ინტერვიუ თბილისის "დინამოს" მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან
საკმარისია, თბილისის "დინამომ" პირველი წრის ბოლო ტურში ფრედ დაასრულოს გასვლითი მატჩი ქობულეთის "შუქურასთან", რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალურ ტიტულს დაიბევებს.

"დინამოს" ბოლოდროინდელი პროგრესი თვალსაჩინოა. გია გეგუჩაძის გუნდი დამაჯერებლად იგებს თამაშებს და აგერ, სულ ბოლოს, ბოლნისის "სიონიც" დაამარცხა, გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება.

საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატში "დინამო" ამ ეტაპზე ბევრ ასპექტში საუკეთესოა. გუშინ "ლელო" "დინამოს" მთავარ მწვრთნელს დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა...

- სულ ცოტაც და, ზამთრის ჩემპიონის ტიტულს მოგილოცავთ....

- მოდით, ნუ ვიჩქარებთ. დარჩენილია კიდევ ერთი ტური და ჩვენ გასვლითი მატჩი გვაქვს "შუქურასთან". ასევე, გვაქვს თასზე საშინაო თამაში ქუთაისის "ტორპედოსთან". ამის შემდეგ ჩვენ უკვე გვექნება საშუალება, უფრო დაწვრილებით შევაფასოთ "დინამოს" მიერ ჩატარებული სეზონის პირველი ნაწილი.

- ალბათ, უკვე გამოიკვეთა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის კონტურები. საინტერესოა, სად მოემზადება "დინამო" ჩემპიონატის საგაზაფხულო ეტაპისთვის?

- გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის განახლებისთვის ჯერ თბილისში მოვემზადებით, მერე კი თურქულ ბელეკში წავალთ და იქ გავაგრძელებთ სამზადისს. ბელეკში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. წავალთ 30 იანვარს და 14 თებერვლამდე გავჩერდებით. ვფიქრობ, "დინამო" ყველანაირად მზად შეხვდება საფეხბურთო სეზონის განახლებას...

- უკვე გარკვეულია, რომელ გუნდებთან მოგიწევთ სპარინგები ბელეკში?

- ჩვენი პრინციპი ასეთია: უნდა ვითამაშოთ რაც შეიძლება მაღალი დონის მოწინააღმდეგეებთან. როგორც გითხარით, ბელეკში ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. გვქონდა მოლაპარაკება სერბულ "პარტიზანთან". ამ ეტაპზე, ეს მოლაპარაკება ჩაშლილია, რადგან გაირკვა, რომ "პარტიზანი" ბელეკში აღარ ჩამოდის შეკრებაზე... სამაგიეროდ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ პირველი შეხვედრა გვექნება ხორვატულ "სპლიტთან". გეტყვით იმასაც, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს სლოვენიის მრავალგზის ჩემპიონ "მარიბორთანაც".

- როგორ ფიქრობთ, "დინამოს" ბევრი ფეხბურთელი დატოვებს?

- არა, საკითხი ასე არ დგას, რომ გინდა თუ არა, "დინამო" ვინმემ უნდა დატოვოს. გუნდი ცოცხალი ორგანიზმია. ჩვენ გვინდა "დინამოს" გაძლიერება, მაგრამ ისიცაა, რომ ეს პროცესი იოლად არ მიმდინარეობს.

- როგორი იქნება თქვენი აქცენტები ახალწვეულების შერჩევისას? უპირატესობას ქართველ ფეხბურთელებს მიანიჭებთ თუ ლეგიონერებს?

- ამ კითხვას ასე ვუპასუხებ: ჩვენთვის საინტერესო ფეხბურთელები არიან როგორც ქართულ სატრანსფერო ბაზარზე, ისე უცხოეთში. ჩვენი მუშაობის შედეგებს მალე ყველა ერთად ვნახავთ.

- "დინამოს" ლეგიონერები დარჩებიან გუნდში?

- რა თქმა უნდა! როგორც სხვები, ისინიც გავლენ შვებულებაში და ამის შემდეგ ჩვეულებრივად მოემზადებიან გუნდთან ერთად.

- ცალკე გკითხავთ ალექსანდრე იაშვილზე, ვინც გუნდს ამ სეზონის დასრულების შემდეგ ვეღარ შეეშველება...

- პირდაპირ გეტყვით, რომ ალექსანდრე იაშვილის დონის ფეხბურთელისა და პიროვნების გუნდში ყოლა დიდი ფუფუნებაა. ის ახალგაზრდა ფეხბურთელებს ფასდაუდებელ გამოცდილებას აძლევს. ცალკეა მისი განსაკუთრებული ადამიანური თვისებები... მე არ დავიღლები ალექსანდრე იაშვილზე საუბრით...

- დიდი შანსია, სატრანსფერო პერიოდში სხვა კლუბებმა "დინამოს" ლიდერების მიმართ ინტერესი გამოავლინონ. შეძლებთ მათ შენარჩუნებას?

- არ გამოვრიცხავ ასეთ ინტერესს... უბრალოდ, ამ შემთხვევაში მე მაქვს ჩემი პრინციპი. თუ ფეხბურთელს აქვს შეთავაზება უკეთესი გუნდისგან და თუ ის მზად არის უფრო მაღალ დონეზე სათამაშოდ, ჩვენ ხელს არ შევუშლით.

მაგალითად, ჩვენ შეგვეძლო, კიდევ დაგვეტოვებინა გუნდში გიორგი პაპუნაშვილი, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ, ხელი არ შევუშალეთ მას, უფრო მაღალ დონეზე მოესინჯა ძალა. უბრალოდ, ყველაფერს აქვს თავისი დრო და როცა ფეხბურთელი ამოწურავს თავის შესაძლებლობებს საქართველოს ჩემპიონატში, როცა ის უკვე იტყვის თავის სიტყვას, მას ხელი აღარ უნდა შეუშალო. ეს ისეთი პროცესია, რომ აჩქარება არავის არგებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

aleks 78
დინამოს ფანი ვარ ბავშვობიდან. ჩემთვის დინამო ყველაფერია.მაგრამ ვიყოთ ობიექტურები.სტადიონზე ვიყავი ბოლო ორი თამაში და მიხედავათ იმისა რომ მოვიგეთ ძალიან დაბალი დონის გუნდი გვყავს .და ეს დაბალი დონის ჩემპიონატის ბრალია. ფაქტიურად დგანან გუნდები არ მოძრაობენ.და საშინელი საყურებელია მოკლედ რომ ვთქვათ
inkognito
სულ ველოდი მისი დიანმოს მწვრთნელად დანიშვნას ძალიან კარგი მწვრთნელია უბრალოდ ნდობაა მის მიმართ საჭირო თუ დინამო ამ ზაფხულსაც ვერ გავა ევროთასებზე ის მაინც უნდა დატოვონ რადგან დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ძლიერი სპეციალისტია
ზურა
ასეთმწვრთნელს შეიძლება ნაკრებიც ანდო.სტაბილურად ძლიერია.
Chachia
მაგარი მწვრთნელია! სადაც ფეხი დადგა ყველა გუნდი საჩემპიონოდ იბრძოდა და ხშირად გამოსდიოდა კიდეც. ტორბედოში რიმ დაეტოვებინათ ახლა ასეთ დღეში არ იქნებოდა!
vaxo
როგორ მიულოცავ ზამთის ჩემპიონობას ძალიან მაინტერესებს, ქობულეთში, რომ წააგოს და დილამ მოიგოს, ალბათ დილას მიულოცავ, ხომ ასეა, თუ თქვენ მხოლოდ დინამო გაინტერესებთ?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა