საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა
საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა, რომელსაც წინ საკმაოდ დაძაბული პროცესები უძღვოდა, 24 იანვარს ექსცესების გარეშე, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა.

ყრილობაზე, რომელშიც მონაწილეობას რაგბის კავშირის 37 ნამდვილი წევრი იღებდა (ხმების საერთო რაოდენობით 68), ხმების უმრავლესობით, 35 ხმა 32-ის წინააღმდეგ, რაგბის კავშირის პრეზიდენტად გოჩა სვანიძე აირჩიეს.

ყრილობაზე, რეგლამენტის თანახმად, რომელიც ჟურნალისტებისთვის დახურული იყო, გაწეული მუშაობის ანგარიში ჯერ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ გააკეთა. ამას პრეზიდენტობის კანდიდატების, ილია ზედგინიძისა და გოჩა სვანიძის პროგრამების წარდგენა მოჰყვა.

მხოლოდ ამის შემდეგ ჩატარდა არჩევნები, რომელშიც, როგორც უკვე ვთქვით, მცირე უპირატესობით გოჩა სვანიძემ გაიმარჯვა.

ილია ზედგინიძე:

"გოჩა სვანიძეს წარმატებებს ვუსურვებ. ძალიან რთული 4 წელიწადი გველის. ამაზე რაგბის სამყარო ერთხმად თანხმდება. ახალ პრეზიდენტს ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების მხარდაჭერა სჭირდება. მე და ჩემი გუნდი კი ქართული რაგბისთვის განვაგრძობთ მუშაობას.

შეგვეძლო თუ არა არჩევნებში უკეთესი შედეგის ჩვენება, ამას ანალიზის შემდეგ გავიგებთ.

არაერთხელ მსმენია, რომ ჩემი, როგორც მმართველის, არ სჯეროდათ და მარცხის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორიც, ალბათ, სწორედ ეს იყო. თუმცა, ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ვეთანხმები. 2011 წლის მერე პროფესიონალი სპორტსმენი აღარ ვარ. საფრანგეთში მაქვს ბიზნესი და ამ კუთხით მართვის საკმაოდ წარმატებული გამოცდილება გამაჩნია".

გოჩა სვანიძე, რაგბის კავშირის პრეზიდენტი:

"დამარცხებული ამ არჩევნებში არავინაა, რადგან მიღებულ ხმებს შორის სხვაობა ძალიან მცირეა. ვფიქრობ, რომ რაგბის სამყაროს რთული არჩევანის გაკეთება მოუწია.

ილიას თანამშრომლობა არჩევნებამდეც შევთავაზე და მომავალშიც მექნება ამის სურვილი. ჩვენთან თანამშრომლობა ყველას შეუძლია, ილიას კი განსაკუთრებით, რადგან ის ღირსეული ადამიანია" .

ყრილობამ დაამტკიცა გამგეობის ახალი შემადგენლობა. ესენი არიან: ლევან ვასაძე, გიორგი გორგასლიძე, ზურაბ ზოიძე, გოჩა სვანიძე, ვასილ კევლიშვილი, დიმიტრი კალანდაძე, ალექსანდრე ხვედელიძე, სერგო რამიშვილი, დავით კილასონია, გიორგი გეგენავა, გიორგი ღლონტი, გოჩა მაჭავარიანი, გაიოზ მონიავა, ალექსანდრე გრიგალავა.

გამგეობის წევრებმა თავმჯდომარედ დიმიტრი კალანდაძე აირჩიეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

რეზო
ბიზენისი და სპორტული თუ სახელმწიფო სტრუქტურა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. წარმატება ორივეს. მომავალში დაბრძენებულ ზედგენიძეს თუ ვიხილავთ სათავეში არ იქნება ურიგო.
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ნიცასთან" მატჩში?
ლუის ენრიკემ "ნიცასთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ლოჩოშვილმა "კაიზერსლაუტერნთან" გატანილი გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა
[თბილისის გრანდ სლემი] მეორე დღე ფინალისტის გარეშე და ორი ბრინჯაოს შანსი
"არსენალი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე სამი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
კიტეიშვილის და მამაგეიშვილის "შტურმი" "ზალცბურგს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
"ლივერპული" სალაჰის გარეშე დარჩა
პსჟ-ს წინააღმდეგ "ლივერპულის" კარს ორივე მატჩში გიორგი მამარდაშვილი დაიცავს
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
მატჩის დღე! გადახალისებული პსჟ და "შვიდიანი" სასტარტოში
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
ახალ წელს ქართული რაგბი ახალი ან ძველი პრეზიდენტით შეხვდება
"მსოფლიოს რაგბის" მაღალი ტრიბუნიდან - წარმატებული საქართველო!
დიდი 10. XIV ტური: "არმიამ" რევანში აიღო
ირაკლი აბუსერიძე: ეს სიბინძურე ყველამ ერთად უნდა გამოვააშკარაოთ
"უმცროსი ბორჯღალოსნები" "ვესტერნ პროვინსის" აკადემიის გუნდს უმასპინძლებენ
სრკ-ის პრეზიდენტის არჩევნების პროცესი მედიისთვის დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს
გიორგი კახიანი: დღეს აქ ვიმყოფები, როგორც მოწვეული სტუმარი და არა როგორც პარლამენტარი
საქართველოს რაგბის კავშირის ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილია
გოჩა სვანიძე ილია ზედგინიძეს თანამშრომლობას სთავაზობს
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების თარიღი შეიცვალა
უკრაინელებს უნდათ, რაგბი ევროპას სათავეში გიორგი ნიჟარაძე ჩაუდგეს
რაგბის კავშირის პრეზიდენტი გადადგა! ვინ იქნება შემდეგი პრეზიდენტი?
"ცოცხებით გავყრი მაგათ" - დაპირისპირება რაგბის კავშირში... [VIDEO]
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
გიორგი ნიჟარაძე: არასდროს ვიმუშავებ არცერთ ოფიციალურ თანამდებობაზე რაგბის კავშირში
rugger.info: საქართველო და რუსეთი სარაგბო თანამშრომლობას გააგრძელებენ
გოჩა სვანიძე: ერთი ნაწილი რაგბიში პოლიტიკის შემოტანას ცდილობს
ლოკომოტივი-ლელო 17:18 - ორი ლელო ეყო
ფანტასტიკური რეიდი! - "ჯიქის" ულამაზესი ლელო დიდი 10-ის მატჩში [VIDEO]
"საქართველოში აუცილებლად ჩამოვლენ იტალია, შოტლანდია და ექვსი ერის სხვა ნაკრებები"
საქართველო ექვს ერს: 55 000 ქომაგი ყოველ მატჩზე პრობლემა არ არის!
ილია ზედგინიძე ქართულ რაგბში დაბრუნდა
რაგბი ევროპა - გიორგი ნიჟარაძე ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს