"რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!"
ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებს განმარტავს. როგორც აბუსერიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ის ჭორებია, რომლებიც მის კანდიდატურასთან დაკავშირებით აგორდა.

ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

"ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით, ჭორები შეთხზეს, რომ ის სახელისუფლებო კანდიდატი იყო.

"ჩარევის წინააღმდეგი რომ ვარ, ეს განცხადებაზე ჩემი ხელმოწერითაც დავადასტურე. ამ ჭორების და იმ ჩირქის მოცხობის გამო მივიღე ასეთი გადაწყვეტილება.

ერთი წელია ხელისუფლებაში ვარ და ცხოვრების ნახევარზე მეტი რაგბიში გავატარე და რა შუაშია ის განცხადებები, რომ მე სახელისუფლებო კანდიდატი ვიყავი?

რახან ხელისუფლებაში ვარ, უფლება არ მქონდა, რომ პრეზიდენტობისთვის მებრძოლა?!", - განაცხადა აბუსერიძემ.

მისივე თქმით, მასსა და მეორე კანდიდატს, გიორგი ნიჟარაძეს შორის არანაირი შეხვედრა და კომუნიკაცია კანდიდატურების მოხსნასთან დაკავშირებით არ ყოფილა.

აბუსერიძე თბილისის საკრებულოში უმრავლესობის წევრია. ასევე, რაგბის კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობას იკავებს, სადაც მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

Kakhaber Bilashvili
ჩემთვის რაგბი და რაგბის ფასეულობები ძალიან მნიშვნელოვანია. წინასაარჩევნო პერიოდს ბევრი ჭორი ახლდა, ბევრი სირთულე იყო. წლების განმავლობაში გუნდურად მოვდიოდით და არ მინდოდა, ამ გუნდურობაში რაიმე ბზარი გაჩენილიყო. ამიტომ მივიღე ასეთი გადაწყვეტილება. ნამდვილად არ მიღირს არანაირი სათავე თუ თანამდებობა იმისთვის, რომ ამ ერთიანობას ბზარი გაუჩნდეს" ეს არის ორივე პრეტენდენტის მიერ, დამოუკიდებლად და პირუთვნელად, მიღებული გადაწყვეტილება და პასუხი. სხვა დანარჩენი მხოლოდ ლექია.
qutaiseli
ზოგიერთი ეტყობა რაგბისგან ძალიან შორსაა და პოლიტიკურად ეტყობა ანგაჟირებულია თორე კაცი თუ რაგბში ერკვევი ესეც უნდა იცოდე რო სწორედ 2012 წლის მერე დაიწყო რაგბმა სწრაფად განვითარება ასე რო ეგეთებს მემგონი რაგბი და პოლიტიკა ერთმანეთში აერია და საერთოდ ეს თემა გაბუქებული მგონია და ერთ მიზანს ისახავს არ დააფინანსოს ივანიშვილმა რაგბი და ისიც ისეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდეს როგორშიც ფეხბურთია.
ნეიტრალს
რაღაც გეშლება ჩემო კარგო, არავინ არავის არ დაატოვებინა თანამდებობა.... თუ გაინტერესებს, წადი კავშირში და იქ გეტყვიან სიმართლეს. იმ კაცს, ვისაც "დაატოვებინეს" თანამდებობა საკუთარი მომხრეები რომ ყავდა, იმათ კითხე სხვა რატომ აირჩიეს.

ნიჟარაძე უფრო მორგებული კანდიდატურაა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტობაზე. მშვიდი და საქმიანი ჩანს. რაგბიც ვითარდებოდა. მეტი რა უნდა გაეკეთებინა. აბუსერიძე ძაან კარგი კაცია, მაგრამ იქნება კი უკეთესი მენეჯერი ვიდრე ნიჟარეძეა?
ნეიტრალი
ხალხო იცით რა მაინტერესებს? მესმის რომ გია ნიჟარაძე ძალიან კარგი მენეჯერია, შესანიშნავად გაუძღვა ქართულ რაგბს, მიიყვანა იმ დონემდე რა დონეზეც ახლა ვართ, მაგრამ ხომ არ გავიწყდებათ რა გზით მოხვდა რაგბის სათავეში ეს კაცი? მის წინამორბედს რა გზით დაატოვებინეს თანამდებობა? ნამდვილად არ მივესალმები იმ ფაქტს რომ აბუსერიძე ამ ხელისუფლებისგან მართული პირია. თუ ასეა ძალიან ცუდი, მაგრამ ვფიქრობ არჩევნებზე მარტო ერთი კანდიდანტი არ უნდა იყრიდეს კენჭს, რაც არ უნდა კარგი მმართველი იყოს, საჭიროა კონკურენციაც.
დავით
ძალიან კარგი მორაგბე იყავი და უზომო სიხარულს გვანიჭებდით მთელ გუნდტან ერთად,მაგრამ მოდით რა დავიოკოთ ამბიცია, ან პოლიტიკა ან სპორტი, როდესღაც ხომ უნდა ჩამოვყალიბდეთ.
ქუთაისი
გაანებეთ თავი ავანტიურისტებო რაგბს. და იმსჯელეთ სწორად რომელიც თქვენ არ შეგიძლიათ მიტომ მოიხსნა ორივე კანდიდატურა
morisans გულშემატკივრისგან
შენ შემოგევლე, ჯიგარსონ, მოდი თუ გინდა ცალკე გავიაროთ ჩემსა და შენს შორის ვინ არის უკეთ გარკვეული და მიკერძოებული თუგინდ რაგბში, თუგინდ ღირებულებებში და თუგინდ ელემენტარულ კაცობაში. შენ შემოგევლე მე შენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია და შენ საზღვრები გადმოლახე და ჩემგან თუ არა ხო იცი, რომ ღმერთი (და თუ ღმერთის არ გწამს მაშინ ბუნება) მოგიზღავს შენს მიერ გადმონთხეულ ნეგატივს!! ხოდა ცოტა მოთოკე და ..., თუ ჭკუა გიმუშავებს მოდი და ჭკუით მიპასუხე და თუ არადა შენნაირები რაგბს არ უნდა გააკარონ
glaxuna
ისე როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის განვითარება-განმტკიცება შ ე ა ჩ ე რ ე ს და მოშალეს 2012 წლიდან და დ ე მ ა გ ო გ ო ბ ი ს მეტს არაფერს და ვერაფერს აკეთებენ,მით ,მე-4-ე საუკეთესო წელიც,, მივიღეთ...მუდამ ვ შ ი შ ო ბ დ ი ასევე არაკონპეტენტური ხალხი არ მოეყვანა რუსულ სპეც-სტრუქტურებს (აშკარაა დღეს თითქმის ყველა ქართულ სახელმწიფო სტრუქტურას აკონტროლებენ და...) ქართულ რაგბში, ისინი ძაან გადაგიჟებულები არიან, 15 წელია არ მოუგიათ და ქართული რაგბის განვითარების შეჩერება ,,ჭირდებათ,,!!! დაპირისპირების და სიძულვილის მარცვალის ჩაგდება უკვე ეცადეს... მომავალი ამას ყოველივეს ნ ა თ ლ ა დ დაგვანახებს! პ.ს. ვფიქრობ მაინც ვერ გაბედავენ ამდენს და გ.ნიჟარაძე და მისი გუნდი დ ა რ ჩ ე ბ ა ქართული რაგბის სათავეებში!
genka
Abuserizem politikidan izrunos ragbze da ise daamtkicos vajkacoba da nu gaxdeba sxvisi marioneti
პანტელეიმონი
კარგი რაგბისტობა, არ ნიშნავს, კარგ მენეჯერობას. აბუს შემთხვევაში, ამბიციები და შესაძლებლობები არ ემთხვევა ერთმანეთს.
maiko
ვითომ ღირსეული ადამიანი? ძალიან ბევრი ეჭვი იყო და უფრო გაძლიერდა.
mirosan
რა თვალთმაქცობა, რას ბჟუტურობ ჯიგარ, აზრზე მოდი ცოტა. შენ ისე ხარ გარკვეული რაგბიში და ზოგადად ღირსებაზე, როგორც მე ვიცი ჩინური. ერთადერთი რაც გააარტყი ისაა რო ნიჟარაძე იძულებული(ვინუჟძენი) გახადეს ნამდვილად მოეხსნა კანდიდატურა, რა გზით და რა პირობით ამას მალე გავიგებთ, ასეთ თემაზე სიმართლე დიდი ხნით არ იმალება.
k.z.
ვიღაცას ხალხის მღელვარების შეეშინდა და მოახსნევინა კანდიდატურა,და თუ თავის სურვილით მოხსნა ნიჟარაძის სასარგებლოდ უნდა მოეხსნა.
გია ბათუმიდან
გიორგი ნიჟარაძე წესიერი და ღირსეული კაცია.პირადად ვიცნობ და ვადასტურებ!
სიმართლე
ნიჟარაძე წესიერი და ვაჟკაცი კაცია!!! ჩემდა სამწუხაროდ აბუსერიძის ბოლოდროინდელმა გამოსვლამ ძალიან გამაღიზიანა და მიხარია, რომ გაანალიზა და მიხვდა თავის შეცდომას!!!! ზოგიერთ მაღალ ჩინოსანს რაგბის ფედერაცია ფეხბურთის ფედერაციაში აერია!!!!!
gulshematkivars
ოჰ,ოჰ,ოჰ, ცნობისთვის ზუსტად აბუსერიძე ჭორაობდა. ერთი ჰკთხეთ რა სიტუაციაში მოაწერა ხელი იმ განაცხადზე (სიმართლე თქვას). ნიჟარაძე და მისი გუნდი კაცები არიან. აბუსერიძე ეფარება იმ ფასეულობებს, რომლებიც ამ მორაგბეებმა ათწლეულების განმავლობაში შექმნეს. რაც შეეხება აბუს და მის გუნდს, თამაში არ ნიშნავს, რომ უნდა პრეზიდენტი გახდე და რაგბის ფედერაცია მართო. აბუზე და მის გუნდზე უკეთესი მოთამაშეებიც იყვნენ, არიან და იქნებიან. თამაშის გარდა საქმითაც უნდა დაამტკიცონ, რომ ღირსები არიან რაგბის ოჯახის წევრობისთვის. რაგბის ოჯახიდან უნდა იქნას მათი აღიარება და არა დავალებით, რომ ჩვენი მოსვლა შეთანხმებულია და თქვენ უნდა გვერდზე გაიწიოთ.ხოდა ჩემო გულშემატკივარო შენ აშკარად მიკერძოვებული ხარ.
გულშემატკივარი
ბატონი გია ნამდვილად, რომ ღირსეული კანდიდატია და მადლობის მეტს არაფერს იმსახურებს. უბრალოდ საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, მთლიანი სურათის გაანალიზებისას ესეთი შთაბეჭდილება მრჩება (რატომღაც)! და საერთოდ, აქამდეც არ უნდა მიეყვანა საქმე. ტელევიზიებში სირბილს და ქულების დაწერას სჯობდა აბუსთან გაევლო თუ რამე ჰქონდათ გასავლელი. მე მაპატიეთ ჩემი აზრის გამოხატვისთვის, მაგრამ მემგონი ლოგიკურია ჩემი ვარაუდი
რეზო
ღირსეული ადამიანი კი ცან ს, მაგრამ ჭკუაკოჭლივით მოიქცა. ნიჟარაძეს რას ერჩით არ მესმის. აბუ კი პაიკივით ბგამოიყენა ვიღაცამ. კარგი კაცი გაწირეს. ღირსეული კაცია და დაიტანჯება რომ მიხვდება როგორ გამოიყენეს.
lasha
მგონი ვიღაც ვიღაცებს რაგბი სხვა სპორტში ერევათ. ნიჟარაძის თვალთმაქცობას რაში ხედავთ ხალხო ამ წლების მანძილზე ერთხელ მაინც შეუმჩნევია ვინმეს რამე მსგავსი? თუ ახლა გაიზარდა და ხასიათე შეეცვალა არ არის ღირსეული კანდიდატი? მთელი ეს პროგრესი ბაბუაჩემის დამსახურებაა? აბუსერიძემ და ნიძარაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს რომ რაგბში ადამიანობის და ვაჟკაცობის სულ სხვა დონეა რასაც სულმოკლე და ინტრიგანი ხალხი ვერასოდეს ჩაწვდება
ბელა ჩაო
ღირსეული ადამიანის ღირსეული საქციელი
გულშემატკივარი
ღირსეული ადამიანის ღირსეული საქციელი, რითაც თავად აბუსერიძე დაზარალდა! რაც შეეხება ბატონი გიას გადადგომას, რატომღაც თვალთმაქცური მეჩვენება, "ვინუჟძენი" გახდა. შევხედოთ მოვლენების განვითარებას, თუ ხელახლა მოხდა ბატონი გიას (ან მისი თანაგუნდელის) წარდგენა უკვე სერიოზული ეჭვი გამიჩნდება, რომ ჭორები თავად შეთხზეს და ასეთი გზით მოიშორეს აბუსერიძე
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
"შავი ლომი" | 30-ივე მორაგბით სეზონის პირველ მატჩში
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
საქართველოს რაგბის კავშირმა რიგგარეშე ყრილობაზე ბიუჯეტი ვერ დაამტკიცა
ირაკლი აბუსერიძე: თუ რაგბი ჩვენი თამაშია, ოთხშაბათს შევხვდებით!
დღეს საქართველოს რაგბის კავშირი 2015 წლის რჩეულებს დააჯილდოებს
ან გვექნება რაგბის კავშირი, ან კიდევ ერთი სამშენებლო კომპანია - ირაკლი აბუსერიძე
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
გოჩა სვანიძე: რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია
გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში
საქართველოს რაგბის კავშირი რაგბის განვითარებისთვის მილიონ ლარს მიიღებს
"თუ "ექვს ერში" ამის შემდეგაც არ მიგვიღებენ, მერწმუნეთ, დრო თავისას იზამს და..."
გოჩა სვანიძე: "ბორჯღალოსნების" თამაშის ხარისხი არ იყო დამაკმაყოფილებელი
ირაკლი აბუსერიძე იოსებ ტყემალაძეს მიმართავს
ორი კლუბი ევროთასებზე - ინტერვიუ რაგბის კავშირის პრეზიდენტ გოჩა სვანიძესთან
ირაკლი აბუსერიძე: მშენებელმა ტყემალაძემ ისიც არ იცის, ლელო რამდენი ქულაა
ირაკლი აბუსერიძე: გამოდით - მშენებლის დაცვა ქართულ რაგბს განაჩენს გამოუტანს!
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
აბუსერიძე: ტყემალაძის არჩევის აქტში უფრო მეტი დარღვევაა, ვიდრე ჩემი არჩევის აქტში იყო