ოთხ მატჩში ოთხი გამარჯვება - უმაღლეს ლიგაში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნება თემურ შალამბერიძისთვის წარმატებული გამოდგა!
წინა სეზონის დასრულების შემდეგ გაზეთმა "ლელომ" და კომპანია "ლიდერბეთმა" საქართველოს XXVI ჩემპიონატის რჩეულნი გამოავლინა და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოებაც ისეთი გამოვიდა, ლაურეატებს რომ ეკადრებოდათ! მით უფრო, რომ ამ ღონისძიების მასპინძელმა "ბიბლუს გალერიმ" მართლაც მშვენიერი გარემო შეუქმნა ქართული ფეხბურთისა თუ მასმედიის წარმომადგენლებს.

სწორედ მაშინ, ამა წლის 4 ივნისს დაანონსდა კიდეც "ლელოსა" და "ლიდერბეთის" სამომავლო პროექტიც: მომდევნო სეზონიდან მოხდებოდა თვის საუკეთესო ფეხბურთელისა და თვის საუკეთესო მწვრთნელის ჯერ გამოვლენა, მერე კი - დაჯილდოება. უცვლელი რჩებოდა ღონისძიების ადგილიც: თბილისი, ჭავჭავაძის N7, "ბიბლუს გალერი", სადაც, დაპირებისამებრ, უკვე მოეწყო აგვისტოსა და სექტემბრის ლაურეატთა დაჯილდოებაც.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ნომინანტები თბილისის "დინამოს" წარმომადგენლები, გია გეგუჩაძე (თვის მწვრთნელი) და ალექსანდრე იაშვილი (თვის ფეხბურთელი) გახდნენ, სექტემბერში კი ლაურეატობა "დილას" მთავარ მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილსა და ამავე გუნდის საუკეთესო ბომბარდირს, ირაკლი მოდებაძეს ერგოთ...

...აი, რაც შეეხება ოქტომბრის ნომინანტებს, ამას წინათაც აღვნიშნეთ, რომ წინა თვის ლაურეატთა დასახელება ოდნავ დაგვიანდა, თუმცა ეს უფრო ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული. ანუ ოქტომბრის ლაურეატთა გამოსავლენად გავითვალისწინეთ წინა თვეში ჩატარებული სამი ტურის (VII, VIII და IX) შედეგები და პლუს, ახლახან გამართული ტურის შედეგებიც.

შეგახსენებთ, რომ X ტური 31 ოქტომბერს დაიწყო და ნოემბერში "გადმოვიდა"; ანუ ამ ოთხი ტურის შედეგების გათვალისწინებით გამოვავლინეთ კიდეც საქართველოს XXVII ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო ფეხბურთელი!

ლაურეატებსა და სხვა ნომინანტებზე ოდნავ ქვემოთ, მანამდე კი გვინდა წარმოგიდგინოთ უმაღლესი ლიგის გუნდების საოქტომბრე მონაგარიც.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1. შუქურა 4 4 0 0 10-3 12

2. დინამო (თბ) 4 3 1 0 6-2 10

3. კოლხეთი 4 3 0 1 7-5 9

4. ცხინვალი 4 2 1 1 8-4 7

5. სიონი 3 2 0 1 8-4 6

6. სამტრედია 4 2 0 2 8-4 6

7. დილა 4 2 0 2 7-8 6

8. ლოკომოტივი 4 2 0 2 7-8 6

9. საპოვნელა 4 2 0 2 6-8 6

10. ჩიხურა 4 1 1 2 4-3 4

11. დინამო (ბთ) 4 1 1 2 6-7 4

12. ტორპედო 4 1 1 2 4-8 4

13. გურია 4 1 1 2 4-8 4

14. საბურთალო 4 1 0 3 4-6 3

15. ზუგდიდი 3 1 0 2 3-5 3

16. მერანი 4 0 0 4 2-10 0

საუკეთესო მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე

ნომინანტები

1. თეიმურაზ შალამბერიძე (შუქურა)

2. გია გეგუჩაძე (დინამო თბ)

3. გელა სანაია (კოლხეთი)

ოქტომბერში რამდენიმე მწვრთნელმა მართლაც ჩინებულად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები: ვარლამ კილასონიას დამოძღვრილი "სიონი" სეზონის დაწყებიდან თვე-ნახევრის განმავლობაში ერთადერთი გუნდი იყო, ჩემპიონატსა და თასზე თამაში რომ არ ჰქონდა წაგებული.

ბოლო ორი მატჩის მოგებით საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმა"; საკადრო თუ ფინანსური პრობლემების მიუხედავად, კვლავაც აგრძელებდა სასიამოვნო სიურპრიზებს კახა კაჭარავას დამოძღვრილი "ცხინვალი".

თუმცა, ამათ გარდა, სხვა მწვრთნელებმაც მშვენიერი შედეგი უჩვენეს: გელა სანაია "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელად ოქტომბრის დასაწყისში დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით, ფოთელთა გუნდმა ჩემპიონატში სამი მატჩი ჩაატარა და სამივე მოიგო!

როგორც ჩემპიონატის ფავორიტს ეკადრებოდა, ისე იასპარეზა თბილისის "დინამომ": გია გეგუჩაძის გუნდმა სამი მატჩი მოიგო ოქტომბერში და ერთი შეხვედრა ფრედ ითამაშა თავის ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, "ტორპედოსთან", თანაც, "დინამო" მარცხდებოდა ქუთაისში, მაგრამ გეგუჩაძის მიერ განხორციელებული ეფექტიანი შეცვლების წყალობით, ჩვენმა ყველაზე ტიტულიანმა გუნდმა არბიტრის მიერ დამატებულ მესამე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ანუ, ვერც თბილისის "დინამომ" შეძლო წინა თვეში 100-პროცენტიანი შედეგის ჩვენება.

სამაგიეროდ, ასეთი, მართლაც ჩინებული შედეგით შეუძლია იამაყოს ქობულეთის "შუქურას" მთავარმა მწვრთნელმა თეიმურაზ შალამბერიძემ: ოთხი მატჩი და ოთხი გამარჯვება!

თეიმურაზ შალამბერიძე "შუქურაში" სეზონის მსვლელობისას მივიდა (II ტურის შემდეგ) და ვიდრე ახალ გარემოსთან ადაპტაციას გაივლიდა, თავდაპირველად, არცთუ სახარბიელო შედეგებიც ჰქონდა: "სიონთან" და "კოლხეთთან" ზედიზედ 2 მატჩი წააგო (ორივე - 0:1). აი, ამას მოჰყვა "საპოვნელასთან" დიდი ანგარიშით საშინაო მოგება (4:0) და მერე საგარეო ფრე "ლოკომოტივთან".

თუმცა ბევრად უფრო უკეთესი შედეგები წინ იყო: "შუქურამ" 4 ოქტომბერს "საბურთალოს" მოუგო, 17 ოქტომბერს - "მერანს, 23 ოქტომბერს - "ზუგდიდს" და სულ ახლახან კი - მოქმედ ჩემპიონსა და იმ დროისათვის ერთპიროვნულ ლიდერს - "დილას"!

ვერაფერს ვიტყვით, მართლაც მშვენიერი შედეგია და ასეთი წარმატებული სერიის "გამოძახილიც" არის ის ფაქტი, რომ დღესდღეობით "შუქურა" ლიდერთა სიახლოვეშიც იმყოფება და თასზეც აგრძელებს ბრძოლას.

მოკლედ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ 45 წლის შალამბერიძის დამოძღვრილი "შუქურა" მომავალი წლის ზაფხულში ევროტურნირებზეც ვიხილოთ!

...თბილისის "შევარდენისა" და თელავის "კახეთის" ყოფილი ფეხბურთელი თეიმურაზ შალამბერიძე კარიერის დასრულების შემდეგ სამწრთნელო ასპარეზზეა და გარკვეული დროის განმავლობაში ბავშვთა ფეხბურთში მოღვაწეობდა (თბილისის "დინამოში", "საბურთალოში"). უმაღლეს ლიგაში კი დებიუტი 2011/12 წლების სეზონში ჰქონდა, როცა მისი ხელმძღვანელობით "დილამ" თავის ისტორიაში პირველი ტიტული (საქართველოს თასი) მოიპოვა.

2012 წლის ზაფხულში "დილამ" კარგად დაიწყო გამოსვლა ევროტურნირებზე, როცა ჯერ დანიური "ოლბორგის" ბარიერი დასძლია, მერე კი - კვიპროსული "ანორთოსისის". თუმცა მერე პორტუგალიურ "მარიტიმუსთან" წაგებულ ორივე მატჩს ისიც დაემატა, რომ 2012/13 წლების საქართველოს ჩემპიონატში "დილამ" ძალიან ცუდი სტარტი აიღო (ოთხ მატჩში 3 წაგება და 1 ფრე) და შალამბერიძისა და გორელთა გუნდის გზები გაიყო.

და აი, უმაღლეს ლიგაში ორწლიანი პაუზის მერე დაბრუნება მართლაც წარმატებული გამოდგა!

საუკეთესო ფეხბურთელი: ოთარ მარცვალაძე

ნომინანტები

1. ოთარ მარცვალაძე (დილა)

2. დიმიტრი ტატანაშვილი (სიონი)

3. გიორგი ბუხაიძე (საპოვნელა)

წინა თვეში გამართულ ოთხ ტურში, მწვრთნელების მსგავსად, რამდენიმე ფეხბურთელმაც ჩინებული შთაბეჭდილება დატოვა: თითქმის ყველა მატჩში ამტკიცებდა თავის მაღალ კლასს მართლაც უბერებელი ალექსანდრე იაშვილი, შედეგიანად ათამაშდა 19 წლის ოთარ კიტეიშვილი (ორივე - თბილისის "დინამო"), იგივე შეიძლება ითქვას "შუქურას" კაპიტანსა და ლიდერზე, 23 წლის გიორგი ჩელებაძეზე.

გამორჩეული თვე ჰქონდა "სამტრედიის" უნივერსალ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ავთანდილ ენდელაძეს, ერთმანეთზე ლამაზი გოლები გაიტანა ირაკლი კლიმიაშვილმა ("ტორპედო"), თუმცა მათზე არანაკლებ გაისარჯა ჩვენ მიერ შერჩეულ ნომინანტთა სამეული.

დავიწყოთ გიორგი ბუხაიძით, რომელსაც ოქტომბერში, ფაქტობრივად, ყველა ტურში გაჰქონდა გოლები და სწორედ ამ 23 წლის ფორვარდის დიდი დამსახურებაც არის, "საპოვნელამ" წინა თვეში 2 უმნიშვნელოვანესი გამარჯვება რომ მოიპოვა.

ბუხაიძე უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეორე სეზონს ატარებს, აი, 32 წლის დიმიტრი ტატანაშვილს კი სადაც უთამაშია (მხოლოდ თბილისის "დინამოს" გარდა), ყველგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირობაზე ჰქონია პრეტენზია: თბილისის "სპარტაკში", "ამერში", "მეტალურგში", "ჩიხურაში"... ამ სეზონის დაწყებამდე სულ ცოტა დრო რჩებოდა, ეს გამოცდილი ფორვარდი "სიონში" რომ გადმოვიდა და ოქტომბერში მართლაც მშვენივრად იასპარეზა: ერთი გოლი "მერანს" გაუტანა, სულ ახლახან კი თავისი ყოფილი გუნდის (ბათუმის "დინამო") კარში 3 გოლი გაიტანა!

ტატანაშვილმა ამ ჩემპიონატის მესამე ჰეთ თრიკი შეასრულა, მანამდე კი წინა თვეში მსგავსი შედეგი კიდევ ერთ გამოცდილ შემტევს ჰქონდა: "დილას" 31 წლის თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ 3 გოლი "გურიას" გაუტანა, თუმცა ამას არ დასჯერდა და წინა თვეში თითო-თითოჯერ "სიონთან" და "შუქურასთანაც" გამოიჩინა თავი!

ანუ ყველაზე მეტი (5) გოლი წინა თვეში სწორედ მარცვალაძემ გაიტანა, რომელიც, ფაქტობრივად, თითქმის ყოველი ტურის შემდეგ ხვდებოდა "ლელოს" სიმბოლურ ნაკრებში და საქართველოს XXVII ჩემპიონატის ოქტომბრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებაც დაიმსახურა!

მარცვალაძეს ჩვენთან ("ვიტ ჯორჯია", თბილისის "დინამო") და სხვაგანაც (კიევის "დინამო", "ზაკარპატიე", "ანჟი", "ვოლგა", "სკა ენერგია", "ალანია", "კრასნოდარი", "ტოსნო") არაერთი გამორჩეული მატჩიც ჩაუტარებია და ასევე არაერთი გოლიც გაუტანია;

ისე, ამ სეზონის ბოლომდე რომ "დილაში" დარჩეს, საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატიც უნდა იყოს ალექსანდრე იაშვილთან ერთად.

თუმცა, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ 2005/06 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ქართულმა სპორტულმა მედიამ ოთარ მარცვალაძე დაასახელა, არადა, "ვიტ ჯორჯიას" იმდროინდელი 21 წლის შემტევის ამ აღიარებისათვის მხოლოდ პირველი ეტაპის ჩატარებაც საკმარისი გამოდგა: 2006 წლის დასაწყისში ხომ კიევის "დინამოში" გადავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
ჩემი აზრით სწორად გაქვთ მინიჭებული ყველა პოზიცია და ნომინაციებიც, ბუხაიძე მგონი აღმოჩენაა ჩემპიონატის, მაგარი ბიჭია, მარცვალაძე საუკეტესოა, ტატანაშვილს საგოლ ამტკიცებს სულ რომ კარგი თავდამსხმელია
ტყეშელაანთ გიჟი
ტატანაშვილი საუკეთესოა
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება
შალამბერიძე: "აპოლონთან" ჩემი ფეხბურთელების მეიმედება
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
თემურ შალამბერიძე: ისეთი თამაში იყო, ვინც გოლს გაიტანდა, ის მოიგებდა
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
"როდესაც პირველად ბავშვი ხვიჩას თამაში ვნახე, მაშინვე გავვარდი და..." - "კვარას" აღმომჩენი თემურ შალამბერიძე ხვიჩას შესახებ ჰყვება
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
შალამბერიძე "აპოლონთან" მატჩზე: გადაულახავი ბარიერი არ არსებობს
თემურ შალამბერიძე: მსაჯმა გოლი ვერ დაინახა, ხდება ხოლმე
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
"ყველაფერი გავაკეთე, რაც თავდამსხმელს ევალება" - გიორგი ბუხაიძე ყაზახურ კლუბში არ აიყვანეს
კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
ბუხაიძეს გოლის აღნიშვნისას დაავიწყდა, რომ ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
საჩხერის "ჩიხურამ" თურქული შეკრება დაიწყო
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"რუსთავმა" საკონტროლო მატჩში უკრაინული გუნდი დაამარცხა
კოლხეთი-დინამო(ბთ) 0:2 - ორმაგი დერბი ბათუმის სასარგებლოდ
[ოთხშაბათის საკითხავი] ვინ არის დამნაშავე?
"საბურთალოს" თემურ შალამბერიძე უთავკაცებს
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
ეროვნული ლიგის XVII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
"ჩიხურას" ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით