"ზუგდიდის" ახალი მთავარი მწვრთნელი, უკრაინელი იური ბაკალოვი გაოცებულია
ერთი კვირაა, რაც "ზუგდიდი" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა იური ბაკალოვმა ჩაიბარა. ვფიქრობ, დაგაინტერესებთ 50 წლის უკრაინელი სპეციალისტის პირველი შთაბეჭდილებები ქართულ ფეხბურთზე, აქაურ ტალანტებზე და ასე შემდეგ...

მოკლედ, "ლელოს" რესპონდენტი იური ბაკალოვია...

- ბოლო დროს უკრაინიდან საქართველოში ბევრი ფეხბურთელი ჩამოვიდა. თქვენ იქ საკმაოდ ცნობილი სპეციალისტი ბრძანდებით, კარგ გუნდში გიმუშავიათ და მოულოდნელი იყო, საქართველოში ჩამოსვლას რომ დათანხმდით...

- შესაძლოა, გარედან ასეც ჩანს. თუმცა ეს ჩემთვის პირველი უცხოური გამოცდილებაა. მოლაპარაკება ზუგდიდის მერთან და კლუბის დირექტორ გელა ინალიშვილთან მქონდა. ამაში ჩემი მეგობარი, "ზუგდიდის" გუნდის უფროსი დათა ქავთარაძე იყო ჩართული. ხალხი დაინტერესებული იყო და სიამოვნებით ჩამოვედი. აქ მთავარი მხოლოდ "ზუგდიდის" გაძლიერების მცდელობა არ არის: გარდა ამისა, მე საკლუბო სისტემის აწყობა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაც მევალება. ეს არანაკლებ საინტერესო, პრაქტიკული სამუშაოა, ვიდრე აქამდე ვიყავი შეჩვეული და ამიტომაც დავინტერესდი. ზუგდიდში გუნდის გაძლიერებას ხელი სერიოზულად მოჰკიდეს.

- სერიოზულ კლუბს სერიოზული ფინანსებიც სჭირდება. აქვს კი "ზუგდიდს" ფული?

- დიდი ფული ნამდვილად არ არის. სამაგიეროდ, აქ არის სტაბილური დაფინანსება, რომლითაც საქმის კეთება და წინსვლა შესაძლებელია. მჯერა, რომ ჩვენი მუშაობა შედეგს გამოიღებს. ამავე დროს, დამაიმედებელია ისიც, რომ "ზუგდიდის" დაფინანსების გაზრდაზეც არის ლაპარაკი.

- უკრაინიდან არცთუ ურიგო წარსულის მქონე სამი მოთამაშე ჩამოიყვანეთ. მაგრამ ბოლოს სამივე საკმაოდ სუსტ გუნდებში თამაშობდა: კოვალენკო ესტონეთის პირველ დივიზიონში, ჩებოტარიოვი - უკრაინის პირველი ლიგაში, ხოლო ვეჩურკო - თურქმენეთში. რა გარანტია გაქვთ, რომ ისინი "ზუგდიდს" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დარჩენაში დაეხმარებიან?

- ისინი ახლა საკმაოდ კარგად გამოიყურებიან და მჯერა, "ზუგდიდს" სერიოზულად გააძლიერებენ. საერთოდ, მათ დღემდე ნიჭი რომ ვერ გამოავლინეს, უკრაინაში მიმდინარე პროცესებს ვუკავშირებ. ფინანსური პრობლემა ბევრ კლუბს შეექმნა, გუნდები დროულად ვერ მონახეს და დაბალ ლიგებში ან არც ისე ძლიერ საფეხბურთო ქვეყნებში წავიდნენ.

- თემას ოდნავ გადავუხვევ. ვიცით, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინულ ფეხბურთში სერიოზული კრიზისია...

- ჩვენს ხალხს ერთმანეთთან ბევრი რამ აკავშირებს. ასე მგონია, რომ ყველაზე მეტად საერთოს უკრაინელები და ქართველები ვპოულობთ. ასე იყო ადრეც, საბჭოურ პერიოდში, და ახლაც. უკრაინაში ისეთი არაფერი ხდება, რაც თქვენ არ გამოგივლიათ და არ გადაგიტანიათ. რას ვიზამთ, ასეთია ომის კანონი, ის ყველაფერს ანადგურებს და ხალხს აზიანებს. მაგრამ მჯერა, უკრაინა ამ პერიოდს გადაიტანს და ფეხზე დადგება...

- ჩამოსვლამდე ზუგდიდსა და ქართულ ფეხბურთზე რა იცოდით?

- ძალიან ბევრი რამ. ვიცი, რომ ზუგდიდში თბილისის "დინამოს" ბევრი ცნობილი ფეხბურთელი აღუზრდიათ - ბორის სიჭინავა, ოთარ გაბელია, სოსო ჭედია... ზაზა ჯანაშია... ბოლო წლებში, უკრაინის ასაკობრივ ნაკრებებში ამ ქალაქიდან წამოსულ ნიჭიერ ბიჭებსაც უთამაშიათ - თემურ ფარცვანიას, ბადრი აქუბარდიას, ვალერიან გვილიას, ლევან გულორდავას...

- თუ არ მეშლება, ქართველებთანაც გიმუშავიათ...

- უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში პაველ იაკოვენკოს ვეხმარებოდი და მაშინაც ბევრი ქართველი გვყავდა - მესხია, იაშვილი... მეამაყება, რომ "არსენალში" მუშაობის პერიოდშიც გავიცანი გიორგი დემეტრაძე, ჯაბა კანკავა, ლაშა ჯაკობია, სანდრო კობახიძე...

სხვათა შორის, ზუგდიდში ჩამოსვლისას დავრწმუნდი, რომ ქართველების ნიჭიერებაზე არსებული შეხედულება ლეგენდა არ არის - ფაქტია. კონკრეტულად ამ ქალაქში ძალიან ბევრი თვითნაბადი ტალანტი აღმოვაჩინე. რამდენიმე ახალგაზრდა განსაკუთრებით მომეწონა და მათ აუცილებლად დავაწინაურებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სანდრო კობახიძე: მამაჩემმა რომ გაიგო, ფეხბურთზე სიარული ამიკრძალა
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
იური ბაკალოვი: ...ბოდიშს ვუხდი ქართველებს და მით უმეტეს, ზუგდიდელებს
"ზუგდიდიდან" მთავარი მწვრთნელი იური ბაკალოვი წავიდა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
უმაღლესი ლიგის XVII ტურის წინათქმა: ლეგიონერები ეპიცენტრში
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა
კომპენსაცია ან სასჯელი! "კოლხეთის" სენეგალელი ლეგიონერი ირანში გაიქცა
იური ბაკალოვი: ვიკიპედიის თანახმად, ზუგდიდი საქართველო არ არის
ლაშა ჯაკობია: ...ამიტომაც ამჯობინა ჩაკვეტაძემ "გენტი" სხვა ვარიანტებს
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ექსკლუზივი: როგორია გიორგი ჩაკვეტაძის ჯანმრთელეობის მდგომარეობა... ცნობილი გახდა, შეეძლება თუ არა მას თამაში ბელარუსის წინააღმდეგ
უმაღლესი ლიგა. XX ტურის წინ: უცხოელთა ჯახი
გიორგი ჩაკვეტაძე "გენტში" 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს
ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"
რა მდგომარეობაშია გიორგი ჩაკვეტაძე? - უახლესი ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტისგან
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა