭებმაც არ იცოდნენ რა ექნათ, დიდი მადლობა ბიჭებს,რომ ასეთი ამბიცია გაგვიჩინა ქართველებს, მათი თავდადება აუცილებლად დაფასდება,მე დიდი იმედით ვუყურებ მომავალს თამაშის დასრულების შემდეგ დილამდე ვერ დავიძინე, არაუშავს, რომ მოგვეგო ალბათ სულ არ დავიძინებდი.

• Nika

Winc ra unda is ceros magram gushin tamashi rom ar gamouwidat paktia , iko bewri teq ikuri cuni gashwebua lelom ki gundi mtlianad moshala, amitom scori daskwnebis gamotanaa sachiro am tamashidan imedia gaitwaliscineben ,

• ფერნანდო

მადლობა ბორჯღალოსნებს თავდადებისათვის და წარმატებას ვუსურვებ ნამიბიასთან .

• toulouse

ევოლუცია შეჩერებულია რადგან პრაქტიკულად არასდროს არ ვეტამაშებიტ დიდ გუნდებს. თამაშის პრაქტიკა გვაკლია. იგივე შედეგი აჩვენა იაპონიამ რადგან მთელი ენერგია პირველ მატჩზე გადაიტანა. ალბათ უკეთესი იქნებოდა D ჯგუფში, მაგრამ ჩემის აზრით ზელანდიასთან და ტონგასთან უკეთეს გამოცდილებას მივიგებტ ვიდრე საფრანგეთთან. ჩემის აზრით საქართველოს ნაკრები დიდ პროგრესს განიცდის და ახლო მომავალში მეტი ტამაში მოგვიწევს დიდ გუნდებთან

• Zura

ჰეიგს იმედი არ მოუცია რომ ჯგუფიდან გავიდოდით რაც დაისახეს მიზნად გააკეთეს ბიჭებმა და მადლობა ამისტვის ყველა მორაგბეს არგენტინის ნაკრები ძალიან გაზრდილია......

• Gia

გიზოსნაირი კლავიატურის..., რომ ილაპარაკებენ რაგბზე და ღირსებაზე, ბოღმიანი გიზო.

• beka

გიზო საერთოდ რაგბი რა ხილია იცი? ერთი კაცის გუნდი იმიტომ უწოდე ალბათ რომ გორგოძის გაგდებამ დაღი დაასვა თამაშს. როცა შენზე ერთი თავით მაღლა მდგომ მოწინააღმდეგეს ეთამაშები და კარგავ წამყვან მოთამაშეს, ძალიან რთულია წონასწორობის შენარჩუნება. რაგბში ყველა მოთამაშეს თავისი პოზიცია აქვს და ნებისმიერი მათგანის გაძევება უდიდესი დანაკლისია. ახლა რაც შეეხება შენს უკბილო კომენტარს ზირაქას ნატქვამზე. ჩვენ შერკინებაში დავჯაბნეთ გუნდი, რომელმაც ახალ ზელანდიას ტოლი არ დაუდო შერკინებებსა და მოლებში და რიგ ეპიზოდებში აჯობა კიდეც. სად დაინახე ერთი ჩვენი ბიჭების აკანკალებული მუხლები. ანგარიშის მიხედვით რომ საზღვრავ თამაშ მაგიტომ ხარ უვიცი და არ გაქვს უფლება რაგბზე კომენტარი გააკეთო. ის რაც მეორე ტაიმში მოხდა იყო მხოლოდ ნერვების ბრალი და არა სათამაშო სტილის. პირველი და მეორე ტაიმები აბსოლუტურად კონტრასტული იყო, და კაცნაკლულობის გამო გაშვებულმა ლელომ მოშალა გუნდის ფსიქოლოგიური მექანიზმი. ასეთი რამ დიდ გუნდებსაც ემართებათ და არამარტო რაგბში, კარგი მაგალითია შარშანწინდელი ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რეალი ბაიერნი, როცა მოსაგებად მოტივირებული ბაიერნი ერთმა გოლმა დაასამარა და შემდეგ რეალმა უბრალოდ გადაუარა. რას თხოვთ ამ ბიჭებს მეტს, ან რანაირად უნდა მოუგონ დიდ გუნდებს როცა მათი პირობების ნახევარიც კი არ აქვთ, და საქართველოში მათ თამაშებზე უფასო ბილეთის შემთხვვაშიც კი არ ივსება სტადიონი, (რუსეთთან თამაშს არ ვგულისხმობ, იმ თამაშში რაგბი არაფერ შუაშია, კრიკეტსაც რომ თამაშობდნენ მაინც გაივსება სტადიონი,) ისე თუ გაინტერესებს ჩვენი მორაგბეებით უნდა ამაყობდეს მთელი ქვეყანა და ისინი ბევრად მეტს იმსახურებენ ჩვენგან. ისინი იმსახურებენ გვერდში დგომას და არა უაზრო კრიტიკას წაგებული მატჩის შემდეგ. !!!!

• miska 777

საიდან ამდენი ბოგმა ამ ხალხს, გუნდის კლასი, ასეთ თამაშებში იზრდება, ბიჭებმა გასაკეთებელი გააკეთეს. ჰეიგი კარგი მწვრთნელია, რაგბი წინ მიდის, საჭიროა საკლუბო რაგბის განვითარება

• giorgi

გიზო შენ თუ კარგად გადახედავ ამ სტატიაში ბიჭების ნათქვამს სატრაბახო არაფერი უთქვამთ.. შენ არა მარტო აქ დარწმუნებული ვარ სხვა სტატიებშიდაც კლავიატურას ხარ მიწეპებული და ყველგან ასეთი ბოღმიანი კომენტარებით იფარგლები.. შენ გულგრძო ადამიანს არანაირიი უფლება არ გაგაჩნია ამ ბიჭების ღირსებაზე ილაპარაკო..მე და არამარტო მე დარწმუნებული ვარ მთელი საქართველო ამაყობს და იამაყებს ყოველთვის..მიუხედავად წაგებისა მე ამ ბიჭებს ვენაცვალე შემოვევლე იმ ღირსებაში იმ ქართველობაში და იმ ადამიანობაში რომელიც ყველა მათგანს გააჩნია..დედას გეფიცებით ყველა თქვენთაგანი მეამაყებით და ვიამაყეებ ყოველთვის.. წარმატებები კარგო ადამიანებო.. თქვენ ნამდვლიად არ იმსახურებთ იმას რომ გიზო თქვენს ღირსებაზე ლაპარაკობდეს!!!!

• Niko

ვიცოდი რომ დავმარცხდებოდით და არც მიყურია, დასაწყვეტი ნერვები და გასახეთქი გული სადაა!

• gizo

''არაფერი დაგვიკარგავს. ჩვენთვის ჯერ კიდევ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი წინ არის - თუ ჩვენ ნამიბიის დამარცხებას შევძლებთ, მიზანს მივაღწევთ''. დავითბატონო, როცა თითქმის მთელი თამაში, მეტოქის ხაზს ვერ არღვევ, როცა თამაშში, რომელიც 45 ქულით წააგე და ერთი ლელოც ვერ დადე და შეშინებული თამაშობდით, შეიძლება ითქვას დამფრთხალები, როგორღა ამბობთ არაფერი დაგვიკარგავსო? ჩემთვის პირველ რიგში ღირსეული კაცები იყავი და ეს უკანასკნელი ხომ არ დაკარგეთ? იმედს ვიტოვებ ზელანდიასთან ამას გამოასწორებთ. ფრთებზე გასასლელად სირბილი არ უნდა დაგეზაროთ, მხოლოდ მიწოლით რუსეთს კარგ სემთხვევასი რუმინეთს, თუ მოუგებთ, ისიც ჯერ-ჯერობით.

• gizo

ქართველების ტრაბახს უკვე მივეჩვიე, მაგრამ ჰეიგისა მიკვირს ერთი კაცის გუნდით მსოფლიო ჩემპიონატზე მიდის და დიდი იმედებს იძლევა, ვინც როგორ უნდა ისე მიიღოს მაგრამ მე ასე მგონია, რომ ვინც ღირსეული კაცები მეგონა, გუშინ ყოვლად უღირსოები იყვნენ მოედანზე. მუხლებ აკანკალებულები მაპატიეთ გამოთქმისთვის და ერთ ჯოგად დარბოდნენ, გაშლისა ეშინოდათ და ამიტომაც მოწინააღმდეგის თამაშის გაშლა ლელოთი მთავრდებოდა.წმინდა ანთიმოზის თასია ჩვენი დონე და იქნება კიდევ დიდ ხანს, როგორც ეტყობა.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია

"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ

"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა

"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა

[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა

ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა

"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...

პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს

"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა

"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია

ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს

"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა

"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა

"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო

მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა

"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

რაგბის ლეგიონი: 19 ქართველი ევროთასებზე

სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო

ლეგიონერები - საფრანგეთში პლეი-ოფები დაწყვილდა

ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

ახალი ზელანდია VS ავსტრალია - ვინ აღმართავს "ვებ ელისს" მესამედ

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის

მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა

ყინული დაიძრა - უელსელები საქართველოსთან თამაშზე სერიოზულად ფიქრობენ

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

ქართველი ლეგენდა "მშობლიურ" კლუბს დაუბრუნდა

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს

"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა

ლეგიონერები: ვინ როგორ ხვდება ახალ წელს

რაგბის მსოფლიოს თასი 2015-ის გამარჯვებული "ოლ ბლექსი" გახდა [VIDEO]

დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს

"ბორჯღალოსნებთან" სათამაშოდ თბილისში ირლანდია და შოტლანდია მოდიან

რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა

ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა

გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ

სავსე ტრიბუნების დროა!

lamontagne.fr: ვიტო კოლელიშვილის ძალიან ბუნდოვანი მომავალი

მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

რაგბის ლეგიონი: ტური რაგბი ევროპის პარალელურად

ვასილ ლობჟანიძე 2019 წლის მსოფლიოს თასის 5 პოტენციურ ვარსკვლავს შორის მოხვდა

მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს

ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

დავით ზირაქაშვილი: თითო ასეთ შეცდომას ყველა მატჩში ვუშვებ

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს

"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს