სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა
დღეს, 21 მაისს, სასტუმრო "ჰუალინგში" საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა, მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გუნდი პირველ ამხანაგურ შეხვედრას 27 მაისს, ავსტრიის ქალაქ ველსში, სლოვაკეთის ნაკრებთან გამართავს. ამის შემდეგ ჩვენი გუნდი ბუქარესტში გადაინაცვლებს, სადაც 3 ივნისს რუმინეთს გაეჯიბრება, ბოლოს კი, 7 ივნისს, "ხეტაფეს" სტადიონზე ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთს შეხვდება.

ვლადიმირ ვაისმა საქართველოს ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

"24 მაისს, თბილისში შევიკრიბებით, რის შემდეგაც ავსტრიაში გავემგზავრებით. იქ სლოვაკეთს ვეთამაშებით, 1-ში კი რუმინეთში გავემგზავრებით, შემდეგ - ესპანეთში. ეს შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის კარგად მოსამზადებლად გვჭირდება. მომავალ მატჩებს ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და ეს პრობლემაა. ვეცადე, საუკეთესო ფეხბურთელები შემეკრიბა. გუნდში 20 კაშია და 20 კანკავა რომ მყავდეს, ამ გუნდის გაწვრთნა ძალიან მარტივი იქნებოდა

დაინერესებული ვარ გიორგი ჯიქიათი და მასზე დიდ იმედებს ვამყარებ. მინდა, გიორგი ნავალოვსკის კონკურენტი ჰყავდეს. მაგრამ ჯიქიას ჩვენს ნაკრებზე არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია. ვიმეორებ, მსურს გუნდში ყველა პოზიციაზე იყოს კონკურენცია და ვიმედოვნებ, რომ ჯიქია ჩვენს სასარგებლოდ მიიღებს გადაწყვეტილებას.

ამჯერად გამოვიძახე ვლადიმირ დვალიშვილი, რომელიც პოლონეთში ვნახე და კარგად გამოიყურებოდა. ამიტომ, მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნება გადავწყვიტე. ის ძალიან გამოცდილია და ამ პოზიციაზეც გვჭირდება კონკურენცია. მიხარია, რომ თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და სხვა ფეხბურთელებიც ბოლო პერიოდში ათამაშდნენ.

ზურაბ ცისკარიძეზეც ვიტყვი, რომ დიდი გამოცდილების მქონე ფეხბურთელია და მას რამდენიმე ფეხბურთელისთვის შეუძლია კონკურენციის გაწევა. ამიტომ, ვნახოთ, როგორ ფორმაში იქნებიან სხვა ფეხბურთელები და იმის მიხედვით შევურჩევ პოზიციას.

ვნახე "ტორპედოს" ფეხბურთელი გიორგი ქიმაძეც, მაგრამ ამ ეტაპზე მას ცისკარიძე ვამჯობინე.

გამოვიძახე "დინამოს" ფეხბურთელებიც, რომლებიც ჩემი აზრით, იმსახურებენ ეროვნულ ნაკრებში თამაშს.

სამწუხაროდ, გიორგი ლორიამ მიიღო ტრავმა და მზად არ არის ამ ეტაპზე გუნდის დასახმარებლად, ამიტომ ბრუნდება გიორგი მაკარიძე, იქნებიან ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძეც. ვარჯიშების დროს დავაკვირდები მათ თამაშს, ფორმას და მივიღებ გადაწყვეტილებას, ვინ და რამდენს ითამაშებს. ჩემთვის ვარჯიშებს დიდი მნიშვნელობა აქვს.

გოგიტა გოგუას კარგად ვიცნობ, მისი მწვრთნელი ვიყავი და მინდა აღვნიშნო, რომ ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საუკეთესოები გამოვიძახე.

პირველ მატჩზე არ იქნებიან გიორგი აბურჯანია და გიორგი ჭანტურია. ისინი მეორე თამაშისთვის შემოგვიერთდებიან.

ჩემპიონატში ყველაზე მეტი "დინამოს" მატჩი ვნახე და იქიდან შევარჩიე ფეხბურთელები. სხვა გუნდების შეხვედრებსაც დავესწარი რეგიონებში, მაგრამ იქ ისეთი ფეხბურთელი ვერ აღმოვაჩინე, ვინც გამოგვადგებოდა.

ქართველი ფეხბურთელები ტექნიკურად ძალიან კარგები არიან, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აკლიათ და ასევე - ფიზიკურადაც მოიკოჭლებენ. წინა შეხვედრებს თუ გადავხედავთ, ხშირად ბოლო 15 წუთში უშვებდა გუნდი გოლებს, ეს კი სწორედ ფიზიკური მომზადების ბრალია.

ხასიათს რაც შეეხება, ისინი საქართველოსთვის მთელი გულითა და სულით თამაშობენ, დიდი პოტენციალი აქვთ, მაგრამ საჭიროა ამ პოტენციალის გამოყენება. მეტს ველი ვაკო ყაზაიშვილისგან, ლევან მჭედლიძისგან, რომლის დარი ფორვარდი მსოფლიოში ბევრი არ არის.

ყაზახეთთან მატჩის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მოედანზე მისი მონაცემები და ნიჭი სრულად უნდა გამოიყენოს.

სწორედ ამისთვის ვარ მე აქ, რომ მოთამაშეების დონე ავამაღლო და იმედია, ამას მოავხერხებ კიდეც. 20 კაშია და 20 კანკავა რომ მყავდეს, გუნდის გაწვრთნა ძალიან მარტივი იქნებოდა. ისინი სრულყოფილი პროფესიონალები არიან", - განაცხადა პრესკონფერენციაზე სლოვაკმა სპეციალისტმა.

dave
ზაზა, არსწორ ინფორმაციას ავრცელებ 265 მილიონთან დაკავშირებით. ეს თანხა არის ხუთწლიანი პროგრამის, რომელიც 5 განმავლობაშიგადანაწილდება საკლუბო ფეხბურთზე, ბავშვთა ფეხბურთზე და ისეთ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სადაც გათვალისწინებული იქნება რეგიონებში დაქცეული სტადიონების განახლება და საბავშვო აკადემიების გახსნა ფუნქციონირება. რაც შეეხება ეროვნული ნნაკრების დაფინანსებას, ეგ ცალკე საკითხია და სხვა ბიუჯეტიდან ფინანსდება.
Eric cantona
ქედის ბეთლემიდან უნდა გამოგძახათ რამოდენიმე ფეხბურთელი ბატონო ვაის ;) :)
Vaxo
ჩემს მტერს 20 კაშია და 20 კანკავა
musenbazi
კანკავას და კაშიას დონის ფეხბურთელებით მოლდოვას თუ მოვუგეთ დიდი წარმატება იქნება!!! ორივე საშუალოზე დაბალი დონის მოთამეშეა...
ლტ
სამწუხაროა რომ უიმედობა სუფევს ქართულ ფეხბურთში(ისევე როგორც თითქმის ყველა სფეროში საქართველოში), არადა ნამდვილად შეიძლება არსებული რესურსებით მებრძოლი ძლიერი გუნდის შექმნა, უბრალოდ ვიღაცეებმა ფული არ უნდა ჭამონ და ქვეყანაზე იფიქრონ.
vato
მაგარია მთელი გუნდიდან მარტო 2 პროფესიონალი გვყოლია! მურტალოს ვეთანხმები 100%. ფედერაციას 265 მილიონი აქვთ გამოყოფილი? აუ რამდენს ჭამენ აზზე ხართ? ჯერს სანამ ეს თანხა ფედერაციამდე მივა ალბათ გახდება 100 მილიონი. მერე ხო საერთოდ ქრება ალბათ. ელემენტარულად სტადიონები ისევ (დინამოს გარდა) დაქცეულია, გეგონება სადგაც ნაგავსაყრელზე თამაშობენ პრიველი ლიგის გუნდები. და ეს 50 მილიონი ბიუჯეტის ფონზე.
vaaa
ცხადაძის მრევლი არ ცხრება!! :)
murtalo
კყველაფერს რომ თავი დავანებოთ კომენტარებიდანაც ნათლად ჩანს რა დონე არის ქართული ფეხბურთი...ამ შემთხვევაში გულშემატკივარს ვგულისხმობ, და არა ფეხბურთში დასაქმებულ ადამიანებს...როგორც გენებოთ ისე გაიგეთ, მაგრამ საჭირბოროტო საკითხებზე გაკეთებულ სტატიებზე ისეთი კომენტარები იჭერება, მგონია ამ ხალხს სხვა თამაში აქვს ნანახი(ან სხვა სპორტი გონია ფეხბურთი)...მე თვითონ ხშირად ვწერ კომენტარს მოვლენებზე, რაც ფეხბურთში ხდება და ასე თუ ისე ქართულ ფეხბურთთან აქვს კავშირი,თან ხშირად არც მაინც და მაინც ობიექტური არ გამომდის, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, ნუ დაწერთ ისეთ რამეს, რაც ავნებს კლუბს, თუ ნაკრებს...გააღიზიანებს და თამაშის წყურვილს მოუკლავს ფეხბურთელს, რომელსაც რაღაც და სადღაც შეეშალა..."ლივერპული"ს გულშემატკივრებისაგან აიღეთ მაგალითი, ჭაგებული თამაშების მერე, რომ უმღერიან გუნდს. მერწმუნეთ ყველაზე მეტად "ფეხებზე მკიდია" ფეხბურთელიც ცოტა აზრზე მოვა და დაფიქრდება, სად და როგორ იმოქმედოს და რამდენად დაიხარჯოს თამაშისას...არ გნებავთ ასე, მაშ ვაგინოთ, ვლანძღოთ, ვეძახოთ მოღალატეები და უნიჭოები და გგონიათ მოუმატებენ?! რა გულშემატკივარიც გვყავს, იმ ფეხბურთსაც ვიმკით...მადლობა მინდა ვუთხრა ამა თუ იმ რეგიონში გულშემატკივრებს საქართველოს ჩემპიონატში სტადიონებს რომ ავსებენ. თქვენ გაგიმარჯოთ! თქვენი დამსახურება იქნება პირველ რიგში თუ კი როდესმე რაიმე სერიოზულ წარმატება თუ მივაღწევთ საერთაშორისო არენაზე. ასე გააგრძელეთ და აგერ ნახავთ, ეს წარმატება მოვა, ნამდვილად მოვა და ყველა ერთად გავიხარებთ...თბილისს და თბულისელებს(ჩემი ჩათვლით) კი მოვუწოდებ ნუ "დაიკიდებს" გუნდ(ებ)ს...სტადიონი ნახევრად ცარიელი კი არა, სრულიად უმაყურებლო არ უნდა იყოს დედაქალაქში, სირცხვილია...რა გნებავთ ბატონებო, ფეხბურთელებმა ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშOნ მხოლოდ სტატისტიკისათვის და ბოლომდე დაიხარჯნონ?...ასე არ ხდება! უმაყურებლო ფეხბურთი მხოლოდ ეზოში გართობას გავს და ძნელია ფეხბურთEლს აიძულო ბოლომდე დაიხარჯოს მაშინ, როცა მხოლოდ აათი(თუნდაც ასი) კაცი ზის ტრიბუნაზი....სანამ ჩვენ თვითონ არ დავაფასებთ რაც გაგვაჩნია(მესმის, რომ ბევრი არაფერი) და თუნდაც მთელ თამაშსი ერთი-ორ გამონათებას, ესაა დღეს ქართული ფეხბურთი და თუ მისი წინსვლა გვინდა რეგიონების მსგავსად დედაქალაქმა უნდა დაიწყოს სტადიონების შევსება თუ არა, ცოტაოდენ მეტი ყურადღება საქართველოს ჩემპიონატისადმი...ერთად უნდა ამოვიყვანოთ ქართული ფეხბურთი წუმპედან და დრო მოვა ყველა გავიხარებთ. ყველას ბოდიშს გიხდით მსგავსი აბდაუბდას წაკითხვისას დროის დაკარგვისათვის, მაგრამ ესაა სწორედ დღევანდელი საქართველო..რაში და რამდენი დრო უნდა დავხარჯოთ, რომ ეროვნული საქმე ვაკეთოთ...დარწმუნებული ვარ, რომ გაქრებიან "ქოცებიც" და "ნაცებიც", ქართUლი ფეხბურთი კი კიდევ იტყვის თავის მძლავრ სიტყვას...ასეა ეს და ამის იქით არასოდეს გადავუხვევ!
ogafa
თუ რამე წარმატების მიღწევა გსურს ჯობია სასწრაფოდ ლევან გეგეჭკორი მიიწვიოთ ნაკრებსი.
anti
ცისკარიძის გამოძახება მომეწონა, ძალიან კარგი ფეხბურთელია. საიტის ადმინისტრაციასთან თხოვნა მექნება, იქნებ დაუკავშირდეთ და ინტერვიუ ჩაწეროთ, საინტერესო იქნება მკითხველისთვის.
jaba
თაღლითური სუნი უდის ამ განცხადებებს მწვრთნელის მხრიდან
jango
ვლადიმირ ვაისს.. მეგობარო შენ ჯერ არ იცი სადა ხარ და რამოდენა ბაწარს გიმზადებენ ქართველი ფეხბურთელები,სრულიად მალე და იაფად მოგინელებენ,ფედერაცია კი ცხადაძეს ხვეწნას დაუწყებს, ან სრულიად ბოლო კოზირი ექნება გეგუჩაძე. შენ იქნები საქართველოს ნაკრების ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი.აგერაა 3 მატჩი,აგერა ხარ შენ და აგერა ვართ ჩვენ. გურო სადა ჰყავს სამტრედიას დასაჩაგრი და მოსასპობი ფეხბურთელები,რა უნდათ მაგათ ნაკრებში,რაც დაიწყეს კლუბის აღმასვლა ის გააგრძელონ, თორემ შეეყრებიან ამ ლეგიონერ ნარცისებს და მერე მოგჭამა ჭირი... სანამ ნაკრებში უმრავლესობა ლეგიონერები არიან,სამტრედიიდან არცერთი არ უნდა დათანხმდეს ნაკრებში თამაშს თუკი საკუთარ მომავალზე ფიქრობენ საერთოდ.
GOALER

GOALER
10 მესი არ უნდა ნაკრებში? შეზღუდული რესურსების პირობებში წარმატების მიღწევაა პროფესიონალიზმი და არა იდეალისტობა.
ზაზა
265 მილიონი აქვს გამოყოფილი ფედერაციას ბიუჯეტიდან,წელიწადში დაახლოებით 53 მლნ ლარი.ამ თანხის 10% სულ მცირედ ნაკრების ფეხბურტელებს უნდა მოხმარდეთ ,რაც სრულიად საკმარისი იქნება თამაშზე გამოძახებისთვის,ძირითადში მოხვედრისთვის,პრემიებისთვის,ბონუსებისთვის! –მეც მინდა ,რომ მხოლოდ სუფთა პატრიოტული გრძნობებით თამაშობდნენ,მაგრამ იქნებ რეალურად შევაფასოთ სიტუაცია?განსაკუთრებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ქართველებთან მიმართებაში.მათ ხომ საკლუბო კარიერაშ ლეგიონერის სტატუსის მიღებაზე პრობლები ექნებათ?და თუ ტრამვა მიღეს ნაკრებში თამაშისას?....იქნებ თითიეულმა სხვა პროფესიის ქართველმა საკუთარი კარიერა,პროფესიიდან შევაფასოთ?ბევრია მზად საკუთარი კარიერა გაიფუჭოს?
guro
მგონი სამტრედიას ფეხბურთელებმა დაიმსახურეს ნაკრებში თამაში! რატომ ეხვეწებით ამ ჯიქიას ვერ ვიგებ? თუ არ უნდა მისი ნებაა ეგეც არ იყოს რეალის მცველი! სამშობლოს ღირსების დაცვაში ფულის აღება ამ მიმაჩნია სწორად!!!
zaza
ჯიქიაზე პასუხი არ მომეწონა(რას ნიშნავს ,ჯერ არ გადაუწყვეტია?...რა შეთავაზება გაუკეთეს ჯიქიას?..მხოლოდ მის ქართველობას გაუსვეს ხაზი?..თუ იქნებ კონკრეტული ფინანსური?მეც გამიხარდებოდა,რომ მხოლოდ პატრიოტული გრძნობებით თამაშობდნენ ნაკრებში,მაგრამ ....
გოგი
ყაზახეთის თამაში ერთი წესიერი (გამჭოლი,ზუსტი,სწორი,შედეგიანი) პასი არ გაუკეთებიათ ნახევარმცველებს დაზრიალდებიან ვიხაცას აუვლიან გვერდს და აქეთ პომენტატორი ყვირის რა გააკეთა არავის არ გაუკეთებია მსოფლიოწი ისეთი რაღაცა გააკეთა..რათმინდა ბიჭო გვერდითავლა პასი გააკეთე ბიჭო პასი..ყაზახეთან თამაში 80წუთი პასს რო ვერ გააკეთებ ნახევარმცველი მერე ესპანეთან რას გამიკეთებ..მოედნის ხედვასთან გვაქ პრობლემა.ერთი თამაში ითამაშა კვეკვესქირმა და ისეთი მოედნის ხედვა ქონდა ყოჩაგ ძმაო ის მიაღწევს წარმატებებს
sura
20კანკავა და 20კაშია კი არა შე დალოცვილო 20 მესისაც მოგიყვანთ. საიდან მოიყვანეს ეს კაცი რეებს არი რო იძახის.
irakli
სამტრედიის ფლანგის მცველებს რატომ არ აქცევთ ყურადღებას ? სხვაგან ნუ ეძებთ მეო რეხარის ხო ვან ფეხბურთელე ბს
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ვის მისცეს ხმა კაშიამ და სანიოლმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის, მწვრთნელისა და მეკარის ნომინაციაზე
ქართველები ევროპის მიღმა: ჩაალაგეთ ბარგი, ყაზახეთში მივდივართ!
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
"გიორგი რუსეთის ნაკრებში დაბრუნებაზე ოცნებობს, ამხანაგურ მატჩში მაინც..." - ჯიქიას აგენტი
[VIDEO] კაშიამ "რაიო ვალეკანოს" გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
"ანთალიასპორს" ჯიქიას მოშორება უნდა
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
[VIDEO] სიგუამ "ფიორენტინას" გაუტანა და "ლოზანა" პლეი-ოფში გაიყვანა - მექვაბიშვილის "უნივერსიტატეას" დრამა ათენში
[VIDEO] მექვაბიშვილმა პენალტი ვერ გაიტანა - მისი გუნდიც დამარცხდა და კაშიას "სლოვანიც"
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
გოგიტა გოგუა საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გოგიტა გოგუა ყაზახეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
[VIDEO] კაშია კვლავ შედეგიანია - ქართველმა "სლოვანში" მორიგი გოლი გაიტანა
გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...
გიორგი ფოფხაძე "კიზილ ჟარში" გააგრძელებს კარიერას
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
კაშიას 72 წუთი და აზაროვის სრული მატჩი. "სლოვანი" ისევ დამარცხდა - "შახტარმა" გაიმარჯვა
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში