საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
"სამტრედიამ" ლაშა შერგელაშვილის ულამაზესი დუბლის წყალობით მიმდინარე ჩემპიონატის აუტსაიდერ "ზუგდიდთან" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში კვლავ მეორე ადგილზეა.

გია ცეცაძის გუნდი თავიდანვე ფლობდა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ზუგდიდელები, რაფაელ ჩუკურას მეთაურობით, თავს კარგად იცავდნენ და საგოლე მომენტებამდე საქმე არ მიდიოდა. საწყისი 20 წუთის განმავლობაში ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრთან ახლოს ტრიალებდა.

შემდეგ მასპინძლებმა სიჩქარეებს მოუმატეს და სახიფათო შეტევაც განახორციელეს - მარჯვენა ფლანგზე, გიორგი მჭედლიშვილისა და დავით რაჟამაშვილის აქტიურობის შემდეგ, თეიმურაზ მარკოზაშვილი ზუგდიდელთა მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ თორნიკე ზარქუამ დაასწრო და არ გაატანინა.

მალე სტუმრებსაც მიეცათ გოლის გატანის შანსი - ზვიად სიხარულია საჯარიმოს ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ასრულებდა, მაგრამ ხეირიანად ვერ დაარტყა და გამოცდილ ომარ მიგინეიშვილს ბურთის მოგერიება არ გასჭირვებია. მერე ამას ისევ მასპინძელთა მწვავე შეტევა მოჰყვა. იერიშს ბუდუ ზივზივაძე აგვირგვინებდა, მაგრამ ზარქუამ ამ ეპიზოდშიც შეძლო ბურთის მოგერიება.

სამტრედიელები უპირატესობას კი ფლობდნენ, თუმცა, როგორც სჩვევიათ, ისეთი კომბინაციური თამაში და თავბრუდამხვევი შეტევები არ გამოსდიოდათ. ასეთ ვითარებაში, შერგელაშვილის სახით მასპინძლებს ხელში უდიდესი კოზირი აღმოაჩნდათ - სამტრედიელთა მარცხენა მცველმა საჯარიმო დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და მასპინძლები დააწინაურა.

ტაიმის მიწურულს მასპინძლებს სხვაობის გაზრდა მართებდათ, მაგრამ მოულოდნელად გათამაშებული "სტანდარტულის" შემდეგ ირაკლი სიხარულიძის სახიფათო დარტყმა მცირედით ასცდა სტუმართა კარს.

მეორე ტაიმი ზუგდიდელთა შეტევებით დაიწყო, სტუმრებმა ზედიზედ სამი კუთხური მოაწოდეს, რომელთაც მალხაზ გაგოშიძისა და სიხარულიას სახიფათო დარტყმები მოჰყვა. პირველ ეპიზოდში "სამტრედია" მეკარემ იხსნა, მეორე დარტყმამ კი კარს ახლოს ჩაუქროლა.

სამტრედიელთა საპასუხო შეტევებიც სახიფათო გამოდგა. მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემის შემდეგ ზივზივაძემ ცარიელ კარში ვერ გაიტანა, შემდეგ კი შერგელაშვილმა კვლავ სახიფათოდ შეასრულა საჯარიმო დარტყმა და სტუმრები გოლისგან ჩუკურამ იხსნა - კარის ხაზიდან ბურთი თავით მოიგერია.

ზუგდიდელთა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, როცა ვაკო ტყემალაძემ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი ნაადრევად დატოვა. 74-ე წუთზე კი შერგელაშვილმა კვლავ უზადოდ შეასრულა "სტანდარტული" და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.

დარჩენილ დროში შეცვლაზე შესულ დავით ჯიქიასა და გივი იოსელიანს ჰქონდათ გოლის გატანის შანსები, მაგრამ კარის დალაშქვრა ვერ მოახერხეს.

ზუგდიდელებსაც შეეძლოთ ანგარიშის "დასველება", მაგრამ ქობალიას თავური სამიზნეს მცირედით ასცდა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური

18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"

სამტრედია-ზუგდიდი 2:0

გოლები: 1:0 შერგელაშვილი (33), 2:0 შერგელაშვილი (74)

სამტრედია: მიგინეიშვილი, მჭედლიშვილი (83. მთივლიშვილი), გოგიაშვილი, ცნობილაძე, შერგელაშვილი, დათუნაიშვილი, ა. ენდელაძე, რაჟამაშვილი, მარკოზაშვილი (78. იოსელიანი), ზივზივაძე, სიხარულიძე (59. ჯიქია).

სათადარიგოები: მეშველიანი, ცინცაძე, სანდოხაძე, კერძევაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

ზუგდიდი: ზარქუა, მაჩაიძე, ჩუკურა, გაგოშიძე, ჯავაშვილი, გ. სამუშია (66. თუთბერიძე), სიხარულია, ტყემალაძე, მალანია (69. ჩებოტარიოვი), კოვალენკო, შეველი (69. ქობალია).

სათადარიგოები: ჯომიდავა, ჩანადირი, თიბილაშვილი, ც. სამუშია

მწვრთნელი: იური ბაკალოვი

გაფრთხილება: ტყემალაძე (13), მაჩაიძე (32), სამუშია (38)

გაძევება: ტყემალაძე (62)

არბიტრი: გ. დოგრაშვილი.

ბომბარდირები

გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16

ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13

ო. მარცვალაძე (დილა) 13

დ. ტატანაშვილი (სიონი) 12

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12

ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12

ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11

გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10

XXII ტური

1-ლი აპრილი, პარასკევი

ლოკომოტივი-საპოვნელა

2 აპრილი, შაბათი

დილა-სამტრედია

საბურთალო-შუქურა

დინამო (ბთ)დინამო (თბ)

მერანი-სიონი

ზუგდიდი-გურია

ტორპედო-ჩიხურა

კოლხეთი-ცხინვალი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
...წინა მიმოხილვებს გადახედეთ სამტრედიელ ზივზივაძეს და სიხარულიძეს 12 -12 ბურთი აქვთ გატანილი და არა 10-10. გია ცეცაძეს : ბატონო გია ცოტა შეუყვირეთ, ცოტა შეუფუცხუნეთ,ცოტა დააძალეთ და სრული პირველი ტაიმები ათამაშეთ ჯიქია,მას ტალანტი და მონაცემები აქვს მგონი, მაგრამ ფორმაში ვერა და ვერ შედის, მგონი რაღაც ფსიქოლოგიურ განცდებთან გვაქვს საქმე.მოეხმარეთ და დააძალეთ გამოაჩინოს სრულიად ტალანტი,ასე 15 წუთიანი დამატებაზე შემოსვლით ის წინ ვერ წავა.
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
"ტორპედომ" 6 ფეხბურთელი დაიმატა და თურქულ შეკრებაზე გაემგზავრება
ლაშა შერგელაშვილი ბერძნულ "იანინაში" ჩაირიცხა
ქართველების "რიგასი" ლატვიის ჩემპიონობისთვის იბრძვის - ირაკლი სიხარულიძემ "მეტა-ლუს" გაუტანა [VIDEO]
"თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ბათუმის "დინამომ" ეროვნული ნაკრების კანდიდატი დაიმატა
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ანანიძე... - ზამთრის შესაძლო ტრანსფერები
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
ირაკლი სიხარულიძემ და ლაშა შერგელაშვილმა ლატვიური "რიგასი" დატოვეს
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა