საქართველოს ეროვნული ნაკრების გარშემო სიტუაცია იძაბება - ჩვენ ვთქვით, ფედერაციამაც თქვას!
ფოტოზე: კახა ცხადაძე და ლევან კობიაშვილი

სექტემბერში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს. ქართველებს იმედით ვერავინ გაგვაკვირვებს და ის ახლაც არის. მით უმეტეს, "სანაკრებო ფრონტზე" შედარებით უკეთესობაა. 2015 წელს ეროვნულ გუნდს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტია, მაგრამ ორი დასამახსოვრებელი მატჩი კი ჩაატარა - თბილისში მოვუგეთ შოტლანდიას და ევროპის ჩემპიონატს მიღმა დავტოვეთ. მერე კი გასვლაზე მაგრად ვიომეთ გერმანიასთან და რომ არა მანუელ ნოიერი, ფრიად საპატიო ქულასაც გამოვრჩებოდით...

საქართველოს ნაკრები ჯერაც რჩება ეპიზოდების გუნდად, მაგრამ უნდა, რომ მეტად სტაბილური იყოს და ვფიქრობთ, ჩვენი წარმატება-წარუმატებლობის ამბავი მომავალ შესარჩევ ციკლშიც ამაზე ჰკიდია. ჩვენ უნდა "ვისროლოთ" ძალიან ხშირად და - მიზანში. არ "ვისროლოთ" იშვიათად, ყარაულის თოფივითო, რომ იტყვიან ხოლმე...

საქართველოს ნაკრების "შიდა სამზარეულო" დაწყნარებულია. იქ ძველებურად აღარ არის სკანდალები და ყველა ფეხბურთელი მწვრთნელზე დიდი პატივისცემით ლაპარაკობს.

ეგაა, ბოლო რამდენიმე დღეა, ეროვნული ნაკრების გარშემო სიტუაცია, რატომღაც, იძაბება და ყოველივე ამას ხელოვნურობის ელფერი დაჰკრავს. ამბობენ, ფეხის ერთი დაცდენა და კახა ცხადაძეს რომელიმე სხვა სპეციალისტით ჩაანაცვლებენო...

რა თქმა უნდა, ქართულ საფეხბურთო თემში ბევრს გაიგებთ და თავს ვერ დავდებთ, რომ ეს ხმები ასპროცენტიანი სიმართლეა და მეტი არაფერი, მაგრამ არც გაყუჩება ივარგებს, რადგან საქმე საქართველოს ნაკრების მომავალს ეხება.

პირდაპირ ვთქვათ - დღეს ცხადაძე ქვეყნის უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელია და მას სრული მხარდაჭერა სჭირდება როგორც ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, ისე გულშემატკივრისა თუ მასმედიის მხრიდან. მასმედიისგან მხარდაჭერაზე რომ ვწერ, უპირველეს ყოვლისა, აქვე ვგულისხმობ ჯანსაღ კრიტიკას, რაც ცხადაძისთვის არც არასოდეს დაგვიკლია და არც მომავალში დავაკლებთ.

რა თქმა უნდა, ცხადაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებს ჰქონდა არცთუ კარგი მატჩები და იმ მატჩებში კიდევ უფრო ცუდი მონაკვეთები. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ცუდად "ჩაგვეძინა" პოლონეთში, ალბანეთსა და ესტონეთში, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ამ სამიდან ორი - ამხანაგური მატჩი იყო და ასეთ თამაშებში წარუმატებლობის შემთხვევაში (ისევე, როგორც წინასასეზონო შეკრებაზე) მწვრთნელს მხოლოდ საქართველოში თუ ხსნიან.

სამაგიეროდ, საქართველოს ნაკრების რამდენიმე კარგმა მატჩმა (უპირველესად, შოტლანდიასა და გერმანიასთან შეხვედრები უნდა ვახსენოთ) ხალხს იმედი გაუღვიძა.

სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის მოხმობა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია - საქართველოს ნაკრები აკეთებს იმაზე მეტ პასს, ვიდრე აკეთებდა; უფრო მეტად თამაშობს ფეხბურთს (როგორც ასეთს), ვიდრე თამაშობდა; მეტოქის კარში ურტყამს იმაზე მეტს, ვიდრე ურტყამდა...

ცხადაძის სამწვრთნელო შტაბმა დიდი მოცულობის სამუშაო ჩაატარა და უფრო მეტი სამუშაო წინ არის. ახლა ეს ეკლიანი გზა სანახევროდაც არ არის გავლილი, თუმცა სვლა დაწყებულია და ახლა დრო არ არის, რომ ის შუა გზაზე შეჩერდეს.

კიდევ ერთი - დღეს-ხვალ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ახალი მწვრთნელები გამოჩნდებიან და ძალიან კარგი იქნებოდა, ეს სამწვრთნელო ცვლილებები ეროვნული გუნდის დამრიგებელთან ყოფილიყო შეთანხმებული. მე არ ვიცი, რა სიტუაციაა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, მაგრამ ორი დღის წინათ ასე არ იყო...

მე, როგორც რიგით ქომაგს, ნამდვილად არ მინდა, რომ ვიღაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ფეხის დაცდენას ელოდოს, რათა ის თანამდებობიდან წავიდეს. კრილოვის ცნობილი იგავის პერსონაჟებივით ცხოვრებას კარგი არასდროს არავისთვის მოუტანია.

თუ ასე მივუდექით საქმეს, მაშინ საქართველოს ნაკრებს ცხადაძე კი არა, ერთადაც კი ვერ გაამარჯვებინებენ ჟოზე მოურინიო და კარლო ანჩელოტი, პეპ გვარდიოლა და ფაბიო კაპელო...

ცხადაძე პოზიციების იოლად დამთმობს არ ჰგავს. ცხადაძე არ არის რიგითი კაცი ქართულ ფეხბურთში. წლების განმავლობაში იყო ეროვნული გუნდის კაპიტანი და ლიდერი. არ ჰგავს, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს ნერვები და ძალიან ძნელია, როცა მდინარის ერთ ნაპირზე შენ ხარ და მეორეზე კი - დანარჩენები.

ცხადაძე ყოველთვის პირში ეუბნება ყველას სათქმელს და, დარწმუნებულნი ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ამჯერადაც ასე იქნება. მაგრამ ერთი, ცალკე აღებული პიროვნების გვარ-სახელი იქით იყოს, საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება და ძალიან არ გვინდა, ჩვენმა შიდა არეულობამ ეს ციკლიც გადაიყოლოს (და მერე იმავე ციკლში დავიწყოთ მზადება ახალი ციკლისთვის).

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, უბრალოდ, ჟურნალისტი და გაზეთი ვერ გაუყუჩდება იმ ხმებს, რაც საფეხბურთო კულუარებში მძლავრად ირხევა და ვერ აღმოჩნდება სირაქლემას პოზაში. ვერც იმ ხმების სიმართლედ ქცევის მოსალოდნელ შედეგებზე წერა ჩაგვეთვლება მკრეხელობად, რაკი ჩვენი მისია და მოვალეობა არა მხოლოდ აწმყოს შეფასება, არამედ, გარკვეულწილად, მომავლის განჭვრეტა და იმ მომავლისთვის პოზიტიური ნიადაგის მომზადებაცაა.

ყოველგვარ პიროვნულობაზე მაღლა უნდა დავდგე და ისე უნდა დავწერო - არც ახლა და არც ფეხის ერთი დაცდენის შემთხვევაში მართებული არ იქნება კახა ცხადაძის მოხსნა, გაშვება, გათავისუფლება, გადაყენება, თუ რაც გინდათ, ის დაარქვით, რადგან შესარჩევი ციკლი კარზეა მომდგარი და იქამდე ოფიციალური მატჩი აღარ დაგვრჩა. ამხანაგურ თამაშში კი შედეგზე მთელი ყურადღების გადატანას, ჯობია, შესაბამისი ტაქტიკური ექსპერიმენტები დაამუშაო.

ცხადაძემ მშვიდად უნდა აკეთოს თავისი საქმე. საქართველოს ნაკრებს შეუძლია, კარს მომდგარ შესარჩევ ციკლში უკეთესი იყოს, ვიდრე თუნდაც წინაში. ჩვენ სულ ვამბობთ, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და აგერ, გვარიანი ბიჭები კი წამოგვესწრნენ.

საბა კვირკველია ევროპულ გრანდებს სურთ; ვაკო ყაზაიშვილი ზაფხულში ალბათ დატოვებს "ვიტესს" და ტოპ-ჩემპიონატში გადაბარგდება; გიორგი პაპუნაშვილს უკვე "ვერდერის" მთავარ გუნდში გააქვს და არც ეს უნდა იყოს პატარა ამბავი. რაც მთავარია, გარედან ისე ჩანს, თვითონ ფეხბურთელებსაც უნდათ მწვრთნელად ცხადაძე. ყველა მათგანი ამბობს, რომ ნაკრებში საქმიანი, პროფესიული გარემოა და რომ ამ გარემოში ისინი თავს იდეალურად გრძნობენ.

რაც ცხადაძეზე ვიცი, სულ დადებითი ამბებია. მას შეეძლო, რუსეთის ნაკრებში ეთამაშა და საქართველო ისე აირჩია, არც დაფიქრებულა. მას შეეძლო, ზედმეტი არ აეღო საკუთარ თავზე და აიღო - უმაგალითო შეჭირვებისას ნაკრებს ახალი სამოსი არ მოაკლო. მას შეეძლო, ბევრი არ ებრძოლა სიმართლისთვის იმ წლებში, როცა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ იბრძოლა.

დარწმუნებულნი ვართ, ის ბოლომდე, ამომწურავად იტყვის სათქმელს იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება.

ჩვენ, ჩვენი მხრივ, საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს უნდა ვუთხრათ, რომ ის არ არის მარტო!

მგონი, ფედერაციის სათქმელიც ესაა, რათა ყველა დავწყნარდეთ და ვისაც ევალება, იმან მშვიდად აკეთოს სანაკრებო (შესაბამისად - საქვეყნო) საქმე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს გაუმარ.. ჯოს :)))
"სამწუხაროდ, ზუსტი სტატისტიკის მოხმობა არ შემიძლია, მაგრამ ფაქტია..." მოხმობა:) არ შეუძლია მოხმობა, მაგრამ ხომ ლამაზად ჟღერს:) ჰოდა ვსიო.. რატომ არ შეგიძლია? და მაშინ ფაქტს რატომ ეძახი? ან რა შეგიძლია და გევალება როგორც ჟურნალისტს? სიტყვებზე ნამდვილად არ გეკიდებით, უბრალოდ ყელშია ამოსული ეს ჩვენი გასაოცარი თვისება ზედაპირული ფიქრის და საუბრის. ეს მხოლოდ ბატონ ალეკოს არ ეხება და არც მხოლოდ ჟურნალისტებს და ამ დარგს. ფიქრს, ანალიზს და მუშაობას არ ვართ მიჩვეულები, ანუ მარტივად რომ ვთქვათ არ შეგვიძლია. საუკუნეებია ცუდ სიტუაციაში (რბილად ნათვამია) რომ ვართ და ცუდად ვცხოვრობთ, გარე ძალების, "რუსების" და ა.შ. ბრალი არ არის და როგორც ხედავთ არ ღმერთი გვშველის. თუ არ გავხდით პროფესიონალები ჩვენს საქმეში და უსაფუძვლო "ლაილაის" და ერთმანეთის დაბოლებას არ შევეშვით, არასდროს არაფერი არ გვეშველება. ძალიან სამწუხაროა რომ ეს კომპლექსური პრობლემაა, რომლის გამოსწორებას პრობლემის გაგება, აღიარება, გამოსწორების სურვილი და ათწლეულები სჭირდება, რის პერსპექტივასაც მე პირადად ბუნდოვნად ვხედავ.
baggio
ნამდვილად უნდა დაცალდეს ამ კაცს მუშ აობა მინიმუმ მომავალი საკვალიფიკაციოს ბოლომდე რაღაც გარდატეხა უნდა მოხდეს (მიუხედავათ სავალალო მდგომარეობისა ყველაფრის გათვალისწინებით თორემ ისეთი ჩამორჩენა გვაქ საშუალოზე დაბალი დონის ნაკრებებთანაც და ჩემპიონატით ვეჭვობ უკვე უახლოეს მომავალში ჩვენი შედეგები უფრო მძიმე იქნება ამიტომ უნდა დასცალდეს მსოფლიო საკვალიფიკა ციოს ფინიშამდე.
bero
ბაცგანას გამოდზახება ნაგდად პირადი ინტერესია და რენეს ნატურალიზაცია ხომ უარესი ეს კახას მოპიკრებული არ უნდა იკოს მხოლოდ პიპო პიპო დინამო გახსოვდეს საკარტველოსიააა
Paata
აცადეთ ცხადაძეს,დროა შინაური მღვდლის შენდობას მივეჩვიოთ
tngh
კახა!!! ნერვი არ მოიშალო ბოღმით და შურით სავსე კომენტარებზე. სწორ გზაზე ხარ და განაგრძე... თაობაც კარგი მოდის... გთხოვდი, ოქრიაშვილს მიხედე, უდავოდ ნიჭიერია და აუცილებლად უნდა ითამაშოს დიდი ფეხბურთი... საქართველოს ნაკრებში!!!
bebeto
ამ ეტაპზე მწვრთნელის შეცვლა არაფერს არ შეცვლის,ფაქტია ნაკრებმა ცხადაძის ხელში სულ სხვა თამაში დაიწყო,ვიქრობ უნდა გააგრძელოს მუშაობა.
ჯ/ს/
მხრდაჭერას ვუცხადებ ცხადაძეს !! ...
svani_7
drasqsleri ნუ არ ვიცი რა ვთქვა სასაცილოა რასაც ამბობ :დ დათო ცხადაძის გარდა ბევრს უთამაშია და რუსეთში დარჩებოდა კიდეც პერსპექტივა ყოველ შემთხვევაში ქონდა და საქართველოში არ გამოიქცეოდა 90იანებში))) vaxxx სულ 2 ცენტრფორვარდი გვყავს ნორმალური ვისაც სათამაშო პრაქტიკა აქ და ბაჩანა თუ გამოიძახა რა დაშავდა ყველას მისცა შანსი))) sasaciloa აუ მოკლედ რა ხალხი ხართ ცოტა ჭკუა დაატანეთ რასაც იტყვიით)) ღმერთმა კბილები იმიტომ მოგცა რომ, ენას დააჭირო ხოლმე))
ნაცნობი ხელწერა
ყოჩაღ ალეკო კაკაურიძეს ამ სტატიისთვის! ცხადაძე არსად გასაშვები არაა, უბრალოდ უნდა ავუხსნათ რომ ბაჩანა ცხადაძე არ არის ნაკრებში გამოსაძახებელი. ფედერაცია კიდევ შეეშვას შინაურობით, ძმაკაცობით ხალხის მოყვანას!
QAQUCA
tu am kacis gahveba ukve gadackvetilia,mahin nu xart hasafrebulebi buhqebhi da kaxis caforxilebas nu ucdit.es araa kacuri saqcieli batono levan.
sasaciloa
რა შედეგი აქვს ცხადაძეს?პოლონეთან და ესტონეთან კარგად გამოჩნდა!ნორმალური მწვრთნელია მოსაყვანი!
დაჩი იმედაძე
ოოოოოო რაღაც ჩათლახური მოვლენების სუნი მცემს)))))) ტიპური გრუზინულის)) კახას გაშვების მიზეზი არ არსებობს და ეს რაღაც სულელური( მიზეზები ხელფასი 100000 და ბაჩანას გამოძახება ) არის თითიდა ნ გამოწოვილი. კახამ არსებული რესურსით მაქსიმუმი გააკეთა და მისი გათავისუფლება იქნება ჩვეულებრივი უნამუსობა. არაა მაი კაი საქციელი :))))
vaxxx
თუნდაც იმიტომაა გასაგდები,რომ ეროვნულ ნაკრებს იყენებს პირადი ინტერესებისთვის(ბაჩანას კარიერის ასაწყობად)
gio
ერთხელ და სამუდამოდ დაანებეთ თავი ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე გასვლაზე ხმამაღლა საუბარს და იშრომეთ! ვისით აპირებთ იქ გასვლას, თურქეთის უმაღლესი ლიგიდან ცალი ფეხით გავარდნილ გუნდში რომ გადადიან?
daTo
შენ ცრუობ. სნგ-ს ნაკრებში ყველამ ითამაშა. შენ ის თქვი, მერე რამდენმა პოსტსაბჭოელმა ითამასა რუსეთის ნაკრებში დობროვოლსკიმ, ციმბალარმა, ონოპკომ... კიდევ გავაგრძელო?
j......
drasqsleri. შემთხვევით გეგუჩაძე ხომ არ პოსტავს ამ სახელით. ნაკრების მწვრთნელობა ლობიოს და ღომის ჭამა კი არაა. ბევრად ძნელია ვიდრე კლუბის გაწვრთნა, თორემ მოურინიოს ვინ დაასწრებდა პორტუგალიის ნაკრების გაწვრთნას, მით უმეტეს კრიშტიანოს ეპოქაში, რაიმე სასიკეთოს და საიმედოს რომ ხედავდეს თავისი ქვეყნის ნაკრებში.სულ სასაცილოდ და სამასხროდ ნუ გახდით ამ უბედურ ნაკრებს, მას მწვრთნელის კი არა ფეხბურთელების პრობლემა აქვს და ამას ვერცერთმა ცნობილმა მწვრთნელმა ვერ უშველა. ბავშვთა ფეხბურთს სანამ არ მიეხედება ქართული ფეხბურთი სულ ასე ფორმალურადღა იარსებებს. და მეორეც აქამდე ყველა გულშემატკივარს მართლაც გული შეგვტკიოდა ყველაფერზე ამაზე და ნელ-ნელა საქმე ისე მიდის სტადიონზე მიმსვლელ ადამიანსაც ვეღარ იპოვით. ითამაშეთ მერე ფედერაციამ და მაფიოზებმა ერთმანეთში და თქვენი ოჯახის წევრები კი ტაშს დაგიკრავენ.
