6 ნოემბერს საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (სსფა) პრეზენტაცია გაიმართება
ფეხბურთის პოპულარობისა და განვითარების დონეს მისი მასობრიობა განაპირობებს. მაგალითად, ინგლისში სულ 63 ოფიციალურ ტურნირს ატარებენ, ბრაზილიაში - 60-ს, გერმანიაში - 38-ს, ჰოლანდიაში - 21-ს, ბელგიაში - 18-ს, არგენტინასა და იტალიაში 15-15-ს და ასე შემდეგ...

გრანდები არ არიან, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ავსტრალიაშიც კი 26 ტურნირია და უმრავლესობა - რეგიონული ჩემპიონატები. ევროპის ჩემპიონატზე გასულ ისლანდიაში, მცირე რაოდენობის გუნდების გამო, საფეხბურთო სეზონის გამოსაცოცხლებლად 25(?!) ოფიციალურ შეჯიბრებას მართავენ - სხვადასხვა ლიგის ჩემპიონატებს, პლუს, ათამაშებენ ქვეყნის ამა თუ იმ ლიგის, სუპერ და დედაქალაქის თასებს...

ცხადია, ამ ქვეყნებში ლიგების რაოდენობის გაზრდაზე გავლენას ქალთა ფეხბურთის განვითარება ახდენს - მათ საკუთარი ლიგები აქვთ. მაგრამ საფეხბურთო გრანდებისთვის საერთო ის არის, რომ ყველგან ძირი სამოყვარულო ლიგაა, სადაც პერიოდულად საინტერესო მოთამაშეების აღმოჩენის შანსია და, რაც მთავარია, მთელი ქვეყანა საფეხბურთო ცხოვრებაშია ჩართული.

იყო დრო, პატარა საქართველოშიც არანაკლები ხდებოდა: სოფლების, რაიონების, რეგიონების, ქალაქების ჩემპიონატები ერთიან სისტემაში იყო მოქცეული, მაგრამ ახლა ჩვენთან დიდების სულ 6 ოფიციალური შეჯიბრება ტარდება: უმაღლესი, პირველი და მეორე ლიგა, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი, სუპერთასი და დუბლშემადგენლობების ჩემპიონატი. სამ ლიგაში 77 გუნდი და, მაქსიმუმ, 2000 ფეხბურთელი თამაშობს. სამოყვარულო ლიგა კი არ არის და დიდი ხანია, საქართველოს წარმომადგენელი აღარ მონაწილეობს ევროპის რეგიონების თასზე, სადაც სწორედ სამოყვარულო გუნდები გამოდიან.

ამიტომ დავინტერესდით იდეით, რომელიც გუშინ შევიტყვეთ: ხვალ, 6 ნოემბერს, სასტუმრო "ამბასადორში", საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის (სსფა) პრეზენტაცია დაიგეგმა, რომელზეც მიწვეულები არიან ფეხბურთის ფედერაციის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

"ჩვენი ასოციაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი მიზანი ფეხბურთის განვითარების, მასობრიობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.

ცხადია, ეს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასაც გულისხმობს. გარდა ამისა, ამით მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი, რომ საქართველოს ყველა რაიონსა და სოფელში აღდგეს და ფუნქცია დაუბრუნდეს სტადიონებს.

ცხადია, ჩვენი ჩანაფიქრის უპირველესი მიზანია ნიჭიერი ფეხბურთელების აღმოჩენა", - ამბობს ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ჭეიშვილი.

მისივე თქმით, ჩემპიონატის საცდელი ვარიანტი წლის ბოლომდე უნდა გაიმართოს:

"ამ მიზნების განსახორციელებლად ვაპირებთ ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას და დიდ ფეხბურთში სხვადასხვა სახის სამოყვარულო ტურნირის ჩატარებას.

გვსურს, რომ პირველი ნაბიჯი მალე გადავდგათ - 6, 8 ან 10 გუნდიც რომ მოგროვდეს, ჩემპიონატი უნდა გავმართოთ.

მუშაობა უკვე დავიწყეთ და წლის ბოლომდე ორგანიზაციების ჩემპიონატს ვგეგმავთ. ხოლო 2016 წლის გაზაფხულიდან სამოყვარულო ჩემპიონატი საქართველოს მასშტაბით დაიწყება და მასში ყველა რეგიონის სოფლები ჩაერთვებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tornike
ძალიან შესანიშნავი იდეააა ქვეყანა უფრო საბეხბურთო გახდება იდეა რასაც ითვალისწინებს შედეგს აუცილებლად მიიღებს პლუს ამას გასათვალისწინებელია რომ თვითოეული ადამიანის და კონკრეტულად პეხბურთელის უკან დაახლოებით 10 მდე ადამიანი დგას მეტი თუ არა საუბარ მაქ სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელებზე და ეს ქვეყნის მოსახლეობას ფეხბურთის სიყვარულს ასწავლის გააცნობს და ვისაც არ უყვარდა შეიძლება მათაც შეუყვარდეთ ფეხბურთი ანუ ეს ყველაფერი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს ქვეყანაში
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
“ა” ლიგის ნახევარფინალებში ვინგსმა გრიფინს გაუთანაბრა, ბლექ ფორტრესმა – ლიბერთის
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო
ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა
ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ნდობა და ახალი კონტრაქტი სპალეტის - იტალიელი სპეციალისტი "იუვენტუსში" რჩება
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
მესისთან გამოირიცხა - სალაჰი სავარაუდოდ, საუდის არაბეთს მიაშურებს
უკან ევროპაში - ხოსელუს კატარული თავგადასავალი სრულდება
"ძალიან გახარებული ვარ" - მელქაძეს, რომელსაც საქართველოს სახელით თამაში სურდა, რუსეთის ნაკრებში დებიუტი ჰქონდა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
"რუსთავმა" "კავკასია" სირენის თანხლებით დაამარცხა, "ბათუმმა" "ქუთაისს" ბოლოსწინა წამზე სძლია
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?