ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რომან ფიფია: ბედნიერი ვიქნებოდი, "დინამოს" დონის მინიმუმ სამი გუნდი რომ გვყავდეს!

რომან ფიფია: ბედნიერი ვიქნებოდი, "დინამოს" დონის მინიმუმ სამი გუნდი რომ გვყავდეს!

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გუნდს ევრობატალიებისთვის გაძლიერება აუცილებლად დასჭირდება
თბილისის "დინამომ" საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და დიდი იმედით ელის ევროთასებს, სადაც კლუბის ხელმძღვანელობა მაქსიმალურ შედეგს ითხოვს - გუნდი ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა მოხვდეს...

საათივითაა აწყობილიო - ნამდვილად არ ვიცი, ქართულ ფეხბურთში რასთან დაკავშირებით უნდა გამოვიყენო ეს ფრაზა... მაგრამ რატომ? აგერ, "დინამო", სადაც სწორედ ასეა საქმე დაყენებული და ეს, უდავოდ, კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას დამსახურებაა. "დინამო" მხოლოდ დღევანდელი დღით არ ცხოვრობს. ერთ რამედ ღირს კლუბის აკადემიისა და დიღმის საწვრთნელი ბაზისთვის თვალის შევლება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ნამდვილი ოაზისი ქართულ ფეხბურთში...

რა თქმა უნდა, კლუბის წინაშე დგას ახალი მიზნები და გამოწვევები. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სულ მოკლე ხანში "დინამოს" ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა...

"ლელო" თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას ესაუბრა. ვფიქრობ, საინტერესო ინტერვიუ გამოგვივიდა...

ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ...

- ბატონო რომან, უპირველეს ყოვლისა, "დინამოს" ჩემპიონობა უნდა მოგილოცოთ. როგორ აფასებთ გუნდისთვის სეზონს, რომელიც მალე დასრულდება, თუმცა გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას უკვე იძლევა?..

- სეზონი იყო დაძაბული, თუმცა, ალბათ, დამეთანხმებით, რომ დიდი ინტრიგები არ ყოფილა. თბილისის "დინამომ" ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე მოიპოვა უმაღლესი ჯილდო. პრინციპში, შემიძლია ვთქვა, რომ ველოდი ამ გამარჯვებას. "დინამომ" ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა.

- ნათქვამია, ცხენებს შუა მდინარეში არ ცვლიანო. არადა, სწორედ შუა სეზონში შეიცვალა მწვრთნელი "დინამოში" - გია გეგუჩაძის ნაცვლად იურაი იარაბეკი მოვიდა. მაინც რით იყო ეს ცვლილება განპირობებული? მხოლოდ იმით, რომ გეგუჩაძემ ფეხბურთის ფედერაციისგან მიიღო შეთავაზება?

- მართალი ხართ, ცხენებს შუა მდინარეში არ ცვლიან, მაგრამ მეორე მხარეა ის, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. დიახ, დადგა საკითხი, რომ გია გეგუჩაძეს მუშაობა უნდა გაეგრძელებინა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. ეს ისე დამაჯერებლად ჟღერდა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, რომ არანაირი უფლება არ მქონდა, წინააღმდეგობა გამეწია.

ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხდება ჩვენს ასაკობრივ გუნდებში. სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოჩნდეს ის ძირითადი ბირთვი, რომელმაც ეროვნული გუნდი უნდა შეავსოს. ჩემი აზრით, იქ დიდი სამუშაოა ჩასატარებელი და ეს არ არის ერთი ან ორი წლის საქმე. ადრეც ვთქვი - "დინამო" და ფეხბურთის ფედერაცია ერთ საქმეს ვაკეთებთ. ორივეს გვაქვს ერთი მიზანი, რომელსაც ქართული ფეხბურთის პროგრესი ჰქვია.

იაშვილს დაველაპარაკები...

- "დინამოს" სათამაშო დარჩა თასის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი, რის შემდეგაც, ძალიან დიდი ალბათობით, გუნდი ფინალში გავა. თუმცა, რა თქმა უნდა, არ დაკმაყოფილდებით მხოლოდ საშინაო ასპარეზზე მიღწეულით და მიზნად ევროთასებზე წარმატებული გამოსვლა გექნებათ. თუ იგეგმება შემადგენლობის გაძლიერება ზაფხულის ბატალიებისთვის?

- ჩვენ დიდი ყურადღებით შევარჩიეთ ახალი მთავარი მწვრთნელი. იცით, რომ იურაი იარაბეკი ჩამოვიყვანეთ სლოვაკეთიდან, სადაც "ტრნავას" მწვრთნელი იყო. მან თავი დაგვამახსოვრა ევროთასებზე, სადაც მისმა გუნდმა ასპარეზობიდან "ზესტაფონი" გამოთიშა... როგორც მე ვიცი, მაშინ "ზესტაფონის" ბიუჯეტი უფრო დიდი იყო, ვიდრე "ტრნავასი". არადა, შემდეგ ეტაპზე სლოვაკური გუნდი გავიდა. ეს იყო ტაქტიკური თამაში...

რა თქმა უნდა, იარაბეკთან შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ ამაზე და მწვრთნელს აქვს კონკრეტული მონახაზი, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს გუნდი. ჩვენც ვეთანხმებით ამ მონახაზს, რაც წინსვლისა და წარმატების გარანტია მგონია.

ახლა კონკრეტულ გვარ-სახელებს ვერ გეტყვით, მაგრამ გაძლიერება რომ დაგვჭირდება, ფაქტია.

რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისი იქნება ალექსანდრე იაშვილის შესაძლო წასვლა. მე მას დაველაპარაკები და ვეცდები, დავითანხმო, რომ კიდევ დაგვეხმაროს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, უდიდეს პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას.

იაშვილმა ძალიან ბევრი გააკეთა ქართული ფეხბურთისთვის, თბილისის "დინამოსთვის"... ის გუნდის "ტვინია" მინდორზე და, რა თქმა უნდა, იოლი არ იქნება მისი შეცვლა. თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩა, უნდა ვიფიქროთ მის შემცვლელზე...

არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომელიც მოიაზრება ამ როლისათვის. ჯერ ვერ დავაკონკრეტებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მალე უნდა მორჩეს სამუშაო პროცესი და ახალწვეულები გუნდთან ერთად უნდა წავიდნენ შეკრებაზე...

აქვე გეტყვით, რომ შესაძლოა, გიორგი პაპუნაშვილი დაბრუნდეს "დინამოში". სამწუხაროდ, ის ვერ დამკვიდრდა "ვერდერში". ეს მიუთითებს იმას, რომ საქართველოში ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო "ფიზიკაზე", აგრესიულობაზე, სისწრაფეებზე... კიდევ სხვა კომპონენტებზე...

რა თქმა უნდა, პაპუნაშვილის სახით ჩვენ საქმე გვაქვს დიდ ტალანტთან, უბრალოდ, იქ სხვა სისწრაფეებია.

უფრო მეტი აკადემია!..

- მისასალმებელია, რომ მთავარ გუნდზე არანაკლებ ყურადღებას აქცევთ "დინამოს" საფეხბურთო აკადემიას. მას მერე, რაც კლუბის ხელმძღვანელი გახდით, მართლაც დიდი შრომა გასწიეთ ამ კუთხით. რა გაკეთდა აკადემიაში, რა ვერ მოასწარით?..

- ძალიან კარგი კითხვაა. ჩემი აზრით, ჩვენს ქვეყანას სჭირდება 2-3 ასეთი აკადემია და ამაზე უკეთესიც. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა იყოს მსგავსი აკადემიები. მაგალითად, იმერეთში აუცილებლად უნდა იყოს... დღეს ფეხბურთის განვითარება, უბრალოდ, წარმოუდგენელია ასეთი აკადემიების გარეშე.

მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავდა აკადემიაში ჰოლანდიელი სპეციალისტი, კარგი პროფესიონალი... ის შესანიშნავად უძღვებოდა საქმეს, მაგრამ ფეხბურთში გადასვლა-გადმოსვლა ჩვეულებრივი ამბავია. ის ჩინეთში წავიდა სამუშაოდ, რადგან ერთ-ერთმა იქაურმა კლუბმა დიდი ფული შესთავაზა... რომ გადახედავ სხვადასხვა ასაკობრივი ჩემპიონატის ცხრილებს, თითქმის ყველგან პირველ ადგილზე "დინამოა".

სხვათა შორის, გუშინ შევხვდი ბავშვებს. ყაზახეთში ითამაშეს საერთაშორისო ტურნირზე და მეოთხე ადგილზე გავიდნენ. როგორც გაირკვა, იქ თერთმეტი-თერთმეტზე უთამაშიათ, ჩვენ კი აქ მათ ასე არ ვათამაშებდით აქამდე. ეს ჩვენი შეცდომა იყო... რაც მთავარია, შიდა კონკურენცია უნდა ამაღლდეს. ბავშვებმა უნდა იგრძნონ ის. ძალიან სამწუხაროა, როცა საფეხბურთო სკოლა არსებობს და მას არ აქვს მინდვრის საფარი...

სახელმწიფომ უდიდესი საქმე გააკეთა ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნით. ფონდმა დაიწყო მუშაობა. კი, შეიძლება, არის პატარ-პატარა პრობლემები, მაგრამ ახალი ორგანიზაციისთვის და ეს ბუნებრივიცაა... ასევე, იყო ლაპარაკი ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდის შექმნაზეც. ამ ფონდის ამოცანას თავადაც მიხვდებით, რომ ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერა...

ახლა ბევრი ამბობს - "დინამოს" უნდა, რომ მარტო იყოს, კონკურენციის გარეშეო. მე პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის სისულელე! პირიქით, მე ვიქნებოდი ძალიან ბედნიერი, საქართველოში მინიმუმ სამი გუნდი მაინც რომ იყოს "დინამოს" დონის. ყველა ერთად უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენთან მეტი კონკურენცია, მეტი კარგი აკადემია იყოს... სხვანაირად ჩვენი ფეხბურთი ვერ განვითარდება...

როგორც იქნა, გადავდივართ 10-გუნდიან ჩემპიონატზე და ეს ძალიან კარგია, მაგრამ 10 კი არა, 6-გუნდიანი პირველობაც ვერ გვიშველის, თუ ინფრასტრუქტურას არ მივხედეთ. "დინამო არენას" რომ თავი დავანებოთ, გორშია ძალიან კარგი მოედანი და ზესტაფონში, ქუთაისში - არა უშავს. ზოგან კი ისეთია მოედანი, რომ ფეხბურთის თამაში ჭირს.

ვისაც არ შეუძლია ინფრასტრუქტურის გაკეთება, მოვლა და შენარჩუნება, იმ კლუბს და იმ მენეჯმენტს არაფერი ესაქმება უმაღლეს ლიგაში. აბა, ეს რა მიდგომაა: გუნდი მინდა და მოედანი არა? ასე არ შეიძლება!

ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვებს და ინფრასტრუქტურას. ამჟამად, აკადემიის სათავეში დგას მცოდნე, საინტერესო სპეციალისტი. მას აქვს ახლებური მიდგომები...

ეს პროცესი ჩემი მოსვლისთანავე რომ დამეწყო...

- როგორც ვიცით, 16-წლამდელთა შორის ერთობ წარმომადგენლობითი ტურნირის ჩატარებას აპირებთ...

- სერიოზული გუნდები ჩამოვლენ თბილისში, მაგრამ მოდი, ცოტაც მოვიცადოთ. დღესაც არის რამდენიმე მათგანის თანხმობა, მაგრამ ყველას დასტური რომ გვექნება, მერე უფრო დაწვრილებით ვილაპარაკოთ ამ თემაზე. ერთ-ორ კვირაში უკვე ზუსტად უნდა ვიცოდეთ ყველაფერი.

ეს იქნება ტურნირი ვიტალი დარასელიას სახელობის თასზე. უკვე ველაპარაკეთ ფეხბურთის ფედერაციას. გვინდა, რომ ნახევარფინალი ჩავატაროთ "მიხეილ მესხზე", ფინალს კი უმასპინძლოს "დინამო არენამ". უკვე შევთავაზეთ ტურნირში მონაწილეობა "ლოკომოტივისა" და "საბურთალოს" შესაბამისი ასაკის გუნდებს. დანარჩენები სტუმარი გუნდები იქნებიან.

ძალიან კარგი იქნება, თუ წელიწადში ორჯერ მოვახერხებთ საქართველოში ასეთი ტურნირის ორგანიზებას. მერე ამას მოჰყვება ჩვენი გუნდების გასვლა უცხოეთში... საერთოდ, რაც შეიძლება ხშირად უნდა ვითამაშოთ უცხოურ ტურნირებზე. ეს არის განვითარების საუკეთესო გზა. პირდაპირ უნდა წავიდეს ინვესტიცია ბავშვებზე და ყველა ერთად ვნახავთ ამის შედეგს. ჩვენი აკადემია ორ-სამ წელიწადში შესთავაზებს "დინამოსა" და სხვა გუნდებს კვალიფიციურ კადრებს.

საერთოდ, ფეხბურთელის გაზრდას 7-8 წელი მაინც სჭირდება. ასე არ ხდება, რომ დათესო და მაშინვე მიიღო მოსავალი. ეს პროცესი ჩემი მოსვლისთანავე რომ დამეწყო, ალბათ, დღეს უკვე გვეყოლებოდა ახალი პაპუნაშვილები, პარუნაშვილები, გველესიანები, კიტეიშვილები...

- და მაინც, თქვენ გჯერათ, რომ მოსავალს მოიმკით...

- რა თქმა უნდა, მოსავალი აუცილებლად მოვა, თუ უვლი, თუ ეფერები... მაგრამ თუ გგონია, რომ ის ნებისმიერ შემთხვევაში მოვა, მაშინ მას ვერ მიიღებ!

P.S. როგორც შევიტყვეთ, თბილისში გასამართავ ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაში რამდენიმე ძალიან კარგი კლუბის ასაკობრივი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ჩვენი ინფორმაციით, დიდი შანსია, რომ საქართველოს დედაქალაქში ჩამოვიდნენ "ატლეტიკოს", "ბეშიქთაშის", "ალკმაარისა" და სხვა ცნობილი გუნდების მოზარდები.

ამ ტურნირის თაობაზე უფრო დაწვრილებით ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით, მაგრამ ერთი კი აქვე უნდა ვთქვათ - "დინამოს" ხელმძღვანელობა სასარგებლო საქმესაა შეჭიდებული და იმედია, ის წარმატებით დაგვირგვინდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• x

ჯერ იმ ერთისთვის ვერ მოგივლიათ და კიდევ სამი? ფულის გათეთრების მახეა

• xxx

კი ფულს გააკეთებდით...

• QWERTY

რომან ის რომ დინამო ვერაა ძლიერი, სამაგალითოდ ძლიერი,ეს შენი ბრალი არაა, რაც შეგეძლო კი დაახარჯე, მაგრამ პრობლემა ქართულობაში და მის არასწორ აღქმაშია,არასწორად იმართება კლუბი რომელსაც 5 ჯერ მეტი უნდა შეეძლოს. გეგმაზომიურობის, სიძლიერის,მიმართულობის მაგალითია სამტრედია, სადაც ქუჩაში გადყრილი და უპატრონოდ მიტოვებული ბიჭებისაგან შეიქმნა ლამაზი,გააზრებული,სასიმოვნო სტილსი მქონე ძალიან პერსპექტიული კლუბი რამდნეიემ თევში, ვისზე უნდა აკეთოს შენმა კლუბმა სწორება,ასევე არანაკლებად პერსპექტიულია გორის დილა. დღეს დინამო და ტორპედო ერთ დონეზე არიან მიუხედავად განსხვავებული მდგომარეობისა,როგორც ფინანსებში ისე მრავალ სხვა საკითხში. მე ვისურვებდი რომ დინამოს შეეძლოს სამტრედიასა და დილას დონეზე ეთამაშოს ხოლო ლიგაში ყველა ერთნაირ სასტარტო პიორბებში იყოს. ალბათ ისიც გეცოდინება რომ დილას ფინანსური პრობლემები ქრონიკასავითა აქვს, სამტრედიაში კი პრემიალურები არ არსებობს, ისევე როგორც ქუთაისშია ამის პრობლემაც.

• batumi

Movkvdi sicilhi 2 3 gundi ro ikos egeti ara dzmao tla cava kartuli fexburti xelidan hcven jobia kerlingi vitamahod an xokei... Kveknis hcempioni.evro turnirze ert tamahs ver moigebs da amas gundi kvia

• მანჩო

მოინდომეთ რო?

• sopo

Pიპიას ტავის გარემოცვა ატყუებს და პენლებიტ იგებენ ტამასჰებს და პიპიას უდზახიან მაგარი გუნდია და პიპიასაც ჯერა... გაბალა გაბალა

• lado

Rato ezizgebat icit dinamo mtel saqartvelosss.. msajebit ro igeben tamashebss da chempionobas ro artmeven tankebit sxva gundebs. Magaliti samtrediaaa da kadrebic arsebobs rogor sheiyvanes stadionze tankii... gamoaqveynet ro blokavt komentarebs..

• ფიფია

მინდა მივმართო ინტერნეტში დიდხანს დაკარგულ ბიჭებს სოფლელების ინტერნეტი რომ უკვირთ დინამოს ბალეშიკობა მარტო ინტერნეტი ნუ გგონიათ მოდით სტადიონზე ცარიელი ტრიბუნების ფონზე ხომ ხედავთ ფეხბურთელებს ვარჯიში გგონიათ და რომ არა "მე" და მსაჯები ისე კი ვერ იგებენ :)

• levani kaxeti

ადმინ, გთხოვ ჩემი კომენტარები არ დაბლოკო, უცენზურო ხომ არაფერი დამიწერია. ისე, ჩემი კომენტარები რომ არ "გევასება" კი ვიცი.

• levani kaxeti

სწორედფ ამიტომ მიყვარს "დინამო", რომ არასოდე არ წვრილმანდება და ასეთ რაღაცეებს არ დასდევს, როცა მსაჯები მის წინააღმდეგ სცოდავენ. რომელი ერთი ჩამოვთვალო აღარც კი მახსოვს. თუნდაც "ზესტაფონთან" თბილისური მატჩი, რომელიც 2-2 დამთავრდა. გორგიაშვილის დარტყმული ზედა ძელს მოხვდა და კარის ხაზიდან 1 მეტრში დაეცა. ეს დაინახა ყველამ, მათ შორის ზესტაფონელებმაც და პრეტენზიაც არ გამოუთქვიათ, მაგრამ მსაჯი "შეჯდა" ვირზე და გოლი დააფიქსირა. (?) არანაირი პროტესტი და დედის გინება "დინამოს" მხრიდან. (დევდარიანის გაგჰიჟება მაქვს მხედველობაში, რაც მას არ ეკადრებოდა)

• levani kaxeti

და კიდევ, იმ ყბადაღებულ მომენტს რომ მისტირით დღემდე: ნახეთ ვიდეო ყურადღებით და დარწმუნდებით, რომ არა თუ 2 მეტრიანი თამაშგარე, საერთოდ არ იყო თამაშგარე მდგომარეობა. რამდენჯერმე ნახეთ.

• levani kaxeti

რამ გაგაბოროტათ ხალხო, რა უბედურება; რატომ გეზიზღებათ "დინამო"; იგივე თქვენი გუნდი არაა?. ზოგიერთი კომენტარი გულისამრევია. საქართველოში ალბათ გუნდი არ არსებობს, დინამოს აღზრდილი რომ არ თამაშობდეს! იგივე დილა ავიღოთ. ვეკითხები დილას გულშემატკივარს: რამდენი ფეხბურთელი თამაშობს დილას აკადემიის აღზრდილი; ძალიან გთხოვთ პასუხი გამცეთ.

• dinamo chempionta ligaze

დინამოს სირბილში და გამძლეობაში როარ უჭირს უკვე ფაქტია ახალი მწვრტნელები ჩამოიყვანეს გუნდში და ძალიან გააუმჯობესეს ფიზიკური მომზადება რაც სალაპარაკიო ის თქვით

• სირბილის სწავლების ცენტრი

"დინამოს" მსგავსი 3 გუნდი ისევ წყალს გატანებული ფინანსები იქნება. გვჭირდება ჯერ "მორბენალი დინამო", რომელიც გულშემატკივარს ადვილად მოიზიდავს და შემდეგ კიდევ 3 გუნდი, რომლებიც 2 ტაიმს მაღალ ტემპში ჩაატარებენ და ევროტურნირებზე აღარ შეგვარცხვენენ. ევროპაში ქართველი ფეხბურთელი აღიქმება ტექნიკურ, მაგრამ არამორბენალ სპორტსმენად. ამიტომაც ერიდებიან დასავლეთევროპული გრანდები ქართველი ფეხბურთელისთვის თუნდაც სინჯების ჩატარებას. ქართველ ფეხბურთელს ასწავლეთ სირბილი და მაშინვე კონკურენტუნარიანი გახდება!

• gio

Neta imdeni fuli mqondes 2jer mets gadagixdidi rac gaq daxarjuli mag sheni dinamosstvis DA saertod gamqraliyavi am qveynidan batono romeo...

• givi

ყველაფერი უნდაგაკეთდეს იმისათვის რომ ახალგაზრდა ტალატები განვითარდნენ!!

• tatia

კი დინამო არის პირველი გუნდი საქართველოში დიდი ფინანსებით )) გვერძე გაიხედეთ და დაინახავთ რა ხდება )) აქეთ იხდიან თვიურად ფულს 20 წლის ბიჭები რომ ითამაშონ არ გადახდის შემთხვევაში ვარჯიშზე არ უშვებენ აღარ ვლაპარაკობ სპორტულ ინვენტარებზე )) დინამოს პირობებში ავარჯიშეთ ყველა ფეხბურთელი და მაშინ იქნებით ბედნიერები ))

• gori

რომან არდაგავიწყდეს 17 აგვისტო როცა თამაშის გადადება გდხოვეთ რაპიდის წინ მარა შენ უარი გვიხარი იმიტო რო შენ ტოტენჰემი გყავდა და აზრი აგარ ქონდა თქვენ თამაშს.ვითამაშეთ ის თამაში და დოლიძის გოლის მერე იმდენი Qნეს მსაჯებმა სანამ 2 მეტრიანი თამაშგარე არგაატაინეს დვალს.2 ასპროცენტიანი პენალტი არმოგვცეს ჩართე მიმოხილვა და გაიხსენებ,იმიტო სძულხართ ყველას

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

"დინამოს" მსგავსი ინფრასტრუქტურა თუ ექნება სხვა კლუბებს ეს მართლაც კარგი იქნება! წარმატებები "დინამოს"!!!

• guro

1 რაუნდში თუ გაუმართლა და სან-მარინოს ან მალტის ჩემპიონი შეხვდა კი გავა მაგრამ მერე?? თუ ასე გიყვართ დინამო 10 კაცი რომ ზის მარტო მთლად სტადიონზე სადა ხართ მაშინ? ინტერნეტით უყურებთ???))))))))))))))

• guro

აგვისტოს ბოლოს ვნახავთ რა გუნდიც არის დინამო!

• dinamo chempionta ligaze

რომელი ფეხბურთელია წაართვა დინამომ რეგიონებს ??? ჯიღაური კვილიღაიუა კაკაბაძე კიტეიშვილი თევზაძე რენე ტუ ვინ წაართვა ნახევარზე მეტი ფეხბურთელი დინამოს აგზრდილია კლუბში კარგით რაა მოეშვით ტყუილებს ა თუ ვერ ერკვევით გაჩუმდით მაინც ესეც რომ იყოს რატო უნდა გააკრიტიკოთ კლუბი ამის გამო ???გუნდს თავის მზნებიავს და იმიტომ რო სხვა ქართული კლუბები არ დასუსტდნენ ტის გეგმას არ გადაუხვევს

• fcd

რომან ზალიან გთხოვ გორი არც ცუდათ ახსენო და არც კარგათ შენ დინამოზე და შენ იმფრაზე ილაპარაკე რამდენიც გინდა,თავი დაგვანებე ყველანაირად,რამდენჯერაც ჩAმოხვალ გორში იმდენჯერ ჯოჯოხეთს მოგიწყობთ შენ და შენ პენალტების დამრტყმელ ბიჭებს.....

• mamulo

"ვინვ ვერ ხედავს დინამოს ყველა ქართულ კლუბზე გაცილებით ძლიერია ",მერე რატომა ძლიერი იცი?იმიტომ რომ საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელების ნაკრებია."ძარცვავს"-სხვა კლუბებს.წამყვანი ფეხბურთელების უმრავლესობა,რეგიონების კლუბებს წაართვა და ეხლა უკვირს თუ რატომ ვერ უწევენ "დინამოს"კონკურენციას.ფული სხვა კლუბებსარ აქვთ ,რომ უცხოეთში იყიდონ ფეხბურთელი და აქ თუ ვინმე გამოჩნდა "დინამოს"მიყავს.

• დავით

დიდი ხანია რაც ინტერნეტი გამოჩნდა სოფელში?როგორ უსინდისოდ ლანძღავენ დინამოს! ტქვენ ალბათ ევროტურნირზე მოწინააღმღეგე გუნდს უგულშემატკივრებთ,ვინც არ უნდა შეხვდეს დინამოს.

• თანდა

დინამო ღირსეული ჩემპიონია.!ამ სოფლელებმა ენა გააჩუმეთ!თქვენ რომ ევროტურნირზე "ივაჟკცებთ" ბალელშიკობისას ჯარიმების გადახდა მოუწევს ფედერაციას

• რომან ფიფია

შენ რომ არ იყო ქართულ ფეხბურთში აუცილებლად ნახავდი მინიმუმ 5 გუნდს

• გუჯა კახაძე

"დინამოს" ვულოცავ ჩემპიონობას! ევროტურნირებზე წარმატების არ მჯერა, რადგან მუდმივად საუბრობთ სისწრაფეების მომატების აუცილებლობაზე, მაგრამ გაუმჯობესება არ ჩანს. უკვე წლებია "დამდგარი ფეხბურთის" ყურებას გვაიძულებთ.

• გიო

კიდე კონკურენტები გინდა რომან? მერე მემგონი შენ დაიწყებ მსაჯობას რა...:D

• 555

დინამო რაც გუნდია ამ ზაფხულზე გამოჩნდება. გმერთმაც ქნას წარმატებას მიაღწიოს ევროტურნირებზე. უბედურება ის არის რომ მაგის დონის გუნდი რომ არა გვყავს მეტი.

• Goga

Dinamo ra gundia magas evrotasebze naxavt batono roman. Pirvelive tamashze ro gamogagdeben. Da saertod mixedet samegrelos da etetis fexburts.ai akidan unda daicxos kartuli fexburtis agorzineba.

• dinamo chempionta ligaze

რამდენი დაბოგმილი ადამიანია ზაან სასაცილოები ხართ ვინვ ვერ ხედავს დინამოს ყველა ქართულ კლუბზე გაცილებით ძლიერია ყველა ქართული ლუბი დინამოსთან მარტო თავდაცვაზე ფიქრობს და თამაშის ტემპის დაგდებაზე ამის მიუხედავათ მაიუნც კარგი შედეგიაქვს დინამოს მხოლოთ 3 წაგება იმის გათვალისწინებით რომ რა მოედნბზე თამაშობენ ძლიერ გუნდებთან რაც შეუძლია გამოჩნდა შეკრებაზე ვინც მართლა ფეხბურთს ეთამნაშჰება 5 მოგება 1 ფრე

• თენგო

კონკურენტი საიდან გეყოლება შე კაცო,თუ ვინმე ნორმალური გამოჩნდა სხვა გუნდში ეგრევე დინამოში მიარბენინებ, ასეთი მდგომით,კონკურენტი არც არსდროს გეყოლებათ.ასე რომ თუ გუნდის გაძლიერება გინდათ ჩამოიყვანეთ ნორმალური ლეგიონერები.და თავი დაანებეთ,გაჭირვებაში მყოფ რეგიონებს.თორემ თუასე გააგრძელეთ არა მგონია სიმართლეს ამბობდეთ,კონკურენტების არ ყოლაზე,ასეთი მიდგომით გამოდის რომ თქვენ სპეციალურად ასუსტებთ კონკურენტებს.

• jango

რომან, ხომ აკეთებ მერე მაგ გეგმას?ეს შენი ოცნების გეგმა იყო 10 კლუბაინი ჩემპიონატი, 5 ბობოლა და 5 კარგი სპარინგ პარტნიორი,რომ მუდამ ერთი და იგივე კლუბები იყვნენ ევროპალიგებზე და აკეთებდნენ ფულებს ტრანსფერებსა და მატჩებში. ამას კი შესწირეთ 14 კლუბის არსებობა უმაღლეს და პირველ ლიგაში.ეს არის ფეხბრუთის მკვლელობსი იდეალური გეგმა საქართველოში. დასავლეთ საქართველოდან 10 უმაღლესის და 13 პირველი ლიგის კლუბია. აღმოსავლეთიდან კი შესაბამისად 6 და 5. ამიტომაც შეგვიძლია თამამად დავარქვათ ამეეგგამს დასავლეთ საქართველოში ფეხბურთის მკვლელობის გეგმა ნებისმიერ შენმთხვევაში. სამარცხვინო კი არის ის რომ,რაც თანხები დაიხარჯა და იხარჯება დინამოში, მისი ფეხბრუთელების კონსოლიდუირებული ფასი 6,5 მილიონი ევრო ძლივს არის და ამას უწოდებთ კარგ გუნდს? ალბათ თქვენი ნება რომ იყსო საკუთარი ლიაგ ეგქნებოდათ სრულიად და იმ ლიგიდნა 4-5 კლუბებიიტ სულ იქნებოდით ევროლიგებზე წარდგენილი, მაგრამ მადლობა ღმერთს ასეც არ ხდება... დინამოს კი თანაბარი პირობების სემტხვევაში 2 წელიწადში სიეთი კონკურენეტები ეყოლებოდა რომ მისი საფიქრალი ლიგაში დარჩენა უფრო იქნებდოა ვიდრე საპრიზო ადგილები. და ბოლსო კდიევ, აი ჩემპიონობისას რომ მიირებთ 3,5 მილიონ ლარს, ის 3,5 მილიონი მთლიანად დაუთმეთ სხვა კლუბებსი სტადიონებზე ბუნებრივი საფარის მოწყობას, ეს 6 კლუბს ეყოფა და გეყოლება კონკურენტებიც და სპარინგ პარტნიორებიც.

• guro

ერთი ამას უყურე რა! რა გუნდი კი გყავს ასე რომ გაბლატავდი რომან? ევროპაზე ვნახათ რისი ... გაქვთ იქ მსაჯები რომ არ დაგეხმარებათ რა გეშველებათ

• Nika

3 დინამოს დონის გუნდის ფუფუნება ჩვენ კიარა ინგლისუს პრემიერლიგას არააქვს :დ:დ:დ რო არ ვიციდე რაზე ლაპარაკობს რეალის ან ბარსელონას პრეზიდენტი მეგონებოდა:დ მოუგებენ ზუგდუდის ბაიას და თავი მართლა კლუბი გონიათ! გავლენ ევროთსებზე და წააგებენ 100-0

• giga

მოეშვი პენლების ყიდვას და ნახავ მაგ 3 გუნდს

• ფიფია

მსაჯების მოსყიდვა რა დაჯდა? ?

• jeko

ბატონო რომან ტქვენ ალბატ დინამოს ტამაშებს არ უყურებტ. წელს დინამომ გორტან ორივე შეხვედრა წააგო საჩხერესტან წააგო ტორპედოსტან გასვლაზე პრე იტამაშეთ და დინამოზე დზალით და მსაჯებიტ მოუგეთ.. და აუცაიდერებტან მსაჯების დახმარებიტ და პენლებიტ მოიგეტ ტამასჰები და ამ ყველაპრის შემდეგ დინამო საუკეტესო გუნდათ მიაგიჩნიათ? ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებს. Dინამოს საუკეტესო გუნდი უნდა ყავდეს ამაში ორი აზრი არ არი, მაგრამ ამ ეტაპზე დინამო გუნდი არ არი..

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა

"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა

ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს

წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი

[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?

"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?

თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია

Geo Team: "უოტფორდში" ქართველი თავდამსხმელი გადადის

გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები

[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?

"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით