ვლადიმირ ვაისი მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობას საქართველოს თასის ფინალის შემდეგ გამოაცხადებს

საქართველოს ნაკრები ევროპულ შეკრებას 24 მაისს იწყებს. აქედან სამ დღეში, 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ლინცში, ამხანაგურად გავეჯიბრებით სლოვაკეთის ნაკრებს. ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გადაინაცვლებს რუმინეთში, სადაც 3 ივნისს, ბუქარესტში, იქაურ ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალას. ევროპული შეკრების ბოლო ამხანაგური შეხვედრა კი ვლადიმირ ვაისის შეგირდებს 7 ივნისს ელით - ისინი ხეტაფეში ევროპის მოქმედ ჩემპიონს, ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. ეს "ფურია როხასთვის" კონტინენტის პირველობისწინა ბოლო რეპეტიცია იქნება...

ალბათ, ფინალის მერე იტყვის...

როგორც გუშინ შევიტყვეთ, ვლადიმირ ვაისი აუცილებლად დაესწრება საქართველოს თასის ფინალს, რომელიც 18 მაისს, ქუთაისში გაიმართება და ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაეჭიდებიან.

ჩვენი ვარაუდით, სწორედ ამის შემდეგ დაასახელებს საქართველოს ნაკრების თავკაცი ეროვნული გუნდის შემადგენლობას. "დინამოში" არაერთია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც ქვეყნის პირველ გუნდში მოხვედრის პრეტენზია აქვს და ჩანს, ნაკრების მწვრთნელს ამადაც აინტერესებს ფინალისთვის თვალის მიდევნება.

გავიგეთ ისიც, რომ ამ კვირაშივე დასახელდება საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაც. ზუსტად არ ვიცით, მაგრამ აქაც დიდი შანსია, 21-წლამდელთა თავკაცი გია გეგუჩაძე, ვაისის დარად, თასის ფინალის დასრულებას ელოდებოდეს.

რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე ვიცით ეროვნულ გუნდში გამოსაძახებელი არაერთი ლეგიონერის შესახებ. ამ ეტაპზე, აქ განსაკუთრებული სიახლეები არ არის. სიაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო ხანს სისტემატურად თამაშობენ ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით.

დვალიშვილის დაბრუნება

არ არის გამორიცხული, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სიურპრიზებიც იყოს. ერთ-ერთი ასეთი სიურპრიზი ეროვნულ გუნდში ვლადიმერ დვალიშვილის დაბრუნებაა.

"ლელო" უკვე წერდა იმის თაობაზე, რომ ვაისი სპეციალურად ჩავიდა პოლონეთში დვალიშვილის სანახავად და 30 წლის ფორვარდმა ის თამაში შესანიშნავად ჩაატარა - აქტიური თამაშითა და, რაც მთავარია, გოლით გამოირჩა. მეგოლეები კი დღეს ეროვნულ გუნდს ძალიან სჭირდება.

დვალიშვილმა საქართველოს ნაკრებში პირველად 2009 წელს ითამაშა და დღემდე 34 მატჩი (5 გოლი) ჩაატარა. ბოლო დროს ის პოლონური ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) ბინადარ შჩეცინის "პოგონის" მთავარ ფორვარდად იქცა.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ვაისი, ასე ვთქვათ, გამტან ფორვარდს ეძებს და იმედია, იპოვის კიდეც, რადგან საქართველოს ნაკრების წარმატება-წარუმატებლობის ამბავი ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

როცა ქვეყნის ინტერესები მოითხოვს...

აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებსაც, ასაკის გათვალისწინებით, ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშიც შეუძლიათ.

ახალგაზრდულის სიაც მალე გვეცოდინება. ეროვნულ გუნდში გამოძახებული რამდენიმე ფეხბურთელი კი, არ არის გამორიცხული, 21-წლამდელებს შეეშველოს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უახლოეს შეხვედრაში.

3 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად შვედეთს დაუპირისპირდება. ჩვენი ინფორმაციით, გადაწყვეტილია, რომ ამ შეხვედრისთვის გეგუჩაძის გუნდში იქნება პოლონური "შლიონსკის" 20 წლის მცველი ლაშა დვალი. ის ეროვნული გუნდის შეკრებაზეც იქნება და შვედებთან დაპირისპირების გამო მხოლოდ რუმინეთის ეროვნულ გუნდთან 3 ივნისს გასამართავ მატჩს გამოტოვებს.

რას იტყვის ვაისი ჯიქიაზე?

როგორც სანდო წყარომ გაგვიმხილა, ვაისმა რამდენიმე ქართველი ლეგიონერის თამაში ნახა. რა თქმა უნდა, ეროვნული გუნდის მწვრთნელი პრესკონფერენციას გამართავს და ყველა კითხვას გასცემს პასუხს. ერთი კი შევიტყვეთ - მას საქმეში ისეთი ლეგიონერებიც უნახავს, რომელთაც აქამდე არ ჰქონიათ სანაკრებო შანსი.

ყველაზე მეტად ის გვაინტერესებს, გამოვა თუ არა "ამკარის" მცველის, გიორგი ჯიქიას ჩაყენება საქართველოს სამსახურში. 100-პროცენტიანი ალბათობით უნდა ვთქვათ, რომ ვაისს ამ ახალგაზრდის თამაში ძალიან აინტერესებს.

ჯიქია 22 წლისაა. ის მოსკოვის "ლოკომოტივის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. "ამკარის" გარდა, უთამაშია ნალჩიკის "სპარტაკსა" და ძერჟინსკის "ხიმკიში". ჩვეულებრივი ამბავია - რაც უფრო დიდი კონკურენცია იქნება საქართველოს ნაკრებში, მით უკეთესი. არაერთხელ გვითქვამს, რომ დასაკარგი ფეხბურთელი არ გვყავს და ეს ეხებათ იმ მოთამაშეებსაც, რომელთაც ქართული პასპორტი არ აქვთ.

ამ ეტაპზე ჯიქია რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ეს პრობლემა არ უნდა იყოს. სწორედ რუსეთის მოქალაქე გახლდათ გიორგი ნავალოვსკი, რომელმაც ქართული პასპორტი დაიბრუნა და დღეს ქვეყნის მთავარი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.

ბევრი რამ გამოჩნდება...

საქართველოს ნაკრების უახლოეს სამ მატჩში ძალიან ბევრი რამ გამოჩნდება. სლოვაკეთიც, რუმინეთიცა და ესპანეთიც ევროპის ჩემპიონატის მონაწილეები არიან და ეს იქნება სწორედ ის ტესტი ჩვენი გუნდისთვის, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წინ აუცილებელია.

უკვე ცნობილია ის შემადგენლობები (ესპანეთის ნაკრები საქართველოსთან სათამაშოდ შემადგენლობას უახლოეს მომავალში დაასახელებს), რომლებითაც ჩვენი მეტოქეები საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან:

სლოვაკეთი

მეკარეები: იან მუხა (სლოვანი), მატიუშ კოზაჩიკი (პლზენი, ჩეხეთი), იან ნოვოტა (რაპიდი, ავსტრია);

მცველები: მარტინ შკრტელი (ლივერპული, ინგლისი), იან დურიცა (ლოკომოტივი, რუსეთი), პეტერ პეკარიკი (ჰერტა, გერმანია), ტომაშ ჰუბოჩანი (დინამო მ, რუსეთი), კორნელ სალატა (სლოვანი), დუშან შვენტო (კიოლნი, გერმანია), ნორბერტ გიომბორი (რომა, იტალია), ლუკაშ ტესდაკი (ქაირათი, ყაზახეთი), მილან სკრინიარი (სამპდორია, იტალია);

ნახევარმცველები: მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი, იტალია), სტანისლავ შეშტაკი (ფერენცვაროში, უნგრეთი), მიროსლავ სტოხი (ბურსასფორი, თურქეთი), ვლადიმირ ვაისი-უმცროსი (ალ ღარაფა, ყატარი), იურაი კუცკა (მილანი, იტალია), ვიქტორ პეჩოვსკი (ჟილინა), რობერტ მაკი (პაოკ, საბერძნეთი), ონდრეი დუდა (ლეგია, პოლონეთი), პატრიკ ჰროსოვსკი (პლზენი, ჩეხეთი), ერიკ საბო (პაოკ, საბერძნეთი), იან გრეგუსი (იაბლონეცი, ჩეხეთი), მატუშ ბერო (ტრენჩინი);

თავდამსხმელები: მიხალ დურიში (პლზენი, ჩეხეთი), ადამ ნემეცი (ტილბურგი, ჰოლანდია), ადამ ზრელაკი (სლოვანი).

რუმინეთი

მეკარეები: ჩიპრიან ტატარუშანუ (ფიორენტინა, იტალია), კოსტელ პანტილიმონი (უოტფორდი, ინგლისი), სილვიუ ლუნგი (ასტრა);

მცველები: რაზვან რაცი (რაიო ვალეკანო, ესპანეთი), ვლად კირიკეში (ნაპოლი, იტალია), დრაგოშ გრიგორე (ტულუზი, საფრანგეთი), ალექსანდრუ მატელი (დინამო ზ, ხორვატია), ვალერიცა გერმანი (ასტრა), კრისტიან საპუნარუ (პანდური), კოზმინ მოტი (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), სტელიანო ფილიპი (დინამო ბუქარესტი), ალინ ტოსკა (სტიაუა);

ნახევარმცველები: გაბრიელ ტორჟე (ოსმანლისფორი), მიჰაი პინტილი (სტიაუა), ალექსანდრუ მაქსიმი (შტუტგარტი, გერმანია), ალექსანდრუ ჩიპჩუ (სტიაუა), ოვიდიუ ჰობანი (ჰაპოელი ბეერ-შევა, ისრაელი), ლუჩიან სანმარტენი (ალ იტიჰადი, საუდის არაბეთი), ადრიან პოპა (სტიაუა), ადრიან როპოტანი (პანდური), ანდრეი პრეპელიცა (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ანდრეი ივანი (კრაკოვია, პოლონეთი), ნიკოლაე სტანჩუ (სტიაუა);

თავდამსხმელები: ბოგდან სტანჩუ (გენჩლერბირლიგი, თურქეთი), კლაუდიუ კესერუ (ლუდოგორეცი, ბულგარეთი), ფლორინ ანდონე (კორდობა, ესპანეთი), დენის ალბეკი (ასტრა), იოან ჰორა (პანდური).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

merabi
დვალიშვილი ბრუნდება? ხუბუტიამ რა დააშავა?, გელაშვილი, მახარაძე, ლობჟანიძე, დაუშვილი, ამისულაშვილი, კობახიძე, თარგამაძე....ბევრი კიდე სხვა.უკეთესები რომ არ გვყავს, იმიტომ ვართ 123-ე ადგილზე.
giorgi
დვალიშვილს ყველა ჯობია, რა ვერ მოვიშორეთე ეს კაცი, სახადია?
Eric cantona
"სიაში იქნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ბოლო ხანს სისტემატურად თამაშობენ ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით" - სიაში უნდა იყვნენ ის ფეხბურთელები (ლეგიონერები, ადგილორივები) ვინც ბოლო ხანს სისტემატიურად თამაშობს თავისი კლუბის მაისურით ! ეს უნდა იყოს პირველი კრიტერიუმი !!!
status quo
დვალიშვილი ვერ გაამართლებს,წელიწადში 1-2 გოლის გატანა არაა ფორვარდობა.სჯობია ვინმე ახალგაზრდა გაზარდონ.თანაც უკვე დაბერდა...
romandro
სხვა არჩევანი არცაქვს ვაის,ამდროისთვის მეტი ფორვარდი არც გვყავს,სულ სამი ფორვარდი გვყავს ჯერჯერობით რომელიც ნაკრების დონისა 1.მჭედლიძე 2.ვაწაძე 3.დვალიშვილი, და ის რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფორვარდი უნდა დაყენოს დვალიშვილის ნაცვლად ასეთი ფორვარდი ჩვენს ჩემპიონატში ართამაშობს და ეს ყველამ კარგად ვიცით.
lelo
ჩემი აზრით მხოლოთ ეროვნული ჩმპიონატიდან უნდა იყოს მოწვული ფეღბურთელები. მოტივაცია მაინც ექნებათ.
dato
რატო გადაეკიდნენ ამ ფორვარდებს ვითომ კაი გუნდში რო არიან და სამ წელში ერთხელ გააქვთ ამას არ ჯობია ეროვნული ჩემპიონატიდან ვინმე მიიწვიოოს?!
c
ბარემ, აშვეთია, არველაძე, დემეტრაძე დააბრუნოს გამტან ფორვარდებად)))))
beso
34 მატჩში 5 გოლი და მათ შორის ნაკრებში ნათამაშევი ბოლო 5 წელში არც ერთი გოლი.კი ეს ნამდვილად გამტანი ფორვარდის მონაცემებია, რადგან ამას მოხერხება უნდა.ნამდვილად კაი ინტუიცია ჰქონია ვაისს
anti
მარცვალაძე უნდა გამოიძახოს გორის დილადან და ტაბატაძე ტორპედოდან
Lado
ერთი დვალაძე–ღა აკლია ნაკრებს და გვეშველება :)
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს
"ის არის ბიჭი, რომელიც ფეხბურთს ეკუთვნის! მას ახლა სჭირდება..." - დვალიშვილმა იტალიელებთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია
კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
"საბურთალომ" ვლადიმერ დვალიშვილი და დავით თარგამაძე დაიმატა
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
რომელ ფორვარდს უხმობს ვლადიმირ ვაისი? ფეხბურთელთა არჩევანი და სათამაშო ფორმა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ხვიჩა რუსეთში არ დაბრუნდება" - დვალიშვილმა ტრანსფერსა და "ნაპოლიში" კვარაცხელიას შესაძლო გადასვლაზე serieanews.com-თან ისაუბრა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ჩაკვეტაძე ბრუნდება - შეძლებს ნოემბერში საქართველოს ნაკრებში თამაშს?
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
ორი დებიუტანტით - ნოემბრის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ქართველი ლეგიონერების 10 საუკეთესო ტრანსფერი ზამთარში
"ძალიან სასიამოვნო გრძობაა, როცა ოცნება ხდება" - იური ტაბატაძე
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
დვალმა პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს