"გლაზგო" დიდი დონის პროფესიონალური კლუბია და აქ თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ"
მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ ჯაბა ბრეგვაძის მერე ლეგიონერობის "ესტაფეტა" შალვა მამუკაშვილმა მიიღო, რომელმაც სეზონის ბოლომდე კონტრაქტი შოტლანდიურ "გლაზგო ვორიორზთან" გააფორმა.

"ბორჯღალოსანთა" კვაჭისთვის ინგლისური "სეილ შარქსის" შემდეგ ეს მეორე ბრიტანული კლუბია. ასევე, მამუკაშვილი მეორე ქართველი მორაგბეა, რომელიც შოტლანდიურ პროფესიულ კლუბში ითამაშებს - 2012/14 წლებში "ედინბურგში" თამაშობდა ბორჯღალოსანი დიმიტრი ბასილაია.

შალვას ახალი კლუბი, რომელიც "გინეს პრო 12"-ში (ყოფილი კელტთა ლიგა) ასპარეზობს, 1872 წელს ჩამოყალიბდა. კლუბი პირველობის მოქმედი ჩემპიონია, ხოლო 2015-16 წლების სეზონის 7 ტურის ჯამში 22 ქულით მე-6 ადგილზეა. შემდეგი თამაში "ვორიორზს" 27 ნოემბერს იტალიურ "ბენეტონთან" აქვს.

"პრო 12"-ის გარდა, "ვორიორზი" ევროპული პროფესიული კლუბური რაგბის "ჩემპიონთა თასზე" მონაწილეობს, სადაც წლევანდელი სეზონი 14 ნოემბერს აიღებს სტარტს. მამუკაშვილის კლუბი "ნორსჰემპთონ სეინთსთან" (ინგ), "სქარლეთსთან" (უელ) და ბორჯღალოსან დავით ხინჩაგაშვილის "მეტრო რასინგთან" (საფ) ერთად მე-3 პულშია განთესილი. სეზონის პირველი თამაში "გლაზგო ვორიორზს" სწორედ "რასინგთან" აქვს, სადაც 2015 წლის მსოფლიო თასის საუკეთესო მორაგბე, დენ ქართერი გადავიდა.

"ვორიორზის" სამწვრთნელო შტაბმა შალვა ჩემპიონთა თასისთვის გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში უკვე შეიყვანა, სადაც იგი ტრავმირებულ ქევინ ბრაისს შეცვლის.

"წინა სეზონში ჩემპიონთა თასსა და "პრო 12"-ს თვალს ვადევნებდი და ვიცი, რომ "გლაზგო" საკმაოდ კარგი გუნდია, შეიძლება ითქვას, რომ ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო.

მსოფლიოს თასზე თამაშით დიდი გამოცდილება მივიღე, რომელიც დარწმუნებული ვარ, კლუბში დამეხმარება.

"გლაზგოში" ბევრი საერთაშორისო მორაგბე და ლამისაა შოტლანდიის ნაკრების ნახევარი თამაშობს. მაღალი დონის პროფესიონალური კლუბია და აქ თავს უკვე ძალიან კარგად ვგრძნობ", - თქვა შალვა მამუკაშვილმა.

"ვორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა გრეგორ თაუნსენდმა განაცხადა:

"ძალიან მიხარია, რომ ევროპის ჩემპიონთა თასის კამპანიის წინ ჩვენს გუნდს შალვა დაემატა. იგი საკმაოდ გამოცდილი კვაჭია, რომელიც სანაკრებო რაგბის ბოლო ოთხი წელია თამაშობს, ხოლო მსოფლიოზე ზელანდიის წინააღმდეგ საუცხოოდ ითამაშა. ინგლისური "სეილ შარქსის" შემადგენლობაშიც, პრემიერშიპში თუ ჩემპიონთა თასზე, ძალიან კარგად იასპარეზა".

შალვა მამუკაშვილმა სანაკრებო კვართი პირველად 2011 წლის ივნისში ბუქარესტში, სამხრეთ აფრიკის "ა" ნაკრებთან მოირგო და მას შემდეგ 35 კეპი მოიხვეჭა. "ბორჯღალოსნების" რიგებში მან 5 ლელო მიითვალა. წლევანდელ მსოფლიოს თასზე მან "ბორჯღალოსანთა" ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

პაატა
შალვა,გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ქართული რაგბის მხარდაჭერა უკრაინას
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
რაგბი თუ ფეხბურთი? გამოხმაურება დოკუმენტურ ფილმზე "მდგმურები"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
18 წ. | შალვა მამუკაშვილი და მათე ბერუაშვილი მზადების შესახებ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
რაგბი. ლეგიონი: გიორგი ნემსაძის ლელო და ორი სინბინში [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო ფრანგულ ელიტაში [VIDEO]
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი. ლეგიონი: საპლეიოფო ოთხეულში ქართველები არიან
რაგბი. ლეგიონი: საფრანგეთში მოთამაშე რამდენიმე ქართველმა გუნდი შეიცვალა