გუბაზ დოლიძის ინფორმაციით, ცნობილი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ბედი გადაწყვეტილია
გუბაზ დოლიძის ინფორმაციით, ცნობილი საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" ამბავი გადაწყვეტილია: როგორც კი ზამთრის არდადეგები დაიწყება და ჯიქიას ქუჩაზე მდებარე კერძო სკოლის ბავშვები თვალს მოეფარებიან, სტადიონებს მშენებლები შეესევიან და არდადეგების დასრულების შემდეგ ბავშვებს... სახლის საძირკვლებს დაახვედრებენ.

ეს ნაცნობი სცენარია, რაც, მაგალითად, მე-12 საჯარო სკოლაში მოხდა. წლების წინათ, იქ საკმაოდ დიდი არასტანდარტული სტადიონი (80X40) ბავშვებმა თავად მოაწესრიგეს, მერე ტრაქტორებით გაასწორებინეს და მშვენიერი სათამაშო მოედანიც დარჩათ...

მაგრამ... წავიდნენ არდადეგებზე და იანვრის ბოლოს ბავშვებს მოედანი განახევრებული დახვდათ - ერთ ნაწილზე სახლის მშენებლობა დაეწყოთ...

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებში საფეხბურთო სკოლა "ოლიმპის" 30-მდე აღზრდილს უთამაშია. სხვადასხვა პერიოდში აქ დაიწყეს კარიერა ან ვარჯიშობდნენ სანდრო კობახიძე, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, გიორგი ჭანტურია, არჩილ ტვილდიანი, ლაშა პარუნაშვილი, გიორგი პაპუნაშვილი, ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, ლევან შენგელია...

პირადად გუბაზ დოლიძის მიერ აღზრდილი 18 ფეხბურთელი ახლა უმაღლეს ლიგაში თამაშობს, ბევრი მათგანი ასაკობრივ ნაკრებშია.

"ესტონურმა სამშენებლო კომპანიამ ეს ტერიტორია წლების წინათ შეისყიდა. მისმა წარმომადგენლებმა მოგვცეს პირობა, რომ აქ მდებარე სტადიონებს ორი წლის განმავლობაში არ შეეხებოდნენ...

სხვათა შორის, მშენებლები მზად იყვნენ, ტერიტორიაზე მოლაპარაკება დაეწყოთ და ამის თაობაზე ფედერაციის ძველ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ელაპარაკნენ კიდეც. მაგრამ ესტონური კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, ძველმა ხელმძღვანელობამ არანაირი ზომა არ მიიღო. ახლაც არავინ მიდის.

შევიტყვეთ, რომ უახლოეს დღეებში, შესაძლოა, "ოლიმპის" დემონტაჟი დაიწყონ, მის ადგილას გზამ გაიაროს და კორპუსები აშენდეს. ეს უნდა იცოდეს გულშემატკივარმა, მთავრობამ, ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელებმა...

სხვათა შორის, ეს ამბავი სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს რომ ვუთხარი, გულთან ახლოს მიიტანა. მაგრამ სანამ რამეს მოვიმოქმედებთ, ამასობაში მოედნები დაინგრევა. ვიცით, რომ მშენებლობის წამოწყებას საახალწლო არდადეგებისას აპირებენ", - ამბობს დოლიძე.

ცნობილი სპეციალისტის თქმით, პრობლემების თავიდათავი არასწორი მიდგომაა:

"მესმის, რომ "ოლიმპის" ტერიტორია კერძო საკუთრებაშია და სრული იურიდიული უფლებაც გააჩნია, კორპუსები ააშენოს. მაგრამ აქ მეორე მხარეა - საქართველოს ლამის ყველაზე ცოტა ფეხბურთელი ჰყავს ევროპის მასშტაბით და ასეთ პირობებშიც კი ინფრასტრუქტურა მეტისმეტად არასაკმარისია.

ამ დროს, კიდევ ერთ-ერთი ცნობილი საფეხბურთო ცენტრი ინგრევა...

მე მხოლოდ ეს არ მადარდებს. ყველამ იცის, რომ ასეთივე ბედი ელის ტექნიკური უნივერსიტეტის მოედანს; "ზეემკას" სტადიონს, სადაც კარები უკვე მოაძვრეს; "მერანის" მშვენიერ სპორტულ კომპლექსს... ასეთ გარემოში რომელი ფეხბურთის განვითარებაზეა ლაპარაკი?!

საერთოდ, ასე მგონია, ხელისუფლებაში სპორტის და ფეხბურთის მნიშვნელობას ვერ ითვალისწინებენ. მერიას თუ გული შესტკივა, დაგვიძახოს და გვითხრას, რას აპირებს.

ან, საერთოდ, რა მიზანი აქვს ქალაქის მერიას? ვიცი, ქალაქის განაშენიანების გენერალურ გეგმას ამზადებენ და მაინტერესებს, სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობას რა ადგილი უკავია ამ გეგმაში? და თუ ახალი სტადიონების აშენებას აპირებენ, რად უნდათ? აგერ, "ოლიმპში" ძალიან კარგი ინფრასტრუქტურაა და არ სჯობია, 15 წლის სკოლას მოუარონ? მოედნის საფარს უნდა შეცვლა, იქვეა აუზი, გასახდელები, ტრენაჟორები, ფიტნესის დარბაზი და მოედნები".

საინტერესოა, რომ დოლიძემ "ოლიმპზე" სოციალურად დაუცველებისთვის უფასო ჯგუფები ჩამოაყალიბა:

"დღეს ხალხი გაჭირვებაშია. ამიტომ, მოვიფიქრეთ, შეგვექმნა უფასო ჯგუფი. მას უცხოეთში წასული ჩემი აღზრდილი ბიჭები აფინანსებენ - ლაშა დვალი, გიორგი აბურჯანია, გიორგი ბერიძე, გიორგი პაპუნაშვილი და ლევან შენგელია. ეს ხუთეული არის მაგალითი, როგორ უნდა გახსოვდეს შენი ქვეყანა და მისი გასაჭირი".

მამუკა კვარაცხელია: "სტადიონების საკითხთან დაკავშირებით, მერიაში ვიყავი და აშკარაა, ჩემი შეხსენება არც მერიის თანამშრომლებს სჭირდებათ და არც საკრებულოს წევრებს, რომ თბილისში 23 სტადიონი დაინგრა.

საკრებულოში ამ თემაზე მუშაობს ქალბატონი ქეთი ჯიხაძე. მას სურვილი აქვს, რომ ქალაქს სტადიონები შეუნარჩუნოს. მისი დიდი წვლილია, საფეხბურთო სკოლა "ავაზა" რომ გადარჩა, რამდენიმე სკოლაზე კი მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მაგრამ ჰაერში გამოეკიდა "ოლიმპი", რომელიც 10 წლის წინათ უძლიერესი საფეხბურთო სკოლა იყო და ჰყავდა გუნდი, რომელიც უეფას თასზე გავიდა. ქართველები ის ერი ვართ, ვინც სტადიონს ყიდის. აბა, გაბედოს ქართულმა კომპანიამ და ტალინში მშენებლობა სტადიონის ადგილზე მოინდომოს. და თუ მოინდომებს, 10 იმდენს გააკეთებინებენ.

მარტო მადრიდის "ატლეტიკოს" 11 ათასი ფეხბურთელი ჰყავს, ჩვენ კი სულ - 12 ათასი. წარმოიდგინეთ, რა შავ დღეში ვართ. მერე გვიკვირს, "გაბალასთან" რატომ ვაგებთო? ან როგორ უნდა შეირგოთ ამ სტადიონის გაყიდვაში აღებული ფული?

ჩემი აზრით, გამოსავალი იქნება, რომ სტადიონების გაყიდვა პარლამენტმა აკრძალოს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

assa
თუ 2007-ში გაიყიდა, აქამდე სად იყვნენ? ვისი იყო, ვინ გაყიდა, კიდევ ფეხბურთშია გამყიდველი? ეგრე მარტო პროტესტი გამოხატვა არ გამოვა. გვარები დაასახელეთ, თორე ნაცების აგორებულს გავს ყველაფერი.
დარდუბალა
ჯერ ყიდიან ამ ტერიტორიებს და სტადიონებს და მერე ყვირიან ანგრევენო სტადონებს. რომ მიყიდეს ეს ტერიტორია მაშინ რას ფიქრობდნენ. არა გაყიდეს ფული ჯიბეში ჩაიდეს ეხლა სახელნწიფოს ებაზრებიან. ის ფული რა უყვეს ეგაა საკითხავი
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ყოჩაღობს - გაიტანა და დადებითი შეფასებები დაიმსახურა
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
სკოლა "ოლიმპისთვის" ალტერნატიული სავარჯიშო მოედანი გამოიძებნა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
[ლელოს სტუმარი] გია ცეცაძე წარსულზე, კარიერაზე, ჩემპიონობაზე, ნაკრებზე...
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
ახლავე თუ ზაფხულში? გიორგი აბურჯანიას ლა ლიგაში თამაშის პერსპექტივაც აქვს
მამუკა კვარაცხელია: ზაფხულის დასაწყისში "ქართული ფეხბურთის აკვანი" მზად იქნება
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]
"ბეტონის შემოღობვა ხიფათს შექმნის, თუკი ფეხბურთელი ახლო მანძილიდან შეეჯახა"
რატომ უნდა ჩამოშორდნენ გამგეობები სტადიონების მშენებლობას
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
რატომ გავარდა "გურია" და სად მიგვიყვანს 5 მილიონის საქმე?
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი აბურჯანია: მიყვარს რემარკი, ჭავჭავაძე, დოჩანაშვილი...
მამუკა ფანცულაია: ...ასე ბევრი მწვრთნელი შეეშვება საყვარელ საქმეს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
სირცხვილია! - საფეხბურთო სამყარო "ოლიმპის" დანგრევას აპროტესტებს
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
გიორგი აბურჯანია: როცა წარმატებაზე ფიქრობ, ასეთი ნაბიჯი უნდა გადადგა...
ნოდარ ახალკაცი: პრეზიდენტობიდან გადადგომის მიზეზი მხოლოდ ეს არ ყოფილა...
"ახალ ოლიმპიურ სასახლეში", მამუკა კვარაცხელიას წიგნის, "სამასმეერთე"-ს პრეზენტაცია გაიმართა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
"ახლა ყველაფერი დამოკიდებულია დავით ნარმანიაზე, გადარჩება თუ არა "ოლიმპი"
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ბრძოლა "ოლიმპისთვის" გრძელდება - საფეხბურთო ცენტრის გადარჩენის იმედი რჩება
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
ინვესტორებს ხელ-ფეხი გაეხსნებათ! სახელმწიფომ კარლო მჭედლიძის "ოლიმპიკს" მიწა დაუკანონა
ნიკა კაჭარავა: არა, რა, საქართველოში ფეხბურთელობა ძნელია
პროტესტი... სიმღერით! - გლდანის მინისტადიონის დასაცავად აქცია იგეგმება
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
"მახსოვს, რაც ხდებოდა მაშინ, მაგრამ პრეზიდენტობა არასდროს მინანია"
მამუკა კვარაცხელია: 7 შვილის მამა, მორწმუნე მართლმადიდებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი რომ არა...
კიდევ ერთი ქართველი აზერბაიჯანში - თამაზ ცეცხლაძე "სებაილში" ჩაირიცხა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ერგნეთში სტადიონი გაიხსნა, ყაველაშვილი "სამაჩაბლოს" საპატიო პრეზიდენტია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
ბეტონის ჯებირი და უეფას სტანდარტი - აჟიოტაჟი ზუგდიდის სტადიონის გამო
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?