საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფუტსალის ასოციაციას ფედერაციის წევრობა დროებით შეუჩერდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ფუტსალის ასოციაციას ფედერაციის წევრობა დროებით შეუჩერდა.

როგორც კობიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ფედერაციის აღმასკომმა ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი მდგომარეობის გამო მიიღო.

"ფუტსალის ასოციაციაში ქაოსია. არ ტარდება ჩემპიონატი. ოქტომბერში დაიწყო პირველობა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4 თამაშია გამართული. ჩვენ მივწერეთ ფუტსალის ასოციაციას, თუმცა მათგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ჩემპიონატი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, თუმცა ეს რას ნიშნავს, გაუგებარია.

გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ წერილს ხელს არავინ აწერს, შესაბამისად, ასოციაციაში პასუხისმგებლობის ამღებიც კი არავინ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოციაციას შეუჩერდეს წევრობა.

დაველოდებით ფუტსალის ასოციაციაში რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი", - განაცხადა კობიაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ სხდომაზე აღმასკომმა თანამდებობაზე აღადგინა საფეხბურთო დავების განმხილველი ტრიბუნალის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ბიწაძე.

კობიაშვილის თქმით, აღმასკომმა მიიჩნია, რომ ბიწაძე წინა მმართველობის პერიოდში თანამდებობიდან უსაფუძვლოდ იყო გათავისუფლებული. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, ასევე მოგვარდა საფეხბურთო კლუბ "გურიის" პრობლემა.

"საფეხბურთი კლუბი "გურია" და ყოფილი მწვრთნელები შეთანხმდნენ. ამ შეთანხმების შედეგად კლუბი ყოფილ მწვრთნელებს დავალიანებას პირველ თებერვლამდე გადაუხდის. შესაბამისად, კლუბს სანქციები აღარ დაეკისრება", - განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

რაც შეეხება ფოთის "კოლხეთში" შექმნილ პრობლემებს, როგორც კობიაშვილმა განაცხადა, ის დღის მეორე ნახევარში შეხვდება კლუბის წარმომადგენელს და დეტალურად მოისმენს შექმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას.

ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები ხელფასების დაგვიანების გამო თამაშზე უარს აცხადებენ.

huntelaar
werilis wera ar sezlebia sacodavebs da gaagdet saertod futbolidan
ვაკო
ეს უკვე კაი ამბავია ფუტსალით დაინტერესება. კარგია კობი, მაგრამ ეხლა მთავარია ახალი სუფთა ფურცლიდან ახალი სუფთა ხალხით დაიწყოთ მუშაობა. ძველი გასვრილი სასტავი არ გააკაროთ არანაირ საქმეს
11
აღმასკომის უკანონო გადაწყვეტილების გაუქმება ხან შეგიძლიათ და ხან არა? დანარჩენი გასაგებია.
zemfira
სულ არ ვიცი სფერო. ხელს არავინ აწერს - ჩვეული რიტმი. სასაცილო სეგმენტი ჰყოლია სფფ-ს
ლევანი
ვაა როგორც იქნა ფუტსალი ვიღაცამ მოიკითხა. საღოლ კობი ჯიგარი ხარ მტავარია ძველი სასტავებიდან არავინ არ გააჭაჭანოთ ეგ დამაქცევარები
roni
imedia zaal chitaladzes ar moiyvanen da ar gaagrdzeleben dapirispirebas futsalshi
futsal
მისასალმებელი ამბავი კობი. კაი კაცი ხარ ფუტსალით რომ დაინტერესდი. მაგრად გვეიმედება შენი და ახალი კამანდის. ახალგაზრდა სუფთა ხალხი და კარგი მენეჯერები უნდა მოიყვანოთ სათავეში.
gveShveleba rame?
jigari xar kobi. im arafris maqnisebs rom sheucheret mushaobis upleba. riggareshe archevnebze arafrit ar unda micet upleba dzvelebidan vinmem iyaros kenchi da moigos archevnebi
ფეხბურთელი
მადლობა ლევან ამ გადაწყვეტილებისთვის. იმედია ეხლა მაინც გვეშველება ნაკრებს და ჩემპიონატს. ძველი ხელმძღვანელები, რომლებმაც დაღუპეს ფუტსალი უნდა მოშორდნენ და ახალი სუფთა ხალხი უნდა მოვიდეს
georgiano
სწორი გადაწყვეტილება მიგიღიათ ლევან. ქაოსი აღარ ქვია იმას, რაც ფუტსალში ხდება დღეს. კარგი ქენით რომ ძველ შემადგენლობას შეუჩერეთ წევრობა, უფლებამოსილება. რას ნიშნავს ჩვეულ რიტმში გაგრძელდება ჩემპიონატი? ოთხი გუნდი გამოდის და მათთვისაც დარბაზი ვერ დაიქირავეს და მსაჯებით ვერ უზრუნველყვეს, რომ მორიგი ტური გაემართათ. ამ პირობებში ფუტსალის ასოციაციას კიდევ ყოფნის ნამუსი და ითხოვს უფლებამოსილების გაგრძელებას..
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
მამუკა კვარაცხელიამ ფედერაციას წითელი ბარათი უჩვენა
ლანჩხუთის "გურია" რუსი მცველით გაძლიერდა
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
მარტოდმარტო, ბინძურ ბინაში მოკვდა - ლანჩხუთის "გურიას" ექს-ფეხბურთელის ტრაგიკული ისტორია
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
იყო თუ არა ზეწოლა ტრიბუნალზე?
პრობლემები, რომლებიც სფფ-ის ახალმა პრეზიდენტმა უნდა მოაგვაროს
ლანჩხუთის "გურია" აუქციონზე 34 000 ლარად იყიდება
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"ფინანსური დავალიანება სრულად დაიფარება და შეიქმნება ღირსეული ბიუჯეტი საიმისოდ, რომ..." - მერაბ ჟორდანიამ ლანჩხუთის "გურიაზე" ისაუბრა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გულვერდ თომაშვილი "გურიაში" - კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი
"გურია" - ფონდი "ქართუს" დაფინანსების მოლოდინითა და დიდი გეგმებით...
საფეხბურთო დავების ტრიბუნალმა ფოთის "კოლხეთის" 3 ფეხბურთელს სასჯელი შეუმსუბუქა
სპორტული დავების ტრიბუნალის ხელმძღვანელი შესაძლოა ისევ ზურაბ ბიწაძე გახდეს
ბათუმელები სახტად დატოვეს... რატომ დაუმძიმდა სანქცია "დინამოს"?
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე