საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პლეიმეიკერს ესტონეთიდან "ოლიმპში" გადმოსვლის საკითხი გაუჭიანურდა
რუსთავის "ოლიმპი" საქართველოში დაბრუნდა, სეზონისთვის მზადებას დაგანაგრძობს და ახალწვეულებიც დაიმატა, მაგრამ მათ შორის ჯერ არ ჩანს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პლეიმეიკერი ზაქარია ბეგლარიშვილი.

ბეგლარიშვილი ტალინის "ფლორას" ფეხბურთელია, შეკრებაზე კი საქართველოს ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპს" გაჰყვა და ამ კლუბში გადასვლას იმედოვნებდა. ზაქარიას გუშინ დავუკავშირდით და აღმოჩნდა, რომ ის ესტონეთში დაბრუნდა.

- შენი ამბავი თუ გაირკვა, "ფლორა" "ოლიმპში" განათხოვრებს?

- საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპი მალე დაიწყება, მე კი, სამწუხაროდ, ტრანსფერის საკითხი ვერ გავარკვიე. ახლა ამის გასაგებად ვარ ტალინში ჩამოსული, პრეზიდენტს ხვალ უნდა დაველპარაკო და, იმედია, ჩემი საქმეც გაირკვევა.

- "ოლიმპს" თბილისში არ ჩამოყოლიხარ?

- "ოლიმპთან" ერთად კი ჩამოვედი, მაგრამ საქართველოში გაჩერებას რა აზრი ჰქონდა, ჩემი ამბავი ესტონეთში უნდა გარკვეულიყო და წამოვედი.

- რა პრობლემა წარმოიქმნა, კლუბი არ გიშვებს თუ "ოლიმპს" თანხაზე ვერ უთანახმდება?

- არ უნდათ რომ წავიდე, გვჭირდებიო.

- თუ სჭირდები, რატომ არ გათამაშებდნენ?

- მეც მაგაზე ველაპარაკე, სანამ ანთალიაში რუსთაველთა შეკრებაზე წავიდოდი - თუ გჭირდებოდით, მათაშებდით-მეთქი. მე არაფერს ვაზვიადებ, ვარჯიშზეც კარგად ვარ, თამაშებსაც ნორმალურად ვატარებ და ვერ ვხვდები, რას მერჩიან. ამის მიუხედავად, შემადგენლობაში ხშირად მაინც არ მაყენებდნენ. ასე გაჩერებას კი აზრი არ აქვს.

- სიმართლე გითხრა, არ ვიცოდით, "თანამეგობრობის თასზე" რომ წაგიყვანეს.

- წამიყვანეს, მაგრამ მწვრთნელმა პირველი შეხვედრა პეტერბურგის "ზენიტთან" არ მათამაშა. ეს კიდევ გასაგები იქნებოდა, რომ არა მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილება: ჩემს ადგილას მცველი დააყენა, მე კი არ მათამაშა. ამაზე გავმწარდი და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მწვრთნელთან შესვლა და დალაპარაკება, რა გინდა, რას მერჩი, თუ არ გჭირდები, წავალ-მეთქი.

თუმცა, კლუბი არ დამიტოვებია, დავრჩი და მეორე და მესამე შეხვედრები თურქმენეთის ჩემპიონთან და ბელარუსის კლუბთან ძირითადში მათამაშეს, მაგრამ ჩემთვის ასეთი დამოკიდებულება მიუღებელი იყო. ამიტომაც წავედი "ოლიმპის" შეკრებაზე. საქართველოს ჩემპიონი გუნდადაც მომეწონა და კარგი ატმოსფეროც დამხვდა.

- "ოლიმპს" შენი დამატება იჯარით სურს თუ კონტრაქტის გამოსყიდვაზეა მოლაპარაკება?

- რუსთაველებს იჯარა უნდათ, მაგრამ ესტონელები ბევრს ითხოვენ.

- თუ საიდუმლო არ არის, რამდენს?

- 200 ათას ევროს.

- ამხელ თანხას 6-თვიან იჯარაში ითხოვდნენ?

- იჯარაში არა, ტრანსფერის გამოსყიდვაში. ესტონელებს ჩემი არენდით გაშვება არც სურთ, ან მთლიანად გამოგისყიდონ, ან "ფლორაში" უნდა იყოო. თუმცა, პირველ დალაპარაკებაზე შევნიშნე, რომ 200 ათასს კატეგორიულად არ ითხოვენ, შესაძლოა, აზრი შეიცვალონ და იჯარით გამიშვან. უიმედოდ არ ვარ, არ გამოვრიცხავ, იაფად ან სულაც უფასოდ გამომიშვან. მოკლედ, დასალაპარაკებელია.

- "ფლორასთან" კონტრაქტი ხომ არ გიმთავრდება?

- კიდევ ერთი წელი ამათ საკუთრებაში ვიქნები.

- საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ჯგუფში კვლავ ესტონელები მოხვდნენ. "ფლორა" მათი საბაზო გუნდია და, თუ არ გამოგიშვეს, კონკურენტი ნაკრების ფეხბურთელს შენ პოზიციაზე გათამაშებენ?

- იმედია, მაინც გამიშვებენ. ჩემთვის მთავარია, სულ ფორმაში ვიყო და სათამაშო პრაქტიკა მქონდეს. თამაშის გარანტია არც "ოლიმპში" მაქვს, მაგრამ იმედია, ადგილს დავიმსახურებ. აქაურების კი ვერაფერი გავიგე. ცენტრალურ ნახევარმცველად არც მათამაშებენ. გუნდმა თითქმის მთელი სეზონი 4-4-2 სქემით ჩაატარა, მე კი ხან მარცხენა ნახევარმცველად მათამაშებდნენ, ხან მარჯვენა ფლანგზე, უფრო ხშირად მაინც მარჯვნივ.

რამდენჯერმე ცენტრშიც დამაყენეს, მაგრამ ამ პოზიციაზე ესტონეთის ახალგაზრდულის ფეხბურთელ ჰენრი ანიერს ათამაშებს. თუ თავდასხმაში პრობლემაა, წინ მხოლოდ მაშინ გასწევენ, მე კი - ცენტრში მაყენებდნენ. საერთოდ, "ფლორას" გამთამაშებელი არც ჰყავს, ამათი ტაქტიკით ყველა საყრდენია და ყველა უტევს.

- გაგიხარდა ჯგუფში კვლავ ესტონეთთან რომ მოვხვდით?

- რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. თუ ფორმაში ვიქნები, ოთარ გაბელია კი ნაკრებში ჩემ მიწვევასა და თამაშს საჭიროდ ჩათვლის, მათ წინააღმდეგ მთელი სულითა და გულით ვითამაშებ. ძალიან მინდა, ტალინშიც გავუტანო და თბილისშიც. დარწმუნებულიც ვარ, რომ ორივე შეხვედრას მოვუგებთ.

- რატომ ხარ ასე დარწმუნებული? ესტონელების ბირთვს წინა ციკლშიც 1990 წელს დაბადებულები შეადგენდნენ, იმ ნაკრებით ერთხელ უკვე მოგვიგეს და ახლა ხომ უფრო ძლიერი გუნდით გვეთამაშებიან.

- ამას იმიტომ ვამბობ, რომ ესტონელების შესაძლებლობებიც კარგად ვიცი და ჩვენი გუნდისაც. გგონიათ, ესტონელებს ჩვენთან მოხვედრა ესიამოვნათ? ქართველების შიში აქვთ და იციან, რომ უფრო დიდი შანსია, ჩვენ მოვიგოთ. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ უნდა ვაჯობოთ, რადგან ესტონეთს ჩვენზე ძლიერი ახალგაზრდული ნაკრები არ ჰყავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 დინამო (ბთ). კაცნაკლულმა ზღვისპირელებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-2 იბერია 1999. ლიდერი მდევრებს მოსწყდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
იამალმა შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს - "ბარსელონამ" "სელტას" მოუგო
კვლავ ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "პორტუს" ბარიერი გადალახა
კიტეიშვილმა "შტურმი" ორკაცნაკლულ "ლასკთან" მარცხისგან იხსნა
[VIDEO] უკვე დუბლი - ხვიჩამ დიდებული გოლი გაიტანა
[VIDEO] კვარაცხელიამ პენალტით პსჟ დააწინაურა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-0 რუსთავი. სტუმარს მეტი შანსი ჰქონდა...
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
"შავი ლომი" | სამი მატჩი სამხრეთაფრიკულ გუნდებთან
კრიშტიანო რონალდომ მომდევნო სეზონიდან შესაძლოა, თავის შვილთან ერთად ითამაშოს
"მილანს" ფორვარდი სჭირდება - გუნდის ახალი ვარიანტი სორლოტია
ბასილაშვილის ბადე - ნიკოლოზი მადრიდის მასტერსის ძირითად ეტაპზე დღეს ჩაერთვება
ოფიციალურად: რებროვი უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვეს
"სწორედ ამიტომ, შერკი იამალზე უკეთესი ფეხბურთელია" - მიქაუტაძემ თავისი მოსაზრება ახსნა
პრემიერ ლიგის მოგებიდან 10 წლის შემდეგ - "ლესტერი" ინგლისის მესამე დივიზიონში გავარდა
Geo Team: ქეცბაია თბილისის "დინამოს" მწვრთნელი გახდება
რა შემთხვევაში გამოვა ირანი მუნდიალზე - ქვეყნის სპორტის მინისტრმა პირობა დაასახელა
მატჩის დღე - კვარაცხელიამ უნდა დაიწყოს!
ჟოზეს დიდი დაბრუნება? - მოურინიომ შესაძლოა, "რეალი" კიდევ ერთხელ ჩაიბაროს