დაუნახავი არ უნდა იყო ადამიანი
drasqsleri - ჯერ წესიერად გაიგე მაინც სანამ სხვის ხელფასზე დაიწყებ ლაპარაკს. სად არის ის მილიონები ფეხბურთში რომ უნდა ჩაედოთ და კობიაშვილის გარდა ვერ ანდეს ვერავის? ამხანაგურ შეხვედრებს რომ ვერ ატარებენ კახას ბრალი გგონიათ? და მან როგორ უნდა გაწვრთნას გუნდი თუ ვერ შეკრიბა? ბევრი მიზეზია რის გამოც უცებ ვერც ერთი მწვრთნელი ვერ გამოასწორებს ამ ნაკრებს რადიკალურად მაგრამ შედეგი ხომ უკვე სახეზეა, რომ მოტივაცია გაუჩნდათ ფეხბურთელებს და მართლა პასების გაკეთება და შეტევა დაიწყეს?
დათო
"რაც ცხადაძეზე ვიცი, სულ დადებითი ამბებია. მას შეეძლო, რუსეთის ნაკრებში ეთამაშა და საქართველო ისე აირჩია, არც დაფიქრებულა."-ეს არი სრული სიცრუე,ცხადაძემ სნგ-ს ნაკრებში ითამაშა,რითაც დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე ლახვარი ჩაარტყა ზურგში ქართველებს!!!
gio
ქეცბას დროს ფეხბურთი არ იყო
გუჯა კახაძე
ბატონო ალეკო! თავმდაბლობა კარგია, მაგრამ თქვენ არ ხართ რიგითი ქომაგი!!!! სპორტულ ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ი კ ა ს ქართული ფეხბურთის გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია. მოახლოვებულ მსოფლიო ჩემპიონატს ისევ ნაადრევად გამოვეთიშებით თუ არა, ეს ყველაზე მეტად მასმედიაზე არის დამოკიდებული. ფეხბურთელები თითზე ჩამოსათვლელად დაგვრჩა და მათი უმეტესობა „დამდგარ ფეხბურთს“ თამაშობს. 2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით რამე თუ არ ვიღონეთ ისევ „ტურისტებად“ დავრჩებთ. სიტყვას დიდი ძალა აქვს. საჭიროა, ზოგად ფრაზებში განსწავლული ქართველი ჟურნალისტები კონკრეტიკაზე გადავიდნენ და საზოგადოებას ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამები და მათი ავტორები გააცნონ.
svani_7
მშვენიერი სტატიაა!! ბრავო ავტორს და ლელოს შემოქმედ ჯგუფს ასეთი მკაფიო მხარდაჭერისთვის!!
drasqsleri
თავის ნებით ეს სად წავა,თვეში 100 ათასი ლარი აქვს ხელფასი!
drasqsleri
ვეტანხმები ფედერაციას,სასწრაფოდ გასაშვებია ცხადაძე,და მოსაყვანია გეგუჩაძე,თუ გვინდა რეალურად გავიდეთ ჯგუფიდან!!!
vazha
მწვრთნელის შეცვლა ჩვენ ნაკრებს ვერ უშველის ეს არის ფაქტი გვყავდა ტოპ მწვრთნელები კუპერი და ტოპმიოლერი მაგრამ რა ? ასე რომ სახლი საძირკვლიდან შენდება და არა სახურავიდან მინაშვილო ცნობილაძევ და ასე შემდეგ მარა მაგათ რა უნდა ელაპარაკო თავიანთ სქმეში რაც არიან და რა დონეზე არიან ყველა ხედავს.
vazha
სასაცილიოა სად იყო მსგავსი ჯანსაღი აზროვნება ქეცბას დროს?
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა