"დავინახეთ, რომ აშკარად მეტი შეგვეძლო და იმედია, ღირსეული წაგებით ბოლოჯერ ვიქნებით კმაყოფილები"
საქართველოს ნაკრების პროგრესს ის ხალხიც ამჩნევს, ცოტა ხნის წინათ ჩვენს ქვეყანაში ფეხბურთის აკრძალვას რომ ითხოვდა... ცხადია, ჯერ ისევ ფსკერზე ვართ, სანაკრებო და საკლუბო დონეზე ძალიან გვიჭირს, მაგრამ ნაკრების თამაშში უკეთესობა მაინც შეინიშნება.

გერმანია-საქართველო 2:1 - 11 წუთი სასწაულამდე [VIDEO+PHOTO]

ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ კახა ცხადაძე განსაკუთრებით ჯაბა კანკავას მეწყვილე საყრდენ ნახევარმცველს ეძებდა, რომელიც ბურთის დაჭერასა და განაწილებას მოახერხებდა.

ამ პოზიციაზე მან რამდენიმე ფეხბურთელი მოსინჯა, რომელთა შორისაც ჯანო ანანიძე აშკარად გამოირჩეოდა, მაგრამ მოსკოვის "სპარტაკის" ქართველ ლეგიონერს ახლა ტრავმა აქვს და მწვრთნელმა მის შემცვლელად ბაქოს "ინტერიდან" ნიკა კვეკვესკირი გამოიძახა.

23 წლის ფეხბურთელმა გიბრალტართან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ ბევრი ფიქრობდა, რომ ცხადაძე აზერბაიჯანის ჩემპიონატის მოთამაშის გერმანიასთან დაყენებას ვერ გარისკავდა. ცხადაძემ კი გარისკა და კვეკვესკირის პოტენციალიც გამოჩნდა.

ლაიპციგში საქართველოს ნაკრებმა ღირსეული თამაში რომ აჩვენა, ამაში თავისი პოზიტიური როლი კვეკვესკირმაც ითამაშა: ბურთიც კარგად ამოჰქონდა და თანაგუნდელებს შეტევაში დროული და მწვავე გადაცემებით ამარაგებდა. ჩვენების მიერ შექმნილი მომენტების უმრავლესობაშიც სწორედ გუნდის დებიუტანტი მონაწილეობდა.

ნიკა კვეკვესკირი ჯერ კიდევ გერმანიაში იყო და ბაქოში გამგზავრებას აპირებდა, როცა დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...

- თქვენგან ჯერ ზოგადი შეფასება გვაინტერესებს. რას იტყვით თამაშზე?

- თამაშმა გაორებული გრძნობა დამიტოვა მეც და, ალბათ, ყველასაც. ერთი მხრივ, კმაყოფილები ვართ, რომ ასე ღირსეულად ვითამაშეთ. მეორე მხრივ, ძალიან დასანანი მარცხი იყო. დავინახეთ, რომ აშკარად მეტი შეგვეძლო და იმედია, ღირსეული წაგებით ბოლოჯერ ვიქნებით კმაყოფილები.

- ასეთ სიტყვებს ფეხბურთელებისგან იშვიათად ვისმენთ...

- არა, რატომ? რაც ახლა ვთქვი, ის ჩვენი ბიჭების განწყობასაც ასახავს. ამიერიდან, უფრო დიდ მიზნებს დავისახავთ, რადგან ჩემი აზრით, ამ ნაკრებს საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია.

- მოულოდნელი იყო, ასეთ სოლიდურ მეტოქესთან ცხადაძე რომ გენდოთ, არადა, გიბრალტარამდე ნაკრებში არ გითამაშიათ...

- აქამდე მხოლოდ რამდენიმე შეკრებაზე გამომიძახეს, დებიუტი კი გიბრალტართან მქონდა... უპირველესად, იმას ვიტყვი, ჩემი ოცნება ეროვნულ ნაკრებში თამაში იყო და ის უკვე ამიხდა. მაგრამ წინ კიდევ ბევრი ოცნება და მიზანია, რომელიც ეროვნულ ნაკრებს უკავშირდება და იმედია, ეს თაობა ქართველი გულშემატკივრის გახარებას შეძლებს...

რაც შეეხება სირთულეს, რასაკვირველია, ნაკრების დონეზე თამაში რთულია, მიუხედავად იმისა, რა დონის მოწინააღმდეგე გყავს. საბედნიეროდ, ჩემი სადებიუტო მატჩისთვის შედარებით სასურველი მოწინააღმდეგე - გიბრალტარი გვყავდა. ეს თამაში ნაკრებთან გაშინაურებაში დამეხმარა. პლუს ამას, ადაპტაციის გავლაში ბიჭებიც ყველანაირად მეხმარებოდნენ მეც და ასევე სხვა ახალწვეულებსაც.

- გიბრალტართან კარგი მატჩი არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ გერმანია მსოფლიოს ჩემპიონია და ნერვიულობა და დაძაბულობა დიდად არც გეტყობოდათ. საერთოდ, ასეთი ხართ?

- შეიძლება მატჩამდე იყოს რაღაც დაძაბულობის მომენტი, მით უმეტეს, როცა მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშები, მაგრამ როცა მინდორზე გავდივარ, არასოდეს ვფიქრობ, მეტოქე ძლიერია თუ სუსტი. უბრალოდ, გავდივარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო და თამაშისგან სიამოვნება მივიღო.

- ბურთის "ამოტანა" და, რაც მთავარია, ზუსტი პასებით თანაგუნდელების მომარაგება და თამაშის გამწვავება ნაკრების პრობლემა იყო. გულშემატკივრებს მოეწონათ თქვენი თამაში. აქამდე რამდენიმე პოზიციაზე მოგსინჯეს. ეს არის თქვენი საყვარელი ადგილი მოედანზე?

- ძალიან მიხარია, გულშემატკივარი თუ დადებითადაა განწყობილი. მათი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პოზიციას რაც შეეხება, ბაქოს "ინტერში" ზუსტად ამავე პოზიციაზე ვთამაშობ და აქამდეც, ძირითადად, საყრდენად მიწევდა თამაში. ასე რომ, ეს ადგილი ჩემთვის ნამდვილად არ არის უცხო. საყრდენ ნახევარმცველად ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს.

- პირველი საგოლე მომენტისას შეტევა თქვენ წამოიწყეთ, მეორე ტაიმში კი, თქვენი დარტყმის შემდეგ, გერმანია ნოიერმა გადაარჩინა. როგორ გაიხსენებთ ამ ეპიზოდს?

- ბურთს ისეთი ტრაექტორია ჰქონდა, უცებ გავიფიქრე, რომ გოლი გარდაუვალი იყო, მაგრამ... კარში მსოფლიოს საუკეთესო მეკარე იდგა და მან ეს ამ შემთხვევაშიც დაამტკიცა.

- ჩვენს გოლამდე და შემდეგაც იყო საკმაოდ დიდი მონაკვეთი, როცა ძნელი გასარკვევი იყო, რა დაემართათ გერმანელებს. შორიდან როგორ ჩანდა ეს ერთია და, მოედანზე მყოფს უკეთ გეცოდინებათ - მართლა ანერვიულდნენ მსოფლიოს ჩემპიონები?

- რთულია ნერვიულობაზე ან დაბნეულობაზე ლაპარაკი, როცა საქმე გერმანიის ნაკრებს ეხება... თუმცა იყო მონაკვეთები, როცა ჩვენ უკეთ ვთამაშობდით, ვიდრე ჩვენი მოწინააღმდეგე. ეს მათთვის, ალბათ, მოულოდნელი იყო...

- წარმატებასა და კარიერულ წინსვლას გისურვებთ. თქვენმა და საერთოდ, ნაკრების თამაშმა დაგვაიმედა, რომ ფეხბურთი ქართველების თამაშიც არის. მაგრამ ამით არ უნდა დაკმაყოფილდეთ და პროგრესზე უნდა იფიქროთ...

- ჩვენ აუცილებლად ვეცდებით, გავხდეთ ის თაობა, რომელიც ქართველ ხალხს დიდი ხნის ოცნებას აუხდენს. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებთ... პირადად ჩემთვის კი მთავარია, კარგ ჩემპიონატში მოვხვდე, რათა ფიზიკურადაც და საერთოდაც, უფრო მოვუმატო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

koba
შენ ნამდვილად იმსახურებ უფრო ძლიერ ჩემპიონატში მოხვედრას წარმატებას გისურვებ
jio
sagad, logikurad da kacurad msjelobs. carmatebebi! gaixare!
gizog
ნიკა გაიხარე, სულ გამარჯვებებით გევლოს სპორტშიც და პირად ცხოვრებაში. კარგი კაცი ჩანხარ. უფალი შეგეწიოს და მრავალ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს სულ გახარებული დაგასწროს.
zviad
რო ვთქვათ ცუდი ფეხბურთელი არაა ,მაგრამ არც ისეთია აქ რო დაწერეს და ხოტბა შეასხეს.მე ბევრი უმისამართო პასი ვნახე მისი შესრულებით ,ფიზიკურადაც არაა ძლიერი ბევრი ორთაბრძოლა წააგო და ერთი პასი და ერთი დარტყმა განახორციელა რაც შეიძლება აქტივში ჩავუთვალოთ.აი ჯაბა კი შეუდარებელი იყო მიუხედავად აკიდებული 11 მეტრიანისა.ჯობია კვეკვესკირმა ბევრი იმუშაოს და ფიზიკური კონდიციები გაიუმჯობესოს. Iმედი მაქვს ცინცაძე აბურჯანია მოუმატებენ და იმათ დააყენებს მომავალშI ცხადაძე.
georgiano
ცხადაძე ბრავო ამ ბიჭის აღმოჩენისთვის! რაც შეეხება ნიკას, პირდაპირ აღმოჩენაა. პასის მაღალი კულტურა. დაცვითი და შეტევითი ფუნქციების უბადლოდ შესრულება. შორიდან დარტყმები, სპორტული ხასიათი, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია პატრიოტიზმით სავსე კაცი!!! წარმატებები!
ბმბ
ეს ბიჭი დიდი ფეხბურთელი დადგება, იდეალური მეწყვილეა კანკავასათვის! დიდი ძალა შეგვემატა მისი სახით! საღოლ ცხადაძე!
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"კორინთიანსმა" "მილანს" ბრაზილიის ნაკრების მეკარე არ მიჰყიდა
20 წ. | ორი ტესტი მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
"პსჟ მადრიდის "რეალის" მცველს სარფიან კონტრაქტს შესთავაზებს" - ესპანური გამოცემა
"მიქაუტაძე "ვილიარეალს" წიტაიშვილის შეძენას ურჩევს, საქმეში სხვა კლუბებიც არიან" - რას წერს ფრანგული გამოცემა ქართველზე?
[VIDEO] რონალდოს ლამაზი საგოლე პასი და ფელიქსის ბრწყინვალე გოლი
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
[PHOTO] ნახეთ, როგორ მკერდსავსე გოგონას ჰყვარობს "ჩელსის" ვარსკვლავი
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
მარსელ კოლერი: საქართველოს ნაკრებს ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავს
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ჟურნალმა GQ Italy-მ ევროპის ულამაზეს გულშემატკივრად შვეიცარიელი ფეხბურთელის ცოლი დაასახელა [PHOTO]
იულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ინგლისის ნაკრები: სათადარიგო გეგმა არ იყო
ესპანეთმა გერმანიას დამატებით დროში მოუგო და 1/2-ფინალში გავიდა [VIDEO]
დიმიტრი პაიე: შვილებს კრიშტიანო რონალდოს სახელის ხსენება ავუკრძალე
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
შეჩერებული მატჩი, არჩათვლილი გოლი და პენალტი - გერმანიამ დანიას სძლია [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
ესპანეთთან მატჩის გადათამაშებას 300 000-ზე მეტი გერმანელი ფანი ითხოვს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
იტალიისა და გერმანიის ნაკრებებმა მილანში ამხანაგური მატჩი დაგეგმეს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
მარსელ კოლერი ავსტრიის ნაკრების სათბილისო შემადგენლობას ხუთშაბათს დაასახელებს
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს