ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

რას დავაბრალოთ ჩვენი ნაკრების წევრთა თითქმის უმრავლესობის ასეთი უჯიგრო თამაში?
...არც კი ვიცით, რა ან როგორი ახსნა მოვუძებნოთ ნეიტრალურ მოედანზე (ავსტრიაში) გამართულ ამ საერთაშორისო მატჩს, უფრო ზუსტად, ამხანაგურ შეხვედრას, სადაც, ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერი მომხდარა!..

ჰო, რატომ უნდა გაგვკვირვებოდა მარცხი იმ ნაკრებთან, მსოფლიოს კლასიფიკაციაში 32-ე ადგილზე რომ იმყოფება და რომელსაც თითქმის 100 (!) საფეხურით ჩამორჩები?

რა ვქნათ, ძალიან არ გვინდა ქართველი გულშემატკივრებისათვის იმის შეხსენება, რომ იმ ფიფას რეიტინგში დღესდღეობით ჩვენზე წინ არიან რუანდა და ბოტსვანა, მავრიტანია და ბელიზი, ყირგიზეთი და ახლა უკვე ბურუნდიც.

ანუ, აქედან გამომდინარე, არც უნდა "მოსთხოვო" საქართველოს ნაკრებს, რომ სლოვაკეთს მოუგოს, ოღონდ საკითხავია, "რომელ" სლოვაკეთს: მეტოქემ ხომ ჩვენთან მართლაც ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და, ფაქტობრივად, სარეზერვო შემადგენლობაც დაგვიპირისპირა!

მარეკ ჰამშიკი, მარტინ შკრტელი, იურაი კუცკა, მიროსლავ შტოხი, პეტერ პეკარიკი, იან დიურიცა, ტომაშ ჰუბოჩანი, ვლადიმირ ვაისი-უმცროსი, მიროსლავ შტოხი - სლოვაკეთის ნაკრების არც ერთი ცნობადი სახე მოედანზე არ გამოსულა, ისე, როგორც ძირითადი მეკარე მატიუშ კოჟაჩიკი.

მხოლოდ შეცვლაზე შემოვიდნენ ძირითადი შემადგენლობის სხვა ფეხბურთელებიც (მიხალ დიურიში, დუშან შვენტო, სტანისლავ შესტაკი), ანუ სლოვაკთა თავკაცი იან კოზაკი მთლიანად ექსპერიმენტულ შემადგენლობას დაეყრდნო და როგორც თვითონ ადევნებდა აუღელვებლად და უემოციოდ თავისი რეზერვისტების თამაშს თვალს, ასე აუღელვებლად (გნებავთ, აუჩქარებლად) თუ უემოციოდ მოიგო სლოვაკთა მეორე შემადგენლობამაც ის ამხანაგური შეხვედრა.

ეგ კი არა, პატივცემულმა კოზაკმა... მესამე მეკარეც გამოსცადა და არც იან ნოვოტას გარჯით უნდა დარჩენილიყო უკმაყოფილო. არადა, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს მატჩი, სლოვაკებს მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა რომ ჰყოლოდათ - საქართველოს ნაკრების ისტორიაში ხომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა განსაკუთრებული მოტივაციით სწორედ ძლიერ მეტოქესთან გვითამაშია.

აი, ამჯერად კი, ჩვენს ნაკრებთან მიმართებაში სიტყვა "მოტივაცია" აშკარად უადგილოც იყო და უცხოც, ისე, როგორც ძალიან ბევრი სხვა საფეხბურთო ტერმინი. რას დავაბრალოთ ჩვენი ნაკრების წევრთა თითქმის უმრავლესობის ასეთი უჯიგრო თამაში?

რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი მიზეზის მოყვანა შეიძლება, რომელთაგანაც ზოგი ობიექტურია, ზოგიერთი მიზეზი კი - მართლაც ქრონიკულია და აღარც ვიცით, საიდან დავიწყოთ.

უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ნაკრების საკადრო პრობლემებიც უნდა ვახსენოთ: სლოვაკებისაგან განსხვავებით, ნამდვილად არა გვაქვს იმის ფუფუნება, რომ წამყვანი ფეხბურთელების (ჯაბა კანკავას, ჯანო ანანიძისა და გიორგი ჭანტურიას) არყოფნა უარყოფითად არ აისახოს არა მხოლოდ თამაშზე, არამედ საბოლოო შედეგზეც.

ამათ გარდა, არ უთამაშიათ გიორგი ლორიასა და უჩა ლობჟანიძეს, ერთი-ორი ფეხბურთელი კი, ჩვენი აზრით, ამ ეტაპისათვის საქართველოს ნაკრებს რომ გააძლიერებდა, ვლადიმირ ვაისს, საერთოდ, არ გამოუძახებია.

ქრონიკულად პრობლემური

თუმცა, ჩვენი ნაკრების სლოვაკ თავკაცსა და მის მორიგ ექსპერიმენტ(ებ)ზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბროთ, მანამდე კი ისევ იმ ქრონიკულად ქცეული უშინაარსო, უჯიგრო და უმოტივაციო თამაშის მიზეზებს დავუბრუნდეთ; ანდა, რაღაა სათქმელი: დავუშვათ, ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ-სტრატეგიული სიახლეების გასაცნობად დრო არ იყო საკმარისი, მაგრამ ჩვენს კარში გაშვებული პირველი და მეორე გოლის ეპიზოდებში რა შეცდომებიც დაუშვეს საქართველოს ნაკრების მცველებმა თუ ნახევარმცველებმა, ამას ახალი მწვრთნელის ფაქტორს ვერ დავაბრალებთ.

მესამე გოლის აღწერისგან კი თავს შევიკავებთ: უკვე ხომ მართლაც ტრადიციასავით გვექცა ჩვენს კარში გაშვებული კურიოზული გოლები...

აღარაფერს ვამბობთ ასევე ქრონიკულად ქცეულ კიდევ ორ პრობლემატურ საკითხზე: სლოვაკებისგან განსხვავებით, ქართველ ლეგიონერთა ძალიან დიდი ნაწილი თავის კლუბში სათამაშო პრაქტიკასაა მოკლებული. ამას გარდა, ასევე სლოვაკებისაგან განსხვავებით, ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონე კიდევ ერთხელ გამოჩნდა.

ზემოთ ვახსენეთ, რომ სლოვაკებმა თავიანთი ვარსკვლავები დაასვენეს, სამაგიეროდ, ძირითადში ვიხილეთ ამ ქვეყნის ჩემპიონატში მოასპარეზე ოთხი ფეხბურთელი და ოთხივემ მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა: ცენტრალურმა მცველმა კორნელ სალატამ, საყრდენმა ნახევარმცველმა ვიქტორ პეჩოვსკიმ, მარცხენა გარემარბმა ადამ ზრელაკმა და, განსაკუთრებით, გამთამაშებელმა მატიუშ ბერომ, რომელიც დუბლის ავტორთან, ცენტრფორვარდ ადამ ნემეცსა და მარჯვენა გარემარბ ერიკ საბოსთან ერთად, უდავოდ, საუკეთესო გახლდათ იმ ამხანაგურ შეხვედრაში.

როცა კითხვები მატულობს...

...არც ადრე შეგვპარვია ეჭვი საქართველოს ნაკრების ახალი თავკაცის, ვლადიმირ ვაისის კვალიფიკაციაში და დღესაც ასე ვფიქრობთ; თანაც, იმის მიუხედავად, რომ მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა ნაკრებმა ჯერ ყაზახეთის ნაკრებთან ითამაშა ფრედ, ახლა კი სლოვაკეთის, ფაქტობრივად, მეორე ნაკრებთან წააგო. თუმცა, ვაისის მისამართით კითხვები ყაზახეთთან საშინაო მატჩის მერეც იყო და ახლა, ალბათ, ბევრად მეტია.

რა თქმა უნდა, ახალი მწვრთნელი ჯერ ძიების პროცესშია და, სავარაუდოდ, ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტიც, რომ სლოვაკი სპეციალისტი ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბებულა, თუ რომელი განლაგებით ათამაშოს საქართველოს ნაკრები. მოგეხსენებათ, რომ ყაზახეთთან საშინაო მატჩში ჩვენი ნაკრების ტაქტიკური განლაგება 4-2-3-1 იყო, თანაც, პირველ ტაიმში ცენფორვარდის პოზიციაზე ვაკო ყაზაიშვილი გახლდათ გამწესებული.

ამ ექსპერიმენტმა აშკარად არ გაამართლა. სამაგიეროდ, ყაზახების კართან სახიფათო მომენტებმა მაშინ იმატა, მოედანზე "ნამდვილი" ცენტრფორვარდი ნიკა კაჭარავა რომ გამოჩნდა. სხვათა შორის, გაგვიკვირდა, საქართველოს ნაკრების ამ სამი ამხანაგური მატჩისათვის კაჭარავა რომ არ გამოიძახა ვაისმა: სათამაშო პრაქტიკის უქონლობა თუ არის მიზეზი, მსგავსი პრობლემა ხომ ჩვენს სხვა ფეხბურთელებსაც ჰქონდათ?!.

თუმცა, ისევ დავუბრუნდეთ ვაისისის ტაქტიკურ სქემებს, რამეთუ სლოვაკეთის მეორე შემადგენლობასთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში ამჯერად სხვა განლაგება ვიხილეთ. თანაც, ამჯერადაც, რამდენიმე ფეხბურთელს მოუწია თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე თამაში და უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ექსპერიმენტ(ებ)მა არ გაამართლა: ყაზაიშვილი ამჯერად... მარჯვენა ნახევარმცველად ვიხილეთ, ხოლო ნაკრების დებიუტანტი ვახტანგ ჭანტურიშვილი მოედნის ცენტრში უნივერსალ სანდრო კობახიძეს შეუწყვილდა, მათ უკან კი გამოკვეთილ საყრდენად ნიკა კვეკვესკირი გახლდათ გამწესებული.

აქვე, საკუთარ აზრს მოგახსენებთ: მიგვაჩნია, რომ იმ რამდენიმე ფეხბურთელს შორის, სლოვაკეთის მეორე ნაკრებთან მატჩში კრიტიკას რომ არ იმსახურებს, ერთ-ერთი სწორედ კვეკვესკირი იყო; აი, ყაზაიშვილი კი გამოკვეთილი ფლანგის ნახევარმცველი (მით უმეტეს, 4-1-4-1 განლაგების დროს) რომ არ არის, ეს ნათლად გამოჩნდა, ისე, როგორც ჭანტურიშვილი ჩაიკარგა მოედნის ცენტრში, არადა, ამ ახალგაზრდა ნახევარმცველმა თბილისის "დინამოში" მშვენიერი სეზონი ჩაატარა, სადაც ორივე ფლანგზე უწევდა თამაში და არა - ცენტრში.

კიდევ ვიმეორებთ: გვესმის, რომ ვლადიმირ ვაისი ძიების პროცესშია და 3 ივნისს დაგეგმილ მომდევნო ამხანაგურ მატჩში (რუმინეთის ნაკრებთან), შესაძლოა, სულ სხვა ტაქტიკა აირჩიოს, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად მალე და უმტკივნეულოდ შეეგუებიან თუ შეისწავლიან ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები (გნებავთ - ვეტერანები, გნებავთ - ახალგაზრდები) ახალი მწვრთნელის ტაქტიკურ ვარიაციებს.

დროის ფაქტორი

დროის ფაქტორი კი ამ შემთხვევაში ერთობ მნიშვნელოვანია: ვაისის წინამორბედს, კახა ცხადაძეს ხომ თითქმის ნახევარი წელიწადი დასჭირდა, საქართველოს ნაკრებს ახალი ტაქტიკური სქემა მეტ-ნაკლებად სრულყოფილად რომ აეთვისებინა.

ანუ ნუ გამოვრიცხავთ, რომ ამ უახლოეს ორ ამხანაგურ მატჩში (რუმინეთთან და ესპანეთთან) კვლავაც არაერთი სიახლე-ექსპერიმენტი ვიხილოთ ჩვენი ნაკრების ტაქტიკურ განლაგებასა თუ შემადგენლობაში, ოღონდ იმედსაც დავიტოვებთ, რომ შემოდგომისათვის (ანუ შესარჩევი ციკლის დაწყებამდე) ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ფეხბურთელები ბევრად უკეთ გაუგებენ ერთმანეთს.

იმის იმედსაც დავიტოვებთ, რომ შემოდგომაზე ჩასატარებელ ოფიციალურ მატჩებს საქართველოს ნაკრები ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდება და ვაისიც მხოლოდ იმ ფეხბურთელებს გამოიძახებს, ვინც იმ მომენტისთვის ოპტიმალურ ფორმაში იქნება, თორემ კითხვები მერე იქნება, თუ იქნება.

ისე, როგორც ახლა აინტერესებს ბევრს ამ სამ ამხანაგურ თამაშებზე გოგიტა გოგუას გამოუძახებლობა: ეს უნივერსალი ფეხბურთელი ხომ ამჟამად მართლაც მშვენიერ ფორმაშია და, რაც მთავარია, ვაისმაც კარგად იცის მისი შესაძლებლობები...

...და პოზიტივიც

ბოლოს კი სლოვაკეთი-საქართველოს მატჩის დადებით ასპექტებზეც: ნიკა კვეკვესკირზე უკვე ვთქვით, ასევე თავიანთ დონეზე ჩაატარეს შეხვედრა გიორგი ნავალოვსკიმ და თორნიკე ოქრიაშვილმა, აქტიურად შემოვიდნენ შეცვლაზე ახალგაზრდა ფეხბურთელები, გიორგი ქვილითაია და ლაშა დვალი.

ასევე შეცვლაზე შემოსულმა ლევან ყენიამ კი ნაკრებში თითქმის რვაწლიანი პაუზის მერე გაიტანა გოლი, რაც მისალოცი საქმეა, ისე, როგორც საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩის ჩატარება გვინდა მივულოცოთ ჯაბა ჯიღაურს, გიორგი ქვილითაიას და ვახტანგ ჭანტურიშვილს...

ვლადიმირ ვაისი: სლოვაკეთი ყველაფერში უკეთესი იყო

საერთაშორსიო ამხანაგური მატჩი

27.05. "რენერ არენა". ველსი (ავსტრია)

სლოვაკეთი-საქართველო 3:1

გოლები: 1:0 ნემეცი (5), 2:0 ნემეცი (56), 3:0 ზრელაკი (70), 3:1 ყენია (71)

სლოვაკეთი (4-2-3-1): მუხა (63. ნოვოტა) - გიომბერი, სალატა, ტესაკი, შკრინიარი - პეჩოვსკი, გრეგუში (87. შვენტო) - საბო (66. შესტაკი), ბერო (79. ჰროშოვსკი), ზრელაკი - ნემეცი (70. დიურიში).

სათადარიგოები: პეკარიკი, შტოხი

მწვრთნელი: იან კოზაკი

საქართველო (4-1-4-1): რევიშვილი - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი (66. დვალი) - კვეკვესკირი - ყაზაიშვილი (78. ჯიღაური), ჭანტურიშვილი (46. ამისულაშვილი), კობახიძე (46. ყენია), ოქრიაშვილი - მჭედლიძე (46. ქვილითაია).

სათადარიგოები: ცისკარიძე, დვალიშვილი, კვასხვაძე, მაკარიძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

არბიტრი: ო. დრახტა (ავსტრია)

მატჩის სტენოგრამა

5" - სლოვაკების პირველივე გააზრებული შეტევა გოლით დასრულდა: გრეგუშის მიერ წამოწყებული კომბინაცია ბერომ გააგრძელა, რომლის ზუსტის პასის შემდეგ, დაახლოებით 10-11 მეტრიდან ნემეცმა ოსტატურად შეასრულა დარტყმა - 1:0.

9" - ოქრიაშვილის სახიფათო დარტყმას სლოვაკეთის ნაკრების მცველები გადაეღობნენ.

20" - ნავალოვსკის აქტიურობის შემდეგ კობახიძემ საჯარიმოს გარედან არაზუსტად დაარტყა.

39" - საბოს შორეული და ძლიერი დარტყმა რევიშვილმა მოიგერია.

49" - კვეკვესკირი საშუალო მანძილიდან ურტყამს - მუხამ პოზიცია სწორად შეარჩია.

54" - ოქრიაშვილის მიერ შესრულებული "სტანდარტული" არაზუსტი გამოდგა.

57" - ტესაკმა მარცხენა ფლანგიდან მაღალი გადაცემა გააკეთა ჩვენს საჯარიმოში, სადაც ნემეცმა ყველას დაასწრო და ზუსტი თავური დარტყმით ანგარიში გაზარდა - 2:0.

62" - შეცვლაზე აქტიურად შესული ქვილითაიას თავურ დარტყმას მეტოქის კართან ხიფათი მოჰყვა.

64" - ოქრიაშვილის ძლიერი დარტყმის მერე სლოვაკები მეკარე ნოვოტამ იხსნა. დამატებაზე ყველას ქვილითაიამ დაასწრო, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

70" - სლოვაკებმა მარჯვენა ფლანგზე "სტანდარტულის" უფლება მოიპოვეს და ზრელაკის არცთუ ძლიერ დარტყმას (თუ ჩაწოდებას) ჩვენს კარში გატანილი მე-3 გოლი მოჰყვა - 3:0

71" - ყენიას მშვენიერი სოლო-რეიდი ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა - 3:1.

84" - დვალის თავურის მერე ბურთი კუთხურზე გადავიდა.

87" - კაშიას მშვენიერი შანსი ჰქონდა, მაგრამ სლოვაკეთი ნოვოტამ გადაარჩინა.

89" - ქვილითაიას თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

90" - შესტაკი რთული მდგომარეობიდან ახლო კუთხეში ურტყამდა: ბურთი მიზანს მცირედით ასცდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ქუთათური

"არადა, არავინ იცის, როგორ დამთავრდებოდა ეს მატჩი, სლოვაკებს მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა რომ ჰყოლოდათ - საქართველოს ნაკრების ისტორიაში ხომ არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა განსაკუთრებული მოტივაციით სწორედ ძლიერ მეტოქესთან გვითამაშია.":))))))))))) მხოლოდ ქართველ "ჟურნალისტს" შეუძლია დაწეროს, რომ მესამე შემადგენლობით კი გაგვანადგურა სლოვაკეთმა, მაგრამ პირველი შემადგენლობა რომ გამოეყვანა შეიძლება სხვა შედეგი დაგვედოო :)))))

• Aburjga

მეორდება ვიშვიში ცხადაძის ე/წ. გაშვებაზე. ცხადძემ თავისი თავი თითონ გაუშვა, როდესაც არ დათანხმდა ფფფეხბურთის ფედერაციის წინადადებას კონტრაქტის გადახედვის შესახებ! ცხადაძის ხელში ესტონეთთან 0:3 წავაგეთ (სხვა წაგებულ თამაშებზე აღარ ვლაპარაკობ), და ამის შემდეგ გერმანიის 3;1 მძლეველ სლოვაკეთთან 1:3 წაგება რატომ არის ასეთი განგაშის საბაბი?! მეც ქართველი მწვრთნელის იდეას ვემხრობოდი, მაგრამ არა ადამიანის, რომელიც ფულის გამოძალვაზეა გადასული. ახლა რადგანაც ვაისი არის მწვრთნელი ცოტა უნდა დავაცადოთ, მითუმეტეს, რომ სათანადო დონის ფეხბურთელების დიდი ნაკლებობაა. ჩემი აზრით ჩვენი ფეხბურთელები არა მარტო ფიზმომზადებაში ჩამორჩებიან, არამედ ტექნიკური არსენალიც ძიან ღარიბი აქვთ. ერთადერთ გამონაკლისს თორნიკე ოქრუაშვილი წარმოადგენს!

• gg

ცხადაძე იმიტომ გაუშვეს,შოტლანდიას რომ მოუგოდა გერმანიასთან მოკრძალებულად წააგო!როდის იყო ამ ქვეყანაში ნორმალურ და კარგ ადამიანს უფრთხილდებოდნენ! კობიაშვილმა თავი შემაძულა! ჩამოათრია ვიღაც გადამთიელი და ცხადაძე გაუშვა! როდის უნდა მივხვდეთ რომ უცხო მწვრთნელი არ გვადგება არასოდეს? ვაისზე ბევრად მაგრები იყვნენ მიულერიც და კუპერიც მაგრამ თამაში ვერ მოიგეს! უარესის ღირსები ვართ!!!!!!კიდევ უცხოელი მოიყვანეს!!!!...

• სანდრო

ყველაფერი დაბლა ასაკობრივი ნაკრებების დროს იწყება, შეცდომას შეცდომა ემატება და ბოლოს ვირებთ ასეთ შედეგსჯერ ერთი რომ ცხადაზე რ უნდა გაესვათ მეორეც სადაა ის ბიჭები (მტელი გუნდი)რომლებმაც ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი იკთამასეს? ჯერ 19 წლამდელების დროს აურიეს გუნდი მერე 21 წლამდელების დრო რომ მოუწია რამდენიმე გაიყიდა ევროპაში და ეს იტვლება ქარტული ფეხბუურთისათვის გაკეტებულ საქმედ?აი ასე ნელ–ნელა ვკარგავტ ნიჭიერებს თითქოს ბრზილიასავით 193 მილიონი ვიყოთდა აქ დარცენილებს კლი შანსსაც არ აზლევს არავინ!ეხლა ელოდეთ კიდევ ერტ ორ შერცხვენას როგორც პირველი ისე ახალგაზრდულის თამაშებიდან

• Sura

Kvekveskiri oqriashvili kashia gamorcheuli iyo nakrebis tamashi.

• lasha

გულის ამრევია ეს ყველაფერი. დააბრუნეთ ცხადაძე

• givi

კახა ცხადაძის ფორმაციის ნაკრების ჩრდილი ვიხილეთ. გააძევეთ ვაისი სასწრაფოდ.ცხადაძე უნდა დაბრუნდეს!!!! ლევან თქვენც დატოვეთ პოსტი

• giga

და ამაში უნდა გადაიყარო 250 მლნ?

• 777

ამ ეტაპზე ჯობია საერთოდ არ გვყავდეს ნაკრები. სანამ სიტუაცია არ გამოსწორდება, საქართველოს გუნდები არ უნდა მონაწილეობდნენ ჩემპიონთა და ევროპის ლიგებში. პირდაპირ სამარცხვინო და თავის მოჭრაა ეს ყველაფერი.

• 666

vaisam rom vais shegvyara mrkivxedav magram eserti mxarea,meorea da amshemtxvevashi umtavresi:vaisa,klopi tu ranieri da mteli msoplios grandi mwvrtnelebi romoviyvanot ertad tuar ibrzole moedanze sheicvleba rame?me erti ubralo kitxva damebada imismere rac vaisas komentari wavikitxe lipartiaze.arvici ambichze araperio,mokledromvtqva aseti komentari gaaketa.aba visakvirdebi?msmachems yanashi??

• გივია

ევროპული (არა მსოფლიო) საშუალო დონის ნაკრების მესამე შემადგენლობა პირწმინდად გვასწორებს მიწასთან სასაცილოა სატირალი რო არ იყოს.

• gaucho

dvalma iatamasha kargad? amisulashvilma itamasha kargad ? dacvashi viyavit noli !! dacere ra vin unda gamoedzaxa dacvashi!!! jurnalisti xar, tu federaciis pres mdivani?!! dacere !!! " ერთი-ორი ფეხბურთელი კი, ჩვენი აზრით, ამ ეტაპისათვის საქართველოს ნაკრებს რომ გააძლიერებდა," meti konkretikaa sachiro !!

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

დვალი სოფიის ცსკა 1948-სთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

კალცონა ნეაპოლიდან ბრატისლავაში გაემგზავრა

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ლაშა დვალი: შეგვიძლია ჩვენი გულშემატკივრების გახარება

საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა

ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა

გოჩოლეიშვილი და დვალი კონფერენს ლიგაზე შეცვლაზე შევიდნენ

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა

დვალი "ცსკა 1948"-ის ფეხბურთელია

კონფერენს ლიგაზე დვალის და გოჩოლეიშვილის გუნდების მეტოქეები გაირკვა

უკრაინამ სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება

ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ტრავმა ბაქოში - "ნაპოლი" სასტარტოს ფეხბურთელის გარეშე დარჩა

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

სენსაცია - კალცონას გაწვრთნილმა სლოვაკეთმა ბელგიას სძლია [VIDEO]

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს

ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს

კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?

E ჯგუფი: უკრაინა 4 ქულით პლეი-ოფში ვერ გავიდა [VIDEO]