ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველო ესპანეთს ევრო 2016-ზე გააცილებს - სპარინგები არ დაიწუნება, მაგრამ...

საქართველო ესპანეთს ევრო 2016-ზე გააცილებს - სპარინგები არ დაიწუნება, მაგრამ...

საქართველოს ნაკრებისთვის მწვრთნელის დანიშვნა ყველაზე მძიმე საჯილდაო ქვაა ფეხბურთის ფედერაციისთვის
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებისთვის ისეთი მეტოქე მონახა, კაცი უკეთესს რომ ვერ ინატრებს. 7 ივნისს, ხეტაფეს (მადრიდის გარეუბანი) მთავარ სპორტულ არენა "კოლისეუმ ალფონსო პერესზე" (იტევს დაახლოებით 18 ათას მაყურებელს) საქართველოს ნაკრები ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება...

არცთუ საუკეთესო...

ისე გამოდის, რომ ესპანელები საქართველოს ნაკრებთან შეხვედრის დასრულებისთანავე ბარგს ჩაალაგებენ და ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად საფრანგეთს მიაშურებენ. ტიტულის დაცვა რთული ამოცანაა, მაგრამ არა - შეუსრულებელი.

ბევრი მიიჩნევს, რომ ესპანეთის ნაკრებს ახლა არცთუ საუკეთესო პერიოდი უდგას, თუმცა ცხადია - ქართველებს (და არამარტო, ევროპის ჩემპიონატის მონაწილეებსაც) უძლიერეს გუნდთან ექნებათ საქმე. სერხიო რამოსი, ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი, ხორდი ალბა, ჟერარდ პიკე, ხუან მატა, ალვარო მორატა... აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

ცხადია, ჯერაც უმწვრთნელო საქართველოს ნაკრებს ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. მართალია, ევროპის ჩემპიონატისწინა უკანასკნელ შეხვედრაში ესპანელი ფეხბურთელები ტრავმებს მოერიდებიან და ფრთხილად ითამაშებენ, მაგრამ ისინი, ამავე დროს, ყველანაირად ეცდებიან, გამარჯვებულებმა დატოვონ სამშობლო და საფრანგეთში ამაღლებული განწყობით გაემგზავრონ.

კინაღამ...

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნულმა გუნდებმა აქამდე ორი ოფიციალური მატჩი ჩაატარეს. ეს იყო მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები. მართალია, ორივე თამაშში მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ თბილისურმა დაპირისპირებამ მაინც დაუვიწყარი ემოციები დაგვიტოვა.

2012 წლის 11 სექტემბერს "დინამო არენაზე" ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, საქართველოს დედაქალაქს ხომ თვით მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები ეწვივნენ.

თამაში ისეთი გამოვიდა, დიდხანს რომ დაამახსოვრდება კაცს. საქართველოს ნაკრებმა, თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, მოედანზე თავი დადო, უძლიერეს მოწინააღმდეგესთან კინაღამ ქულას გამორჩა და ცოტა რომ გამართლებოდა, იქნებ ის შეხვედრა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებითაც ჩაგვეწერა.

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

ცხადია, უპირატესობა ესპანეთს ჰქონდა. "ფურია როხამ" საქართველოს ნაკრების კართან მომენტები მრავლად კი შექმნა, მაგრამ ქართული დაცვის კედელი ვერ გაანგრია. შანსები ჩვენც გვქონდა. განსაკუთრებით გამოსარჩევი იყო შეტევაში ჩართული ალეკო ამისულაშვილის დარტყმა, რომელიც ძელს მოხვდა. რამდენიმე სანტიმეტრი აქეთ და იკერ კასილიასი უძლური იქნებოდა...

განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ გიორგი ლორიას შესანიშნავი თამაში. თბილისის "დინამოს" მაშინდელმა კიპერმა, რომ იტყვიან, "იფრინა" და ყველა ასაღები თუ აუღებელი დარტყმა გააუვნებელყო.

ჩვენი მეკარის ტრავმა დასანანად დაგვირჩა. კარში როინ კვასხვაძე ჩადგა, თუმცა მას გაშვებულ გოლში ვერ დავადანაშაულებთ - ქართველთა მოქანცული დაცვა "გატყდა" და 86-ე წუთზე რობერტო სოლდადომ გაგვიტანა - 0:1.

თამამად შეიძლება დაიწეროს, რომ ესპანეთის ნაკრებთან თბილისური შეხვედრა ერთ-ერთი საუკეთესო იყო ეროვნული გუნდის მაშინდელი მთავარი მწვრთნელისთვის, თემურ ქეცბაიასთვის...

ჩვენ დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ სპორტში და კონკრეტულად, ფეხბურთში, განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ტერმინის - "ღირსეული წაგების" გამოყენებას, მაგრამ მოდით, უძლიერეს ესპანეთთან მარცხს, გამონაკლისის სახით, სწორედ ეს ტერმინი ვარგუნოთ...

ცალი ფეხით

მეორე შეხვედრა ალბასეტეს "ესტადიო კარლოს ბელმონტზე", 2013 წლის 15 ოქტომბერს შედგა. საქართველოს ნაკრებში ამ დროს უკვე აღარ ჩანდა ძველებური მუხტი, თან შემადგენლობაც მნიშვნელოვნად იყო გადახალისებული.

როგორც ველოდით, ქეცბაიას გუნდი საკუთარ საჯარიმოში გამოიკეტა. 26-ე წუთზე, ანდრეს ინიესტას პასით, ანგარიში ალვარო ნეგრედომ გახსნა. მეორე გოლი კი მასპინძლებმა 61-ე წუთზე გაგვიტანეს - ჟერარდ პიკეს პასით თავი ხუან მატამ გამოიჩინა.

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

ესპანეთმა, როგორც ამბობენ ხოლმე, "ცალი ფეხით" მოგვიგო. მასპინძლებს პირველიდან ბოლო წამამდე არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ თავიანთი უპირატესობა და ყველა საგოლე შანსი რომ გამოეყენებინათ, ანგარიშში სხვაობა გაცილებით სოლიდური იქნებოდა...

თაობა მიდის, თაობა მოდის...

რა ძალას წარმოადგენს ესპანეთის დღევანდელი ნაკრები? შეიძლება ის ახლა ნაკლებად ძლიერია, ვიდრე 2-3 წლის წინ იყო, მაგრამ თუ თაობა მიდის, თაობა მოდის კიდეც. ასე რომ, ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი თავისუფლად შეგვიძლია ჩავთვალოთ კარსმომდგარი ევროპის პირველობის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად. საფრანგეთის სტადიონებზე დელ ბოსკეს ძველი და ახალი თაობის ნაზავი ეყოლება.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც "ფურია როხასთვის" კატასტროფული გამოდგა, ეროვნულ გუნდში არაერთი ახალი ფეხბურთელი დაწინაურდა, თუმცა ადგილზე არიან "ბებერი ხარებიც".

ჩვენი ვიდარდოთ...

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ გამართავს ამხანაგურ მატჩებს. 29 მარტს ჩვენი ქვეყნის პირველი გუნდი თბილისში ყაზახეთს უმასპინძლებს.

ამის შემდეგ გუნდი ავსტრიულ შეკრებაზე წავა, სადაც 28 მაისს ევროფორუმის კიდევ ერთ მონაწილე სლოვაკეთს შეხვდება, 3 ივნისს კი, ბუქარესტში რუმინეთს (რომელიც ევროპის ჩემპიონატს მასპინძელ საფრანგეთთან მატჩით იწყებს) დაუპირისპირდება.

სპარინგები მართლაც არ დაიწუნება, ახლა კი ის დროა, ეროვნული გუნდის სათავეში კვალიფიციური მწვრთნელი მოვიდეს. მწვრთნელის დანიშვნა ყველაზე მძიმე საჯილდაო ქვაა ფეხბურთის ფედერაციისთვის. დრო აღარ ითმენს - ახალ მწვრთნელს ხომ სჭირდება დრო იმისთვის, რომ თუნდაც ფეხბურთელები გაიცნოს.

ესპანეთის ნაკრებთან მატჩი, გნებავთ, სხვა სპარინგები, მწვრთნელს ძირითადი შემადგენლობის, ძირითადი ბირთვის გამოკვეთაში კი დაეხმარება, მაგრამ დრო... დიახ, დრო ახლა ნამდვილად არ მუშაობს საქართველოს ნაკრებზე.

ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელს ცაიტნოტური მდგომარეობა არ უნდა შეუქმნას, თორემ მომავალი შესარჩევი ციკლი, ჯერ კიდევ დაწყებამდე, იქცევა მორიგ დაკარგულ შანსად...

კარგი დასაწყისი ყოველთვის ბევრს ნიშნავს, მით უმეტეს მაშინ, როცა საქმე საქართველოს ნაკრების მსგავს ემოციურ გუნდს ეხება...

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი

11.09.12. თბილისი. "დინამო არენა". 54 598 მაყურებელი

საქართველო-ესპანეთი 0:1

გოლი: 0:1 სოლდადო (86)

საქართველო: ლორია (73. კვასხვაძე), ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, დ. კვირკველია, კაშია, ლობჟანიძე, კანკავა, დაუშვილი, თარგამაძე (64. ძალამიძე), ოქრიაშვილი, მჭედლიძე (79. სირბილაძე).

სათადარიგოები: ხუბუტია, გრიგალავა, ფოფხაძე, რეხვიაშვილი, მაისურაძე, ანანიძე, მიგინეიშვილი, გორგიაშვილი, გურული.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი, რამოსი, არბელოა (80. ფაბრეგასი), პიკე, ალბა, ინიესტა, ჩაბი ალონსო, ბუსკეტსი (57. პედრო), ჩავი, დავიდ სილვა (64. კასორლა), სოლდადო.

სათადარიგოები: ალბიოლი, ბერნატი, ვილია, ფერნანდო ტორესი, ხესუს ნავასი, ხუანფრანი, მონრეალი, რეინა, ვიქტორ ვალდესი.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

მუნდიალი 2014. შესარჩევი ციკლი

15.10.13. ალბასეტე. "კარლოს ბელმონტე".16 133 მაყურებელი

ესპანეთი - საქართველო 2:0

გოლები: 1:0 ნეგრედო (26), 2:0 მატა (61)

ესპანეთი: კასილიასი, ხუანფრანი, რამოსი, პიკე, ალბერტო მორენო, ინიესტა (82. ისკო), ბუსკეტსი, ჩავი (66. კოკე), ხესუს ნავასი, პედრო (58. მატა), ნეგრედო.

სათადარიგოები: ვიქტორ ვალდესი, რეინა, მონრეალი, მიჩუ, მარიო სუარესი, მარტინესი, ფაბრეგასი, დავიდ სილვა, არბელოა.

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: ლორია, დ. კვირკველია, ხუბუტია, კაშია, ხიდეშელი, ლობჟანიძე, კობახიძე, ძარია, შ. გრიგალაშვილი (70. ებრალიძე), ე. გრიგალაშვილი (75. ხმალაძე), გელაშვილი (87. მოდებაძე).

სათადარიგოები: კვასხვაძე, ღვინიანიძე, თომაშვილი, რევიშვილი, კვახაძე, დვალიშვილი, ფოფხაძე, ცხადაძე.

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ხუბუტია (55)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• levani kaxeti

კახური პირდაპირობით ვიტყვი: იქნებ ჯობდეს, რომ ფედერაციამ დაანებოს თავი "საკუთარი თითის უკან დამალვას" და პირდაპირ დაქნიშნოს გეგუჩაძე ეროვნულ ნაკრებში, ასეა თუ ისე, ყველაზე ღირსეული და კვალიფიციური მაინც ეგ არის.

• sdfsd - ს

მადლობა რისთვის, კარსმომდგარი მატჩების წინ ნაკრები (კარგი) მწვრთნელის გარეშე რომ დატოვეს?!

• sdfsd

მადლობა ფედერაციას ამისთვის მართლად რომ მაგარია ასე გააგრძელეთ მუშაობა და ხალხი გვერდში დაგიდგება კრიტიკოსები ყოველთვის იქნება მაგრამ თქვენი კარგი საქმე მათ გადაფარავს და გულშემატკივარი გვერდში დაგიდგებათ! წარმატებები. კარგი მწვრთნელის მოძებნა ახლა რთული იქნება მაგრამ არა შეუძლებელი იმედი მაქვს ნაკრებს ეშველება

• anti

მე მაინც ქართველს მწვრთნელისკენ ვიხრები, თეთრაძე როგორი ვარიანტი იქნებოდა? ქართველ ფეხბურთელებს მეტნაკლებად იცნობს.

• assa

არც ფედერაციას არ უნდა შევუქმნათ სტრესული სიტუაცია. ნაკრების ტრენერი მშვიდ გარემოში უნდა შეირჩეს. მაისამდე 3 თვეა. ყაზახეთთან ახალგაზრდებმა ითამაშონ.

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

არისაბალაგა შეიძლება ფაბრეგასის გუნდში გადაბარგდეს

დუდუ დადიანის მემორიალზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ

ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

Le Parisien-ი კვარაცხელიას ტრავმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

U17 | საქართველო 3:0 ლიეტუვა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

ლოჩოშვილმა ტრავმა მიიღო - "ნიურნბერგი" სახლში "ჰერტასთან" განადგურდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"რეალს" გიულერის თაობაზე ორი კლუბი დაუკავშირდა - "სამეფო კლუბმა" გადაწყვეტილება მიიღო

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

[VIDEO] სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და ყველაზე შედეგიანი იყო - შერმადინის მაგარი მატჩი "რეალთან"

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო

ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს

სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა

დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული

დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა

სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს

ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს

"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა

სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა

გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება

თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს

დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა

"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა

სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით

Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს

განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?

"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ

"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..

კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...