საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა "რაგბი ევროპის" პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ "რაგბი ევროპის" პრეზიდენტ ოქტავიო მორარუსთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის მიზეზებზე ისაუბრა.

გიორგი ნიჟარაძის განცხადებით, მან აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ გამოირიცხოს ყველანაირი დაპირისპირება სარაგბო ოჯახში.

"პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს იყო ჩემთვის ყველაზე მძიმე თვე. არც ამდენი ტკივილი მოუყენებია ჩემთვის აქამდე არავის. ეს გადაწყვეტილება იმიტომ მივიღე, რომ ყველამ დაინახოს - სკამი არ არის მთავარი.

რაგბი არის ჩემზე, თქვენზე და ყველა სპორტსმენზე უფრო მეტი. იგი აქამდე მოიტანა თაობებმა წესებითა და ტრადიციებით. რაგბი იქნება ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მიუხედავად გარკვეული მცდელობებისა. შეიკრიბება ყრილობა, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება რაგბისთვის უკეთესი.

რაგბის საშუალებით შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი კარგი რამის გაკეთება. უამრავი ადამიანი გამოვიდა არა გია ნიჟარაძის, არამედ ქართული რაგბის დასაცავად", - განაცხადა გია ნიჟარაძემ.

ირაკლი აბუსერიძემ და გიორგი ნიჟარაძემ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურები გუშინ მოხსნეს. არჩევნებში სხვა კანდიდატები არ მონაწილეობდნენ, რის გამოც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის 20 დეკემბერს დაგეგმილი არჩევნები, სავარაუდოდ, გადაიდება.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით

ბოლო სიახლეები სრკ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით

gogig
ვინც გია ნიჟარაძის "საბჭოურობაზე" საუბრობს, მსურს ვუთხრა, რომ საბთოური მენტალიტეტის ადამიანი ქართულ რაგბის ასეთ წარმატებულს ვერ გახდიდა. მათ, ვინც იძახის, რომ ახლა სხვი ჯერიაო, უნდა იცოდნენ, რომ ასეთი არგუმენტი ლოგიკის მიღმაა.
maiko
გასაგებია რომ არ ბეჭდავთ ჩემს გამოგზავნილს, მაგრამ შეცდომა საწრაფოდ გაასწორეთ. თუ არა და შეცდომაში შეყვანისთვის სასამართლოში მოგიწევთ წაბრძანება და მერე ვეღარ გიშველოთ თქვენი ძვირადღირებული ადვოკატი.
maiko
არ დაბლოკოთ და გამოასწორედ არასწორად დადებული ინფორმაცია, ნიჟარაძეს არ უთქვამს, რომ ისევ იყრის კენჭს პრეზიდენტის არჩევნებში.
sportal.ge-s
რატომ ბეჭდაავთ ტყუილებს, ნიჟარაძეს არ უქთვამს, რომ კანდიდატურას ისევ წამოაყენებს.... შედით რაგბის ოფიციალურ გვერდზე და კარგად ნახეთ იმ პრესკონფერენციაზე რა ითქვა. ვინ გაუშვით იქ ასეთი .. რომ დამახინჯებული ინფორმაცია მოიტანა თუ სპეციალურად გააკეთეთ? ამით რისი "გაკეთება" გინდოდათ? ღირსები ხართ სასამართლში გარბენინოთ და პასუხი მოგთხოვოთ ჩვენც გულშემატკივრებმა და ნიჟარაძემაც.
dima
პატივს ვცემდი ნიჟარაძეს,მაგრამ ...! რა უნდა,უალტერნატივოა?! მაგან, კიდევ თუ წამოაყენა თავისი კანდიდატურა,მართლა ...!!!
saqartveloshi
საქართველოში ნებისმიერ თანამდებობაზე სიცოცხლის ბოლომდე უნდა ირჩევდნენ. ბატონი გია როცა მოვიდა პრეზიდენტად რამდენ წლიანი კურსი დადო პროგრამის სახით 20 წლიანი?
David
ისე ამდენი კომენტარი რაგბთან დაკავშირებულ სტატიაზე ამ საიტზე ჯერ არ მინახია. საინტერესოა ამდენი რაგბის გულშემატკივარი თანაც გია ნიჟარაძეზე ერთბაშად გაბრაზებული და უკმაყოფილო საიდან გამოჩნდენ? ;)
ოთო
ეს ორომტრიალი რაგბის კავშირის გაუაზრებელ ანაც "ღრმად გააზრებულ" ქმედებებს მოჰყვა.ძირითადად გამგეობის ქმედებები მაქვს მხედველობაში,თან ამას შემდგომ პრეზიდენტის ისტერიკაც დაემატა.თუ მართლა რაიმე ზეწოლას ჰქოდა ადგილი, პირდაპირ რატომ გახდა შეუძლებელი „ვაჟკაცურად“ კონრეტულად პიროვნებების დასახელება და არა ზოგადად საუბარი(თანაც ჭორებად ამის მოხსენიება შემდგომ კომენტარებში).ამან საზოგადოებისათვის ისრები ხელისუფლებაზე გადაიტანა,აბა სხვა რა უნდა ეფიქრად და შედეგად ჭორებზე დაფუძნებული ისტერიკა მივიღეთ. ისე კი ყველას ურჩევდი კარგად გარკვეულიყო ამჟამინდელი გამგეობის ისტორიაში,როგორ მოხვდენ იქ საიდანაც ამჟამად რაგბის ფასეულობებზე გველაპარაკებიან.
guka
ჯერ იყო და ზვიადის ძახილში გავლიეთ წლები მერე შევარდნაძეს უთხრეს ჩვენ ავლოკავთო გახსოვთ ალბათ ცნობილი ფრაზა მერე მიშამ ხო სართოდ კერპთაყავანისმცემობა შექმნა გია 4 წლის მერე დაიქცევა რაგბი კერპს ნუ ქმნი საკუთარი თავისგან
jemali
ტალახს მაგრად ვისვრით ქართველები ოდიდგან. რა არ მოგეწონათ ამ კაცის მუშაობის?ფაქტია კაცი წარმატებულია. უნდა გაუძღვეს ეს კაცი აღებულ კურსს და დაწყებული საქმე დაამთავროს.ესაა ჩემი კომენტარი!
fauka
ისე ბატონო გია ვაჟკაცობა ის უფროა ეს ყველაფერი არჩევნებამდე ადრე გეთქვა მშვიდად წასულიყავი რაც გააკეთე მადლობა ეხლა ახალი სისხლი თუ დავბრუნდეთ სსრკში მუდმივობის პრინციპით
გულშემატკივარი
ბატონო გია, უდიდეს პატივს გცემთ, მაგრამ თქვენი მხრიდან უფრო დამაჯერებელი იქნებოდა ყურადღება გაგემახვილებინათ რაგბის კავშირის ორგანიზაციული სტრუქტურის გამართულობაზე, ანუ, თქვენი 8 წლიანი მმართველობის შემდეგ აქცენტი არა ნაკრებისა და შიდა ჩემპიონატის წარმატება/წარუმატებლობაზე უნდა გაკეთდეს, არამედ იმაზე თუ რამდენად გამართული გახადეთ რაგბის კავშირი, ორგანიზაციულ სტრუქტურას ვგულისხმობ. ეს თუ ასე იქნებოდა თქვენ წინასაარჩევნოდ გამოხვიდოდით და იტყოდით, რომ "სტრუქტურა გამართულია, სტრატეგიული გეგმები კავშირს გააჩნია და ვინც არ უნდა მოვიდეს ღმერთმა ხელი მოუმართოსო, მათ შორის მეცო"! ხოდა რაგბის ოჯახიდან გამომდინარე რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება სათავეში? მთავარი ხომ სტრატეგიული მიზნები და მათი მიღწევის გზებია? მე უბრალო გულშემატკივარი თქვენი მხრიდან ვხედავ "ძალაუფლების შენარჩუნებას" და უკვე ისეთი განცდა მეუფლება, რომ სავარაუდოდ შიგნით მართლაც, რომ არის ძირეული პრობლემები რაც თქვენმა ოპონენტმა გააჟღერა
გოჩა
ბატონო გია! დიდი მადლობა თქვენი გაწეული შრომისთვის, რაც თქვენ 10-12 წლის პერიოდში ქართული რაგბის კეთილდღეობისთვის გააკეთეთ. ამაყი ვარ იმ დიდი შემართებისთვის, თავდადებისთვის, დიდი ქართველობისთვის, რაც თქვენ პირადად და ქართველი რაგბის უკლებლივ ყველა წევრმა, მოთამაშეებიდან, მწვრთნელებიდან, ადმინისტრაციიდა დაწყებული ქომაგებით დამთავრებული გააკეთეთ. ჩემი აზრით, თქვენ თქვენი გასაკეთებელი მაღალ დონეზე გააკეთეთ! ეხლა სხვასაც მივცეთ შანსი ღირსეულად გააგრძელოს ეს, მეტად მნიშვნელოვანი საქმე საქართველოს დიდებისათვის, ქართველი ხალხის გახარებისთვის!!!
levan
რაებს წერთ, ასე რამ გაგაბოროტათ, არ გრცხვენიათ, დაბრმავდით?! ამ კაცმა ქართული სპორტისთვის რაც გააკეთა ამის დაუნახაობას რა ქვია არ ვიცი... რომელი სპორტის სახეობა ვითარდება რაგბზე წარმატებით და სტაბილურად საქართველოში?!
ოთო
ერთერთ კომენტარში საოგადოებას მოკლე მეხსიერება დაუწუნე,არც ესე ყოფილა საქმე
წიე
არასდროს მევასებოდა ეს კაცი და რაგბის წარმატების მის სახელთან ასოცირება ერთი მოსაბჭოურო დელავოი ჩინოვნიკიღაა ჩემს თვალში, რომელიც პოლიტიკურ ელასტიურობაშიც გამოირჩეოდა. ეხლა კი დაახლოებით ისეთი პოზიცია დაიჭირა, როგორიც შევარდნაძემ თავის დროზე გადავდგები ეხლა თქვენიო და ხალხმა რომ იბღავლა - არ წახვიდეეეე...
ესაა კარგი სროლა ვიციო?!
უი, ამას სააკაშვილისეული ფინტი გაუგორებია :–) რა კარგია! გამსვლელი კანდიდატი მოიშორა და ახლა წყნარად გაიგრძელებს. ჭეშმარიტად მიშიკოს თაღლითური სკოლაა
vato
კი მარა სპორნსორი რას ამბობს ამ ყველაფერზე ეგ მაინტერესებს
გიორგი
ბატონო გია ხალხმა რომ ქართველებად ვიგრძენით თავი და ყველა ოჯახში ზეიმი იყო ამ ცოტა ხნის წინათ ეს ფედერაციის უდიდესი შრომის შედეგია მეტის მოლოდინნში ვიყავით .კანდიდატურა არ უნდა მოგეხსნათ
dk
ბატონო გია! რატომ არის ცუდი რომ პრეზიდენტობისათვის რამდენიმე კანდიდატმა იბრძოლოს? თუ უალტერნატივო და ერთადერთი კანდიდატი (ანუ თქვენ) დემოკრატიისა და სამართლიანობის განსახიერებაა, პირიქით ეს უფრო საბჭოთა მეთოდებსა და დიქტატურას გავს. აქვე მაინტერესებს როგორ მოექეცით რაგბის კავშირის წინა პრეზიდენს ბატონ ბიძინა გეგიძეს? რომელიც რაგბიდან მოკვეთეთ, არადა კაცს არ დაუწყია მანჭვა-გრეხა მაინცდამიანს მე უნდა ვიყო პრეზიდენტიო. ჩემი აზრით თქვენ დიდი და სასარგებლო სამე გააკეთეთ რაგბისთვის, მაგრამ რაგბის კავშირსა და არჩევნებში მონაწილე საგაგბო თემს უნდა ჰქონდეს საშუალება რამდენიმე კანდიდატიდან აირჩიოს ღირსეული. შეეცადეთ არჩევნებში დაამარცხოთ თქვენი მეტოქე და არა იმ ხერხებით რა ხერხებითაც
papuna
ჩემი აზრია რომ თვითონ რაგბის კავშირი იყოს გამართული. 1 კაცზე როგორც ქვეყანა ისე სხვა ორგანიზაციები არ უნდა იყოს დამოკიდებული.
guka
ხალხო და უფრო ქართველებო გამოდით სამუდამოს სინდრომიდან საქართვეოლოში რაგბი აბუთი ან ნიჟარაძით დაიწყო ევროპულ ცივილიზაციამდე 1 საუკუნე გვიკლია
მიროსან
მე პირადად ნიჟარაძის კანდიდატურას ვემხრობი, თუმცა სულაც არ მიკვირს რო კანდიდატურა მოხსნა, არა შიშის გამო არამედ ისევ რაგბის გამო უკანდახევა იყო ეგ დარწმუნებული ვარ. აბა დაუფიქრდით ვთქვათ არ მოეხსნა კანდიდატურა ნიჟარაძეს, იმ უჩინარი ჩამრევის მეოხებით მოეხსნებოდა დაფინანსება რაგბის და მაშინ მართლა დაიქცეოდა ეს ნაწვალევი და ნაცოდვილები გარჯით შექმნილი ფედერაცია და შესაბამისად ქართული რაგბიც. ასე რომ სანამ გაკილავდეთ ადამიანს ცოტა დაფიქრდით!
თამარა
როგორ ატკინეს ამ წესიერ კაცს გული !!!!!! პოლიტიკურ სიბინძურეს უნდა გადააყოლონ თუ რამე კიდევ ნათელი შერჩენია ქართველებს!!!! ბატონო გია, მაგარი კაცი ხართ!!! არ დანებდეთ.... ქართული რაგბი და მისი მე–16 მოთამაშე, რომელთა რიგებშიც ჩვენი ქვეყნის მოყვარული ქართველია თქვენს გვერდით ვართ!!!!!!
gio
გთხოვთ სარაგბო საზოგადოებას ვისაც შეგიძლიათ დაამშვიდოთ სიტუაცია- რაგბის კაცები თამაშობენ და ამ პატრიოტულ სულისკვეთებას ნუ ჩაკლავთ ნურც მოთამაშეების არც ჩვეულებრივი გულშემატკივარის
buratino
ბატონო გია, არ დაგავიწყდეთ რომ რაგბის ქართველი ქომაგების უდიდესი ნაწილი თქვენ გიჭერთ მხარს! ძალიან გთხოვთ, შუა გზაში ნუ მიგვატოვებთ, ჯერ დაასრულეთ შენება და მერე წადით დამსახურებულ პენსიაზე!
dato
გია მას მიყვარხართ!
საიტ sportall.ge
არა ხართ თქვენ კარგი ხალხი!
არც ეს დაბლოკო რა
მე მაგის ცოდნა და გამოცდილება არა მაქვს,ამიტომ მუხლმოდრეკილი გთხოვთ, გეხვეწებით ყველას ვისაც შეგიძლიათ, გააკეთეთ ორგანიზება, მოგვიწვიეთ ყველა ვისაც სამშობლოზე შესტკივა გული:ერთად-ერთი მოთხოვნით ნიჟარაძე იყოს რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი ვიდრე თვითო არ გადადგება!
giorgi
რად უნდა ამას ამდენი ამბავი, რაგბის კავშირი მუშაობს ძალიან კარგად. ჰოდა რაც აწყოილია რად უნდა იმას ჩარევა.
giga
არ უნდა დათმოთ ბატონო გია. და რაგბის ოჯახმაც ყველამ ღიად უნდა დააფიქსიროს პოზიცია, და ერთიანობა აჩვენოს.
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
თორნიკე გოგებაშვილმა თანამდებობა დატოვა
ზელანდიელების მესამე გამარჯვება და ლომების ლომური მატჩი - ივლისის ცენტრალური ტესტ-მატჩები
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს