საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

გთავაზობთ მცირე ამონარიდს ინტერვიუდან:

- ეროვნულ ნაკრებზე გადავიდეთ: ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩზე რას იტყვით?

- გულშემატკივრებთან ერთად, მეც გამარჯვებას ველოდი და ვწუხვარ, რომ ვერ მოვიგეთ, თანაც, რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით ძალიან უკმაყოფილო დავრჩი! შესაძლოა, მეტს ველოდი, მათ კი, კლუბებში სხვადასხვა პრობლემის გამო სრულად ვერ წარმოაჩინეს თავი, მაგრამ როცა ახალი მწვრთნელი პირველივე მატჩში გენდობა და ძირითად შემადგენლობაში გაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობას, საკუთარ თავსაც უნდა აჯობო და ბოლომდე დაიხარჯო! სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშისგან ვერ დავინახე ასეთი დამოკიდებულება. არადა, ბევრად უკეთ შეუძლიათ თამაში და დარწმუნებული ვარ, ითამაშებენ კიდეც.

- კახა ცხადაძემ თქვა: ჩემთვის გადახდილი კომპენსაცია და ვაისის ხელფასი ჯამში იმდენივე გამოდის, რის სანაცვლოდ მუშაობაზეც თანახმა ვიყავიო...

- თუ ასე ფიქრობდა, თავის დროზე, ჩემთან შეხვედრისას ეთქვა! კახამაც კარგად იცის, რომ რაც მოხდა, ძალიან მტკივნეულია ჩემთვის. ის დღეები არც ჩემთვის იყო სასიამოვნო და დარწმუნებული ვარ, არც კახასთვის. ბევრი ისეთი რაღაც ვთქვით, რამაც ჩვენც დაგვაზარალა და კახაც. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო, მაგრამ... რაც მოხდა, მოხდა. სჯობს, ამ თემაზე ლაპარაკს მოვრჩეთ და წარმატება ვუსურვოთ ერთმანეთს. მჯერა, რომ კახა ყოველთვის იქნება ქართული ფეხბურთის და ეროვნული ნაკრების გულშემატკივარი და მისი წარმატება ჩვენც სულ გაგვიხარდება.

- ქეცბაიასა და ცხადაძის დროს ნაკრების კანდიდატად განიხილებოდა ქართული წარმოშობის რამდენიმე "უცხოელი" - გოგია, ვაჩიბერაძე, ჰუფნაგელი, გიგოლაევი და სხვ. ვაისი რას ფიქრობს მათზე?

- არ მინდა, მოვლენებს დავასწრო და გვარს არ ვიტყვი, მაგრამ გაგიმხელთ, რომ ვაისი სწორედ დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია პარასკევს. - ავტ.) აპირებს დარეკვას რუსული პასპორტით მოთამაშე ერთ-ერთ ქართველ ფეხბურთელთან.

21-წლამდელთა ნაკრების წევრი გახდა ვაკო გვილია, რომელსაც მანამდე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში უთამაშია. მოვიწვიეთ ასევე "უკრაინელი" ბექა ვაჩიბერაძეც, მაგრამ თუ ორმხრივი სურვილი არ არის, ნაკრებში ძალით ვერავის ვათამაშებთ. რუსეთის ნაკრებშიც არიან ქართული წარმოშობის ფეხბურთელები. ზოგს სურს ისტორიული სამშობლოს სახელით თამაში, სხვები პირდაპირ ამბობენ, რომ არ უნდათ...

ინფორმაცია ყველა "უცხოელზე" გვაქვს, მოლაპარაკებასაც ვაწარმოებთ მათთან და მშობლებთან. ვისაც სურვილი ექნება და ნაკრებსაც გამოადგება, უყურადღებოდ არავის დავტოვებთ, შანსს ყველას მივცემთ.

ავტორი: რატი შელეგია

ლევან კობიაშვილის ინტერვიუს სრული ვერსიის წაკითხვა გაზეთ "კვირის პალიტრის" დღევანდელ ნომერში შეგიძლიათ. ასევე, პუბლიკაციის ნახვა გაზეთის ვებგვერდზეც არის შესაძლებელი.

gulshematkivari
კობი ასაკობრივ ნაკრებებს მიხედე რა ხდება სულ წაგება ყველგან არ გცხვენიათ? 18წ რა ხდება სირცხვილი ამერიკას რა გუნდი ყავს ასე განადგურება სულ ახლობლობით არჩეული ფეხბურთელები როგორ ითამაშებენ შენ დროს ასე ხდებოდა? ცოტა აზრზე მოდით ნუ შეგვაზიზღეთ ფეხბურთი ქართველებს
levan
რისი იმედიგა უნდა გქონდეს კაცს,როცა ცხადაძემ სულ მოკლე დროში ესეთი შედეგი აჩვენა გერმანია მსოფლიო ჩემპიონს მართლა თანაბრად ეთამაშა და ესეტი კაცი გაუშვეს... ზუსთად ვიცი რო არაფერი აგარ ეშველება ქართულ ფეხბურთს კიდე დიდიხანი
ქართველს
საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე იარე და მერე იღადავე. შენისთანა ქართველი.....
მოქალაქე-1
საქართველოში ფეხბურთი საერთოდ არსებობს?
Qartveli
k.tsv lyra u-19 tamashobs, aqvs didi potenciali, naxvaa sachiro
Qartveli
Nika Aptsiauri tamashobs Belgiashi, naxet
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
უეფა-ს კომიტეტის სხდომას ლევან კობიაშვილმა უხელმძღვანელა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლევან კობიაშვილი: თუ ყველა ერთად იმუშავებს, წარმატებაც იქნება
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა