ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი. 19:00. "მიხეილ მესხი"
დღეს, 19:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები "მიხეილ მესხზე" ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში ესტონელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებს გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ. ეს საშუალებას მისცემს ჩვენს გუნდს, გააგრძელოს ბრძოლა ჯგუფში მეორე ადგილის დასაკავებლად.

ესტონეთის ნაკრები ციდან ვარსკვლავებს არ წყვეტს - ბოლო ადგილზეა ერთი ქულით და სატურნირო მოტივაციაც დაკარგული აქვს. ეგ არის, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდში დიდი დანაკლისია...

მატჩის წინა დღეს ჩვენი გუნდის თავკაცმა პრესკონფერენცია გამართა...

- ტრავმების გამო ვერ დაგვეხმარებიან ავთო ენდელაძე, ჯიმი ტაბიძე და გურამ გოშთელიანი. ლევან შენგელიას სამუშაო ვიზას ვადა გაუვიდა და ის კლუბმა ბელგიაში წაიყვანა. ოთარ კაკაბაძემ ჩვენი დახმარების სურვილი პირადად გამოთქვა და მას ამის გამო დიდი მადლობა უნდა ვუთხრა. კაკაბაძე უკვე დაბრუნდა გერმანიიდან...

მახარებს ის, რომ ტრავმა მოიშუშა და "ვერდერის" ძირითად გუნდში ითამაშა გიორგი პაპუნაშვილმა, რომელმაც საგოლე პასებიც გააკეთა ამხანაგურ შეხვედრაში. ლუკას ჰუფნაგელმა სულაც გოლი გაიტანა "ფრაიბურგის" შემადგენლობაში გამართულ საწვრთნელ მატჩში... ეს ორი ფეხბურთელი ესტონეთთან არ გვეყოლება, მაგრამ ნოემბრის მატჩებში მათი იმედი გვექნება.

ლუკა ზარანდიამ ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო. ნოემბერში ისიც დაგვეხმარება. გამახარა იმანაც, რომ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამოჩნდა ნიკა ჭანტურია...

- რას იტყვით ესტონეთის ნაკრებზე?

- ფიზიკურად ძლიერი, კარგად განსწავლული, ნაღდი ევროპული გუნდია. ბოლო მატჩში შვედეთთან განადგურდნენ, მაგრამ ამას თავისი მიზეზი ჰქონდა. მე-6 წუთზე არბიტრმა დაუმსახურებელი წითელი ბარათი უჩვენა ესტონელ ფეხბურთელს და ამან დიდად იმოქმედა თამაშის შედეგზე...

ესტონეთი დიდ დროს ატარებს საკუთარ ნახევარზე. ისინი ცდილობენ, ორგანიზებულად დაიცვან თავი. ჩვენ კი ჩვენი ამოცანები გვაქვს ამ შეხვედრაში და ვეცდებით, ეს ყველაფერი შევასრულოთ.

- რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი?

- ჩვენი მიზანი არის ამ მატჩის მოგება. ვიცით, რომ მეტოქე თამაშს კონტრშეტევებზე ააწყობს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.

- თქვენ ხართ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრი. როდის გაიმართება სხდომა, რომელიც იმსჯელებს ქართული ფეხბურთის პრობლემებზე?

- სამშაბათს არის აღმასკომის სხდომა. გასაგები მიზეზების გამო მე მას ვერ დავესწრები, მაგრამ ლევან კობიაშვილთან უკვე ვისაუბრე არსებულ პრობლემებზე. წლის ბოლომდე იქნება რიგგარეშე ყრილობა, სადაც აირჩევა აღმასკომის ახალი შემადგენლობა.

ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს მარტინ რეიმი წვრთნის. გუნდის ლიდერებად ითვლებიან "ფულემის" 17 წლის ნახევარმცველი მარტინ კაიტი და ესპანური "ალკობენდასის" შემტევი ფრანკ ლივაკი.

U21. ევრო 2017. საკვალიფიკაციო ეტაპი. VI ჯგუფი

13 ოქტომბერი.

საქართველო-ესტონეთი

ესპანეთი-შვედეთი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. ხორვატია 3 3 0 0 8-0 9

2. შვედეთი 2 2 0 0 8-0 6

3. ესპანეთი 2 2 0 0 7-2 6

4. საქართველო 3 1 0 2 5-6 3

5. ესტონეთი 4 0 1 3 0-11 1

6. სან მარინო 4 0 1 3 0-9 1

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

avto7
გიორგი მე პირადად არ ვიცნობ ამ ბიჭს მაგრამ მსმენია რაღაცეები და ბევრი აქებს და დიდი ტალანტის მქონეა..ნუ მოკლედ კარგი ბიჭია რაა , ხელის მოკიდება უნდა ამას და ითამაშებს კაი ფეღბურთს, ისე როგორც ვიცი სტრასბურგში თამაშობს რომელიღაც გუნდში
G7
3:0 ვიგებთ,კაკაბაძე კაჭარავა და კიტეიშვილი გოლის ავტორები!
ddd
რომელ არხზე აჩვენებენ არავინ იცით?
giorgi basiladze
ავთო7...ვინაა ეს ფეხბურთელისაფრანგეთში, მითხარი მაინტერესებს
Temo
კიმარა ტელევოზირსჰი არ აჩვენებენ ახალგაზდურის თამაშს?
gurami
ჩიაძე პენსიაზე!!!!
avto7
http://www.dna.fr/sports/2015/10/13/aller-retour-en-georgie ამ ბიჭზე საფრანგეთის გაზეთებშიც წერენ და ინტერესდებიან მისგან.. რატომ არ აკვირდებაინ საქართველოდან?? მოიზიეთ ეს ფეღბურთელი მე პირადად ვნახეამ ბიჭის ვიდეოები და ზალიან დამაინტერესა ! და რადგან საფრანეგთში ჯურნალისტები ინტერესდებიან ესეიგი კარგი ფეღბურთელია და კარგი იქნება თუ საქართველოდანაც დაუკავშირდებიან გუნდები :)
დ
ჩვენება რატომ არაა ვინმემ იცის
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე