ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სამტრედია-დილა 5:0 - ჩემპიონი კოშმარში [VIDEO]

სამტრედია-დილა 5:0 - ჩემპიონი კოშმარში [VIDEO]

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური
ქართულ ფილმ "ქვევრში" ეროსი მანჯგალაძის გმირი ამბობს - "მე ღმერთი არ ვარ, სასწაული მოვახდინო - სამჭკუაშვილი ვარო"!

სამჭკუაშვილმა არა, მაგრამ სამტრედიელებმა სწორედ ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე მიმდინარე ჩემპიონატის ერთგვარი სასწაული შემოგვთავაზეს - საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და სატურნირო ცხრილის ამმატჩამდელი ლიდერი 5 უპასუხო გოლით დაამარცხეს.

ამ ანგარიშით გორელების ძლევას, ალბათ, ყველაზე ოპტიმისტი სამტრედიელი გულშემატკივარიც ვერ იფიქრებდა. აღნიშნული ანგარიშით კი არა, ეროვნულ ჩემპიონატში "დილას" 5 მარტის შემდეგ (ბათუმის "დინამოსთან" 0:1) არ წაეგო.

საგულისხმოა ისიც, რომ გორელებს აქამდე მხოლოდ ერთი ბურთი ჰქონდათ გაშვებული განვლილ 6 ტურში და ახლა ერთბაშად ხუთი მიიღეს.

სხვათა შორის "სამტრედიასთან" რომელიმე გოლში ალექსეი შევჩენკოს დადანაშაულებაც ძნელია, პირიქით - მან რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც თავისი გუნდი, ხოლო "დილას" სხვა არცერთი სათამაშო რგოლი ნორმალურად არ გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიცირებული უჩა სოსიაშვილი თამაშს ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს, მატჩს ინტრიგას მისი და გია ცეცაძის, ანუ ორი ახალგაზრდა სპეციალისტის პაექრობაც მატებდა.

ცეცაძემ, რომელსაც ადრე "დილაშიც" წარმატებით უმუშავია, ამჯერად იმარჯვა, თუმცა ამ შეხვედრით მათ შორის უპირატესობაზე სრულფასოვანი დასკვნების გაკეთება შეუძლებელი გვგონია...

მასპინძლები თავიდანვე სწრაფ ტემპში აგორებდნენ ბურთს, შეტევებს სწორხაზოვნად არ წარმართავდნენ და გორელთა უკანა ხაზში სივრცეების მოძებნას სხვადასხვა მიმართულებიდან ცდილობდნენ. ვიდრე "დილას" დაცვის ხაზის ჩავარდნები ქრონიკულ სახეს მიიღებდა, ჯერ სამტრედიელ უკანახაზელებს უჭირდათ. თავიდან მათ ოთარ მარცვალაძის, ხოლო შემდეგ გუგა ფალავანდიშვილის რეიდები ვერ შეაჩერეს და კინაღამ დაისაჯნენ კიდეც...

თუმცა ცოტა ხანში იქით დასაჯეს მეტოქე. მე-12 წუთზე გრძელი, მოზომილი პასით ბუდუ ზივზივაძე აღმოჩნდა სახეირო პოზიციაზე და ანგარიში გახსნა - 1:0.

დაწინაურებულმა მასპინძლებმა უფრო თამამად შეუტიეს. ათ წუთში მოედნის ცენტრში სტუმართა მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომას დავით ჯიქიას მეკარესთან პირისპირ გასვლა მოჰყვა, მაგრამ მან იქამდე ვერ დაარტყა, ვიდრე ხელი არ შეუშალეს.

29-ე წუთზე, გორელთა მორიგი შეცდომის შედეგად, ავთო ენდელაძე გავიდა პირისპირ, თუმცა ბურთი კარისკენ ზუსტად ვერ გაგზავნა. არაზუსტი იყო ირაკლი სიხარულიძეც, რომელიც სამტრედიელთა გორელმა ფეხბურთელმა დავით რაჟამაშვილმა მახვილგონივრული პასით შეატოვა მეკარეს პირისპირ...

ამასობაში, საპირისპირო კართან მარცვალაძემ გაფლანგა გატანის შანსი. მერე სამტრედიელებმა თანდათან გაისწორეს სამიზნე, სტუმრებს ფეხმარდი იმერლების მიერ შეთავაზებულ ტემპზე აყოლაც გაუჭირდათ და ტაიმის მიწურულს ჯერ ნიკა სანდოხაძემ, შემდეგ ენდელაძემ მოედანზე შექმნილი ვითარება ტაბლოზე ასახეს - 3:0.

გოლების სიუხვეს არბიტრი აბდულა ბასლეჰლოც არ ჩამორჩა და თავის მხრივ, ყვითელი ბარათები არიგა უხვად.

შესვენების შემდეგ თამაშში გოგიტა გოგუა ჩაერთო. "დილას" პირველივე შეტევას საკმაოდ სახიფათო "სტანდარტული" მოჰყვა, თუმცა გოგუამ ის "ცოცხალ კედელს" გაარტყა.

ცოტა ხანში გორელ მცველებს ზურგს უკნიდან კიდევ ერთხელ გადაუგდეს ბურთი (გიორგი დათუნაიშვილი), რომელსაც ენდელაძე გამოეხმაურა და დუბლი გაიფორმა - 4:0.

"დილა" პრესტიჟის გოლის გატანასაც ვერ ახერხებდა. ცეცაძის შეგირდებმა კი ინიციატივა ხელიდან აღარ გაუშვეს, მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ და ნოკდაუნში მყოფი მოწინააღმდეგე ბოლომდე "გაიმეტეს": 77-ე წუთზე ამ მატჩში ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშე რაჟამაშვილს შევჩენკომ კი აუღო, მაგრამ უკრაინელმა სიხარულიძის დამატებულს ვეღარაფერი მოუხერხა - 5:0.

"სამტრედიამ" ამ გამარჯვებით საჩემპიონო განაცხადი გააკეთა და სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი შეფარდებით "დილასაც" გადაასწრო.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. VII ტური

03.10. სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე

სამტრედია-დილა 5:0

გოლები: 1:0 ზივზივაძე (12), 2:0 სანდოხაძე (43), 3:0 ენდელაძე (45+1. ჯიქიას პასით), 4:0 ენდელაძე (57. დათუნაიშვილის პასით), 5:0 სიხარულიძე (77)

სამტრედია (4-4-2): მეშველიანი - მთივლიშვილი (81. იოსელიანი), ცნობილაძე, სანდოხაძე, შერგელაშვილი - ზივზივაძე, დათუნაიშვილი, რაჟამაშვილი, ენდელაძე (66. გოგიაშვილი) - ჯიქია (75. მჭედლიშვილი), სიხარულიძე.

სათადარიგოები: თებიძე, ცინცაძე, ახალაძე, მარკოზაშვილი

მწვრთნელი: გია ცეცაძე

დილა (4-4-2): შევჩენკო - ღონღაძე (26. ხურცილავა), კვახაძე, ქარქუზაშვილი, ნავალოვსკი - ნონიკაშვილი (46. გოგუა), ფალავანდიშვილი, გვალია, ერისთავი (61. ილურიძე) - მოდებაძე, მარცვალაძე.

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, კვირკველია, პაპავა, მაშუკოვი

მწვრთნელი: მილოვან მატიასევიჩი

გაფრთხილება: ქარქუზაშვილი (30), ცნობილაძე (34), ფალავანდიშვილი (39), ერისთავი (40), მთივლიშვილი (41), შერგელაშვილი (47), ჯიქია (62)

არბიტრი: ა. ბასლეჰლო.

ბომბარდირები

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 8

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 6

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 6

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 5

ი. მოდებაძე (დილა) 5

მომდევნო, VIII ტური

17 ოქტომბერი, შაბათი

კოლხეთი-ლოკომოტივი

საბურთალო-საპოვნელა

მერანი-შუქურა

ზუგდიდი-სიონი

დინამო (ბთ)-სამტრედია

ტორპედო-დინამო (თბ)

18 ოქტომბერი, კვირა

დილა-გურია

ცხინვალი-ჩიხურა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• კახა

ჩიკო ჯანგო ცოტა უხეში ფორმით მაგრამ მართალს ამბობს,ბრძოლა დღეს და ახლაა საჭირო,ახლა უნდა გაიღონ ყველაფერი,არაფერი არაა ნაადრევი,არც ჩემპიონობა და არც ლიგის საგზური. თანაც უნდა იცოდეთ რომ მთელს კლუბს სისტემით 1+1 აქვს კონტრაქტები და თუ ახლა არ დაიბევეს ადგილები,გაისად ნახევარიც ვერ დარჩება,ამიტომაც ყველა იბრძვის და ამ დროს საუბრები იმაზე თუ რაა ნაადრევი,ან ვინაა ზედმეტად ახალგაზრდა ჩემპიონობისათვის, არასწორია. ვისთვისაა აბა დროული?მხოლოდ დინამო და დილასათვის? რა ხეირია მაგ "დროულებისაგან"?

• iloreli

რა ქაჯი ხარ ჯანგო ვიღაცა ხარ

• jango

salih იქნებ თვით დაოკდე გენაცვალე? თუ მინდორზე გადიხარ, ბოლომდე უნდა იბრძოლო და ეს უნდა იყოს ყოველ თამაშზე როგორც წესი.რაც მეტია მოგება მით მეტია ამბიცია.ნებისმიერი ხელოვნური დაოკება ამბიციის იწვევს კლუბის ჩამოშლას და არა ზრდას. ინტერნეტში არაერთი წიგნია ფეხბურთზე და წიკითხეთ,ცოტა განათლებაც მიიღეთ, დაიწყეთ თუნდაც სტენლი მეტიუზის წიგნიდან "35 წელიწადი მარჯვენა ფრთაზე" მის მერე უფრო გაგიადვილდებათ მცოდნე ხალხის ნათქვამის გაგება.

• ჩიკო

jango შენი რა საქმეა ვის რა შეხედულება აქვს? კარგი იქნება თუ სამტრედია გახდება ჩემპიონი მაგრამ რაც მე ვთხოვ ბავშვები არიან ჯერ. იმედია 2-3 წელი კიდე ითამაშებენ ერთად მინიმუმ და მერე მართლა ანგარიშგასაწევი ძალა გახდება. მე სტადიონზე მაქვს ამათი თამაში ნანახი და მგლებივით იბრძვიან, თავდაუზოგავად

• garika

თქვენ კოშმარი ეძახეთ და კაი ფულს კი მოღუნავდნენ, ჯუღელი და მისი ბანდა:D

• სამტრედიელი

ჯანგო კლავიატურის ლომო. შეურაცხყოფის მოყენება ადვილია. კაი მთქმელს კაი გამგონე უნდა. მე ის ვთქვი რომ თუ სამტრედია ჩემპიონი გახდება ეს იქნება ჩემპიონატის დაბალი დონის შედეგი. ბავშვები არიან ჯერ და ევროსარბიელზე შერცხვებიან, ასე რო ჯობია გარკვეული გამოცდილებით გავიდნენ ერვოპულ გუნდებთან მაგრამ ეგ უნდა მოხდეს ობიექტურად და არა სპეციალურად. და თუ შენ ფიქრობ მე სამტრედიელს მეწყინება სამტრედიის ჩემპიონობა მართლა იდიოტი ყოფილხარ. სამტრედიამ ერთხელ გაიტანა 3 ბურთზე ნაკლები და იმ ერთხელაც დამარცხდა და დიდი ფილოსოფია არ უნდა იმის აღიარებას რო შეტევაში წესრიგშია ყველაფერი. რამდენსაც დაარტყამ ვერ გაიტან და დაცვამ ყოველი მეორე არ უნდა გაუშვას. შე მართლა პომიდორო

• salih

ომის მერე მუჭებს არ იქნევენ?:) იქნევენ თანაც როგორ, და კიდევ ჯანგო... დაუკვირდი რას ლაპარაკობ,შეურაცხყოფას ნუ აყენებ ხალხს,იდიოტივით ლაპარაკობენ თუ არა,ეს შენი საქმე არაა, დაოკდი და რაც გინდა ის მოიფხანე

• jango

ნუ სულელობ სამტრედიელო :) ნუ აცინებ ხალხს. ბურთი იმდენი უნდა გაიტანო, რამდენსაც შეიძლებ! ქულა იმდენი უნდა აიღო, რამდენსაც შეიძლებ! ის ადგილი უნდა დაიკავო რაც საბოლოოდ იქნება ცხრილში მიღწეული თავდაუზოგავი შრომის შედეგად. ახალშეკრულობის გამო ხელოვნურად მესამე -მეოთხე -მეხუთე ადგილზე უნდა ვიყოთო,ამას მხოლოდ იდიოტი იფიქრებს. თუ რეზულტატი იდება, ის ისეთია როგორიცაა, თუკი ყველას მოუგებ, გსურს რომ შენგან დამარცხებულს ოქრო, პრემიერი და მოტივაცია მიეცეს? შენ კი იფხანო პამიდორები? მასე შენს ეზოს გუნდში გააკეთე. თავდასხმა სამტრედიელთა აქილესვსის კოჭი და სუსტი მხარეა, მას არა აქვს სტაბილურობა, ის შუახაზის ხარჯზე აკეთებს იმას რასაც აკეთებს. ჯიქიას მეტი ნდობა და მეტი სიზუსტე უნდა.სიხარულიძეს სტაბილურიბა არა აქვს. მეკარე კარგია. დათუნაიშვილი ჯიგარია. ახლა კი რაც შეეხება ვიდეოს. გორელებს მოუნდათ 5 იდან 3 ბურთის თამაშშაგრედ აღნიშვნა, ნუ 1 აგავდა თამაშგარეს ბოლო, სხვები კი თითიდან გამოწოვილია. ომის მერე მუჭებს არ იქნევენ....

• merabi

რატომ არ წერთ იმას,თუ რა ვითარებაში გავიდა პირველი გოლი.გავიდა მაშინ,როდესაც დაცვის ცენტრის მცველი ქარქუზაშვილი მისი სურვილის წინააღმდეგ მცირე ტრამვის შემდეგ მსაჯმა დახმარების აღმოსაჩენათ გაიყვანა მინდვრიდან.მსაჯმა მაშინვე დააწყებინა თამაში/მცველებმა ვერ მოასწრეს გადაწყობა/,რასაც კაცნაკლულთა კარში გოლიც მოჰყვა. ამის შემდეგ გორელთა დაცვა აირია და მიიღეს ის,რაც მიიღეს, გოლები... ამით"სამტრედიის"გამარჯვებას არ ვაკნინებ,ითამაშეს ძალიან ძლიერად და დამსახურებულად გაიმარჯვეს. არ ვიცი ფსიქოლოგიურად, თუ რატომ,პირველი გოლის მიღების შემდეგ მოეშვნენ ფეხბურთელები,გუნდი აირია და ჯეროვანი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს ბრწყინვალედ მოთამაშე "სამტრედიას". მე ასეთი სუსტად მოთამაშე "დილა" ბევრი წლებია არ მინახავს. ვულოცავ "სამტრედიას" გამარჯვებას,"დილას" კი ამ კოშმარის დავიწყებას და ვუსურვებ მომავალ შეხვედრებში გამარჯვებებს.

• სამტრედიელი

ზაფხულში შეკრული გუნდი ჩემპიონი არ უნდა ხდებოდეს. და ალბათ სწორი იქნება თუ სამტრედია არ გახდება ჩემპიონი. მე ამ ბიჭებისგან გაისად ველი დიდ ფეხბურთს. წლევანდელი წელი ტრამპლინი უნდა გახდეს. დაცვაა ცოტა დასალაგებელი. შეტევა იდეალურთან მიახლოვებულია.

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

კოლხეთი-დილა 0:1 - ასწავლეთ აბდულას ქართული! [VIDEO]

"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა

ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს

თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა

ფოთის "კოლხეთი": ესეც კენიელი მარსელო...

"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა

"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს

შუქურა-ტორპედო 2:1 - რევაზ ჩელებაძემ მსაჯი აბდულა ბასლეჰლო შეურაცხყო [VIDEO]

სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა

ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ

ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]

"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს

ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია

კობა ჟორჟიკაშვილი: უახლოეს დღეებში "ტორპედოში" ლეგიონერებს ველოდებით

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!

"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს

ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა

34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება

ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა

ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს

"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა

სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]

ტორპედო-ჩიხურა 1:2 - უკანასკნელ წუთზე... [VIDEO]

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

ბუდუ შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" ისევ დამარცხდა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

გოჩოლეიშვილის ჩინებული დაბრუნება - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" სძლია

სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა

ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა

"ჰაიდენჰაიმში" ზივზივაძის თანაგუნდელი ნიდერლანდების ჩემპიონატში გადაბარგდა

ფოთის "კოლხეთი": მზადება გაურკვევლობაში, ბაზისა და სტადიონის გარეშე

ფოთის "კოლხეთმა" ავთო ენდელაძე დაიმატა

ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება

2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა

"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]

"საკუთარი თავის მიმართ მაქვს მოთხოვნა, რომ "ტორპედოს" წარმატება მოვუტანო"

ქუთაისის "ტორპედოში" კიევის "დინამოს" მეკარე ალექსეი შევჩენკო ითამაშებს

ეროვნული ლიგა. XI ტური: "კოლხეთმა" თბილისში "საბურთალოს" მოუგო

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა

ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]

"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება