საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალისტების ვინაობა ცნობილია.

2 დღის წინ სატიტულო სერიაში გასულ "დინამოს" 14 მაისს "ქუთაისი" შეუერთდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა იმერულმა კლუბმა ნახევარფინალური სერიის მე-5, გადამწყვეტი შეხვედრა ზედმეტი გართულებების გარეშე - 39 ქულით მოუგო "სოხუმს" და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ქუთაისი-სოხუმის მატჩი არ იმსახურებდა ასეთ დიდ სხვაობას. სერიის წინა 4 შეხვედრის გათვალისწინებით, გადამწყვეტი მატჩი წინამორბედებზე უფრო დაძაბული უნდა ყოფილიყო, რადგან წაგებული ჩემპიონობისთვის ბრძოლას ეთიშებოდა.

მასპინძლები ყველანაირად მომზადებულები შეხვდნენ გადამწყვეტ შეხვედრას. ეს ეხება როგორც სპორტულ, ისე ორგანიზაციულ საკითხს. ქუთაისის სპორტის სასახლეში ტევა არ იყო, არაერთი გულშემატკივარი ელემენტარულად იმის გამო ვერ დაესწრო თამაშს, რომ დარბაზში ადგილი აღარ იყო.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელი ქომაგები მეტად მოწესრიგებულად გულშემატკივრობდნენ თავისიანებს, დარბაზში ნამდვილად სპორტული, ჯანსაღი ატმოსფერო სუფევდა და მაყურებელთათვის ნერვიულობის საბაბი არც კოტე ტუღუში გუნდს არ მიუცია.

მასპინძლებმა ისე რიგიანად ითამაშეს, რომ სოხუმელებმა მათ მხოლოდ პირველ პერიოდში გაუწიეს წინააღმდეგობა. დაცვაზე ორიენტირებული და მწირქულიანი სადებიუტო წუთების შემდეგ, ქუთაისელებმა პირველი პერიოდის 15:11 მოიგეს და მეორე ათწუთეულიდან ხელ-ფეხი გაეხსნათ.

უპირატესობის მოპოვება ქუთაისელებმა კომბინირებული თამაშით, როტაციის გამართლებითა და ყველა პოზიციაზე სტაბილური მოქმედებით მოიპოვეს. მოედანზე გამოსული "ქუთაისის" კალათბურთელები სასტარტოებს სრულფასოვნად ცვლიდნენ, სოხუმელებს კი ამის საშუალება არ ჰქონდათ.

გუნდის სასტარტო ხუთეულის წევრები დიდი ხნით ვერ ტოვებდნენ მოედანს, თუმცა ეს მესამე პერიოდის ბოლოსკენ არც გახდა საჭირო. ქუთაისელებმა იმდენად სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, რომ შეხვედრის ბოლო პერიოდმა აზრი დაკარგა.

ქუთაისელები საბოლოოდ რიხით მივიდნენ გამარჯვებამდე - 93:54. ფინალში გასულებს 23 ქულით გიორგი ბარბაქაძემ ულიდერა, 18 ქულა მიითვალა პოლ მილერმა, ხოლო ზაურ ფაშაევისა და გოგა ცეკვავას ანგარიშზე 9-9 ქულა დაგროვდა. სოხუმელთაგან 17 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო შედეგი გიორგი ჯგერენაიამ დააფიქსირა.

ფინალური სერია 17 მაისიდან ქუთაისში დაიწყება. "ქუთაისსა" და "დინამოს" საჩემპიონო სერიაში მოედნის უპირატესობას რეგულარული ჩემპიონატის მომგები იმერული კლუბი ფლობს. (ფინალურის სერიის ცხრილი იხილეთ ქვემოთ).

მატჩისშემდგომი კომენტარები

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "ეს თამაში იყო კატასტროფა ჩვენთვის. გუნდი ძლიან გადაიღალა დაძაბული 4 თამაშის შემდეგ. მეორე მიზეზი ისიც იყო, რომ სკამი ფაქტიურად არ გვყავდა. მეტოქემ პრაქტიკულად ყველა კომპონენტში გვაჯობა. დიდი მადლობა ქუთაისის გულშემატკივარს, ეს 5 თამაში იყო ნამდვილი საკალათბურთო დღესასწაული, მადლობა მათ რომ გვაჩვენებენ, რომ ძალიან უყვართ ეს თამაში ქუთაისში".

კოტე ტუღუში (" ქუთაისის" მთავარი მწვრთნელი): "მე ვამაყობ, რომ "ქუთაისის" მწვრთნელი ვარ. გასაოცარია ის, თუ როგორ უყვართ კალათბურთი ამ ქალაქში. მადლობა სოხუმს, რომ მიუხედავად დიდი ანგარიშით დამარცხებისა ღირსეული და დიდი ბრძოლა გაგვიმართეს. დიდი მადლობა გულშემატკივარს. ორ დღეში ფინალური სერია იწყება და უნდა მოვემზადოთ დინამოსთვის".

მომზადებულია superleague.ge-ს მიხედვით

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
სუპერლიგა: "სოხუმი" - "ქუთაისი" 66:110
სუპერლიგა. "იუვენტუსმა" ნეიტარლური პოზიცია დაიკავა
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
"მგზავრებმა" "სოხუმი" 17 ქულის სხვაობით დაამარცხა
ანატოლი ბოისა: მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა
"სოხუმი" სუპერლიგაში დასარჩენად "ტიტებს" შეხვდება
თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
სპალეტი: ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიტუაცია საგანგაშოა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგა: "ოლიმპმა" "სოხუმი" დაამარცხა
საკალათბურთო გუნდ "ბათუმს" 3000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
ისტორიული ბრინჯაო: ტყიბულის "ორბმა" სუპერლიგაში საპრიზო ადგილი მოიპოვა!
შიო ხეცურიანი: დაკავების ფაქტი ამ პრობლემების ერთ-ერთი დადასტურება იყო
სუპერლიგის XV ტური დასრულდა | "ბათუმმა" "თელავი" დაამარცხა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
ევროსასამართლომ განაჩენი გამოიტანა - როდის მიიღებს პერესი სუპერლიგის შექმნაზე თანხმობას?
სუპერლიგა. კატასტროფის წინაშე - "ნაპოლი" შეიძლება მწარედ დასაჯონ
"ნაპოლის" სუპერლიგაში ასპარეზობა სურს, ევროპული ფეხბურთი გახლეჩის პირასაა - დამარცხებული სასიკვდილო დარტყმას მიიღებს
სუპერლიგის საგზურისთვის გადამწყვეტი მატჩი დაინიშნა: სოხუმი VS ტიტები
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს