"საპოვნელას" ხელმძღვანელობამ თერჯოლის სტადიონზე გულშემატკივარს ახალი მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე წარუდგინა
ფოტოზე: მარცხნივ ზვიად ჯელაძე

"საპოვნელას" დირექტორმა გიორგი ლოლაძემ და აღმასრულებელმა დირექტორმა ლაშა ალიმბარაშვილმა თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე გულშემატკივარს ახალი მთავარი მწვრთნელი - ზვიად ჯელაძე წარუდგინეს.

თერჯოლელთა ახალი დამრიგებელი მუშაობდა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო აკადემიაში, 2011-13 წლებში "გაგრას" მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო 2014-15 წლებში ზაქათალის "სიმურგში" გიორგი ჩიხრაძეს ეხმარებოდა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ჯელაძემ "საპოვნელას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ქომაგები კი ახალ მწვრთნელს სრულ თანადგომას დაჰპირდნენ. გულშემატკივრებთან შეხვედრის შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალი მთავარი მწვრთნელი მუნიციპალიტეტის გამგებელ თემურ ჯაფარიძეს გააცნო.

42 წლის სპეციალისტის გადაწყვეტილებით, მის ასისტენტად "საპოვნელას" ყოფილი დამრიგებელი მირიან გეწაძე იმუშავებს. სამწვრთნელო შტაბში სხვა ცვლილებაცაა: "საპოვნელას" მეკარეებს თამაზ ოდიკაძე გაწვრთნის. საინტერესოა, რომ მანამდეც ამ პოსტზე მამამისი, უფროსი თამაზ ოდიკაძე მუშაობდა. უმცროსი ოდიკაძე 35 წლისაა, მაგრამ საქართველოში უკვე ერთ-ერთი გამორჩეული სპეციალისტის სახელი აქვს. პირველი წრის ბოლომდე ის ქუთაისის "ტორპედოს" მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა.

გუშინ "საპოვნელასთან" დაკავშირებით კურიოზული ინფორმაცია გავრცელდა: ბულგარული კლუბის, "მონტანას" პრესსამსახურის ცნობით, თითქოს 14 იანვარს, საშინაო არენა "ოგოსტაზე" საკონტროლო მატჩში თერჯოლის "საპოვნელას" უნდა შეხვედროდნენ...

ამ დროს კი თერჯოლელები მშობლიურ ქალაქში ემზადებიან. ჯერჯერობით, უცხოეთში არ მიემგზავრებიან და არც "მფრინავი ხალიჩა" აქვთ, უცებ შავი ზღვის მეორე მხარეს რომ გადაფრენილიყვნენ. ამას "საპოვნელას" ხელმძღვანელთა რეაქცია მოჰყვა და მათ გუშინ განცხადებაც გაავრცელეს:

"ინფორმაცია არაზუსტია და ზამთრის პაუზის შემდეგ "საპოვნელა" პირველად ხვალ შეიკრიბება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშებს განაახლებს".

მეორე წრისთვის მზადებას გუნდი სახეშეცვლილი დაიწყებს. "საპოვნელაში" არაერთი ახალწვეულია: მცველები - თენგიზ ჩიკვილაძე (ქედას "ბეთლემი"), ლაშა ჭელიძე ("ჭიათურა"), დავით ოდიკაძე (ქუთაისის "ტორპედო"). ნახევარდაცვა გაძლიერდება გამოცდილი მოთამაშეებით - ლევან შარიქაძე (ქობულეთის "შუქურა"), ალექსანდრე კოშკაძე (ფოთის "კოლხეთი 1913"), დავით ბოლქვაძე ("ცხინვალი"), გიორგი მიქაბერიძე ("სიონი"), მიხეილ ვაჭარაძე ("საბურთალო"), ირაკლი ქათამაძე (ხონის "იმერეთი") და გიორგი ბიბილეიშვილი ("მცხეთა"), ხოლო თავდამსხმელი მხოლოდ ლევან შილაკაძეა ("ბორჯომი").

ცნობილი გახდა, რომ თერჯოლელებს მეკარე გიორგი სომხიშვილისა (ქუთაისის "ტორპედო") და თავდამსხმელ ჯაბა დვალის (კიშინიოვის "დაჩია") დამატებაც სურთ.

"საპოვნელას" ხელმძღვანელობა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპის მეორე შეკრებას თურქეთში გეგმავს და მალე გვეცოდინება, სად გაემგზავრება გუნდი.

კიდევ ერთი სიახლე ისაა, რომ თერჯოლელები სეზონის მსვლელობისას "ზესტაფონის" ბაზაზე ივარჯიშებენ და საშინაო მატჩებსაც დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ. "საპოვნელას" სტადიონზე მოედნის საფარი მძიმე მდგომარეობაშია და ამის გამო კლუბი პირველ წრეში მეტოქეებს ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მასპინძლობდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვალიco
ეს დირექტორატი სად მოძებნა საპოვნელამ? საინტერესოა რამდენია ბიუჯეტი და თუ ეყოფათ? :-D
გია ბლუაშვილი
წარმატებები საპოვნელას .....
Irakli apkhaidze
Sul zevit zevit magla da magla
ნოე ჩანთაძე
სასიხარულო თერჯოლაში ფეხბურთი ძალიან უყვართ იმედია დანაპირებს შეასრულებს ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და მოწესრიგდება თერჯოლის სტადიონის მინდვრის საფარი და დამონტაჯდება პლასმასის სკამები რომელიც მოტანილია თერჯოლის სტადიონზე და სამწუხაროდ დღემდე არ დაუმონტაჟებიათ საპოვნელამ თერჯოლაში უნდა ითამაშოს მოსახლეობის დიდი რაოდენობაც უქომაგებს გასახარელია დავით ოდიკაძის თერჯოლაში გადმოსვლა დავითი ხომ თერჯოლიდანაა. წარმატებები საპოვნელას..
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ლევან სალუქვაძე: "დინამოსი" რა ბრალია, ივანიშვილს თუ საჩხერეში გაჩერება არ სურს?
ფანების ჩხუბის გამო "საპოვნელა", "სიონი", "დინამო" (თბ) და "ცხინვალი" დაისაჯნენ
შუქურა-დილა 0:1 - გამარჯვებით მიულოცეს...
ბანიკოვის თასზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა
ბესო აბაშიძე: ილია კოკაიას თავი რესტორანში ჰგონია...
ოთარ კუსიანმა და გიორგი ჭანკოტაძემ თერჯოლის "საპოვნელა" დატოვეს
ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს
მიხეილ აფხაზავა: იმედია, ამას ოდიკაძეც დაადასტურებს...
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
მხოლოდ საქართველოში: მინისტრის მოადგილე-საფეხბურთო აგენტი!
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ბესო აბაშიძე: მგონია, რომ ილია კოკაიას მეტი ინტელექტი აქვს, ვიდრე ამის დამწერს
"შევარდენის" კაპიტანმა ლაშა ჭელიძემ კარიერა დაასრულა
უკეთესი შემოთავაზება აქვს - ჯაბა დვალმა ბოლნისის "სიონი" დატოვა
აღმასკომი აქციის აკომპანემენტით - დაიბრუნებს "ზესტაფონი" საარჩევნო ხმას?
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ნუ დავღუპავთ თაობას - საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ცვლილებების დროა!
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ბანიკოვის ტურნირი მარცხით დაასრულა
ქობულეთის "შუქურა": კუტალია წავიდა, სომხიშვილი და ბრაზილიელები მოვიდნენ
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "სამტრედია" "შუქურას" ადვილად გაუმკლავდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
ლადო ბურდული: ქართული გუნდებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპარინგები გვქონდა
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
ლეგიონის უქმეები: დვალი ჩემპიონობის მოლოდინში, ვოლკოვის გოლი, მჭედლიძის საგოლე, ჩაკვეტაძე ძირითადში [VIDEO]
ჯაბა დვალი "სიონიდან" "თელავში" გადავიდა
ჯაბა დვალმა კარიერა დაასრულა
U17. საქართველოს ნაკრები რუსეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
სიონი-საპოვნელა 4:1 - როცა ძალა აღმართს ხნავს [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2-ის შეხვედრაში 16 წლის შვილმა მამა შეცვალა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"საბურთალოს" ესპანელმა ახალწვეულმა ამხანაგურში ჰეთ თრიქი გაიფორმა [VIDEO]
კესო ჩხიკვაძე: "ზესტაფონის" დავალიანება სფფ-ს რატომ უნდა დაკისრებოდა?
"გაჭირვებულ ქვეყანაში ძნელი მოსასმენია, მოთამაშე 4-5 ათას ლარს რომ იღებს, მაგრამ სხვაგვარად არაფერი გამოვა"
U17. ბანიკოვის ტურნირი: საქართველომ სლოვაკეთთან ფრედ ითამაშა
პასუხისმგებლობა მე ასე მესმის - ზვიად ჯელაძემ "საპოვნელა" მაინც დატოვა
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
ზესტაფონი-სიონი 0:0 - ბრძოლა და მშვიდობა [VIDEO]
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
[VIDEO] გიორგი ლოლაძემ თბილისის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ქობულეთის "შუქურა": მზადება დუშეთში, თამაში ბათუმში
საპოვნელა-ზუგდიდი 2:2 - "თქვენც იცით, ვის აწყობს, რომ "საპოვნელა" გავარდეს!" [VIDEO]
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
თერჯოლის "საპოვნელა" ჩემპიონატიდან მოიხსნა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]
სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა