ინტერვიუ საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ელისო ბედოშვილთან
ამას წინათ საფრანგეთმა მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის უმასპინძლა, ხოლო იტალიაში მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა. ორივე შეჯიბრებაში უნდა ეასპარეზა რიოს ოლიმპიადის ლიცენზიატ სალომე ფაჟავას (მწვრთნელები - ელისო ბედოშვილი და ლალი დოლიძე), მაგრამ იგი სარბიელზე არ გასულა.

თუ რა მიზეზით, ამის შესახებ გვესაუბრება საქართველოს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი ელისო ბედოშვილი.

- წლეულს მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა მოსკოვის გრან პრიზე სალომემ ფეხი იღრძო, - გვითხრა მან. - ტრავმის ხარისხის დასადგენად და სამკურნალოდ იგი იქვე დარჩა.

უანგაროდ დაგვეხმარა რუსეთის მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა ფედერაციის პრეზიდენტი ირინა ვინერი-უსმანოვა. საუკეთესო სპეციალისტებთან მიიყვანა სალომე. 9 მარტისთვის ფაჟავა თბილისში დაბრუნდა და ჩვეული რიტმით განვაგრძეთ წვრთნა. მარტის მიწურულს საფრანგეთში რომ გავემგზავრეთ, ზედ გრან პრის წინ მას ძველმა ტრავმამ შეახსენა თავი. გართულებების ასაცილებლად შეჯიბრებაში მონაწილეობაზე უარი ვთქვით.

სალომეს არც იტალიაში მსოფლიოს თასზე უასპარეზია. სამაგიეროდ, ნათელა ბოლატაევამ მოსინჯა ძალები. შარშანდელთან ბევრად უკეთესი შედეგი აჩვენა. 63 მონაწილეს შორის 24-ე ადგილი დაიკავა. ერთმა ადგილობრივმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, საქართველოს ნაკრებში კიდევ ერთი ვარსკვლავი გამოჩნდაო.

იტალიაში ახალგაზრდების საერთაშორისო ტურნირზე ბელა კობალაძის შეგირდები - თამუნა ხელაძე და ქეთი არბოლიშვილი გამოვიდნენ. სტაბილურად იასპარეზეს და, რაც მთავარია, ევროპის ჩემპიონატისთვის კარგი გამოცდილება შეიძინეს.

- როგორ ფიქრობთ, სალომე როდიდან შეძლებს შეჯიბრებებში მონაწილეობას?

- როგორც გითხარით, ჩვენ ვარჯიში არ შეგვიწყვეტია, მაგრამ რთულ ხტომებს ვერიდებით, რადგან იარა ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოშუშებული. თანდათან დატვირთვებს გავზრდით მკურნალობის პარალელურად.

უახლოეს ასპარეზობამდე მთელი თვე გვაქვს წინ: 5 მაისს ჩეხეთი, 13 მაისს კი რუმინეთი მხატვრულ ტანმოვარჯიშეთა გრან პრის უმასპინძლებს. სალომე ფორმას თუ აღიდგენს, ორივე ტურნირზე გამოვა.

მთავარია, ევროპის ჩემპიონატისთვის იყოს მზად. ეს შეჯიბრება კი 13-19 ივნისს ისრაელში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
ხუსანოვი "მანჩესტერ სიტის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
El Chiringuito: თუ ობლაკი წავა, "ატლეტიკო" მამარდაშვილის შეძენას შეეცდება
თსუ-მ ბათუმს დაძაბულ ბრძოლაში სძლია | მარგვეთმა ტყიბულში ქულით იმარჯვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
4 აპრილს გოგონები "შევარდენზე" ითამაშებენ
გულიაშვილმა ესპანეთში დაბრუნებისთანავე გაიტანა
16-წლამდელები უეფას განვითარების თასზე ითამაშებენ - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
"ყოველდღე ისე ცხოვრობს, თითქოს უკანასკნელია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი კრიშტიანო რონალდოზე
თელავის გამარჯვება რუსთავში | ქუთაისმა კავკასიას მოუგო და ბათუმს ელოდება
[VIDEO] გოლი და თანაგუნდელისთვის დათმობილი პენალტი - მესიმ, დიდი ალბათობით, არგენტინაში ბოლო მატჩი ჩაატარა
"კლუბის ამ გადაწყვეტილების გამო ვისჯებით" - ფერნანდესთან ერთად მარესკას კუკურეიაც გამოექომაგა
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "ორლანდომ" "ფინიქსი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
[VIDEO] ბოსნიამ იტალიას მოუგო - მსოფლიოს ჩემპიონატზე აგრეთვე ჩეხეთი, თურქეთი და შვედეთი გავიდნენ
რიო 2016: დღეს სალომე ფაჟავა "რაჭულით" ბრაზილიელებსაც ააცეკვებს
ქართველმა ტანმოვარჯიშემ ბალტიის თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
სალომე ფაჟავას ოქრო და ორი ვერცხლი ბუქარესტის გრან პრიზე
სალომე ფაჟავამ ჩეხეთში გამართულ მსოფლიოს გრან პრიზე გურზებით ბრინჯაო მოიპოვა
სალომეს აბრაგული მსოფლიოს თასზე - ფაჟავას მედლამდე ცოტა დააკლდა [VIDEO]
სალომე ფაჟავას სუპერ გამოსვლა "ქუინის" მუსიკის ფონზე [VIDEO]
ფაჟავა ფინალში ვერ გადავიდა...
სალომე ფაჟავა: ტაბლოს რომ ავხედე, თვალებს არ ვუჯერებდი - მესამე ვიყავი
სალომე პაჟავამ კიევის გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
სალომე ფაჟავა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"რაჭული", როკი და ბალეტი - სალომე ფაჟავამ მოსკოვის დარბაზი ააფეთქა [VIDEO]
24 წლის სალომე ფაჟავამ კარიერა დაასრულა
ნათელა ბოლატაევა მოსკოვის ღია პირველობაზე უმაღლეს საფეხურზე ავიდა
წლის საუკეთესო სპორტსმენად ლაშა ტალახაძე აღიარეს, საუკეთესო გუნდად საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
სალომე ფაჟავას ბრინჯაო და "რაჭული" მოსკოვის გრან-პრიზე [VIDEO]
სკანდალი ტანვარჯიშის მსოფლიო თასის ეტაპზე - სალომე ფაჟავას მედალს გადასცემენ?!