საქართველოს ნაკრების თავკაცი სფფ-სთან მის უთანხმოებაში სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს ადანაშაულებს
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, სწორედ ხეჩიკაშვილს სურს ნაკრებიდან მისი გაშვება და მის ნაცვლად სხვა მწვრთნელის მოყვანა. მისი თქმით, ახლა ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, გააგრძელებს მასთან თანამშრომლობას თუ ცალმხრივად გაწყვეტს კონტრაქტს.

"ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

მე პირადად ვრჩები გუნდში. არსად არ მივდივარ და ახლა უკვე ფედერაციის გადასაწყვეტია, თუ რას მოიმოქმედებს. უმჯობესია, გადაწყვეტილება ფედერაციამ მალე მიიღოს. თუ უნდა გათავისუფლება და კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა - თქვას, თუ არა და, დამთავრდეს ამაზე საუბარი, რათა გავაგრძელო მშვიდად მუშაობა", - განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, ეროვნულ ნაკრებში ასეთი ერთიანობა არასდროს ყოფილა.

"გუნდი არის ერთიანი. ფსიქოლოგიურად წინ წავედით და გაჩნდა ოპტიმიზმი. ბიჭები ნერვიულობენ, ყოველდღე მეკონტაქტებიან - მათაც აინტერესებთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

ამიტომ, ვინაიდან უკვე ახლოვდება შესარჩევი ეტაპი, უმჯობესია, გადაწყვეტილებები დროულად იქნეს მიღებული", - აღნიშნა ცხადაძემ.

კახა ცხადაძის პრესკონფერენციას წინ უსწრებდა მისი შეხვედრა სფფ-ის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან, სადაც მათ ანაზღაურების ახალ მოდელზე ისაუბრეს. ცნობილია, რომ ფედერაციამ მწვრთნელს შემცირებული ხელფასი, წარმატების შემთხვევაში ბონუსების სისტემით შესთავაზა. თავის მხრივ, ცხადაძემ წინასწარ გამოთქვა მზადყოფნა ხელფასის 25 პროცენტით შემცირების თაობაზე.

ასევე იხილეთ:

ლევან კობიაშვილი: ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ კახა ცხადაძეს!

[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ნაკრებში ხელფასს მაისიდან 25 პროცენტით შევიმცირებ!

[ექსკლუზივი] კახა ცხადაძე: ვინც ჩემ წინააღმდეგ რაღაც კამპანიას ააგორებს, საკადრის პასუხს გავცემ!

unamusoebi
ვინ ათამაშდა ბაჩანა ცხადაძე? )))))))))))))))))))
oto
აცალეთ ცხადადზეს, გუნდი ათამაშდა როგორც იკნა თუ არა ცუდად მოგიბრუდებათ იცოდეთ.
Givi
მე პირადად არ მჯერა ცხადაძის დადებული შედეგის,ან ეს მესამე ადგილიო რო ამოუჩემებიათ რას იძლევა? ფეხბურთის დონე პირდაპირ კავშირშია ქვეყნის დონესთან სად გინახავთ დაქცეულ ქვეყანაში ფეხბურთი ბრწყინავდეს? ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტია ზემოთ ცხადაძე არ მოსწონთ და მისი გაშვება უნდათ ოღონდ ისე რომ ფული არ გადაუხადონ ცხადაძე კიდე თავისით სად წავა გიჟი ხომ არაა მშვენივრადაა მოწყობილი.როგორც ყოველთვის საქართველოში ყველა იმას ცდილობს კანონის გვერდის ავლით იმოქმედოს. და კიდევ თუ კობიაშვილი ფიქრობს ცხადაძის მოხსნაზე ადგეს და მოხსნას გადაუხადოს კომპენსაცია რაც ეკუთვნის, თუ სხვა რამეშია საქმე ჩაატარონ ერთობლივი პრესკომფერაცია ცხადაძე,კობიაშვილმა და ხეჩიკაშვილმა,ნათელი მოფინონ სიტუაციას ერთხელ და სამუდამოდ ამოვიდა ყელში ამათი ინტრიგები და ერთი ადგილის თამაში
პანტელეიმონი
კახა, მოდი პირიქით იყოს, 25 ათასი ხელფასი იყოს, 25 ათასი ბონუსი, თუ ნაკრებს მესამე ადგილზე გაიყვან და 50 ათასი ბონუსი, თუ მეორე ადგილზე გაიყვან. აი ეს იქნება სამართლიანი, თუ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ.
_svani_
lasha argveteli და lile 100% გეთანხმებით!!!
_svani_
nika :DDDDDD კობიაშვილი არაფერს ამბობს ჯერჯერობით დაგიზუსტებ)) ეს ხეჩიკაშვილი ამბობს ფულს არ გადაგიხდიო ძალაინ გთხოვთ ვირის ყროყინის მსგავსად ნუ გამოგდით ლაპარაკი)))
lile
quTaiseli-ს. რა მწყრალად ხარ იურისპონდენციასთან. მაგ ლოგიკით საერთოდ არ უნდა უნიშნავდნენ ხელფასს ადამიანებს. ფეხბურთი იქნება თუ სხვა სფერო. ხელფასი ხელფასია, ბონუსი კი სულ სხვა ხარჯია. ერთი შეეკითხე ხეჩიკაშვილს (სადაური გვარია ნეტავ), რა გააკეთა იმის ფასი, რაც მან და მისმა კოლეგა მინისტრებმა ხელფასზე დანამატი და პრემიები აიღეს? შეეკითხე რა!!!
gela
lasha argveteli-ს. აბსოლიტურად გეთანხმები და არც არაფრის დამატებას ვაპირებ.
nika
გინდა იმუშავე არა წადი. გამომივიდა ესეც გვარდიოლა. ბოლომდე ვუჭერ მხარს კობის.
svani_7
mainteresebs შენი ""ხელფასიდან"" რომ ვივარაუდოთ (იმიტომ რომ, არ ვიცი რამდენიაქ სინამდვილეში)25% იკლებს კაცი ანუ 25 000)) ოღონდ საქართველო მესამეზე გავიდეს და ბონუსს დავუმატებთ. ოღონდ გავიდეს )))
lasha argveteli
ჯერ ერთი პრეზიდენტის არჩევნების წინ ითქვა, რომ ფეხბურთში დიდი ფული შემოვიდოდა და გამართული მენეჯმენტის პირობებში ეს იქნებოდა აღორძინების საფუძველი. ორას მილიონზე იყო ლაპარაკი თუ არ მეშლება. ცხადაძის ხელფასი გახდა ახლა დასათვლელი?.. კი, ბატონო, მაგრამ იგივე საბონუსო სისტემით აიღოს მაშინ გასამრჯელო ფედერაციის ხელმძღანელობამ თვითონ, მათი მუშაობაც ხომ შედეგებით და დანაპირების შესრულებით უნდა შეფასდეს? კაცი ამბობს, რომ თანახმაა 25% - ით შეიმციროს დაფინანსება და თუ მე-3 ადგილზე გავა, თანხა დაუბრუნონ უკან. რა არის აქ მიუღებელი?.. დავიწყოთ იქიდან,რომ კობიაშვილს ცხადაძე ნაკრებში დახვდა თავისივე კონტრაქტიანად და უფლება აქვს საერთოდ უარი თქვას მსგავსი წინადადების განხილვაზე. ის რა პირობებზეც შეუთანხმდა ფედერაციას თავის დროზე, იმ პირობებითაა ვალდებული იმუშაოს და არა ხეჩიკაშვილი-კობიაშვილის ჭკუის ქეიფზე. ასეა სამართლებრივად. მაგრამ საქმე ეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, რისთვისაც ამ კაცმა ცხოვრების ერთი ნაწილი გაატარა მინდორზე , ხოლო მეორე ნაწილში, ბაქოში დათმო ფუფუნება და აწყობილი კარიერა! არ ვამბობ, რომ ეს მისი მხრიდან ქველმოქმედებაა, მაგრამ სპორტული თვალსაზრისით გადაგვარებული, სულიერად გაფარჩაკებული და ყოვლად უპერსპექტივო გუნდში მოსვლა, საქართველოში გამეფებული ტოტალური უმადურობისა და უზრდელობის ხანაში, დასაფასებელია ნამდვილად! ადამიანმა ნაკრებს სული ჩაუდგა, ხორცის შესხმას შეუდგა, პასი გაახსენა, მოგება დაუბრუნა, მსოფლიო ჩემპიონთან სტუმრად ტოლ-სწორად თამაში შეაძლებინა, კონფლიკტებისგან გაათავისუფლა გუნდი, ბიჭები დააძმაკაცა და დაიძმაკაცა... და ახლა ვეუბნებით რომ ჯიბეები ამოიტრიალე ბიჭო და შედეგს რომ დადებ მერე მოგცემთ ფულსო? რამდენი მილიონი დოლარი გაატანეთ წყალს მარტო ეროვნული ნაკრებიდან, დასაბამიდან დღემდე? განა რამდენია ცხადაძის ხელფასი, გულზე რომ დაგადგათ? ფეხები ჩამოიღონ ხეჩიკაშვილმა და მისმა ძმაკაცებმა მაგიდიდან და ისე ილაპარაკონ! P.S. ასაკობრივ ნაკრებებში რომ შეიცვალა მწვრთნელები, ის კანდიდატურები ცხადაძესთან უნდა შეგეთანხმებიათ. იმიტომ, რომ ამ კაცმა თავიდანვე თქვა - ყველა ნაკრებმა ერთი, ერთად შემუშავებული და დამტკიცებული გენერალური ხაზით უნდა იმუშაოს, რომ დიდ ნაკრებში ამოსული ფეხბურთელი ანსამბლში ჩაჯდეს და უცხო სხეულივით არ იყოსო. P.P.S. აი, ამას ჰქვია ქართული, ნაციონალური გოთვერნობა!!!
არჩილ ხოფერია
რაღაც ძალიან ბნელი ამბავი მიდის ახლა ფეხბურთის და ცხადაძის ირგვლივ! ეყოთ ვაჟკაცობა, სამივე -კობი, ხეჩიკაშვილი და ცხადაძე დაჯდნენ ერთ ღია ეთერში და ადამიანურად ისაუბრონ! ნათელი მოეფინება ყველაფერს!
afaqela
კახი პატრიოტობას არ გთხოვთ მარა ჯერ საქმე დაწყებული არ გაქ და თამასა მაღლა აწიე მოდი ასე დაუდექი შენს გაჭირვებულ ქვეყანას ყოველ მოგებულ თამაშზე მოითხოვე ბონუსი თუ უარი გითხრეს აი მერე დაგიდგებით გვერდით ბალეშიკები
afaqela
კახი პატრიოტობას არ გთხოვთ მარა ჯერ საქმე დაწყებული არ გაქ და თამასა მაღლა აწიე მოდი ასე დაუდექი შენს გაჭირვებულ ქვეყანას ყოველ მოგებულ თამაშზე მოითხოვე ბონუსი თუ უარი გითხრეს აი მერე დაგიდგებით გვერდით ბალეშიკები
bebeto
საქმეა გასაკეთებელი და ესენი ჯერ არაფერი გაკეთებულა და უკვე ფულებს ითვლიან.ამხელა ამბავი ნეტავ სტადიონების და ბაზების აშენებაზე იყოს ატეხილი.მეზობელმა ქვეყნებმა კარგა ხანია გაგვასწრეს და ჩვენ ის ვერ გაგვიგია მწვრთნელს ხელფასი რამდენი უნდა ქონდეს.
svani_7
+_) -ს 100% მართალი ხარ, მარტო ხეჩიკაშვილის გადასაწყვეტი არ არის წავა თუ დარჩება ცხადაძე და მთავარი.. იმიტომ უშვებთ ცხადაძეს რომ, არველაძეების დროს არის დანიშნული?? თუ უშვებთ ამომწურავი და დასაბუთებული მიზეზი თქვით რატომ უშვებთ და მერე მეორე ვინ მოგყავთ უკეთესი დღეს რომელი უცხოელი ''კარგი'' მწვრთნელი? ხელფასზე წუწუნებთ და რომელი უცხოელი წამოგყვებათ?!!!!!!!!!!
dachi
ხეჩიკაშვილს ახლა მაგისთვის არ "ცხელა" ნღდად,რადგან თვითონ მის მოხსნაზეა საუბარი კულუარებში. თუმცა რას გაიგებ, შესაძლოა ერთიც მოხსნან და მეორეც.
ლუკა
ცხადაძისგან ხელები შორს!
quTaiseli
რა შედეგზეა საერთოდ საუბარი ან რა ბონუსები და ფული უნდა ამ ხალხს ჯერ საქმე გააკეთე და მერენ მოითხოვე ფულიც და ბონუსიც შე დალოცვილო.ეგარი სიმართლე და მორჩა.გექნება შედეგი მოითხოვე ორი იმდენი არადა დაიხურე ქუდიდა წადი ეგარი და ეგ საერთოდ გაწყვიტოს ხელშეკრულება თუარ აწყობს პირობები და მორჩა რათუნდა ამდენი იწილო ბიწილო.
ინასა
25 პროცენტს ხო იკლებს არა, დაანებე და თუ არ დადო შედეგი მერე გაუშვი შე მამაცხონებულო, რას მიახტიტ ეგრევე, ხეჩიკამ რაღა იცის ერთი, რომელი ფეხბურთის მცოდნე მყავს, სპორტის მინისტრიო თან...

es ra ubedureba, aseti saqcieli da midgoma sabolood daasamarebs fexburts, xehikahvils vin ekitxeba rames, is erti paikia bidzinas sahadrako dafaze, acalet muhaoba kaxis. (dabehdet aucileblad.)
mainteresebs
ცხადაძე სადაა წამსვლელი,100 000 ლარი აქვს ხელფასი თვეში,თავის უნიჭო შვილს იძახებს უნამუსოდ ეროვნულ ნაკრებში,მოიწყო ცხოვრება,და კიდევ აქით არის დიდ გულზე,არსადარ წავალო!ვალი გვაქვს ამ კაცის და ამის ბაჩანასი???
გიორგი
თუ მესამე ადგილს უმიზნებს ცხადაძე,ბონუსი რატომ არ უნდა აკმაყოფილებდეს? უეჭველი ხელფასი უნდა ესეიგი.ნაკრები მთავარიაო რომ ამბობს,ესეიგი ეგრე არ ფიქრობს,მაინც ნაღდ ანაზღაურებას ეპოტინება,არაა მთლად უფულო ეგ კაცი და რატომ არ თანხმდება ბონუსს?
koko
ხეჩიკაშილმა უთხრა ცხადაძეს, რომ სამინისტრო მის ხელფასს არ გადაიხდის. რატო ავალდებულებს? :)) რა შუაშია საერთოდ ხეჩიკაშვილი? აბეზალოვკა უნდა გადაიხადოს? :)
Nukri
ის ხაჩიკაშვილია თუ ვიღაც .. დაანებოს თავი ამ კაცს ,ძლივს რარაცას დაამგვანა გუნდი(ეს მტრად ქცეული ხალხი ხომ ვერ დაილია ამ პატარა მუჭის ტოლა ქვეყნიდან რაა)
spako
აცადეთ ცხადაძეს მუშაობა ხეჩიკაშვილმა დაანებოს თავი ხეჩიკაშვი წავიდეს საერთოდ
+_) -ს
რა შუაში არიან აქ ნაცები? .... საქმე გაცილებით მარტივადაა. ვინ არის ხეჩიკაშვილი? ვისი მოყვანილია? სწორია, "იმ ბრძენი კაცის" მიერ. რა უნდა "იმ ბრძენ კაცს"? სწორია, ქვეყნის ყველა მნიშვნელოვანი სფეროს მაქსიმალური კონტროლი. ცხადაძე ხომ კობიაშვილის დროს არ არის დანიშნული! არ გახსოვთ რაგბში რაც ხდება ბოლო დროს? თუ დავკონკრეტდე? მგონი არ არის აუცილებელი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. თუ ამ პოსტს არ დადებთ, ყველაფერი გასაგები გახდება საბოლოოდ.

ახლა ნაცები ატეხენ ამბავს, ცხადაძე ჩვენი მხარდამჭერია და ამიტომაც პოლიტიკურ ზეწოლას აქვს ადგილიო; მერე თარგამაძე, ან გაბაშვილი გამოვა და ცხადაძე კანონიერი ქურდების წინააღმდეგია და ამიტომ აითვალისწუნესო.
ინასა
და ხეჩიკაშვილს ვინ ეკითხება? დატოვეთ კაცი და აცალეთ მუშაობა, ძლივს ცოტა რაღაც დავინახეთ, კახა უნდა დარჩეს
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
"მიუღებელია, როცა ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოდის და ფანების კრიტიკას ცეცხლს უმატებს" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა