ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] სამშობლო თუ პლაჟი?

[ოთხშაბათის საკითხავი] სამშობლო თუ პლაჟი?

მწვრთნელი საერთოდ რომ არ გყავდეს, ასე მაინც არ უნდა ითამაშო!..
დღეს საქართველოს ნაკრებზე უნდა დავწერო. ძალიან რთულ საქმეს უნდა შევეჭიდო - კარგა ხანია, ასე იმედგაცრუებული არ ვყოფილვარ. ისიც ზუსტად ვიცი, რომ ამ წერილის მზის სინათლეზე გამოსვლის შემდეგ ეროვნული გუნდის რამდენიმე ფეხბურთელი მაინც გამინაწყენდება, მაგრამ სიმართლეს არ ეღალატება და ვერც ქართულ ფეხბურთს ვუშველით, თუ მუდამ სირაქლემას პოზაში დავრჩებით...

წავაგეთ სლოვაკეთის მესამე ნაკრებთან და ეს უკვე ძალიან ცუდია. იმ ნაკრებიდან თითქმის ვერავინ მოხვდა 23-კაციან საევროპე შემადგენლობაში. წაგებასაც გააჩნია - დღეს ასე აღარავინ აგებს ევროპაში და არც ასეთ გოლებს უშვებს.

სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

ვნახოთ ევროპის ნებისმიერი, თუნდაც აუტსაიდერი ნაკრების თამაში და ამ სიტყვების სიმართლეში დავრწმუნდებით.

საქართველოს ნაკრები ამ თამაშში იყო მოყვარული ფეხბურთელების გუნდი, რომელიც პირდაღებული შეჰყურებდა (განსაკუთრებით, პირველ ტაიმში) საშუალოზე საშუალო მეტოქეს...

საქართველოს ამ ფორმაციის ნაკრებზე დიდი წარმოდგენისა არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ამაზე უკეთ თამაში რომ შეუძლიათ, ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. და თუ არ შეუძლიათ, ეს ჩვენი საერთო უბედურება ყოფილა და სხვა არაფერი.

სლოვაკეთთან მატჩი რაც შეიძლება, მალე უნდა დავივიწყოთ, მაგრამ ეს ისე ვერ მოხდება, თუ მომხდარს არ გავაანალიზებთ...

მაინც, რა ვნახეთ ავსტრიულ მატჩში? ისეთი რამ, რაც არასოდეს უნდა ვნახოთ მომავალში და ეს, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გუნდის ფეხბურთელთა ღირსების საქმე უნდა იყოს.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელი იყო ჩვენს კარში გასული მესამე გოლი. სლოვაკებმა ისე გაგვიტანეს... "კედელიც" არ დაგვიყენებია(!). ასე თანამედროვე ფეხბურთში არავინ იქცევა და კარგი იქნება, თუ მომავალში ასეთ შეცდომას (თუ უფრო გულგრილობას?) აღარ დავუშვებთ.

ოთხი-ხუთი ფეხბურთელის გარდა, მთელი მატჩის განმავლობაში მონდომება არავის ეტყობოდა. კლუბი რომ იყოს, კიდევ ჯანდაბას, ნაკრებში კი ასეთი რამ, უბრალოდ, დაუშვებელია.

წელიწადში ფეხბურთელი ათ სანაკრებო მატჩს ატარებს და ის ელემენტარულად ვალდებულია, სამშობლოს ემსახუროს. არ ითამაშოს ისე, როგორც ეს მოხდა ველსის "რენერ არენაზე" ჩატარებულ შეხვედრაში.

მაინც, რა იყო საქართველოს ნაკრების ასეთი უიმედო მარცხის მიზეზი? სხვისი არ ვიცი და, მე პასუხს ერთ სიტყვაში ჩავატევდი - არაპროფესიონალიზმი! სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა მეტ წილს სწორედ პროფესიონალიზმი აკლია. მითია ყოველივე ის, რასაც ისინი ჰყვებიან საკუთარ თავსა და კარიერაზე. მწვრთნელი არ მენდობა, მჩაგრავენ... ეს ყოველივე თითიდან გამოწოვილი მიზეზები მგონია და მეტი არაფერი.

დიახ, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია - დღეს თუ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, იმსახურებენ კიდეც ამას. მათ უცხოურ კლუბებში თავის დამკვიდრება უჭირთ და აქ ისევ იმ მაგიურ სიტყვას უნდა მოვუხმოთ - ეს არაპროფესიონალიზმის ბრალია!

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: საქართველოს ნაკრების ბევრ ფეხბურთელს სლოვაკეთთან მატჩისას მოახლოებული შვებულება და კომფორტული პლაჟები უტრიალებდა ტვინში.

დასვენება კარგია და აუცილებელიც, მაგრამ მე სრულფასოვანი დასვენება ასე წარმომიდგენია - ხარისხიანად გააკეთე შენი საქმე და ვალმოხდილმა გაილაღე! სწორედ ასეთ დასვენებას აქვს გემო.

არ მგონია, ვინმე შემეკამათოს: ის, რაც საქართველოს უპირველესმა ნაკრებმა სლოვაკეთთან გააკეთა, სირცხვილია და მეტი არაფერი! დავუშვათ, ჩვენი ფეხბურთელები გადაღალა მომქანცველმა სეზონმა, მაგრამ ეს როგორ გინდა დაუშვა, როცა ბევრი მათგანი სათადარიგოთა სკამზე ზის?

რაც უნდა გადაღლილი იყო, შენ უფლება არ გაქვს, ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურას ზერელედ მოეკიდო.

როცა ნაკრების თამაშში არ არის ელემენტარული სათამაშო დისციპლინის ნასახიც კი, სხვას არაფერს მიიღებ. ეს კანონზომიერებაა. რატომღაც ვლადიმირ ვაისზე ჯერ ან კარგს ამბობენ, ან - არაფერს. ფაქტია, მწვრთნელი საერთოდ რომ არ გყავდეს, ასე მაინც არ უნდა ითამაშო, მაგრამ...

მე ასე ვხედავ - ჯერჯერობით, საქართველოს ნაკრებმა სლოვაკი მწვრთნელისა ვერაფერი გაიგო და ვერც ვაისი მოვიდა აზრზე, რა და როგორ ხდება ჩვენში.

პროფესიონალიზმის თემა ტყუილად როდი წამოვწიეთ. ის ნიუანსებშიც კი კარგად ვლინდება. როგორ შეიძლება, ნაკრების ღირსებას იცავდე და წინ გაჭრილი მოწინააღმდეგის გაკიდება დაგეზაროს? როგორ შეიძლება, ნაკრებში იყო და ეპიზოდი ბოლომდე არ ჩაათამაშო? როგორც ჩანს, ბევრი ჩვენი ფეხბურთელი ვერც კი ხვდება, რამხელა პასუხისმგებლობაა, როცა შენს ქვეყანას წარმოადგენ.

ქართული ფეხბურთის ერთმა დიდმა გულშემატკივარმა მითხრა - თუ დააკვირდი, სლოვაკეთთან მატჩში სხვებზე უკეთ ის ფეხბურთელები თამაშობდნენ, ახალ კლუბში გადასვლას რომ ეშურებიანო. ერთი მხრივ, ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მეორე მხრივ, რეალობა აქეთკენ გიბიძგებს...

ადრე ვერასოდეს დავუშვებდი, რომ ფეხბურთელისთვის შეიძლებოდა სულერთი გამხდარიყო ნაკრებში თამაში. პირიქით, მეგონა, თამაშისწინა ღამეს ვერ იძინებდნენ. ეს, ალბათ, ზედმეტი ემოციაა. ზედმეტი ემოცია ხშირად საჭირო არ არის. სამაგიეროდ, მე ვერასოდეს შევეგუები, რომ საქართველოს ნაკრებში თამაში ფეხბურთელისთვის სულერთი იყოს.

ეს უნდა იყოს ნამდვილი დღესასწაული. ფეხბურთელი ამისთვის ისე უნდა ემზადებოდეს, როგორც დღესასწაულისა და დიდი პატივისთვის. მაგრამ ასე არ ხდება.

"სულერთია" ფეხბურთელი, ვისაც ჰგონია, რომ ნაკრებში მაინც ითამაშებს, ვერასოდეს მიაღწევს ვერაფერს და ასეთმა, უმჯობესია, ქვეყნის პირველ გუნდში სხვას დაუთმოს ადგილი...

ჩვენი წერილის მიზანი არ არის ცალკეული ფეხბურთელების კრიტიკა. და მაინც, ლიდერთა თამაშის შეფასებას გვერდს ვერ ავუვლით. გუნდს დააკლდა უდავო ლიდერი ჯაბა კანკავა. მისი ტვირთის ზიდვას სხვებისგან ველოდით.

პირდაპირ უნდა დავწერო - ვერ წარმომიდგენია, იმ თამაშით, რაც ვაკო ყაზაიშვილმა და საბა კვირკველიამ აჩვენეს სლოვაკეთთან, როგორ უნდა დაიმკვიდრონ ადგილი ევროპულ გრანდში. ამ ორ ფეხბურთელზე იმიტომაც გავამახვილეთ ყურადღება, რომ მათ ამის ამბიცია აქვთ, თორემ ციდან ვარსკვლავები ხომ არც სხვებს მოუწყვეტიათ.

დანარჩენებზე უკეთ მხოლოდ ლევან ყენია და გიორგი ქვილითაია გამოიყურებოდნენ...

ახლა ხშირად გაიგონებთ იმას, რომ დღეს ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ საქართველოს ნაკრების შედეგებს და აქცენტი მომავალზე გადავიტანოთ.

რა თქმა უნდა, მომავალი თაობის კარგად აღზრდა საშური საქმეა, მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია თვალს მაინც ვერ დახუჭავს სანაკრებო შედეგებზე და ამას ვერც ჩვენ გავაკეთებთ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნაკრები ჩვენი ფეხბურთის პირამიდის წვერია და მისი შედეგები სულერთი ვერასდროს იქნება.

მეორეც, თუ ნაკრებსა და ეროვნულ ჩემპიონატს არ მივხედეთ, რა უნდა ვუყოთ იმ "პროდუქტს", რომელიც საქართველოს ასაკობრივი ნაკრებებიდან წამოვა?! ეს ბიჭები ისევ ჩაიკარგებიან ჩვენი ფეხბურთის გაუვალ ჭაობში, როგორც ეს ადრე არაერთხელ მომხდარა.

თუ ქართული ფეხბურთის შველაზე მიდგება საქმე, მას უნდა ეშველოს ერთიანად, კომპლექსურად და არა - დახარისხებით, რადგან ფეხბურთში წვრილმანი და მსხვილმანი არ არსებობს.

ჩვენი ფეხბურთი უნდა განვითარდეს ჯაჭვური უწყვეტობის პრინციპით და ძალიან რთული წარმოსადგენია, ამაში ფეხბურთის ფედერაციის უფროსობა არ გვეთანხმებოდეს.

ახლა იმდენად უკან ვართ, ერთი კონკრეტული სეგმენტის განვითარება შედეგს ვერ მოიტანს. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ძლიერი ნაკრების შექმნა გაჭირდება, თუ ჩვენი ჩემპიონატი იმაზე უკეთესი არ გახდა, ვიდრე ახლა არის...

ბოლოს ისევ ნაკრებს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა, პრობლემა ძალიან ღრმაა. მთავარი გამოსავალი კი მაინც ის არის, რომ ეროვნული გუნდის თითოეულმა ფეხბურთელმა მეტი მოსთხოვოს საკუთარ თავს, როცა საქმე ქვეყნის უმთავრეს გუნდს ეხება.

თუნდაც ერთი რიგითი ამხანაგური შეხვედრაც კი უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის. ჯერ ერთი, ფიფას რეიტინგში ისეთ პოზიციაზე ვართ, მტერს რომ არ უსურვებს კაცი. მეორეც - ჩვენს წარუმატებელ ყოველდღიურობაში პატარა პოზიტივიც კი დიდ ოქროდ ფასობს.

ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ რუმინეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებზე კარგის მეტს არაფერს დავწერ. მერწმუნეთ, გულით მინდა, რომ ქართული ფეხბურთის ჯერაც გაყინულ ქუჩაზე ბოლოს და ბოლოს მოვიდეს გაზაფხული. ჩვენ რომც დავმალოთ, ჭირი თავს მაინც არ დამალავს.

საქართველოს ნაკრებმა აღარასოდეს უნდა ითამაშოს ისე ინფანტილურად, როგორც - სლოვაკეთის რანგით მესამე ნაკრებთან. ეს პირადად ჩემთვის აქსიომაა!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• 999

რომანის- ფული ჯოჯოხეტა ანათებსო

• xxx

ძლიერები ვართ

• 333

ფულის გათეთრების უნიკალური საშვალებაა ქართული ფეხბურთი

• dato

ზოგიერთის მიკვირს რომ ვაისს აბრალებენ.ვაისი კი არა ექსტრაკლასის მწვრთნელები გვყოლია მარა... ფეხბურტელების განათლება უდრის ნულს,პატრიოტიზმი მინუსები.პროფეიონალიზმი კი ... ბოლო 20 წელია ფეხბურთი გადაიქცა ბიუჯეტიდან ფული შეჭმის მექზნიზმად.ჰოდა რასაც უყურებდენ ბიჭები,რიტაც გაიზარდნენ ,ის არიან!

• jiji

დიდზე დიდი სიმართლე

• რომან

ვაისი გეგუჩაძის წინამორბედია-პირდაპირ მისი დანიშვნა ვერ გარისკეს და მოიყვანეს ვაისი იმისტვის რომ მორიგი იმედგაცრუება მივიღოთ და მერე გადამრჩენელად გეგუჩაძე დაგვიხატონ.ტფუი რაა კობი-არ გეკადრებოდა ეგ შენ.უკვე იმ დონეზე ვარ რამის დამავიწყდეს ხორვატიასთან ვინ გაიტანა გოლი.

• Kote

არ მოგბეზრდათ ხალხნო ამდენი თვითგვემა და წუწუნი? რასაც ვიმსახურებთ (ქართველი გულშემატკივარი), იმას ვიმკით. სიმბოლურია, ამ თამაშის დროს დინამოს სტადიონი ლამის გაივსო... კონცერტის საყურებლად. ხოდა ყველამ სხვისკენ ხელის გაშვერას თავი დავანებოთ, საკუთარი თავით დავიწყოთ.

• llcl

და ნუ მიიწვევენ ესეთ ფეხბურთელებს, მაინც აგებენ და არავის ჭირდება ეგენი, არც არავინ პატივს ცემს მაგათ, მირჩემნია კიდევ უფრო სუსტი შემადგენლობა დააყენონ, ოღონდაც ისეთი მებრძოლი და პატრიოტული სულისკვეთება და თავდადება დავინახო მათ თვალებში, როგორც ჩვენს საყვარელ რაგბისტებს და კალათბურთელებს აქვთ და თუნდაც 7:0 წაუგიათ, უფრო არ დამწყდება გული, გაათრიეთ ეს მოსიარულე გვამები ჩვენი თვალთახედვის ზონიდან

• მურთაზი

ხომ ვიცით რომ ფეხბურთელები არ გვივარგა ამიტომ ჩვენმა მსაჯებმა უნდა იმსაჯონ ყველგან და იქნებ ცოტა მაინც გვეშველოს

• GOALER

რატომ თხოვთ ფეხბურთელებს თავი არ დაზოგონ მოედანზე ამხანაგურ მატჩებშიც კი, მაშინ როდესაც მოედნის მიღმა,ყველა რესურსი იზოგება? ჰა?

• Tm

პროფესიონალების არ დაფასება და მეტიც მტრობაც კი, არაპროფესიონალების პირადი, ვიწრო ინტერესების გამო დაწინაურება და წაქეზება ყველა სფეროში არის საზოგადოებაში მიღებული ნორმა. ასე რომ ყველაფერი ჩვენი, საზოგადოების ბრალია.

• ლუკა

ნაკრებში საუკეთესოები არიან გამოძახებული და ისინი აკეთებენ თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს. სწორად არ მიმაჩნია რომ ფეხბურთელებს ცილს წამებს სტაჟიანი ჟურნალისტი სიზარმაცეში, არაპროფესიონალიზმში ან სამშობლოსადმი გულგრილობაში. ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს ჯანმრთელობას და წარმატებას ვუსურვებ!

• c

არაფრის მაქნისები, ნუიშლით ნერვებს ხალხნოოო გაიგეთ ერთხელ და სამუდამოდ, არარიან ეს უმაქნისები არაფრის გამკეტებლები, ნუუყურებთ, ნუმიხვალთ სტადიონზე, ნუმიაქცევთ ყურადრებას ნერვებს გაუფრთხილდით, ისინი ჩვენ გულშემატკივრებს არგვიფრთხიულდებიან ვისთვისაც უნდა ითამაშონ ფეხბურთი და მათ გამო ნამდვილად არღირს ნერვების მოშლა.. უჯიგრო თამაში, გეგონება უბანი უბანზე თამაშობს ნაყინებზეო ისე დასეირნობდნენ სტადიონზე.. რა კობიაშვილი, რისი ვაისი და სადაური კანკავა, ამათ ვერუშველით მოურინიო-გუარდიოლა ერთად, მიზეზი? მიზეზი მარტივია არარიან პროფესიონალები, მთავარია აიპონი იყიდონ, კაი მანქანა და სურათები გადაიღონ. მცირედით კმაყოფილდებიან და რას ვითხოვთ ან ვისგან ვითხოვთ.. ჩვენ ვართ ფარერების, მალტის, მოლდოვის მაჩანჩალა გუნდების დონეზე.. აი ეს არის სიმართლე! 2-3 ფეხბურთელი ვისაც სეუძლია ისიც საშუალო ევროპულ დონის გუნდში თამაში, კანკავა-ლორია-ჯანო.. სხვადანარჩენები არიან ჩვეულებრივი ფოტო მოდელები!!!

• ინასა

ყოჩაღ ალეკო კაი სტატიაა მაგრამ რას ქვია ფეხბურთელებს ეწყინებათ? და მე რა არ მწყინს, რო ავდგები და ისედაც ამ პატარა ხელფასით ბილეთს რო ვყიდულობ, მივდივარ და ვხედავ ბირჟას, წაგებაზე არ მაქ ლაპარაკი, ღირსეულ წაგებას აიტანს კაცი მარა ესე უნიათოდ რო აგებენ პროსტა საწყენია. პ.ს ერთხელ ყიფიანის ინტერვიუს ვკითხულობდი და ასეთი რამე თქვა, არ გვქონდა დიდი ხელფასი, ჩვენი ხელფასი ხალხის სიყვარული იყოვო, ჩვენ მათთვის ვთამაშობდითო

• vano

ამათ მწვრთნელი კი არა მათრახი უნდათ ვაისი ხომ არ ირბენს ამათ ნაცვლად არ უნდათ ნაკრებში თამაში და ძალაა გაიხსენეთ რას ამბობდა ბოსკამპი იგივია დღესაც

• merabi

ჟურნალისტები და შემდეგ გულშემატკივრებიც ხშირად კომენტარებში აპერირებენ იმაზე, რომ თითქოს ნაკრების მწვრთნელები არ გვივარგა, ან ფეხბურთელები არ ინდომებენ,ან უბრალოდ ფიზიკური მომზადება გვაკლია. ჩემი აზრით ჩვენ უბრალოდ მაგრად ჩამოვრჩით. 50 წელიწადია ფეხბურთს ვუყურებ, და ასეთი დაბალი დონის ფეხბურთელები, როგორც ახლა გვყავს, არასდროს მინახია. წლების განმავლობაში ფეხბურთის მასობრიობა ყველგან იზრდება, ჩვენთან კლებულობს. სანამ ჩემპიონატი რამეს არ დაემსგავსა, აქ ფეხბურთელი არ გაიზრდება.

• noah

kakabadze, chanturishvili, jogauri. Am fegburtelebis adgili nakrebshi ar aris. Am tamashshi mxolod qvilitaia cdilobda. Aseti sazizgari tamashi bolos rodis vnaxe ar maxsovs.

• zaza

საინტერესო სტატიტია და საინტერესო კომენტარებია მაგრამ როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ბოლომდე სიმართლეს არ ვამბობოთ ამიტომ: 1. ავტორი მეტს ითხოვს საბა კვირკველიასა და ვაკოსგან რაც მცდარი პოზიცია და შესაძლებლობების აშკარა გადაფასებაა, განსაკუთრებით მეორეს შემთხვევაში. ვაკოს მეტი რომ შეეძლოს თუნდაც ჰოლანდიელ სკაუტებს კი არ სძინავთ?! ის უკვე დიდი ხნის გადასული იქნებოდა სულ მცირე ჰოლანდიის ტოპ სამეულში (აიაქსი, პსვ, ფეენორდი). გარწმუნებთ ვიტესში ვაკოს მაგივრად რომ დააყენო მაგალითად - პაპუნაშვილი, ლიპარტია, ყენია, ანანიძე და ანუ კვალიფიციური შემტევი.სულ ძირითადში და მთელი სეზონი 90 წუთი, 10 გოლს და 2 ასისტს ნებისმიერი მათგანი გააკეთებს! მეტსაც კი გააკეებენ. ასე რომ ვაკოს მოხსენიება როგორც გრანდში თამაშის შესაძლებლობის მქონე არის დაახლოებით იგივე ჩვენი მეზობლები რომ ამბობენ - "მანუჩარიანი მალე ბარსაში ითამაშებს და ოქროს ბურთს აიღებსო". 2. არ ვეთანხმები "დადუს" რომელიც ამბობს - ასე უჟილკოდ თამაში არაქართველობააო. პირიქით სწორედ ქართული სენია უჟილკობა, უჯიგრობა, სიზარმაცე და ქედმაღლობა! ბოლოსდაბოლოს შევიგნოთ ეს და გვეცოდინება მაინც რა გვაქვს გამოსასწორებელი. 3. ასეთი უნიათო თამაში რაც სლოვაკეთთან (სლოვაკეთი 3-თან) ვნახეთ გამოწვეულია მოტივაციის ნაკლებობით. მოტივაციას კი გუნდს მწვრთნელი სძენს. როგორც გამოჩნდა ამ საქმეში ვაისი ნულია! ქეცბაიასი ეშინოდათ და თამაშობდნენ, ცხადაძის ერიდებოდათ და თამაშობდნენ. უფრო ადრე ჩივაძეს და ყიფიანს პატივს სცემდნენ და თამაშბდნენ. ვაისთან რატო უნდა ითამაშონ როდესაც არც შიში აქვთ არც რიდი და არც პატივისცემა?... არაქართ

• ioseb

სტატიის ავტორი რომ იძახის ფეხბურთელებს ეწყინებათო... აბა ჩვენ რა ვქნათ იმათმა ვინც თვეობით ველოდებით ნაკრების თამაშებს,ვდგევართ ტელევიზორებთან და ცრემლები მოგვდის ჩვენი სამშობლოს ჰიმნზე... ყველაფრისდა მიუხედავად ყველანაირად ვცდილობთ ნაკრების საშინაო თამაშებზე ვიაროთ... და მერე რად ვხედავთ გამოდიან სტადიონზე და არანაირი თავდადება. ჰიმნზე მოსული ემოცია ერთი ტაიმი მაინც გაგყვეთ... გახსოვდეთ ვისი გორისა ხართ!!!

• kartuli fexburtis momavali

მიუშვით ფეხბურთი თავის ნებაზე არ ჩაერიოთ არ შეცვალოთ რეზულტატი ხელოვნურად ნუ დააწინაურებთ ახლობლებს ნათესავებს ნაადრევად ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს არ გადაუკეტოთ გზები ნიჭიერ ხალხს და ის განვითარდება ლესტერი

• zaza

აბსოლუტური სიმართლე!!! ყოჩაღ ალეკო კაკაურიძე ამ მოკლე დროში ერთერთი საუკეთესო ჟურნალისტი გახდი თუ საუკეთესო არა... სწორი აქცენტები და ამასთან სრული სიმართლე,რასაც ჟურნალისტების უმრავლესობა ერიდება(არ უნდათ ვინმეს აწყენინონ)! რაც შეეხება კანკავას ბოლო დროს ვერ არის ფორმაში და არ მგონია მისი მოედანზე ყოფნა რამეს შეცვლიდა!კვირკველიასგან კი ნამდვილად გამიკვირდა ასეთი სუსტი თამაში.საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები რომლებიც მოედანზე ვიხილეთ ვერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს. საერთო ჯამში სამარცხვინოდ გამოიყურებოდა ნაკრები და ასევე სამარცხვინოდ წააგეს,,,,,,,,

• 666

uamrav rameshi getanxmebit,amas asedavarqvat kritikul werils xshiradunda werdet.ertshi ardegetanxmebit,tavshi wert rom gvjera rom bevrad uket sheuzliat tamashio.anu gamodis rom artamashoben (xshirad vamchnevt amas)da tusheuzliat da artamashoben tamashi kiara nakrebis tamashsac kiarunda davaswrot tore tamashi xo unda aekrzalot saertod magram VAI ROM AMAZE METI ARSHEUZLIAT DA ES IMGUNDEBIDANAC CHANS SADAC TAMASHOBEN DA UPROSWORAD PENSIONEREBIVIT IGEBEN XELPASS. (ZUSTAD ASEIGEBS CHEMI MEZOBELI PENSIAS,INVALIDI MTELITVE SAXLISWIN SKAMEIKAZE ZIS)

• luk

ზუსტად ეგ მაინტერესებდა ხოლმე, მწვრთნელები ისეთი გვყოლია ნუ იტყვი,კუპერი,ტოპმიოლერი,ჟირესი,თუნდაც ქეცბა , მაგრამ შედეგი არ იყო,ქეცბას დროს იყო სანამ ჯინში ჩადგომას დაიწყებდნენ ფეხბურთელები, თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე თავს იკლავს ყველას ჯობია ძირითადში აყენებ ეგ ხომ ლოგიკურია,დააყენებ და მატჩში ვერ ან არ თამაშობს,მწვრთნელის ბრალია მაინტერესებს?! არავის არ გაუმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზე რეპორტაჟი უკომენტაროდ რო მიდიოდა და ყველაფერი რო ისმოდა,ნახეთ თავიდან მოისმინეთ ჩვენი ბიჭების შეძახილები და განწყობა,მე მაგალითად ბევრი რამ დავიჭირე.

• luk

ზუსტად ეგ მაინტერესებდა ხოლმე, მწვრთნელები ისეთი გვყოლია ნუ იტყვი,კუპერი,ტოპმიოლერი,ჟირესი,თუნდაც ქეცბა , მაგრამ შედეგი არ იყო,ქეცბას დროს იყო სანამ ჯინში ჩადგომას დაიწყებდნენ ფეხბურთელები, თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე თავს იკლავს ყველას ჯობია ძირითადში აყენებ ეგ ხომ ლოგიკურია,დააყენებ და მატჩში ვერ ან არ თამაშობს,მწვრთნელის ბრალია მაინტერესებს?! არავის არ გაუმახვილებია ყურადღება იმ ფაქტზე რეპორტაჟი უკომენტაროდ რო მიდიოდა და ყველაფერი რო ისმოდა,ნახეთ თავიდან მოისმინეთ ჩვენი ბიჭების შეძახილები და განწყობა,მე მაგალითად ბევრი რამ დავიჭირე.

• დადუ

ფეხბურთს 1993 წლიდან ვუყურებ, ვქომაგობ და უზომოდ მიყვარს. არ გამომიტოვებია არც ერთი შაბათი კვირა და სამშაბათი,ოთხშაბათი, ხუთშაბათი უფეხბურთოდ. არ გამომიტოვებია ნაკრების არც ერთი მატჩი 2015 წლამდე აგერ უკვე 1 წელია აღარ მიყურებია საქართველოს ნაკრების თამაშისათვის, მეტიც არც კი გამხსენებია რო თამაში ქონდათ და ეს სწორედ მათი არაპროფესიონალიზმის, უჯიგრობის, და არაქართველობის ბრალია. შეიძლება ფეხბურთი ვერ ითამაშო მაგრამ თავი დადო მოედანზე ქომაგი გვერდში დაგიდგება მაგრამ ასეთ მასხარაობას ვერავის აპატიებს. ნაკრები რომელიც სლოვაკეთის მესამე შემადგენლობასთან წააგებს აბუჩად აგდებაა. ჩემს გარდა კიდევ ბევრს ვიცნობ რომლებიც გადავერთეთ მორაგბეების, კალათბურთელების, მოჭიდავეების, წყალბურთელების, ჩოგბურთელების ქომაგობაზე. ჩემი ნაკრების (არ აქვს სახეობას მნიშვნელობა) თამაშის ცქერისას პირველ რიგში ჯიგარს ვაფასებ, თუ ჯიგარი იქნა ყველაფერის სწავლა შეიძლება.

• joni

ავტორს ვეთანხმები სრულიად . როგორ შეიძლება ნაკრების მაისური გეცვას და ასე თამაშობდე ????? აი როდის დაადგება ჩვენს ფეხბურთს თავი ....

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა

ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა

"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...

უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა

"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში