ლევან კობიაშვილის თქმით, გადაწყვეტილებებს სფფ-ში მხოლოდ ის და მისი გუნდი იღებს - სხვა არავინ
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.

ლევან კობიაშვილი: კახა ცხადაძე მთავარი მწვრთნელის პოსტს ვერ შეინარჩუნებს!

"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. დღევანდელი დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში არის მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის ბრალი.

ჩემსა და კახას შორის მოლაპარაკებები მის კონტრაქტთან დაკავშირებით თვეზე მეტი მიმდინარეობდა. მე მას ვეუბნებოდი და ამას ვერ უარყოფს, რომ მსურდა გვერდში დამდგომოდა, ვთხოვდი, დათანხმებულიყო, რასაც ვთავაზობდი, მაგრამ მისგან ყოველთვის კატეგორიული უარი იყო.

ბოლო ჩვენი შეხვედრა მისი პრესკონფერენციის წინა საღამოს ფეხბურთის ფედერაციაში შედგა, სადაც მე მას კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსენი, თუ რას ვთავაზობდი.

მან იცოდა, რომ მომდევნო ორი დღე საქართველოში არ ვიქნებოდი და იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ტელეფონზე ვესაუბრე ბოლოს, ჩემსა და მას შორის კონტაქტი გაწყდა - არც ჩემს ზარებს პასუხობდა, არც - შეტყობინებებს. მგონი, იმდენ პატივისცემას მაინც ვიმსახურებ, რომ ზარს უპასუხოს.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ცხადაძე თვლის, თითქოს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და ამას სხვა აკეთებს.

ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც. სხვა ჩვენს საქმეში ვერ ჩაერევა და ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ:

ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია

ტარიელ ხეჩიკაშვილი: პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი

quTaiselo
ერთი მითხარი, ვისაც ამათი პოლიტიკა არ მოწონს, ყველა დომენტის მომხრეა?
misha-ს
ფეხბურთელების საქმე არ არის ეს და გთხოვთ ნუ უბიძგებთ ბიჭებს შემდეგში გამოუსწორებელი შცდომებისკენ.
quTaiseli
რას ლაპარაკობ დომენტი ხო სხლავდა ისეთი მაგარი იყო და ნოდარჩიკა უმცროსმა ხო საერთოდ ააყვავა ჩვენი ფეხბურთი ეგეთი მოაზროვნეების ხელში მეტის ღირსი არცარის ქართული ფეხბურთი დომენტის მეტის ღირსი არცარი ის ხალხი ვინც კობის აძაგებს .ისე აფხაზეთშია და ჩააკითხეთ დაგასაქმებთ მისი მოტრფიალე ვინცახართ.
qartveli
ახალი ლაქა ქართულ ფეხბურთში "კობი & ტარასა"
Misha
ფეხბურთელებს თუ ოდნავ თავმოყვარეობა აქვთ, ამის მერე ნაკრებში აღარ უნდა ჩამოვიდნენ.. სამარცხვინოა რაც ეხლა მოხდა. პროფესიონალური ფეხბურთი ჩვენთან მოკვდა (ალბათ არც ყოფილა).
qartveli
კობიაშვილზე სუსტი ადამიანი ამ თანამდებობაზე ჯერ არავინ ყოფილა საქართველოში, ბლა ბლა ბლა, ეს ადრეც ესეტი იყო უბრალოდ ლაპარაკი არ იცოდა და ვერ ვიგებდით, ეხლა ალაპარაკებენ და რა იზულებულია ხმა ამოიღოს, მარა მაინც ვერაფერს ვიგებთ ბლა ბლა ბლა....ეს რო ეძიკას დროს გაიშნიკი ყოფილიყო მტრისააას, პრეზიდენტი ვარო და მე როგორც ვიტყვი ისე იქნებაო რაა..ვინ უსმინა წუხელის იმედზე მიხვდება რაზეც ვსაურობ.
კახა
ფედერაციისა დ მინისტრის პოზიცია იურიდიულად არაა გამართული და სწორი. საჯაროდ უნდა განეცხადებინათ თავიანთი პოზიცია, მომავალში როგორი პრაქტიკის დანერგვას აპირებდნენ, მაგრამ პატივი ეცათ მოქმედი კონტრაქტისათათვის და დალოდებოდნენ ვადის გასვლას. სანამ კანონის პატივისცემას არ ვისწავლით ყველა, მანამდე სუ ასე უკანალში ვიქნებით
oli
არველაძემ და მისმა წინამორბედებმა ისეთი ბალაგანი და ბაზარი შექმნეს ფედერაციაში, რომ ფულის გულისთვის მანდ სულ ძელზე იცეკვებენ. საერთოდ უნდა გაუქმდეს ფედერაცია, მანდ ფულის მონები და მიმცემები ხეირობენ მარტო, ეს ქვეყანა ჯერ ღირსი არ არის ფეხბურთისგან სიამოვნება და სიხარული რომ მიიღოს სამწუხაროდ ჯერჯერობით, აბა ახალკაცი ესე ივაჭრებდა ფულზე? უნდა დავისაჯოთ ყველაი ესე აჯობებს და ყველა ფულიჭამია სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს არ გამოვა სხვანაირად .........
დათო
ჩემი მოსაზრება ასეთია: კობიაშვილმაც მიქარა 2009 წლის გახსენებით (ცხადაძის განცხადების გასაჯაროება) და ცახადაძემაც ცოტა არ იყოს ძალად გაამწვავა... თუმცა ორივესი მესმის, მაგრამ არც ერთს რომ ხალხის და დაქცეული ფეხბურთის გულშემატკივრის არ ესმის ფაქტია... ჩემზე რომ იყოს ორივეს გავუშვებდი
Xorxe
60 000 ლარი პატარა ხელფასია???
Xorxe
ხეჩიკას ფული მოაქვს ფეხბურთში წლებია!!!!
batumi
კობიაშვილო ... შე არაფრის მაქნისო...
გია
კობიაშვილს რომ მოუსმენ და მისი გულწრფელობაში ეჭვს შეიტან, ან ნაძირალა და ძველი მთავრობის მომხრე ხარ, ან უბრალოდ ...
რაროზ
ხალხო, ასიანია კობი, ამბობს შედეგზე ორიენტირებული იყოს ხელფასიო... ახლა შეიმციროს და მერე თუ მესამეზე გავა სრულად აუნაზღაურდებაო... რაა ამაში მიუღებელი, თუ ამას არ თანხმდები, გამოდის ტყულა გინდა ამდენი ხელფასი წაიღო, ასე არ გამოვა
გიო
მართალია კობი, სხვა გზა დაუტოვეს? არა! დაეცადა კახი, ჩამოვიდოდა ეს კაცი და შეხვედროდა, რა საჭირო იყო სიჩქარე? არ უნდოდა და კარგად იყოს! მიდი კობი, მიაწექი!
murtalo
საინტერესოა რა შესთავაზეს ცხადაძეს, ეს მაინც გვითხარით(გასაიდუმლებულია თითქოს) და ამის მერე შევაფასოთ რამდენად სწორი არის ფედერაციის გადაწყვეტილება.
კობიაშვილს
და ხელშეკრულების ცალმხრივად გაწყვეტის გამო ფედერაციას, რომ დაეკისრება კომპენსაცია ცხადაძისათვის გადასახდელი ვინ უნდა გადაიხადოს?! ალბათ .. კობიუაშვილი გადაიხდის მისი ჯიბიდან. პ.ს. კონპენსაციის გადახდა ისევ ფეხბურთის ფედერაციას დაეკისრება და ამ კომპენსაციის გადახდას და წყალში გადაყრას ისევ ჯობია ცხადაძე დარჩეს და გააგრძელოს საქმის კეთება. მაგრამ ამდენი აზროვნება ფედერაციაში არ აქვთ.
niko
ცხადაძე თუ მართლა არ თანხმდებოდა ხელფასის დაკლებას, სრულიად ანომალიური ხელფასის ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად გასაშვებია, ამოვიდა კისერში ყველა სფეროში უაზროდ გაფლანგული თანხა და ქვეყნის ნგრევა.
jora
საინტერესოა ვისი მოყვანა უნდათ
კახა
კახა ცხადაძეზე მეტ პატივისცემიას არ იმსახურებ. არც შენი ფეხბურთელობა მომწონდა არასდროს და პრეზიდენტადაც არ ივარგებ
gug
წადი შე კალაძეს .... ფუუუუ
ჰაე ჰააა
კობიმაც ..., ნეტა რას ჩამოდიოდა
guldamwvari guSematkivari
სადც შენი და შენი გუნდის თქვა იქ ჩემიცა თქიოო - შემოგითვალა ხეჩიკამ
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
საქართველოს ნაკრები 2026 წელს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ჯვაროსნები". სიკვდილის ჯგუფი თუ უკეთესი ვარიანტი? - თებერვალში ერთა ლიგის წილისყრაა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
უსაზღვრო "კვარათამასა" - ის, რაც ხვიჩას უკავშირდება
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
Mundo Deportivo: შენგელია თბილისში მაინც გაფრინდება - ეს სამშობლოსადმი უსაზღვრო სიყვარული და ერთგულებაა
თემა განსჯისთვის | როგორ დავძლიოთ სანაკრებო კრიზისი?
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა