ის უილტ ჩემბერლენს შეადარეს
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონმა და გასული სეზონის MVP-მ რიხით დაიწყეს ახალი რეგულარული ჩემპიონატი.

"გოლდენ სტეიტმა" არანაირი შანსი არ დაუტოვა "ნიუ ორლეანსა" და მის ლიდერს ენტონი დევისს, მიუხედავად იმისა, რომ 20 შეცდომა დაუშვა და 29-ჯერ დაჯარიმდა. ეს ნაკლი გადაფარა მეტოქის ფარზე 21-მა მოხსნამ და, რა თქმა უნდა, სტივენ კარის გენიალურმა თამაშმა.

კარიმ პირველივე მეოთხედში შეახსენა ყველას - ვინ არის მოქმედი MVP. მან 17-დან 9 ტყორცნა მოათავსა კალათში და 12 წუთში 24 ქულა მიითვალა.

მატჩის ბოლოს, მისი მონაგარი 40 ქულა იყო, თან ეს მაჩვენებელი უკვე მესამე მეოთხედში დააფიქსირა. როგორც გაირკვა, ეს არის ლიგის ისტორიაში მეათე შემთხვევა, როცა სეზონის პირველ მატჩში კალათბურთელმა მინიმუმ 40 ქულა აიღო.

კარი აგრეთვე შეადარეს ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენსაც, რომელმაც ასევე MVP-ის რანგში, 1960-61 წლების სეზონის გახსნის მატჩში 42 ქულა მიითვალა.

კარისგან განსხვავებით, ჩააგდო შეხვედრა "ნიუ ორლეანის" ლიდერმა ენტონი დევისმა. მან ოცჯერ ისროლა მეტოქის ფარის მიმართულებით და მხოლოდ ოთხი ტყორცნა იყო ზუსტი.

ამ მატჩის წინ, გაიმართა "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეებისთვის საჩემპიონო ბეჭდების გადაცემის ცერემონია. "მე ბეჭედი შუა თითზე გავიკეთე. ვისაც სურს, შეუძლია ეამბოროს მას", - თქვა "უორიორზის" ავსტრალიელმა ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა.

სავარაუდოდ, მისი სიტყვები მიმართული იყო "კლიპერსის" მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის მისამართით, რომელმაც გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ "გოლდენ სტეიტს" გამართლების ხარჯზე გახდა ჩემპიონი.

წარმატებული გამოდგა ფრედ ჰოიბერგის დებიუტი "ჩიკაგო ბულზის" მთავარი მწვრთნელის რანგში. მისი წინამორბედი ტომ ტიბოდო იმის გამო დაითხოვეს, რომ ვერ გატეხა პლეი ოფში "კლივლენდის" წინააღმდეგობა. ჰოიბერგმა კი პირველ მატჩში სწორედ ლებრონ ჯეიმსის გუნდს მოუგო.

ახალ მწვრთნელს აქტივში უნდა ჩავუწეროთ სასტარტოში ნიკოლა მიროტიჩის დაწინაურება. ჩერნოგორიელი 19 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო თავის გუნდში. სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა ჟოაკიმ ნოამ, რომელსაც თამაშიდან არ უსვრია და მთელი ენერგია ფარქვეშ ბრძოლასა და პასების დარიგებას შეალია.

"კლივლენდი" ბოლო წამებამდე ინარჩუნებდა ინტრიგას, მაგრამ სეზონის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს შემადგენლობის სიღრმე არ ეყო - სათადარიგოებმა მხოლოდ 20 ქულა დააგროვეს, გარდა ამისა, შორს არის ოპტიმალური კონდიციებისგან კევინ ლავი, რომელმაც 17-დან 11 ტყორცნა ააცილა.

სტუმრებს არ ეყოთ ლებრონის ბრწყინვალე თამაში. "მეფემ" 25 ქულა, 10 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა, თუმცა პირადად წააგო მატჩი, როცა სირენამდე სამი წამით ადრე, ფარქვეშ შესულმა პაუ გასოლისგან ბლოკი მიიღო.

დღის მოულოდნელობა იყო ატლანტაში "დეტროიტის" გამარჯვება. არადა, სტუმრებმა თამაშიდან 38 პროცენტის სიზუსტით ისროლეს (მასპინძლებმა - 45 პროცენტით), ხოლო ბოლო რვა წუთში 20-დან 18 ტყორცნა ააცილეს. მოგება შესაძლებელი გახდა შეტევაში 23 მოხსნისა და ზუსტი სამქულიანების წყალობით.

ასევე უნდა გამოვყოთ "პისტონზის" სასტარტო ხუთეულის წევრთა შედეგიანი თამაში. თითოეულმა მინიმუმ 15 ქულა მიითვალა და ერთად "+103" ჰქონდათ სარგებლიანობის კონფიციენტი. შთამბეჭდავი იყო ფარქვეშ ანდრე დრამონდი - მან 19 მოხსნა დააგროვა.

ატლანტა-დეტროიტი 94:106

25:25, 18:23, 23:34, 28:24

ა: შრიოდერი (20), მილსეპი (19+8 მოხსნა), ტიგი (18), ჰორფორდი (15).

დ: კოლდუელ-პოუპი (21), მორისი (18+10 მოხსნა), დრამონდი (18+19 მოხსნა), ილიასოვა (16+7 მოხსნა), ჯექსონი (15+8 მოხსნა).

ჩიკაგო-კლივლენდი 97:95

26:17, 20:23, 25:28, 26:27

ჩ: მიროტიჩი (19+9 მოხსნა), როუზი (18), ბატლერი (17), სნელი (11), მური (11), გიბსონი (5+10 მოხსნა), პ. გასოლი (2+6 დაფარება), ნოა (0+9 მოხსნა).

კ: ჯეიმსი (25+10 მოხსნა), მო უილიამსი (19+7 პასი), ლავი (18+8 მოხსნა), ჯეფერსონი (10), ტომპსონი (2+12 მოხსნა).

გ. სტეიტი-ნიუ ორლეანი 111:95

39:35, 20:14, 35:26, 17:20

გ-ს: კარი (40+7 პასი), ეზელი (13), ბოგუტი (12), გრინი (10+8 მოხსნა), ბარნსი (8+9 მოხსნა).

ნ-ო: დევისი (18), სმიტი (17+9 პასი), გორდონი (14), კანინგემი (13), პერკინსი (10).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
სპორტსმენის იდეალი, სამოქალაქო აქტივისტი და ყველაზე "დიდი" ჩემპიონი ბილ რასელი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა
კარის ისტორიული შეხვედრა! პლეი-ოფისთვის სტეფი ლებრონს დაუპირისპირდება [VIDEO]
ყველგან დაფასებული სტეფ კარი
ვისი გმირობა უფრო მაგარია?: ჩემბერლენის 100 vs ბრაიანტის 81
სტეფ კარი "შარლოტში" გადასვლას აპირებს?
ფაჩულიას დაწყებული "ღვთაებრივი კომბინაცია", რომელსაც საყოველთაო აღიარება მოჰყვა [VIDEO]
NBA: კვირის მოთამაშეები: ბატლერი და კარი
ზაზა ფაჩულიამ და "გოლდენ სტეიტმა" "ლეიკერსს" სტუმრადაც მოუგეს [VIDEO]
NBA: მუდმივი რეკორდები
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უესტბრუკის მე-40 სამმაგი