ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გუგა ფალავანდიშვილი: თუ სოსიაშვილი წავა, "დილაში" აღარც ლიდერები დარჩებიან...

გუგა ფალავანდიშვილი: თუ სოსიაშვილი წავა, "დილაში" აღარც ლიდერები დარჩებიან...

ფეხბურთის გამო ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა
22 წლის გუგა ფალავანდიშვილი საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელია. ის ლიდერობს კარგი მოთამაშეებით დაკომპლექტებულ "დილაში". შემთხვევითი არ არის, რომ 2015 წელს მას დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებში.

"დილა" საქართველოს ჩემპიონატში მეორე ადგილზეა და ის თბილისის "დინამოს" მთავარ კონკურენტად მოჩანს. ეგ არის, რომ ამბობენ - ამ ზამთარს "დილაში" დიდი ცვლილებები მოხდება და, შესაძლოა, გუნდი მნიშვნელოვნად დასუსტდესო...

გუშინ "ლელომ" ფალავანდიშვილს ინტერვიუ სთხოვა...

- როგორი იყო თქვენთვის სეზონის განვლილი ნაწილი? ითამაშეთ საქართველოს ნაკრებში, "დილა" მეორე ადგილზეა ჩემპიონატში... თუმცა კლუბში ფინანსური სირთულეებია...

- ფინანსური სირთულეები მართლაც იყო და არის "დილაში", მაგრამ კლუბის ხელმძღვანელობა და, განსაკუთრებით, მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი, ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს სირთულეები ჩვენამდე არ მოვიდეს. ახლა მეორე ადგილზე ვართ და მცირედით ჩამოვრჩებით ლიდერს. პირადად ჩემი აზრია, რომ "დილა" თბილისის "დინამოზე" არაფრით არის ნაკლები...

რაც შეეხება 2015 წელს, ის ჩემთვის მართლაც განსაკუთრებული და უბედნიერესი იყო - პირველად ვითამაშე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. რა შეიძლება იყოს კიდევ ფეხბურთელის ოცნება? ითამაშოს ქვეყნის მთავარ გუნდში და დიდ კლუბში... მიღწეულით ტკბობა არ გამომადგება. თავადაც ვიცი, რომ წინ დიდი გზაა და ამ გზაზე ჩემი შრომითა და მონდომებით უნდა ვიარო. მოკლედ, ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

- საქართველოს ჩემპიონატიდან ეროვნულ ნაკრებში მისული ფეხბურთელი გარკვეულ სირთულეებს აწყდება. ეს ასპარეზი სხვა ტემპსა და სისწრაფეებს ითხოვს...

- მართალი ხართ. ვითამაშე ნაკრებში და თქვენი სიტყვები საკუთარი გამოცდილებით შემიძლია დავადასტურო... მაგრამ, თუ ფეხბურთელი ხარ და ამბიცია გაქვს, უნდა შეძლო და ამ ტემპში უნდა ჩაჯდე, საკუთარ თავს უნდა გადაახტე - ეს არის სწორედ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნა.

- რას ნიშნავს თქვენთვის რეჟიმი? მიიჩნევთ თავს პროფესიონალად?

- ძალიან არ მინდა სუბიექტურ განცდებზე ლაპარაკი. უბრალოდ, ვიტყვი ერთს - მყავს დიდებული ოჯახი, რომელიც ყველანაირ პირობას მიქმნის საიმისოდ, რომ ვიყო პროფესიონალი, რომ ჩემს ცხოვრებაში იყოს ფეხბურთი, როგორც ცხოვრების მთავარი ნაწილი... შეიძლება მთლად 100 პროცენტით არა, მაგრამ თავს დიდწილად პროფესიონალად მივიჩნევ. სიმართლე უნდა ითქვას - ფეხბურთის გამო ძალიან ბევრ რამეზე მიწევს უარის თქმა, თუმცა ამას არ ვნანობ. მე გავაკეთე არჩევანი ფეხბურთის სასარგებლოდ და ვალდებული ვარ, ყველაფერი მივცე მას, ბოლომდე დავიხარჯო ჩემი პროფესიისთვის.

- თქვენი აზრით, რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელისთვის?

- კითხვის არსს როგორც მივხვდი, წმინდა საფეხბურთო პრობლემაზე უნდა მეკითხებოდეთ...

- დიახ, პირველ რიგში, ამაზე...

- ჩემი აზრით, ფეხბურთელის პროგრესზე ლაპარაკი ზედმეტია, თუ მხოლოდ გუნდში ვარჯიშს ჯერდები და დამატებით კიდევ არ ვარჯიშობ, საკუთარ თავზე არ მუშაობ, სხვადასხვა კომპონენტს არ ხვეწ... რა დასამალია და, საქართველოში ეს ჭირს.

- თქვენ ახერხებთ დამატებით ვარჯიშს?

- საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ერთს კი ვიტყვი - ღმერთმა მომცა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნიჭი დედამიწის ზურგზე, რასაც შრომისმოყვარეობის ნიჭი ჰქვია. არ არსებობს, იმაზე მეტი არ ვივარჯიშო, რასაც გუნდთან ერთად ვვარჯიშობ...

- რა არის საქართველოს ჩემპიონატის მთავარი პრობლემა?

- სამწუხაროდ, სულ უფრო დაბლა იწევს საქართველოს ჩემპიონატის დონე და ძალიან გული მტკივა ამის გამო. უხეშად ნათქვამი გამომივა, მაგრამ ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, აქედან გაიქცნენ... იმედი მაქვს, ეს სიტუაცია გამოსწორდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ახალი ხალხი მოვიდა, ახალი ხედვით და იმედიც გაჩნდა.

- ამბობენ, პირველი წრის დასრულების შემდეგ "დილაში" ბევრი რამ შეიცვლება და, შესაძლოა, გუნდი მთავარმა მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა და ლიდერებმა დატოვონო...

- პირდაპირ გეტყვით: თუ უჩა სოსიაშვილი წავა, გუნდში აღარც ლიდერები გაჩერდებიან. მე რაც ვიცი, დიდი ალბათობით, მაისამდე მოხერხდება "დილას" ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.

- გავიგეთ, გუგა ფალავანდიშვილის გადაბირება რამდენიმე გუნდს სურსო...

- მოდით, ამ კითხვას უპასუხოდ დავტოვებ...

- მაყურებლის ფაქტორზეც გკითხავთ...

- გორში ყველაზე ნაკლებად იგრძნობა უმაყურებლობა, რადგან ხალხი ფეხბურთზე დადის. საერთოდ კი, გულის მომკვლელია, რომ სტადიონზე თითებზე ჩამოსათვლელი რაოდენობით დადის მაყურებელი... მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ მოვა დრო და ხალხი დაუბრუნდება ეროვნულ ჩემპიონატს, ჩვენს სტადიონებს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• temuri

გუგა ძმა ხარ და ნაგდად გეტკვი რო ერთ ერთი ლიდერი ხარ გუნდში.სადაც გინდა იქ ცადი და ითამაშე ნებისმიერ საქართველოს გუნდში გარდა დინამოსი

• goga

მიუხედავად ჩემი გუგა ფალავადიშვილისადმი დიდი პატივისცემისა,იგი ასეთ პესიმისტურ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს.გორელებს დიდი სურვილი აქვთ არსებული ფეხბურთელების ბირთვის შენარჩუნებისა,მაგრამ არა იძულებითი საშუალებებით. ფეხბურთელი თვითონ უნდა იჩენდეს ინიციატივას კარგ გუნდში/"დილა"/ თამაშზე.მერე რა რომ ამჟამად ფინანსურად უჭირს"დილას",ყველაფერი გამოსწორებადია.ფეხბურთელები გუნდს ყველანაირად გვერდში უნდა დაუდგნენ ამ ძნელბედითობის ჟამს,მარტო ფულით ხომ არ განისაზღვრება ყველაფერი/თუმცა ამის გარეშე შეუძლებელია კარგი გუნდის ჩამოყალიბება/? ქალაქის ხელმძღვანელობამ, გუნდის მესვეურებმა,სოსიაშვილმა და ფეხბურთელებმა ყველა რესურსი უნდა მოიძიონ იმისათვის რომ გუნდი შენარჩუნდეს და უკეთესი მიზნებისათვის განაგრძონ ბრძოლა.მიმაჩნია რომ მათ ამის უნარი შესწევთ და სახსრებიც გამოინახება.ვუსურვებ წარმატებებს"დილას"...

• gizog

გაიხარე გუგა, სულ წარმატებებს გისურვებ, უფლის დახმარების საფეხბურთო მწვერვალებისთვის მიგეღწიოს.

• რომან

ისეთ გუნდებს,რომლებსაც მწვრთნელის წასვლა დაშლის-რაც მალე დაიშლება უკეთესია

• inkognito

მაგარი ბიჭია ძალიან მაგარი თან სახელიან ფეხბურთელად არ ითვლებოდა და მაინც მაგრად გაქაჩა დიდი მომავალი აქვს

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს

ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა

ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები

ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?

ეს საქართველოსთვის დამატებითი შანსი იქნება - რომელ ახალ ფორმატებზე მუშაობს UEFA ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპებისთვის

ვის რა როლი აქვს ნაკრების მტკივნეულ პერიოდზე - "საუკუნე გაივლის კიდევ"

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

მიქაუტაძე: დავბრუნდებით უფრო ძლიერები და ერთიანები, ვიდრე ოდესმე

საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა

რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა

ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა

ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს

დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...

ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]