სლოვაკი სპეციალისტისთვის ეროვნული ნაკრები პასუხისმგებლობა, პატივი და ღირსებაა
ათიოდე დღის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საქართველოში თუ ჩამოვიდოდა და ამაზე უარყოფითი რეაქცია არ გვექნებოდა, მაგრამ სწორედ ასე მოხდა, რადგან ჩვენი ვლადიმირ ვლადიმიროვიჩი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია...

გუშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში 51 წლის სლოვაკი სპეციალისტი ჟურნალისტების წინაშე წარადგინეს.

კონტრაქტის მიხედვით, ვაისი საქართველოს ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ბოლომდე იმუშავებს...

სანაკრებო გამოცდილებით...

ლევან კობიაშვილი:

- ჩვენი მიზანი იყო, ნაკრების ახალ მწვრთნელს სანაკრებო დონეზე მუშაობის გამოცდილება ჰქონოდა. ვლადიმირ ვაისს წარმატებით უმუშავია როგორც სლოვაკეთის ნაკრებში, ასევე, საკლუბო დონეზე. მან სლოვაკეთი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა, სხვადასხვა კლუბი კი ჩემპიონთა და ევროპის ლიგებზე ათამაშა. ახალ მთავარ მწვრთნელთან მოლაპარაკება თვენახევრის წინ დავიწყეთ. უმთავრესად, უცხოეთში ვხვდებოდით ერთმანეთს. ბოლოს თბილისში ვილაპარაკეთ, სადაც დეტალურად გაეცნო სამუშაო გარემოს.

- ხელშეკრულება რა პირობებით გააფორმეთ? ცხადაძის მოხსნის მთავარი მიზეზი ხომ დიდი ხელფასი იყო...

- კონტრაქტი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გაფორმდა და ზუსტად ის პირობებია, რასაც კახა ცხადაძეს ვთავაზობდით. დასაფასებელია, რომ ახალ მწვრთნელს აქცენტი ფინანსურ მხარეზე არ გაუკეთებია. რა თქმა უნდა, ამაზეც ვილაპარაკეთ, მაგრამ მისთვის მთავარი იყო ჩვენთან თანამშრომლობა და არა - ფული. ის ლაპარაკობს რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ფეხბურთელებს მხოლოდ დღეიდან არ გაიცნობს, მას უკვე მივაწოდეთ ინფორმაციები, რასაც თვენახევრის განმავლობაში ამუშავებდა და ნაკრების მიერ ჩატარებული ბოლო 10 მატჩის ჩანაწერიც ნახა.

- ახალ მწვრთნელს წარმატებად რა შედეგს ჩაუთვლით?

- ისევე, როგორც ცხადაძის შემთხვევაში, მინიმალური მიზანი მომავალ შესარჩევ ციკლში მესამე ადგილის დაკავება იქნება. ამ შედეგის მიღწევის შემთხვევაში, მწვრთნელი პრემიალურ ბონუსებს მიიღებს.

დავით მუჯირი:

- როცა მწვრთნელების კანდიდატურებს ვარჩევდით, ბატონი ვლადიმირი ჩვენს სიაში პირველი გახლდათ. ჩვენ მოტივირებული მწვრთნელი გვჭირდებოდა და მიხარია, რომ ჩვენს წინადადებას დათანხმდა. ის პირველი მწვრთნელია, რომელიც ნაკრებში ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე იმუშავებს.

იქიდან გამომდინარე, რომ შინ მეტი ამხანაგური მატჩი აღარ გვექნება, ვაისის თხოვნით, 29 მარტს ყაზახეთის ნაკრებთან "დინამო არენაზე" ვითამაშებთ.

ფოტოზე: ვლადიმირ ვაისი და ლევან კობიაშვილი

აქ ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ

ვაისი:

- ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში მუშაობას სამი სიტყვით შევაფასებ: პასუხისმგებლობა, პატივი და ღირსება. სლოვაკეთის ნაკრებში 4 წელიწადი გავატარე. ბოლო სამი წლის განმავლობაში ყაზახეთში, კერძოდ - "ქაირათში" ვმუშაობდი. მიხარია, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საერთაშორისო დონეზე დავბრუნდი...

...ორი თვის წინათ დავით მუჯირი დამიკავშირდა, შემდეგ ლევანი... შემომთავაზეს ნაკრებში მუშაობა. ქართული ფეხბურთის ისტორიას გავეცანი, ნაკრების ბოლო 10 თამაში ვნახე და მინდა გითხრათ, რომ ამ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ. ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია...

...არავის ვპირდები, რომ დიდ შედეგს მივაღწევ. იდეალური ნამდვილად არაა, როცა ნაკრები შესარჩევი ციკლის წილისყრამდე მე-6 კალათაშია, მაგრამ მსურს, ფეხბურთელები შეკრებაზე ღიმილიანი სახეებით ჩამოვიდნენ. ნელ-ნელა პროგრესს უნდა მივაღწიოთ და შემდეგი ციკლის დაწყებამდე უკეთეს კალათაში მოვხვდეთ. მწვრთნელობა იოლი საქმე არაა, ყველაფერი შედეგზეა დამოკიდებული. თბილისში უცხო ქალაქის დასათვალიერებლად და ფულის საშოვნელად არ ჩამოვსულვარ...

ნაკრებში ვიღაც მეტად გამოცდილია, ვიღაც - ნაკლებად. კარი ყველასთვის ღიაა. წარმატებას ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ: ფეხბურთელებმა, მწვრთნელებმა, გულშემატკივრებმა, ჟურნალისტებმა... თქვენ უნდა გაგვაკრიტიკოთ, თუ საამისო საფუძველი გექნებათ, მაგრამ როცა გუნდი კარგად ითამაშებს, მხარიც უნდა დაგვიჭიროთ...

- მართალია, თითქოს ყაზახეთის ნაკრებში გიწვევდნენ?

- დიახ, ყაზახებმა დეკემბერში შემომთავაზეს ნაკრებში მუშაობა, მაგრამ მოლაპარაკება გაიწელა. შემდეგი წინადადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მივიღე და დავთანხმდი.

იარაბეკის რჩევები

- სამწვრთნელო შტაბი უკვე დააკომპლექტეთ?

- ჯერ მხოლოდ პირველი ასისტენტი და ფიზმომზადების მწვრთნელი შევარჩიე, მაგრამ შტაბში ქართველი მწვრთნელიც იქნება და ამის შესახებ ფედერაციასთან მოლაპარაკება გვაქვს. გუნდის ექიმი, მასაჟისტი, ადმინისტრატორი ქართველები იქნებიან - მათ გარეშე მუშაობა წარმოუდგენელია. კონსულტაციას "დინამოს" სლოვაკ მწვრთნელ იარაბეკთანაც გავივლი, რადგან მან აქაური ფეხბურთელების შესაძლებლობები უკვე კარგად იცის.

- საქართველოში ცხოვრებასა და ეროვნული ჩემპიონატის მატჩებზე დასწრებას თუ აპირებთ?

კობიაშვილი:

- ამ საკითხზე ჩემი დამოკიდებულება ცალსახაა: ნამდვილად არ ვარ მომხრე, რომ ადრინდელივით, მწვრთნელი ნაკრების თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე ჩამოვიდეს და თამაშის მერე წავიდეს. ვაისს კონტრაქტით აქვს ვალდებულება, რომ საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწროს.

ვაისი:

- 17 მარტს თბილისის "დინამოსა" და გორის "დილას" თამაშს დავესწრები, ფეხბურთელებს დავაკვირდები. ნაკრების წევრთა 70 პროცენტი ლეგიონერია, მაგრამ აქაური რესურსიც მაინტერესებს.

- 29 მარტს საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩს ითამაშებს. მონახაზი გაქვთ, რომელ ფეხბურთელებს გამოიძახებთ?

- როგორც გითხარით, საქართველოს ნაკრების ბოლო 10 მატჩი ვნახე და გარკვეული დასკვნებიც გავაკეთე. საქართველო, სლოვაკეთის მსგავსად, პატარა ქვეყანაა და ჩემი სია ძალიან დიდი ვერ იქნება. ბირთვი არსებობს, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც არიან, რომლებმაც თავიანთი პოტენციალი ბოლომდე უნდა გამოავლინონ. მაგალითად, ოქრიაშვილმა, ანანიძემ, ყაზაიშვილმა...

გონივრული ფეხბურთის მიმდევარი

- ქეცბაია გუნდს დაცვით ფეხბურთს ათამაშებდა, ცხადაძე - კომბინაციურს და შემტევს. თქვენ როგორი ფეხბურთის მიმდევარი ბრძანდებით?

- შემტევი ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ აუცილებელია მეტოქის ძალის გათვალისწინება. გონივრული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, ისეთი, რომელიც შედეგს მოიტანს. ნაკრების მთავარი მაჩვენებელი სტაბილურობა და შეთამაშებაა. ჩვენ 4-2-3-1 ან 4-3-3 ტაქტიკით ვითამაშებთ. შესაძლოა, 3 ცენტრალური მცველიც დავაყენოთ... შევეცდებით, ყაზახეთთან შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. ეს სულაც არ არის იოლი მეტოქე...

...ნაკრების თამაშები რომ ვნახე პოლონეთთან, გერმანიასა და ირლანდიასთან, საქართველო მეტოქეს ბევრით არ ჩამორჩებოდა, მაგრამ რაღაც არ ჰყოფნიდა... შესაძლოა - ფიზიკური მომზადება. ნაკრების ზოგიერთ წამყვან ფეხბურთელს კლუბში ნაკლები პრაქტიკა აქვს. მაგალითად, ანანიძეს - "სპარტაკში"...

ფეხბურთელებს უნდა შევთავაზო პროგრამა, რომ ფიზიკურ მზადყოფნაში ჩამოვიდნენ. მჯერა, ფეხბურთელებს სამშობლო და ნაკრები უყვართ. მთავარია, მათ მოედანზე ის პოზიციები შევურჩიოთ, რომელზეც თავს კომფორტულად იგრძნობენ და შესაძლებლობებს უკეთ გამოავლენენ. ჩვენ ორი კარგი მეკარე გვყავს, დაცვაში გამოცდილი ამისულაშვილი და კაშია არიან. გუნდის თამაში წარმოუდგენელია კაპიტან კანკავას გარეშე...

მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა უფრო რთულია, ვიდრე - ევროპის ჩემპიონატზე. ვეცდებით, მომავალ შესარჩევ ციკლში უფრო წინ წავიწიოთ და თუ შედეგი გვექნება, შემდეგ ევროპის ჩემპიონატზეც ვიფიქროთ...

იღბალი... არ მიყვარს ეს სიტყვა

- თქვენს დროს, სლოვაკეთის ნაკრები ძალიან სწრაფ ტემპში თამაშობდა. საქართველოს ნაკრების პრობლემა კი სწორედ დაბალი სისწრაფეებია. ნაკრების ფეხბურთელებში სწრაფი თამაშის პოტენციალს თუ ხედავთ?

- სლოვაკეთის ნაკრები სწრაფადაც თამაშობდა და ამავე დროს, ჭკვიანურად და ხარისხიანადაც. არა მგონია, რომ საქართველოს ნაკრებს სწრაფად და დინამიკურად თამაში არ შეეძლოს. ქართველებს ტექნიკის პრობლემა არ აქვთ. ანანიძე, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი ბურთს კარგად ფლობენ და მათი ეს თვისებები უნდა გამოვიყენოთ.

გუნდს ჭკვიანური ფეხბურთის თამაშის პოტენციალი ნამდვილად გააჩნია, მაგრამ მნიშვნელოვანია სათამაშო დისციპლინა, ასევე, ზოგადად - დისციპლინა და ის, თუ როგორ ცხოვრობს ფეხბურთელი. მათ მოედანზე ბევრი უნდა იმუშაონ, თავი გუნდურად უნდა დაიცვან და გუნდურადვე შეუტიონ.

- შესარჩევი ჯგუფის ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

- ფიფას რეიტინგიდანაც ჩანს, რომ ფავორიტი ავსტრიაა. ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონე საგრძნობლად ამაღლდა. სერბებს ბოლო პერიოდში პრობლემები აქვთ, მაგრამ მათი ფეხბურთელები წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ და კარგი ახალგაზრდებიც ეზრდებათ. ფიფას რეიტინგით, აუტსაიდერები მოლდოვა და საქართველო არიან.

უელსთან, სერბეთთან, ირლანდიასთან კარგად თამაში და ემოციის ხარჯზე მოგებაც შეგვიძლია. კარგია, იღბალიც თუ გვექნება. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, იღბლის მაინცდამაინც არ მჯერა. მთავარია, გონივრულად ვითამაშოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

qutaiseli
და ცხადაძე რისი შედეგის დამდობი იყო ნეტა ან საიდან ესეთი ოპტიმიზმი ესტონეთი და ალბანეთი გაიხსენეთ და მისი შვილის მიყვანა ნაკრებში მისმა მომხრეებმა დალაგებული არა კვახი დალაგება ყოფილა წაგებული და გაფარჩაკებული ნაკრების ყოლა.უფრო უტევდაო გუნდიო უტევდა თუ შეტევის ილუზიას ქმნიდა. ან რითი უნდა შეეტია ან ვისით.ეგეთი ფეხბურთის და მწვრთნელების გაპრავება სანამ იქნება ჩვენთან მანამდე ამაზე უკეთეს ვერაფერს მივიღებთ.
ზაზა
ეჰ, ყველაზე დალაგებული გუნდი ცხადაძის ხელში ყალიბდებოდა, ამ ეტაპზე ქართველი ცხადაძის წონის მწვრთნელი მისწრება იყო... 200 ათ დოლარი, რომელიც კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადონ, ამტკიცებს ეჭვს, რომ ძაღლის თავი სხვაგან არის დამარხული.... აქედან გამომდინარე, თუ შედეგი არ დაიდო, მაშინ პასუხსგებლობა კობიმაც უნდა აიღოს და უნდა გადადგეს.... ასეა ეს...
qutaiseli
ეს კაცი არის კარგი მწვრთნელი ხოლო ნაკრები ჩვენი სამწუხაროდ სუსტი ესარი რეალობა და თქვა კიდეც ვაისმა რონ ჩვენ ვართ აუთსაიდერები ამ ჯგუფში მოლდოვასთან ერთად.რა უნდა ეთქვა მეტი.ისე კაი მთქმელს კაი გამგონე უნდაო კარგადაა ნათქვამი.
simartle
გაის ამ დროს ახალ ტრეინერს დავუწყებთ ძებნას,აი ნახავთ...
Gogia
დალაგებულად კი ლაპარაკობს მაგრამ ვისი იმედი აქვს ვერ გავიგე?! ვინც დაასახელა არცერთი(ნუ ვაკოს გარდა)არ თამაშობს კლუბში, თამაში კი არა განაცხადშიც ვერ ხვდებიან!ამისულა და კაშიაო არა და ორივეს ჯობია კვირკველია საბა! რავიცი....... სამწუხაროდ "რომა"ს ყველაფერში ვეთანხმები მაგრამ მაინც მინდა დავიჯერო..... წარმატებები ნაკრებს და ახალ მწვრთნელს!!!
ლუკა
იღბალის იმედზე ჩვენი მტერი იყოს, მაგრამ საკუთარ იღბალს კაცი თავად ქმნის. იღბალი კი ხშირად გამარჯვებულის მხარეს არის. ზოგიერთი გულშემატკივრის მოლოდინები ხშირად ბავშვური, მიამიტური, ჭირვეული, დილეტანტური, არარეალისტური და პათოლოგიურია. ნაკრების განხილვა როგორც ანომალია და მისი კონტექსტიდან ამოგდება თვალთმაქცობის შედეგია. ნაკრების შედეგი არის აისბერგის მწვერვალი, წყლის ზედაპირის ქვეშ კი გაცილებით დიდი მოცულობის მასა იმალება. ქართული ფეხბურთი არის გაპარტახებული! რა მსოფლიო ჩემპიონატი?! მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა არის სახლზე სახურავის დადგმა; ჯერ ამ სახლის საძირკველი არ ჩაგვიყრია, კედლები არ ამოგვიყვანია, არა თუ სახურავი... მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა მრავალწლიანი პროექტის საბოლოო მიზანი უნდა იყოს. უნდა დაიწყოს ბავშვთა ფეხბურთის განვითარებით და ა.შ. ვაისი არის შესანიშნავი მწვრთნელი, მაგრამ თუ მესამე ადგილზე გაიყვანა ნაკრები იქნება ფანტასტიკური მწვრთნელი. მხოლოდ იდიოტს ან ნათელმხილველს შეუძლია თქვას დამაჯერებლად რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება.
qiso
უისს გავეყარე და ვაისს შევეყარეო.
qutaiseli
აფერისტები ჩვენ რო გყვავს ქვეყანაში ყველა სფეროში ისე უნდა ეს კაცი კიდე პროფესიონლია.
Weiss
გვარი გერმანული წარმოშობის აქვს :)
niko
მგონი აფერისტია! ფულის საკეთებლად არ ჩამოვსულვარონ რომ იძახის , აბა რისთვის ჩამოვიდა , რითი დავიმსახურეთ ასეთი უანგარობა? ყველა ადამიანი ხელფასის და ფულისთვის მუშაობს!
ნოდარი
ჩვენი მთავარი პრობლემა ფიზმომზადება და ფსიქოლოგიაა. 30 წუთის მერე თითქმის ყველა იღლება და ვისაც სირბილის თავი აქვს იმას კიდევ არ სჯერა რომ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა და გამარჯვება შეუძლია.
raio
რაიო??? ოქრიაშვილის იმედი მაქო? მაგარი ტრენერი ყოფილა)))))
gizog
ჩვენ ნაკრებს სჭირდება ფსიქოლოგიური გარდატეხა. ფსიქოლოგიური წნეხის მოხსნა, თორემ თამაში რომ შეუძლიათ დაამტკიცეს ბიჭებმა რამდენიმე თამაშში. ეხლა ეს ეპიზოდური წარმატებები უნდა ვაქციოთ სტაბილურ წარმატებებად. რაც მიიღწევადია მწვრთნელის გეგმაზომიერი მუშაობით და რაციონალური თამაშის დანერგვით. ახალ მწვრთნელს ეტყობა ამ კუთხით მუშაობა ეხერხება. წარმატებები მას ვლადიმირ ვაისს და ჩვენ ნაკრებს.
გაიოზი
წარმატებები ჩემს საყვარელ გუნდს.
ROMA
ხალხო,როდის დაანებებთ თავს ბჟუტურს,რა უნდა ქნას ვაისმა ან ვინც არ უნდა იყვეს,უკვე რამდენიმე წელია ევროპის დონის საშუალო ფეხბურთელი არ არსებობს ნაკრებში,მეტიც პასის გაკეთება,კაცის მოტყუება და კარში დარტყმა ეს ხომ სანატრელია,მთელ საქართველოში თბილის გარდა ნორმალური სტადიონი არ არსებობს,რეგიონებში ყანაში თამაშობენ,ნახეთ რა გუნდებში გამოდიან ქართველები,ვაი,ვაი რა ეშველება ჩვენს ქვეყანას და ხალხს,ძნელი სათქმელია.
ალეკსანდრე
საკმაოდ აზრიანად საუბრობს,მტავარია გუნდის შეკვრას ტუ შეძლებს
გუჯა კახაძე
ვლადიმირ ვაისი: "ამ გუნდში დიდ პოტენციალს ვხედავ. ნაკრებს უფრო მაღალ დონეზე თამაში შეუძლია"... რამდენიმე წელია ვაცხადებ, რომ ქართველ ფეხბურთელს ბევრად მეტი შეუძლია ვიდრე "ზოგიერთებს" წარმოუდგენია. მინდა ვიამაყო ჩვენი ნაკრებით!!!!
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
კაშია: თურქეთის ნაკრების დამარცხების გვჯერა
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?
კაშია, მექვაბიშვილი, აზაროვი და სიგუა კონფერენს ლიგაზე ითამაშებენ
დავით მუჯირმა ახსნა, როდიდან და სად შეეძლება გულშემატკივარს ესპანეთთან მატჩის ბილეთის ყიდვა
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
ქართველები ევროტურნირებზე - "სლოვანის" მარცხი, სიგუას დებიუტი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
დავით მუჯირი კარიერას სლოვაკურ გუნდში გააგრძელებს
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...