ახალი მწვრთნელი 4-3-3-ით იწყებს
ანდრეა მანდორლინიმ "ვერონა" 2010 წელს ჩაიბარა და 3 სეზონში გუნდი ლიგა პროდან სერია A-ში აიყვანა.

თუმცა მესამე სეზონია, მანდორლინის "ვერონა" წვალობს იტალიის ელიტარულ ლიგაში, მიმდინარე გათამაშებაში კი სულაც ბოლო ადგილზე დაეშვა და გავარდნის ყველაზე რეალური კანდიდატია. სწორედ ამიტომ კლუბის მესვეურებმა მწვრთნელის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს - აი, რა წერია "ვერონას" ოფიციალურ ვებგვერდზე:

"მადლობას ვუხდით ანდრეა მანდორლინის გაწეული შრომისთვის და სამომავლოდ, მას დიდ წარმატებას ვუსურვებთ. კლუბის მესვეურებისთვის მეტად მძიმე იყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ამ ეტაპზე, ეს იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელმაც გუნდი ღრმა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს".

ვინ გაწვრთნის "ვერონას"? - ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი დღე იმარჩიელეს - კანდიდატი კი რამდენიმე იყო: მურატ იაკინი, ეუჯენიო კორინი, ალბერტო მალეზანი და ფრანჩესკო გვიდოლინი.

თუმცა "ჰელასის" ხელმძღვანელობამ ყველა განაცვიფრა - გუშინ ვერონელებმა ოფიციალურად წარადგინეს ახალი მწვრთნელი - ლუიჯი დელნერი. ხელშეკრულების დეტალები არ გასაჯაროებულა. დელნერი ბოლოს "ჯენოას" წვრთნიდა, საიდანაც 2013 წელს წავიდა. შეგახსენებთ, რომ მას ისეთი კლუბები გაუწვრთნია, როგორებიც "პორტუ", "რომა" და "იუვენტუსია". სხვათა შორის, დელნერი ვერონაში დიდხანს მუშაობდა, ოღონდ მეორე კლუბში - "კიევოში".

"ფეხბურთში დაბრუნება ძალიან მინდოდა და მადლობა პრეზიდენტ მაურიციო სეტის ამ შესაძლებლობისთვის. "ვერონა" დიდი გუნდია, მდიდარი ისტორიით.

აქ მოსულს საკმაოდ კვალიფიციური შემადგენლობა დამხვდა და ძალიან კარგად ვხედავ გადარჩენის პერსპექტივას. მანდორლინი ბოლო შედეგებმა დააღალატა, თორემ "ვერონაში" კარგად ჩანს მის მიერ შესრულებული სამუშაო.

ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სერია A-დან არ გავვარდეთ. ჯერ 4-3-3 ტაქტიკით დავიწყებთ და ვნახავთ, რისი შეცვლა შეგვეძლება. ისეთი გუნდი მინდა მყავდეს, რომელიც შეუტევს, თუნდაც დიდ გუნდებს. "ჰელასში" ბევრი კარგი ფეხბურთელია: ტონი, პაცინი, ჰალფრედსონი, ვივიანი, სალა და სხვები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
იჯარა გამოსყიდვის უფლებით - "რომა" შეტევის ხაზში გაძლიერდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
ერთი კატალონიური გუნდიდან მეორეში - ტერ შტეგენს მუნდიალამდე სათამაშო პრაქტიკა სჭირდება
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] ალისონი ისევ არადამაჯერებელია - "ლივერპულმა" "ენფილდზე" აუტსაიდერს ვერ მოუგო
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" "გლადბახს" დაუზავდა