ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო
რას აძლევს საქართველოს "ბასკონიასთან" გაფორმებული კონტრაქტი?
რას აძლევს საქართველოს "ბასკონიასთან" გაფორმებული კონტრაქტი?
22 მაისს თბილისში დაიწყება "ბასკონიას" კემპი, რომელშიც 13-18 წლის პერსპექტიული ქართველი კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას
22 მაისს თბილისში დაიწყება საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" კემპი, რომელშიც 13-18 წლის პერსპექტიული ქართველი კალათბურთელები მიიღებენ მონაწილეობას.
"ბასკონია" ევროპაში საკლუბო სისტემით ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და მისი მწვრთნელების საქართველოში ჩამოსვლა თავისთავად სასარგებლოა. მით უმეტეს, რომ ბასკები ქართველებს ესპანეთშიც წაყვანენ და იქ მოამზადებენ დიდი კალათბურთისთვის.
ასეთი კემპი შარშანაც ჩატარდა და ითქვა: ხუთწლიანი ხელშეკრულების ბოლოს ესპანელი მწვრთნელები გვპირდებიან, რომ საქართველოს ნაკრებში "ბასკონიაში" გამოწვრთნილი მინიმუმ ათი კალათბურთელი ითამაშებს, ხოლო საქართველოს 16, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებები რეგულარულად იასპარეზებენ არა B დივიზიონში, არამედ ევროპის ჩემპიონატზე.
მშვენიერია! მაგრამ, ხუთ წელიწადში ეს რამდენად რეალურია? რა გზით აპირებენ ესპანელები ნათქვამის გამართლებას? რა სახის ხელშეკრულებაა გაფორმებული?
- 2008 წელს მეგობრებთან ერთად ქართულ-ბასკური საზოგადოება დავაფუძნე და მჭიდრო კავშირი დავამყარე ბასკებთან. გავიცანით ბანკ "კუჩა ლაბორალის" დამფუძნებელი ხოსე კერახეტა, რომელსაც ამავე დროს საკალათბურთო კლუბი "ბასკონია" ეკუთვნის.
კალათბურთის ფედერაციაში მოსვლის შემდეგ გადავწყვიტეთ, სწორედ "ბასკონიას" პროფესიონალები მოგვეწვია ქართული კალათბურთის რეალობისა და პერსპექტივების დეტალურად შესასწავლად. ამავე დროს, გვსურდა, ყოველწლიურად 4-5 ქართველ ახალგაზრდას გაევლო პრაქტიკა ბასკების საკალათბურთო აკადემიაში, პარალელურად კი მიეღო იქაური განათლება, - მოგვითხრობს გიორგი ქართველიშვილი.
ქართულ მხარე დაინტერესდა, რა ხარჯებთან იქნებოდა დაკავშირებული ჩვენი მოზარდების ესპანეთში მივლინება. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ინტერესს "ბასკონიას" ხელმძღვანელობამ საინტერესო პროექტი შეაგება:
- შემოგვთავაზეს ასეთი რამ: გუნდის აკადემიის შენახვა წელიწადში მილიონი ევრო ჯდება. გავაფორმოთ ხუთწლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ქართული მხარე კლუბში 30 პროცენტით იქნება წარმოდგენილი და წელიწადში 300 ათას ევროს გადაიხდის. ცხადია, დავინტერესდით, რას მივიღებდით სანაცვლოდ. გვითხრეს: ქართველი კალათბურთელების გაყიდვიდან შემოსული თანხის 50 პროცენტს საქართველოს კალათბურთის ფედერაცია მიიღებს. ხოლო თუ არაქართველი გაიყიდება - თანხის 30 პროცენტსო.
წინადადება საინტერესოა, თუმცა ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ვთქვათ, ფედერაციამ 5 წელიწადში გადაიხადა 1.5 მილიონი ევრო, კალათბურთელების ტრანსფერებიდან მილიონიც რომ არ შემოვიდეს, მაშინ რა ხდება?
- "ბასკონიას" ხელმძღვანელობას ვთხოვეთ შეესწავლათ და ჩვენთვის გამოეგზავნათ ბოლო 20 წელიწადში გუნდის ტრანსფერებთან დაკავშირებული ყველა დეტალი, რათა წარმოდგენა შეგვქმნოდა, რამდენად რეალური იყო 5 წელიწადში თუნდაც 1.5 მილიონი ევროს მიღება. ესპანელები არ დაგვზარდნენ და დაგვითვალეს ყველა ხარჯი 1997 წლიდან დღემდე.
აი, სტატისტიკური ანალიზიც: ბოლო 20 წელიწადში "ბასკონიამ" "გამოუშვა" უმაღლესი დონის 41 კალათბურთელი. მათგან 6 NBA-ში წავიდა, დანარჩენი ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროლიგის გუნდებში. საინტერესოა, ვიცოდეთ, რამდენი მიიღო კლუბმა NBA-ში გაგზავნილ საშუალოდ ერთ მოთამაშეში. ზუსტი რიცხვია გამოყვანილი - 2.367.144 ევრო. ხოლო ესპანეთის ჩემპიონატის სხვა კლუბში გაშვებული საშუალოდ ერთი კალათბურთელიდან - 191.041 ევრო.
"ბასკონიას" ექსპერტებმა აქამდე არსებული სტატისტიკის მიხედვით დაგვითვალეს, რომ ურთიერთთანამშრომლობის პერიოდში (რაც მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 5 წელიწადს და დამატებით კიდევ სამს, რომლის დროსაც ხუთწლიანი პერიოდის ბოლოს წაყვანილი კალათბურთელები "ბასკონიაში" გამოიწვრთნებიან. გამოდის 5+3 ტიპის თანამშრომლობა) უნდა განხორციელდეს დაახლოებით 10 ქართველისა და 18 არაქართველის ტრანსფერი. აქედან 4.3 არაქართველი NBA-ში უნდა წავიდეს. ამავე გათვლით 1 ქართველი NBA-ში უნდა მოხვდეს, 3 - ესპანურ, ან ევროლიგის სხვა რომელიმე კლუბში.
გამოდის რომ, თუ ისევე გაგრძელდა, როგორც ბოლო 20 წელიწადში, "ბასკონიასთან" გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს კალათბურთის ფედერაცია არაქართველების ტრანსფერებიდან 30 პროცენტს, ანუ 2.416.991 ევროს მიიღებს, ხოლო ქართველებიდან - 1.470.000 ევროს. ჯამში 3.887.125 ევრო.
- სამომავლო გათვლები ესპანელებს ნამდვილად არ ეშლებათ. აქ მოყვანილი რიცხვები, შეიძლება ითქვას, მინიმალურია, რადგან სადღეისოდ "ბასკონიაში" თანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი და მოთამაშეების მომზადებაც უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას მთავარი მიზანი საქართველოს ნაკრებისთვის კალათბურთელების ევროპულ დონეზე მომზადება იყო.
ესპანელებმა ისიც გამოთვალეს და დაგვაიმედეს, რომ მომდევნო წლებში ეროვნული ნაკრები "ბასკონიადან" 10 კალათბურთელით შეივსება. ამასთან, თუ ტრანსფერებიდან 1.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ დაახლოებით 3.8 მილიონს მივიღებთ, რატომ არ უნდა ვთქვათ, რომ განხორციელდა საფუძველშივე წარმატებული, საამაყო პროექტი?! - გვითხრა გიორგი ქართველიშვილმა და დასძინა:
- გადაწყვეტილი გვაქვს, ამა თუ იმ მოთამაშის ტრანსფერიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი იმ ქართულ გუნდს გადავურიცხოთ, სადაც გაიზარდა. ეს ჩვენი საკალათბურთო სკოლებისთვის დიდი სტიმული იქნება. მეორე ნაწილს, ისევ და ისევ ბავშვთა კალათბურთის განვითარებას მოვახმართ.
და მაინც, თუ 1.5 მილიონი ევრო საქართველოში არ დაბრუნდა...
- ბასკონიელებმა კონტრაქტს მოაყოლეს საბანკო გარანტია და მინაწერი: თუ ხელშეკრულების ვადის გასვლისას საქართველოს კალათბურთის ფედერაციას არ აქვს მიღებული 1.5 მილიონი ევრო, შეუძლია ეს თანხა სრულად აიღოს მითითებულ ბანკში. ესაა ერთგვარი საბანკო დაზღვევა.
რის საფუძველზე იძლევიან ბასკები ასეთ დაპირებებსა და მყარ გარანტიებს? პასუხი ამ კითხვაზეც არსებობს: მათი ექსპერტები საქართველოში რამდენიმე თვით იყვნენ და დეტალურად შეისწავლეს ქვეყანაში არსებული საკალათბურთო რესურსი და, როგორც ჩანს, პერსპექტივა დაინახეს. მათ ხომ, ბევრ კალათბურთელზე რამდენიმეგვერდიანი ანალიზი გააკეთეს.
"ბასკონიაში" თორნიკე შენგელიას გარდა კიდევ სამი ქართველი ირიცხება: ლუკა ბულაშვილი, ნიკოლოზ დარბაიძე და გიორგი ტურძელაძე. ლუკა "ბასკონიას" 18-წლამდელთა გუნდის ღირსებას იცავს, ხოლო ნიკა და გიორგი ბასკებმა სათამაშო პრაქტიკის მიზნით სხვა კლუბებში გაანათხოვრეს.
თბილისში 22-28 მაისს გასამართ კემპზე კიდევ რამდენიმე მოზარდი შეირჩევა მომავალ სეზონში ესპანეთში გასამგზავრებლად.
დავინტერესდით, სად იმართება "ბასკონიას" კემპი.
- ვერის ბაღის საკალათბურთო სასახლეში, - გვითხრა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა.
ეს ნამდვილად სასიამოვნო ინფორმაციაა, რადგან ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის ვერის ბაღის არენა მთლიანად განახლდა, თუმცა მასში აქამდე არათუ სუპერლიგის მატჩები, ასაკობრივი ჩემპიონატებიც არ იმართებოდა. აქტიური მსჯელობა მიდიოდა, რომ ეს ნაგებობა კალათბურთის ფედერაციას გადასცემოდა. თუკი ფეხბურთის, რაგბის ფედერაციებს აქვთ საკუთარი ბაზა, კალათბურთის ფედერაციას რატომ არ უნდა ჰქონდეს? ეს ცალკე პუბლიკაციის თემაა, თუმცა სადღეისო სიტუაციის მოკლედ გაცნობა ბატონ გიორგის ვთხოვეთ:
- ვერის ბაღის არენის კალათბურთის ფედერაციისთვის გადაცემაზე მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს. ეს ობიექტი სადღეისოდ არ არის რენტაბელური, ხოლო კალათბურთის ფედერაციის მართვაში, ან მფლობელობაში რომ გადავა, ძველებური სიცოცხლე დაუბრუნდება. ვერის ბაღი ხომ საკალათბურთო ცენტრი იყო, სადაც გულშემატკივრები დიდი მატჩების სანახავადაც მიდიოდნენ და ერთმანეთთან აზრის გასაცვლელადაც.
ახლაც ბევრი მეკითხება დარბაზის ბედზე, საკალათბურთო სამყაროს თხოვნაა, ვერის ბაღს კალათბურთი დაუბრუნდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
• არტაგი
ეხ, სამწუხაროდ ასეა!
• artagis
რა გაგიკვირდა? რამ დაგვამხო და უსწავლელობამ, ძველბიჭობამ, ნარკომანობამ და უვიცობამ.
• არტაგი
ასე რამ დაგვამხო რომ საქართველოში კალათბურთელებს ვეღარ ვზრდით?...
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
"ზუროსმა ისინიც მოინიშნა, ნაკრების კანდიდატებად აქამდე რომ არ მოიაზრებოდნენ"
მომავალი სეზონიდან სუპერლიგაში გუნდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება
ლუკა ბულაშვილმა "ინოვა ჩეფს" 26 ქულა ჩაუგდო და გუნდში საუკეთესო იყო
სუპერლიგა 2016/17. XVI ტური: გაქცევაც ამას ჰქვია!
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
[VIDEO] შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - შენგელიას კარგი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ
პრო დე2 - პირველ ტურში ცხრამ ითამაშა
კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!
ლუკა ბულაშვილმა ესპანეთის EBA ლიგაში 30 ქულა ჩააგდო
ლუკა ბულაშვილის 20 ქულა და გამარჯვება კონკურენტ გუნდთან შეხვედრაში
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ესპანეთის EBA ლიგაში 20 წლის ლუკა ბულაშვილმა ორმაგი დუბლი შეასრულა და გუნდს მოაგებინა
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის იურიდიული კომისიის პრეზიდენტი გახდა
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
ლუკა ბულაშვილის 21 ქულა და იოლი გამარჯვება "როსალიასთან"
ანდრონიკაშვილი სასტარტოში გამოჩნდა, ბულაშვილის გუნდმა კი კონკურენტს მოუგო
გიორგი ქართველიშვილი ფიბა-ევროპის აღმასრულებელი საბჭოს წევრად აირჩიეს
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა