სიტუაცია კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიძლება შევიდეს და არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლოშიც გაირჩეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, რომ დაწყებულია ეროვნული ნაკრებისთვის ახალი მწვრთნელის მოძიების პროცესი. ეძებს, თუმცა მას ჯერ მოსაგვარებელი აქვს კახა ცხადაძის კონტრაქტის საკითხი.

ახლა საქმე ასეა: ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს აღარ სურს ცხადაძესთან თანამშრომლობა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ მაინც ნაკრების მწვრთნელია მანამ, ვიდრე კონტრაქტი არ გაწყვეტილა.

კონტრაქტის გაწყვეტას კი ორივე მხარის თანხმობა სჭირდება. ფეხბურთის ფედერაციისთვის ეს ნომერ პირველი ამოცანა უნდა იყოს. სხვა თუ არაფერი, დელიკატური სიტუაცია იქმნება - ცხადაძესთან კონტრაქტი თუ არ გაწყდა, ახალი მწვრთნელი როგორღა უნდა დაინიშნოს?

რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ჯერაც მოქმედ მთავარ მწვრთნელს აუცილებლად ექნება თავისი მოთხოვნები. ნამდვილად არ გაგვიკვირდება, ცხადაძემ სრულად რომ მოითხოვოს კომპენსაცია, რომელიც კონტრაქტის თანახმად ეკუთვნის.

აქამდე ვიცოდით, რომ ფედერაცია აპირებდა გარკვეული კომპენსაციის გადახდას და ამის თაობაზე მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკებებიც უნდა გამართულიყო, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ფედერაცია ცხადაძისთვის ერთი თეთრის გადახდასაც არ აპირებს. ეს ერთ-ერთი შეხვედრისას ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსანმა გვითხრა.

ცხადია, ამგვარი ნაბიჯი სიტუაციას კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შეიყვანს და არ არის გამორიცხული, საქმე სასამართლოშიც გაირჩეს.

ამავე დროს, ისიც ნათელია, რომ ქვეყნის მთავარ საფეხბურთო უწყებას მძიმე ტვირთად დააწვება ცხადაძის მოთხოვნის დაკმაყოფილება. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა წერია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასა და მწვრთნელს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ ცხადაძე მაინც სრულად მოითხოვს კონტრაქტის პირობებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურებას.

და რა უნდა ქნას ასეთ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციამ? რა და, ორ კურდღელს უნდა სდიოს. ჯერ ერთი, მოსაძებნია ნაკრების ახალი, კვალიფიციური მწვრთნელი, რომელსაც კონკრეტული თანხა უნდა შესთავაზო და თუ დაითანხმე, მერე უნდა უხადო კიდეც. ამასთან ერთად, გასასტუმრებელი იქნება ცხადაძის კომპენსაციაც.

მოკლედ, ეს თემა ფეხბურთის ფედერაციისთვის ჯერ მაინც დილემაა და მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვისურვოთ, რომ ამან ქართული ფეხბურთის მომავალს უარყოფითი კვალი არ დაამჩნიოს.

ცხადია, კარგია, რომ სახელმწიფოსთან ერთად ფეხბურთის ფედერაციამ საკლუბო ფეხბურთის განვითარების მართლაც რომ რევოლუციური პროექტი შეიმუშავა, მაგრამ ნურც იმას დავივიწყებთ, რომ სულ მალე ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს დაიწყებს.

ვინ არის მტყუანი და ვინ - მართალი, ამის გარჩევა შორს წაგვიყვანს. ერთი კი უნდა დავწეროთ - მას შემდეგ, რაც ფეხბურთის განვითარების პროექტი უკვე დაიდო და საზოგადოებასაც წარუდგინეს, ახლა მისი მთავარი საზრუნავი ეროვნულ ნაკრებში არსებული სიტუაციის დალაგება უნდა იყოს.

ჩვენი შესარჩევი ჯგუფი ისეთია, რომ წარმატების საღერღელს აგიშლის კაცს. თუ ეროვნულ გუნდში სიტუაცია არ დალაგდა, ისე რაიმე ღირებულ შედეგზე ფიქრი წარმოუდგენელია.

დიახ, ჯგუფი თანაბარია, მაგრამ საქართველოს ნაკრებს შეუძლია, ამ ჯგუფში არ იყოს ხელწამოსაკრავი მეტოქე. ოღონდ, ეს მხოლოდ იმ პირობით, თუ გუნდში ჯანსაღი სიტუაცია იქნება.

ამ დროისთვის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ორი უცხოელი სპეციალისტის კანდიდატურა განიხილება, ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ფედერაციაში. ის კია, რომ ჩვენს ნაკრებთან შეწყობა ყველა მწვრთნელს როდი შეუძლია და ესეც მეტად მნიშვნელოვანი საკითხია...

იმედს ვიტოვებთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და ეროვნულ გუნდს შესარჩევ ციკლში ჩართვა მშვიდ ვითარებაში მოუწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Aburjga
ცხადაძის საქციელი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს!!!
vato
გასაგებია ძაან დიდი ხელფასები იყო და შეუფერებელი ჩვენი მაჩანჩალა ნაკრებისთვის მაგრამ მაინც კონტრაქტები ასე არ უნდა წყდებოდეს. დაელოდე, მაინც ზედიზედ 5ჯერ წააგებს და მერე გაწყვიტე. თუ არ წააგო მთლად კარგი დაუმსახურებია და ეგაა.
briant
ადამიანურიც, პროფესიულიც და კაცური სიმართე ცხადას მხარესაა. პსოლიდარობა ცხადაძეს!
ბუბა
არცერთი თეთრი არ უნდა შეარჩინოს ცხადაძემ.
მანჩო
ნებისმიერ გუნდს ძალზედ წაადგებოდა ცხონებული ნოდარ ახალკაცისნაირი მცოდნე, პრინციპული და წესიერი ადამიანი! მოძებნეთ ასეთი პიროვნება საქართველოში!!!
qutaiseli
და რა მაჩაიძე მოიტანდა ფეხბურთში მილიონებს ან ამდენი წიგნიერი და განათლებული საიდან მოგროვდა ლევან მიაწექი ბოლომდე და ვისაც გულზე არ ეხატები ცივი წყალი დალიოს.არ მიკვირს ამდენი აურზაური აქ იმიტომ რომ დომენტიმ უამრავი მისნარი დატოვა ამ ქვეყანაში სამწუხაროდ.ყველას მოსაწონი ფედერაციის პრეზიდენტი ვერავინ იქნება რადგან თბილი სკამი და კარგი ხელფასი ბევრს უნდა როგორც ვატყობ.
tengo
რატომ არ აირჩიეს მაგალითად მაჩაიძე აირჩევენ გაუნათლებელ უწიგნურს რომელიც ფულის გულისთვისაა მოსული დაანგრევს და გააპარტახებს მთელ ქართულ ფეხბურთს ეს კობიაშვილის ხუშტური ძვირი დაგვიჯდება
tengo
ცხადაძე უნდა დარჩეს კობიაშვილმა კი ჭკუას მოუხმოს თუ გააჩნია
Goga
Batono levan rom idzaxit tanxa ar ariso imis tanxa aris kompesaciac gadavixadot da plus axal mcvrtnels gadavuxadot ese xom ufro chixshi shedis sakme ikos cxadadze dzlivs nakrebma tamashi daicko daanebet tavi xalxs unda cxadadze tu axal mcvrtnels visac chamoikvant kapikebze imushavebs
romandro
რატომ უნდა იღებდეს ცხადაძე ისეთ მწვრთნელებზე მეტს რომლებმაც მსოფლიოს ფინალურ ეტაპზე გაიყვანეს გუნდები,თუნდაც მაგალითად ავიღოთ(რომარ ჩამოვყვეთ ეხლა მექსიკის კოსტარიკის და ასე შემდეგ) ხორვატიის მწვრთნელი კ ო ვ ა ჩ ი რომლის ხელფასზე მეტს ითხოვს ცხადაძე შედეგის დადებამდე.და ვინც თვლის ცხადაძისთვის ესთანხა უნდა გადაეხადა ფედერაციას მაშინ მხოლოდ ის დაწერეთ და არა რაღაც მიკიბულ მოკიბული რაშედეგებით და რა მიღწევებით ეკუთვნის უფრო მაღალი ხელფასი ცხადაძეს ვიდრე ზემოთ ნახსენებ მწვრთნელებს...
Mamukasolo
აქ ფულზე არ არის საუბარი აქ მიდგომაზეა ლაპარაკი კაცს ეს თანხა შესთავაზეს სწორი იყო არ იყო ბევრი იყო თუ ცოტა თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა მოთხოვონ თუნდაც ფედერაციის ძველ შემადგენლობას და არა დაქირავებულ მწვრთნელს რომლის საქმე მხოლოდ გუნდის მომზადებაა რო მიადგნენ და ხელპასი უნდა შეგიმციროთო ეგრე სადაა მითუმეტეს კაცმა თქვა რომ დავიკლებ 25 % რა მნიშვნელობა აქვს რამდენია ხელფასის ოდენობა რა პირველად გაიგეთ რომ მწვრთნელს მაღალი ხელფასი აქვს ასე რომ ცხადაძემ უნდა მიმართოს სასამართლოს და თავისი კუთვნილი თანხა უნდა მიიღოს და ვიღაცას უნდა მოხვდოს ცხვირში თავისი უპასუხისგებლო საქციელისთვის და აქ 160 ლარიანი პენსიებით სპეკულირება უსაფუძვლოა რაც ეკუთვნის ის უნდა მიიღოს და დაისაჯოს თუნდაც ფეხბურთის ფედერაცია მით რომ ორი ხელფასი იხადოს როგორც ძველ მწვრთნელს ისე ახალს და მეორედ ან კონტრაქტს შეადგენენ ნორმალურად ან კეთილს ინებებენ და შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებას
M Z -Euroрe
გენაცვალე ქართველობაში -77. ხალხს არ უგდებენ ყურს ეს "მამულიშვილი" -ჩინოვნიკები ,მუქთად,ქართული ეროვნული ინტერესების იგნორირებით,ოღონდაც მე,"ჩემს ოჯახ" მილხინდესო და უფრო გაურჯელად მცდელობით,მუქთად ,ქვეყნისთვის მავნედ,ვერ შეგნებით უძველესი ქართული ანდაზი არსისა,რომ "მხოლოდ შენი კერიის მოცოცხვით საერთო სადარბაზოს დაულაგებლად,მიუღწეველია სისუფთავე", -ხალხური," ."მავანსა, ნუთუ მამულისშვილად ნაზარდსა"?- "უზადოდ ეშმაკურად" -აკაკი,მცდელობებითი ხრიკებით ნაშოვნი ფულები აქვთ ფრორიტეტად და "სამკვდრო-სასიცოცხლო"ბრძოლას მარტო ფულისთვის იწყებენ,თუმცა "აქაც რომ ვერ ვარგიან ჭკუით?,ლაჩრულად იქცევიან ხალხის ეროვნული სიძლიერის აზრი შემდგომი ქმედებით ერთობლივად გააზრებულისა, ფეხებს ჰკიდიათ ძალაუფლების მფლობელთ ვითომა,სინამდვილეში კი ფუყე,დროებით სიძლიერეს ამოფარებულები,იხრწნებიან ადამიანურადა-ილია,იგივე სიყუაციაა შექმნილი ფშუტე მმართველთა" მიერ,....ყველგან ....საგარეო და საშინაო ფოლიტიკაშიც,გზა!ახალგაზრდა ევროფულად მაფიქრალ არაკორუმფირებულ ქართველებს, ფრიორიტეტით ქვეყნის სიყვარულისა, შვილების,საუკუნებრივი ქართული ეროვნული ფასეულობების სფუძვლებით, სწავლით, აღზდით,შემგომ ყველაფერი დანარჩენი ფასეულობებით,ოჯახის კომფორტულად მატერიალური უზრუნველყოფით დაწყებულიდან .... .ნებისმიერი ქვეყნის სიძლიერე,ხალხის გაგონების და მისი ნება სურვილის თანამიმდევრულად შესრულებაშია,ძალაუფლებაში მყოფთა მიერ,ოღონდაც ხალხისმიერვე არჩეულთა.ქართველო-77,საქმით ვიქნებით ძლიერნი და არა სიტყვით,თუმცა ხალხის სიტყვის გაგონებაც რომ არ სურთ,ნუთუ მართლა უსწავლელთ?,ამავე ხალხისა მ ს ა ხ უ რ თ ,"მეფურ თანამდებობებზე" დროებით მოკალათებულებს და თავის ჩინოვნიკურ წარმოდგენაში "ბაყბაყ დევებსა",ეროვნული ნებისა და სურვილის უტიფრად, და რატომღაც კანონის მიერ დაუსჯელად,ნუთუ ჯერ ჯერობით ვერ შემდგარი თავის-ხალხის ნების უფალი ქვეყნისა? , იგნორირებით
giga
კობი დააიმედა კალაძემ მე მოგიყვანე და ვინაა ცხადაძე ვინ რა უნდა გაგვიბედოსო იმ ცენზურაჩიკამ კიდე მე ვარ და ჩემი ამბავიო ბიძOს კაცს ვინ რა უნდა გაუბედოსო. არა ახალი სპორტის მინისტრი რო მოვიდეს და არ მომწონს ეგ კონტრაქტი და ახლებურად უნდა იყოსო და ხელახლა უნდა გაწყვიტონ?
xaxs
xalxo modi mitingi movawyot ro cxadadzes tveshi asi atasebi uxados federaciam!!!! nutu meti saqme araferi gaqvt rom cxadadzis fulistvis nervebs ishlit, gadawyvitos sasamartlom mere ra moxda mand gamochdeba tu martalia cxadadze fuls misxemen tu arada cxadadzis maxinaciebi da sxvebisac gamochndeba, xolo nakrebi cxadadzeze uketesi mwvrtnelis fareshe mainc ar darcheba "50 000 ar yofnis turme bichs"
irakli apkhaidze
ძალიან ცუდი იყო, რომ ცხადაძე გაუშვეს, არანაირ ლოგიკაში არ იჯდა (თუმცა ჯერ ისევ პოსტზეა, მარა არა მგონია ფედერაცია კომპრომისზე წავიდეს ეს მაგრად ,,უტყდებათ" ამათ ასე ჩანს) და თუ ბოლომდე ,,გადაგდებას" უპირებენ ეს მთლად დააფრთხობს ისედაც ფეხბურთზე გულაცრუებულ ინვესტორებს და თან ახლა როდესაც ახალი გეგმა შეიმუშავეს და 5 წელიწადში უნდათ რომ კლუბები კერძო პირების ხელში გადაიყვანონ.
gutaisi
ცხადაზე არ უნდა აერცია წინა პედერაციას რა მოუგო გერმანიას და პოლონეტს ეხლა უნდა არცეულიყო მწრტვნელი ახალი პედერაციის ხელსი პული წინა პედერაციამ გადაუხადოს ბევრი წამეს იმგენმა იზახიტ გუნდი დალადაო რა გუნდი დალაგა რა ანგარისიტ წავაგეტ მე მისი ჯინი კიარ მაქვს უბრალოდ პეხბურტელები ვერ უწევენ კარგ გინდებს წინაამდეგობას
თუ ეს ინფორმაცია მართალია:
მე მგონი საქართველო აზიის საკვალიფიკაციო ჯგუფში უნდა თამაშობდეს. ასეთი რამეები ირანში და უზბეკეთში ხდბეა. საბოლოოდ ეს აზიანებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის იმიჯს ევროპის ფეხბურთის მაღალ წრეებში. მერე რომელი უცხოელი მწვრთნელი იქნება საქართველოს ნაკრების მწვრთნელი? თუ მართლა გადაუხვიეს ევროპაში არსებულ ნორმებს, მაშინ დაჯარიმდება მხოლოდ და მხოლოდ ქართული ფეხბურთი და პირადად ფეხბურთელები, რომლებიც ბუცებს ლურსმანზე ჩამოკიდებენ. მერე კიდევ ქართველი გულშემატკივრები არიან ცოდვები, რატომ უნდა სდიოს ქართველმა კაცმა მესის და რონალდოს, სად არიან ქართველი ჩივაზეები, შენგელიები, მესხები, დარასელიები. ქართველი კაცი ბარსელონას რატომ უნდა ბალლესჩიკობდეს? სადაა სიონი, ბათუმი, გორის დილა, გურია? თბილისის დინამო, ქუთაისის ტორპედო?
ლევანი
კობიაშვილი ზედმეტად ამბიციურია, თანაც გამოუცდელი, არანაირი მართვა და ადმინისტრირება არ იცის. მწვანე მოედნიდან პირდაპირ სავარძელში მოხვდა. ან თვითონ უნდა ქონოდა ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა(რაც საერტოდ არ გააჩნია), ან ისეთ გუნდატან ერტად უნდა მოსულიყო, ვინც პროფესიონალიცაა, გამოცდილიც და წესიერიც. არც ეს ცანს. შედეგი სახეზეა, კობიაშვილი ცხადაძესთან მშრალი ანგარიშით დამარცხდა(იურიდიულადაც, კაცურადაც). ერთადერთი შანსი, სახე რომ შეინარჩუნოს, უფრო ნაკლებხელფასიანი მწვრთნელის დანიშვნა და შესარცევი ჯგუფიდან ნაკრების გასვლაა. ნებისმიერი სხვა შედეგით კობიაშვილი ბოლომდე გამტყუნდება. გამოვა, რომ მთელი ეს "სპექტაკლი" მხოლოდ პირადი ინტერესებისთვის დადგა. რას ქვია კომპენსაციას არ გადაიხდიან. მაღაზიის გამყიდველი ხომ არ ყავდათ დაქირავებული(მასაც უნდა პატივი სცენ). ამას შეიძლება საერთაშორისო სკანდალი მოყვეს.
hahaha
რა სასაცილოა. ამ ხალხს გონია ქართული ფეხბურთის პრობლემა ცხადაძით გადაწყდება. მეტი არ არის ჩემო მტერი. ეხლა გავიხსენოთ რაც იყო. ქეცბაიას შემდეგ ცხადაძემ ფაქტიურად არ აცადა არავის და დაიწყო მოლაპარაკებები ფედერაციასთან. კონკურსი არ ყოფილა (გახსოვთ ალბათ მისი ნახევრად საიდუმლო მოლაპარაკებები). მეორე-6 თვე უხელფასოდ იმიტომ მუშაობდა რომ იგივე დროს ბაქოს ინტერის ტრენერი იყო და ამას საზოგადოება არ მიიღებდა (ეს შეთავაზება თვითონ გააკთა). დარწმუნებული ვარ მან უკვე იცოდა იმ პრობლემების შესახებ რაც ინტერის მფლობელს ელოდა. მაგალითად ხელფასებს უკვე ვეღარ არიგებდნენ. (ის კაცი ეხლა ციხეშია). ანუ ცხადაძემ სამუშაო იშოვა. მესამე ის მოურიგდა 100 ათასზე (სუფთა) თვეში ანუ მილიონ 200 წელიწადში, უამრავი დამეთანხმება იმაში რომ აქ ან დომენტა ან რეზი წილში იჯდნენ. თუ ქეცბას დროს იჯდნენ წილში, ცხადაძეს რატო არ ჩაუჯდებოდნენ, რა წითელი კოჭია? ცოტა ამ კუთხითაც იფიქრეთ.
77
aq chvens komentarebs memgoni chvengarda aravin kitxulobs.aserom chven gulshematkivarma tuar viaqtiuret araperi gamova.tqvit movgrovdet da ratqmaunda kanonis parglabshi movawyot mitingi tu raqvia rom davanaxot amunamusoebs rom qartuli pexburti chvenia mteli eris...
დომენტი
ამ ბიჭს მაგარ პატივს ვცემ და მაგრა მინდა იმედები არ გამიცრუვდეს( არადა მაქეთკენ მიდის
grisha
დაანებეთ თავი ვიღაც იაფიანი, ნახევრად პროფესიონალი, საეჭვო კანდიდატურების ძებნას. ისევ ნაკრები ზარალდება, თორემ არც კახა დაიკარგება ამ ადგილის გარეშე და სფფ -ც თავზე ნაცარს წაიყრის და სტვენა სტვენით ივლის მე რა შუაში ვარო. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ნუ ეთამაშებით გულშემატკივრის ნერვებს. ნაკრები მარტო ფედერაციის არ არის, ის საერთო სახალხო კუთვნილებაა და ცოტა ჭკუას მოუხმეთ. დავტოვოთ ცხადაძე და ჩავამთავრებინოთ ციკლი. ცივილიზირებულად მოვიქცეთ და თავს სასაცილოდ ნუ გავიხდით სასამართლოებით. ლევან გააკეთე ეს წარმატებების ლოდინში გასავათებულ და ნიჰილისტურად და ირონიულად განწყობილი ქართველი გულშემატკივრების გულისთვის. ამას დაგიფასებენ
Raio
რა სისულელე გააკეთეს ეხლა ?! მე რო ვიყო ცხადაძის ადგილას არც მე არ წავიდოდი ეგრე უსიტყვოდ, რას ქვია არაფერს არ გადაუხდი. კაცს კონტრაქტი ქონდა, თვისთვის მუშაობდა ნორმალურად.
აკო
ფედერაციას რომ კომპენსაციის გადახდა მოუწევს, ამაში ორი აზრი არ არსებობს. რას ქვია არ აპირებს. მთავარი ისაა, კომპენსაციის გადახდის კუთხით რა დევს ხელშეკრულებაში. ასე რომ, ინფგორმაცია კომპენსაციის არ გადახდის თაობაზე, სპეკულაციაა და მეტი არაფერი.
რეზო
რაც ეკუთვნის უნდა გადაიხადონ. ასეთი ქცევით ფულზე მეტი დაკარგა ფედერაციამ. რომელი ბიზნესმენი ენდობა ამათ.
ნიკოლოზ
მოდი ერთ რამეზე შევთანხმდეთ ტიპიური "gruzin"_ული სიტუაცია წავიდა. პიროვნების სასმსახურიდან გაგდება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მთავარი ნაკრების მწვრთნელს არ უნაზღაურებენ კონტრაქტით გათვალისწინებულ თანხას და ჩვეულებრივ უპატრონო კაცს მისცემს ვინმე რამეს. დიდ პატივს ვცემ კობის, მაინც მგონია მაგის პირადული გადაწყვეტილება არაა. თუ სადმე სამართალი არსებობს ( ამ ქვეყნის გარეთ მაინც ) დამტკიცდება რო კახას ეკუთვნის. უბრალოდ ამდენი ღვარძლი მართლა არ არის საჭირო "თურმე ნაკრებს შესძლებია" ბოლოს 10 წელიწადში პირველად თქვა ხალხმა.. კობი... კობის რაც შეეხება მასაც მადლობა ოღონდ ჯერ მხოლოდ სამაგალითო ფეხბურთელობისთვის
Irakli 88
Zaza patriotizmi rashuashia ? Raebs laparakobt xalxo ? Ise bevrs etyoba komentarebidan radonezea mati IQ, gigas da sxvebsac vetanxmebi rom ajobebs dasxdnen da dailaparakon,gverddze gadadon yvelapei da gaaketon is rac uketesi iqneba nakrebistvis,cxadadzem ki aseti ràme ukve gaaketa ertxel,oqriashvilis ambavs vgulisxmob,tavis tavze metad nakrebi daapasa,
r
დატოვეთ ცხადაძე...
ლაშატო
აშკარაა, რომ კობიაშვილის პირადი შეხედულებებისა და ემოციების გამო ზარალდება როგორც ნაკრები ასევე სფფ ბიუჯეტი. არაპროფესიონალის ხელწერაა.
tngh
კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ორმხრივი კომპრომისისაკენ!!! ჯერ გვიან არ არის და საქმესაც აუცილებლად წაადგება. ნუ გაუშვებთ ხელიდან შანსს.
Irakli 88
Beqa_barsas,iqneb amixsna ratom unda cavides an rashuashia sheni sityvebi am situaciashi ? Mixedavad imisa rom kaxa cxadadzeze ar vgijdebi rogorc mcvrtnelze,mimachnia rom am etapze sruliad misagebi iqneboda misi mushaoba nakrebshi,magram radgan saqme ase cavida am shemtxvevashi pedeacia valdebulia tavisive xelmocerili dokumentis pirobebis shesrulebashi,mere ra rom pederacias axali xelmdzgvaneloba yavs,ar undat es mcvrtneli,? Ki batono tu ar ginda mieci tavisi da gamocvaleet,aq sakamato da zedmeti lasaparako araperia,sad ginaxiat xàlxo aseti rame mcvrtnels kompesaciis gareshe ushvebdnen.kargit raa,erti tetris gadaxdasac ar apirebs pederaciao tan,raari es junglebshi vcxovrobt ?
ზაზა
არიქა და ჩემნაირი პატრიოტი მეორე არ არი საქართველოშიო, ეგ ის ცხადაძეა???
დავით
კობიაშვილი დიდი ამბიციის ... ტიი ჩანს, აშკარაა საქმეს ვერაფერსაც ვერ არგებს
dato
6 თვე უფასოდ რომ იმუშავა კარგი იყო, ახლა დაპირებულ და კუთვნილს როდესაც ითხოვს ცუდია-მაგარი ლოგიკაა!!!
logikurad
ეს ამბავი ქართUL ფეხბურთს უარყოფიტ კვალს ვერ დაამჩნევს იმიტომა რომა ამაზე უარყოფიტი აგარ შეიზლება იყოს.......... ასეა ეს
giga
ჩემის ღრმა რწმენით, ყველაფერს აჯობებდა დასხდნენ, გვერდზე გადადონ პირადი წყენები და ითანამშრომლონ. ეს ორთავე მხარისათვის უკეთესი იქნება. განსაკუთრებით ფედერაციისათვის და რაც ყველაზე მთავარია, ნაკრებისათვის. ასე რომ, გვერდზე გადადეთ წყენებანი და იმოქმედეთ საქმის სასარგებლოდ. ამასთან, თუ ფედერაცია არ ფიქრობს კომპენსაციის გადახდას, რაც ხელშეკრულებითაა განსაზღვრული, მაშინ, თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდებს და პროცესის გაწელვას შეუწყობს ხელს.
კოტე მელაძე
ცხადაძემ უნდა მიიღოსყველაფერი ის რაც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ის თანხა კი უნდა გადაიხადოს იმან ვენც აურია ყველაფერი
giga
აბა რა ეგონათ ცხადაძე პანცუღს ამოარტყმევინებდა? და აბა 1 ვინ უცხელს ნახავენ თავიანთ პირობებზე? პაკისტანელიც უცხოელად ჩაითვლება ისე :D
c
ეს რაგააკეთეს , როგორ შეიძლებოდა ამ დროს ცხადას გაშვება, კობი შეცდა...!
kote meladze
ცხადაძემ რაც ეკუვნის ხელშეკრულებით ყველაფერი უნდა მიიღოს. ეს თანხა იმან უნდა გადაიხადოს ვიაც აური ყველაფერი
beqa_barsa
ცადი სჰენ კიდე მარა ქარტველები სადაც პულია იქ ესე ადვილად უკან არ ვიხევტ
beqa
მმმ
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...