Sportall.ge თბილისის "ლოკომოტივის" კაპიტანს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინ კი მორიგი ტრავმა მიიღო
მიმდინარე წელს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა თბილისის "ლოკომოტივმა" უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება შეძლო. Sportall.ge "რკინიგზელთა" კაპიტან ნიკა ჭანტურიას ესაუბრა, რომელიც მშობლიურ გუნდს ზამთარში დაუბრუნდა, ცოტა ხნის წინ კი მორიგი ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლო ნაწილში კლუბს გამოაკლდა.

- ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაიკეთე. როგორი მდგომარეობაა ამჟამად?

- 11 მაისს ოპერაცია ნაოპერაციებ ფეხზე გავიკეთე. სამწუხაროდ, მარცხენა მუხლის ორივე ლატერალური და მედიალური მენისკი სრულად იყო გაგლეჯილი. ამას დაემატა ისიც, რომ შარშან ჯვარედინი იოგის ოპერაცია სწორედ ამ ფეხზე გავიკეთე. მიუხედავად რთული მდგომარეობისა, საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ახლა თავს კარგად ვგრძნობ და ორშაბათიდან აქტიურ რეაბილიტაციის კურსს ვიწყებ, რომელიც, სავარაუდოდ, ორ თვეს გასტანს.

- ზამთარში თბილისის "დინამო" სათამაშო პრაქტიკის გამო დატოვე, მაგრამ ისევ ტრავმები და ისევ გაცდენილი პერიოდი...

- კი, სამწუხაროა. ეს ყველაფერი ძალიან უარყოფითად მოქმედებს, რადგან ფიზიკურად თავის წარმოჩენის საშუალება არ მეძლევა ისე, როგორც მსურს, თუმცა ჯერ ახალგაზრდა ვარ და დარწმუნებული ვარ, ორ თვეში, სათამაშოდ მზად როცა ვიქნები, ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი.

- "დინამოდან" წამოსვლისას განაცხადე, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, რომელიც შენს კარიერას გამოადგებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, მიღებულ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობ?

- კონტრაქტი დამიმთავრდა "დინამოსთან" და გადაწყვეტილება თავისუფალი აგენტის მქონემ მივიღე. "ლოკომოტივმა" ისეთი კონტრაქტი შემომთავაზა, რომელშიც რამდენიმე პუნქტი ჩემთვის მისაღები იყო და ვფიქრობ, იმ კონკრეტულ მომენტში სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თანაც, ლექსო თოფურიას სრულად ვენდობი.

"დინამოს" რაც შეეხება, კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას ჩემ მიმართ დამოკიდებულებისთვის.

- უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულმა "ლოკომოტივმა" ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნება შეძლო. როგორ ფიქრობ, როგორი იქნება შემდეგი სეზონი? რა იქნება კლუბის მიზანი?

- ბევრად უკეთესად წარმომიდგენია "ლოკომოტივის" მომავალი - ეს გუნდი იმსახურებს ამას. მართალია, გვქონდა ჩავარდნა, მაგრამ მთავარია, ადგილი შევინარჩუნეთ და დანარჩენი გამოსწორებადია.

- შენ რას აპირებ, რჩები "ლოკომოტივში" თუ არის შემოთავაზებები უცხოეთიდან? ან თუნდაც ქართული გუნდებიდან...

- არ მსურს კონკრეტულად გუნდების დასახელება, თუმცა იყო შემოთავაზებები უცხოეთიდან და რამდენიმეჯერ თითქმის გადაწყვეტილიც იყო ჩემი გადასვლა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა ეს უნდა მომხდარიყო, არ მიმართლებდა - თავს საკმაოდ სერიოზული ტრავმები იჩენდა ხოლმე. მართალია, ტოპ-ჩემპიონატებიდან არ მქონია შემოთავაზება, მაგრამ სწორი განვითარებისთვის იდეალური გუნდი იყო...

რა იქნება მომავალში, ნამდვილად არ ვიცი... დღეს კი "ლოკომოტივის" ფეხბურთელი ვარ, კლუბთან მოქმედი კონტრაქტი მაკავშირებს და კონცენტრირებული ვარ გუნდის წარმატებაზე.

- "დინამოდან" წამოსვლის შემდეგ გია გეგუჩაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა. გქონდა მასთან საუბარი?

- გეგუჩაძესთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მაქვს, რამდენიმეჯერ "ლოკომოტივის" თამაშზეც შევხვდი და ერთმანეთს გამოველაპარაკეთ. პირად დეტალებზე ლაპარაკი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, ის კი ვიცი, რომ შრომა არავის დაეკარგება. გეგუჩაძეს და ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ შვედეთთან გასამართ მატჩში.

ჩვენი თაობის ბიჭებისთვის (ვგულისხმობ 1995-იანებს) საკვალიფიკაციო ეტაპი მალე სრულდება. ამიტომ, სამწუხაროდ, შანსიც მინიმალურია ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშის. აქედან გამომდინარე, არჩევანი მწვრთნელზეა.

ჩემი მთავარი მიზანი, კიდევ ვიმეორებ, სარეაბილიტაციო კურსის მალე გავლა და კარგ სათამაშო ფორმაში შესვლაა, დანარჩენი გამოჩნდება. იმედია, შემდეგში ისეთი ტრავმა აღარ მექნება, რომელიც დიდი ხნით მოედანს მიღმა დამტოვებს და დამღას დაასვამს ჩემს კარიერას.

სულ მაგას ვამბობ, ტრავმის გარეშე ერთი 9 თვე მათამაშა-მეთქი, მეტი არაფერი მინდა... როგორც კი ავთამაშდებოდი, სულ ყოველთვის მაშინ ვიღებდი ტრავმას. ახლა 21 წლის ვარ და ყველაფერი წინაა.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სად არიან დღეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც ევროპის საუკეთესო ოთხეულში შევიდნენ
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
U21 | საქართველო V მალტა - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
U21. მალტასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. სიგუას დუბლი და გამორჩეული ნარიმანიძე - საქართველოს ნაკრებმა მალტას სძლია
ეროვნული ლიგის XIII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
"მჯერა, რომ ეს წარმოუდგენელი ბოროტება, რომელიც უკვე 200 წელია სხვადასხვა ფორმით გრძელდება, დასრულდება"
ეროვნული ლიგის XII ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
U21 | ახალგაზრდული ხვალ ლატვიას დაუპირისპირდება
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
ვენგერი თვითონაც ძალიან ემოციური იყო, რასაც ხშირად ვერ შეატყობთ... - ქართველი მწვრთნელი, რომელიც "არსენალში" მუშაობს
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
U21. ლატვიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] U21. მსაჯმა თამაში გააფუჭა - საქართველოს კაცნაკლულმა ნაკრებმა ლატვიასთან ქულები გაიყო
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
ეროვნული ლიგის V ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა