ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

"არასდროს მითქვამს საქართველოს ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან"
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" წევრმა მამუკა გორგოძე ტელევიზია "რუსთავი 2"-თან ეროვნულ გუნდში მის არყოფნაზე ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.

არასდროს მითქვამს საქართველოს ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

-  "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]

• beeq

მამუკას კრიტიკოსებს გეხებათ. რომელს გიყვართ ეს ქვეყანა მამუკაზე მეტად და რომელს გაგიკეთებიათ მამუკაზე მეტი ამ ქვეყნისთვის გამოდით უნდა დაგთვალოთ.

• გურჯი

ნუ პროფესორობთ რაგბის ვითომ მცოდნეები. 1) მამუკა ამ თამაშში არ გვჭირდება 2) მეტ ახალგაზრდას აძლევს შანსს ჰეიგი 3) მეორე ნაკრებითაც გადავუვლით რუსებს 3) და ბოლოს არ ხართ რაგბის ნამდვილი ქომაგები თორემ მამუკაზე არ იტყოდით აუგს(ეს ყველას არ ეხება)

• z.u

რუსეთს რომ მოაგებიონ 6 ერს კიარა ასი ერს არუნდა გააკარო ბორჯღალოსნები....გორგოძეს რაც შეეხება ი ს ნამდვილი პროფესიონალი და ნაღდი ქართველი ვაჯკაცია....გორგოძის გარეშეც არუნდა გაგვიჭირდეს წესით...

• gizog

rati-ს ვეთანხმები 100%. სწორად აზროვნებს.

• mitro

რა გჩირთ, მსოფლიო როცა დამთავრდა ყველა იმას გავიძახოდით რომ საჭიროა ეს ჩემპიონატი გამოვიყენოთ ახალგაზრდებისთვისო და ეხლა გახდა მამუკა საჭირო, რუსეთს მამუკას გარეშეც რომ უნდა მოვუგოთ ხო ფაქტია და არ გინდათ ასეთი ლაპარაკები.. შემოგევლე მამუკა სულში ნეტა ეს ქართველობა შენისთანებით იყოს უმრავლესობაში, ზუსტად მაშინ გვეშეველება მანამდე არაფერიც არ გვეშველება!!! მადლობა მამუკა ყველაფრისთვის იმ წუთებისთვის რაც შენ ჩემ სამშობლოს აჩუქე!!!!

• გია

თუ 12-მარტს რუსეთთან წავაგეთ, მატჩი გაყიდული იქნება. ამის მერე არასდროს არ ვუყურებ რაგბის. ჩვენი გუნდი 2თავით უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი, ეს ბოლო თამაშებში კარგად ჩანდა.

• giorgi

რას ხედავტ საგანგაშოს?რაც გააკეთა იმ კაცმა ის დაუფასეთ.ცუდია რომ ვერ შემოუერთდება მაგრამ არაუშავს.მადლობა მამუკა ყველაფრისთვის

• vova

აღარ ეკადრება "დაბალ დონეზე"თამაში?! გამოდის რომ რუსთავი2 მართალი ყოფილა სანამ ეს ხელშეკრულება კლუბდან დაიდებოდა არ იფიქრეს რომ სამშობლო კლუბზე მაღლა უნდა იდგეს?!

• 1232

რა იყო ბიჭო რა ყველაფერში ცუდს ხედავთ და რა ყველაფერში ღალატს და პროჭობას ხედავთ! თქვა კაცმა რაც არი და როგორც არი! ან ეგრეც რო არ იყოს რა მერე?! ზოგიერთი ისეთია უკვე ჩვევად აქვთ რომ ვიღაცას ვინც ცნობილია ან ხალხს ევასება რაღაცა ... მომენტი დაიჭიროს და ჩირქი მოცხოს და ხალხის და ქვეყნის მტრად გამოიყვანოს და კაროჩე რა მართლა ... გორგოძეს თუ კიდე რამის დამტკიცება ჭირდება და მართლა აღარაა საშველი

• levani kaxeti

რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვების შანსი დიდია, ჩემი აზრით, 90-10-ზე, მაგრამ მაინც თავის დაზღვევა არ გვაწყენდა შეხვედრის პრინციპულობიდან გამომდინარე.

• levani kaxeti

მოდით, ვიყოთ რეალისტები: დღევანდელი რუსეთის ნაკრები ნამდვილად არაა ხელწამოსაკრავი გუნდი; კი, რა ტ

• პანტელეიმონი

გაიხარე მამუკა ! ! ! მჯერა, რუსეთთანაც იქნებოდა მამუკა, მაგრამ ყველამ ვნახეთ, რომ წელს რუსეთის ნაკრები ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე სუსტად გამოიყურება. ამ დროს ჩვენი უპირველესი ვარსკვლავის სოჭში ჩაყვანა ნამეტანი დიდი პატივისცემა გამოვიდოდა რუსებისათვის.

• giorgi

ძალიან კარგად მახსოვს თქვენ გეწერათ შეთანხმება ასეთი იყო: მამუკა პირველ სამ თამაშს გამოტოვებდა ნაკრების, სამაგიეროდ მას შემოდგომის ტესტებზე პრობლემა არ ექნებოდა. სამი მატჩი გავიდა, რუსეთი მეოთხეა და შეთანხმებით უნდა ჩამოსულიყო

• jiji

დათოს! შენ, ესენი, მგონი ფეხბურთელებში აგერია ძმობილო!

• okribeli

კი მაგრამ რაგბის კავშირი რატომ დათანხმდა ასეთ კონტრაქტს. უფრო ძვირად რომ გაყიდულიყოო!? თუ სახვეწნად ჰქონდათ ქართველებს საქმე ფრანგებთან. აქ რაღაც ძაღლის თავია დამარხული და ამ ცუდ საქმეში რაგბის კავშირიც და თვით გორგოძეც ცოდავს უეჭველი. გორგოძე, შენ ქართველმა ხალხმა საქართველოს ნაკრებიდან შეგიყვარა. ....

• დათო

12 მარტს საქ.ნაკრები მინიმალური ანგარიშით წააგებს რუსეთის ნაკრებთან.ვისაც უნდა დავენიძლავები

• hg

თუ დარწმუნებულები არიან რომ რუსეთს მამუკას გარეშე მოუგებენ, მაშინ ნამდვილად არ უნდა ჩამოიყვანონ. მაგის ტრამვა არაფრით არ შეიძლება. ღმერთმა ნუ ქნას და თუ წავაგებთ, მაშინ პასუხისმგებლობა ფედერაციაზე იქნება. რაც შეხება მამუკას კაცობას , მაგ ადამიანმა უკვე დაამტკიცა თავსი ადამიანობა და სამშობლოს სიყვარული. ნეტა მაგისთანა შვილი გაიზარდოს ჩემი.

• irakli Apkhaidze

მამუკა ერთა თასის თამაშებზე არ უნდა ,,შევაწუხოდ" უკვე უნდა გვქონდეს იმის ამბიცია რომ ერთა თასის გუნდები მეორე შემადგენლობითაც დავამარცხოდ (თუ მართლა გვინდა 6 ერში შეღწევა) თან ისიცაა, რომ ამ დროს სხვებსაც ეძლევათ საშუალება წარმოჩინდნენ, აი ლაშა ლომიძე მის ადგილზე მშვენივრად თამაშობს და მამუკას არ ყოფნა მისი წარმოჩენის კარგი საშუალება იყო. გასაგებია, რომ როცა ის მინდორზეა სხვა ხიბლი აქვს თამაშს, მაგრამ ადამიანია ისიც და როცა არის ამის საშუალება უნდა დავზოგოთ! მის პატრიოტიზმში კიდე თუ ვინმეს ეჭვი ეპარება და მის ამ ნაბიჯს სხვანაირად აფასებს ვაი იმის პატრონს...

• giorgi

როგორ არ გითქვამს მამუკა. აი, თუნდაც ახლა ამ მატჩში თქვი უარი და ეს პირველი შემთხვევა არ არის! ვფიქრობ რომ თუ ფეხბურთელებს და კალათბურთელებს მსგავს შემთხვევაში ვაკრიტიკებთ, არც მორაგბეებს უნდა ედოთ ტაბუ

• rati

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შეთანხმება იყო ამგვარი: გუნდში ითამაშებს მამუკა და ნაკრებში არ ჩამოვა ერთა თასის უმეტეს თამაშებზე, მაგრამ ამერიკის ტურნე იქნება თუ თბილისის თასი, ნაკრებს მიეხმარება. ჯერ ერთი ისაა კარგი, რომ ახალგაზრდებს მიეცემათ თავის გამოჩენის საშუალება და გუნდი უფრო გაიზრდება თორე მამუკა რა ძალაცაა ყველამ ვიცით და რა გულის კაციცაა ისიც. ამიტომ ცრუ პატრიოტიზმს მოვეშვათ და ნურავის გადავახტებით. რუსეთის მსგავსი ფარჩაკი გუნდების დასამარცხებლად მამუკა გორგოძე არ უნდა დაგვჭირდეს და ამერიკა-კანადასთან გორგოძის გარეშე ნამდვილად გაგვიჭირდება. მამუ მაგარი ხარ და ყველას გვიყვარხარ! ნუ მიაქცევ ნურაფერს ყურადღებას, შენ არაფერი დასამტკიცებელი ქვეყნისთვის არ გაქვს, კაცური კაცი ხარ!!

• giorgi

მე ახლოს არ ვიცნობ მამუკას, ვწერ რიგითი მოქალაქე და გულშემატკივარი. ხალხო (ეხება იმას ვისაც რაიმე უარყოფითი აქვს ნათქვამი ან გაფიქრებული ამ კაცთან დაკავშირებით) ნამუსი აღარ შეგრჩათ... რა დღეშე ხართ, გორგოძეზე რაიმე აუგის გავლება შეიძლება? კაცზე, რომელმაც სხვა ჩვენ ბიჭებთან ერთად მთელი ისტორია შექმნა? რომელმაც ქართველი ვაჟკაცი დაანახა მსოფლიოს? რომლისგანაც ჩვენი მომავალი თაობა მაგალითს იღებს? გორგოძემ რომც არ ითამაშოს არავის აქვს უფლება რაიმე სთქვას მის შესახებ უარყოფითი. რაც მან უკვე გააკეთა ეგეც საკმარისია. გაიხარე მამუკა, ყოველივე საუკეთესოს გისურვებ ცხოვრებაში შენც და დანარჩენ ბიჭებსაც...

• სულითა და გულით დიდი ადამიანია გორგოძილა!

კაცი ხარ მამუკა კაცი,ნაღდი ქართველი, სამაგალითო და მისაბაძი ვაჟკაცი!შენ გენაცვალე ჯიგარში შენა!და ამ კუანა პროვოკატორებს ყურს ნუ უგდებ,რაც არ უნდა იკნავლონ, იმას ვერავინ დამაჯერებს რომ შენზე მეტად მათ შესტკივათ სამშობლოზედ გული!

• aliko

qar - "ნუ იგონებთ ხოლმე რაღაცეებს და ნუ აბუქებთ". .... რომელი კომენტარი მოგეჩვენა გაბუქებულად? ადრესატი მაინც დაგესახელებინა. ...

• თევდორე

ძალიან ცუდი რომ კლუბსა და რაგბის კავშირს შორის ასეთი შეთანხმება არსებობს... ესეიგი კლუბი უფრო მაღლა დგას ვიდრე ნაკრები... არა აქვს მნიშვნელობა რუსეთს ეთამაშები თუ არა... ნაკრებში თამაში საამაყოა.

• qar

რაგბის კავშირსა და კლუბს შორის იყო მიღწეული შეთანხმება, თუ მამუკა მსოფლიოზე ითამაშებდა მაშინ ერთა თასის 3 თამაშზე არ წამოვიდოდა. ასეთი შეთანხმება ბევრ ვარსკვლავთან კეთდება საერთოდ სხვა ნაკრებებშიც. მამუკა რო ვარსკვლავია აქედანაც ჩანს. ნუ იგონებთ ხოლმე რაღაცეებს და ნუ აბუქებთ, თუ არ იცით იკითხეთ მაინც.

• ბორისი

მამუკა შენი ყოველთვის გვჯეროდა და ახლაც გვჯერავს, შენ ჩვენი რაგბის ლეგენდა ხარ და ლეგენდა ყოველთვის ლეგენდაა.

• ბმბ

ჩვენი სიამაყე კაცი!

• ტოტო

ხომ არძლევენ რუსებს ამ თამაშს?ზაქარეიშვილმა ხომ არ ჩააწყო?)) მაინც არ ვენდობი ამათ

• aliko

მიზეზი შეიძლება მისაღებია, მაგრამ ფაქტია რომ ნაკრებში აღარ ჩამოდის. მე მაინც დავდივარ თამაშებზე, მაგრამ როცა მამუკაა ნაკრებში,უნდა ვაღიარო, რომ სულ სხვა განწყობაა ყველაში. პირველ რიგში მისი თამაშის სტადიონზე ხილვა მანიჭეწბს უდიდეს სიამოვნებას. ესაა და ეს, თუ არა ისედაც ვიცი რომ ჩვენები პირველ ადგილს არავის დაუთმობენ. მსოფლიოზე კი ისედაც გასულები ვართ. ანუ მინდა ვთქვა, რომ მამუკა არის უდიდესი მოტივაცია ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის, უყუროთ რაგბს და ვიაროთ სტადიონზე. ღმერთმა ნუ ქნას და რუსებთან..... ოოოოოოოოოოოოო

• giorgi

მამუ, შენ მაგაზე არ იდარდო - ძაღლებს და კატებს რა დალევს ამ ქვეყანაში ვუახლოვდებით იმ კონდიციებს, როდესაც ერთა თასს ტოპ მორაგბეების გარეშე, მე-2 / მე-3 შემადგენლობით მოვიგებთ

• me

მამუკას მაგ თამაშისთვის მოცდენა არც ღირდა. რუსეთთან ჩვენ ვიკლავთ თავს თორე დაბალი დონის გუნდია და არ ჭირდება ვარსკვლავებით ბოლომდე მოსპობა. მოვუგებთ და წამოვალთ დავტოვებთ იევ ისე. რუმინეთთან ჩამოვა და მგონი ზაფხულში, რომ იგეგმება ტურნე სამხრეთში იქ მიდის.

• guja

რომელ სანაკრებო თამაშებში მიიგებს მონაცილეობას გორგოძე? თუ ვინმემ იცის გაგვიზიარეტ.უფრო საინტერესოა როცა მამუკა თამაშობს

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

სავსე ტრიბუნების დროა!

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!