მთავარი მწვრთნელის დაპირება - თბილისის "დინამო" გაძლიერდება!
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ახლა სანაკრებო პაუზაა. პირველობას თბილისის "დინამო" ლიდერობს.

ამბობენ, ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი მალე მნიშვნელოვნად გაძლიერდებაო. გავრცელებული ინფორმაციით, გადაწყვეტილია ალეკო ამისულაშვილის დამატება თურქული "ქარშიაქადან". ცხადია, ახალწვეულები კიდევ იქნებიან... ამასობაში, "დინამოში" სინჯებზე ჩამოვიდა გერმანელი მცველი, "კიოლნის" საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ბასალა მაზანა...

მოკლედ, დედაქალაქური კლუბის მთავარ მწვრთნელთან სასაუბრო დაგროვდა. გია გეგუჩაძეს საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის შეფასებაც ვთხოვეთ...

- საქართველოს ჩემპიონატში პაუზაა. ქვეყნის პირველობას თბილისის "დინამო" ლიდერობს. მოდით, შევაფასოთ ის პერიოდი, რომელიც გუნდმა განვლო ჩემპიონატის დაწყებიდან დღემდე...

- ჯერ ეროვნული ჩემპიონატის მესამედია გავლილი და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენსა და ჩვენს კონკურენტებს შორის არ არის იმხელა სხვაობა, რომ თავი მშვიდად ვიგრძნოთ. ჩვენ ყოველდღიურად ბევრს ვმუშაობთ საიმისოდ, რომ თამაში სულ უფრო სრულყოფილი გავხადოთ.

სამუშაო ამ კუთხით კიდევ ბევრია და ჩვენც სულ უფრო მეტი გვინდა.

- როგორც შევიტყვეთ, გადაწყვეტილია გუნდში ალეკო ამისულაშვილის მოსვლა. ახალწვეულები კიდევ იქნებიან?

- ამისულაშვილის თაობაზე წავიკითხე, მაგრამ ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით ამის შესახებ. ვერც იმას ვიტყვი, რომ ფეხბურთელთან საუბარი შედგა...

რაც შეეხება გუნდის გაძლიერებას, ამ მხრივ მიდის მუშაობა და ეს არის ყოველდღიური პროცესი. "დინამო" გაძლიერდება.

- დარჩება თუ არა გუნდში გერმანელი მცველი ბასალა მაზანა?

- ჩვენ ეს ფეხბურთელი სინჯებზე ჩამოვიყვანეთ. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ მას შემდეგ, რაც ამ მოთამაშის კარიერას გავეცანით. შემიძლია გითხრათ, რომ ბასალა მაზანა არ დარჩება "დინამოში". ეს საკითხი გადაწყვეტილია.

- რას იტყვით საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საერთო დონეზე? ფაქტია, ჩვენი პირველობიდან მოთამაშეებს უჭირთ ქვეყნის მთავარ გუნდთან ადაპტირება...

- ძალიან მტკივნეული პრობლემაა. რა თქმა უნდა, მეც, როგორც ყველა, ვისურვებდი, რომ საქართველოს ჩემპიონატი უფრო მაღალი დონის ტურნირი იყოს.

შედარებით ქვედა დონეებზე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს კიდევ ჰყოფნის მომზადება, მაგრამ ეროვნული ნაკრების დონეზე უკვე სხვა ვითარებაა. სხვა ტემპია, სხვა მოთხოვნები... ანალოგიურ პრობლემას ვაწყდებით ევროპული ტურნირების დროსაც.

- მინდა გთხოვოთ აზრის გამოთქმა საქართველოს ნაკრების ბოლო ორი მატჩის თაობაზე...

- სამწუხაროდ, ალბანეთთან მატჩი ვერ ვნახე. ესტონეთთან კი ნაკრებმა სუსტად ითამაშა.

ბოლოს გაჩნდა პოზიტივი, იმედი და ამ ერთი თამაშით ყველაფრისთვის ხაზის გადასმა არ იქნება მართებული. აქვე, ნაკრებთან დაკავშირებით, ჩემს აზრს მოგახსენებთ. ჩემი შეხედულებით, უმჯობესია, ამა თუ იმ ფეხბურთელმა გაიაროს ასაკობრივი ნაკრებების ყველა საფეხური, ამოწუროს იქ თავისი თავი და მერე გადავიდეს ეროვნულ ნაკრებში. ვერ ვიტყვით, რომ რეზერვი არ გვყავს. მათ სჭირდებათ შესაბამისი მომზადება.

პირადად მე არ მიმაჩნია გამართლებულად ფეხბურთელების ნაკრებებში აქეთ-იქით ტარება. შესაძლოა, უკეთესი ყოფილიყო, თუნდაც ახალგაზრდული ნაკრებისკენ მიგვემართა მთელი რესურსი ესპანეთთან და შვედეთთან მატჩებისთვის...

დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გვიჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან ყველა ველით.

- ბოლო დღეებში საქართველოს ასაკობრივმა ნაკრებებმა ითამაშეს საშინაო მატჩები. ტრიბუნები, პრაქტიკულად, ცარიელი იყო. ნუთუ, აღარ ვართ საფეხბურთო ქვეყანა?

- ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას შეეხეთ. ვრცელი თემაა... როცა არ არის შედეგი და ვერც სანახაობრივი მხარეა მიმზიდველი, ასეთი რამ ხდება.

დამაფიქრებელია, რომ ქართულ სტადიონებზე ჩვენ თითქმის სულ ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ - ფეხბურთელების ნათესავ-ახლობლებსა თუ მეგობრებს. აქ ბევრი კომპონენტის ერთობლიობაა - შედეგის, სანახაობის... იმისიც, რომ არ ხდება ფეხბურთის პროპაგანდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

GRRR
რომ მიხვიდე სტადიონზე რა უნდა ნახო?ბებერი მარცვალაძე რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იქნება რა სანახაობაზეა ლაპარაკი?! სტადიონებზე თუ ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ მოედანზეც წლებია ერთი და იგივე "სუპერ ვარსკვლავებს" ვხედავთ სხვადასხვა გუნდებში! მიეცით ახალგაზრდებს შანსი და ათამაშეთ ამ მარად პერსპექტიული მალიარების ნაცვლად!!
გუჯას ფულის გაკეთება უნდა
გუჯაააა ისევ სპორტალზე ეძებ კლიენტებს ბიჭოოო? :Dდ არ გრცხვენია მაინც?
mamulo
ფეხბურთი -სანახაობააა და თუ ფეხბურთელმაეს სანახაობა ვერ შექმნა,მაყურებელს რა მოიყვანს სტადიონზე? არაა სანახაობა---არაამაყურებელი.
გუჯა კახაძე
გია გეგუჩაძე: "დამაფიქრებელია, რომ ქართულ სტადიონებზე ჩვენ თითქმის სულ ერთსა და იმავე სახეებს ვხედავთ - ფეხბურთელების ნათესავ-ახლობლებსა თუ მეგობრებს". ბ-ნო გია! ქართველ ფეხბურთელებს სირბილს თუ არ ასწავლით მალე მათი ახლობლებიც აღარ მოვლენ სტადიონზე.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა