საქართველოს 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრამდე მცირედი დააკლდა
საქართველოს 3X3 კალათბურთში 18-წლამდელთა ნაკრებს მსოფლიოს საუკეთესო 4 გუნდში მოხვედრამდე მცირედი დააკლდა. ქართველები, რომლებმაც ჯგუფში 4-დან 3 მატჩი მოიგეს და მსოფლიო პირველობის მეოთხედფინალში გავიდნენ, პლეი ოფში იტალიას შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში - 14:17 წააგეს.

საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს საუკეთესო 8 გუნდში გასვლა საპატიო შედეგია და ამით ყველა კმაყოფილი უნდა იყოს, თუმცა დასანანი ისაა, რომ ნახევარფინალში გასვლა რეალური იყო. დავით აფხაზავამ, ნიკა დარბაიძემ, გიორგი კორსანტიამ და ნიკა ლოლიშვილმა ტოლი არაფერში დაუდეს იტალიელ ოპონენტებს, მთელი თამაშის მანძილზე სოლიდურ პაექრობას უწევდნენ ჯგუფური ეტაპის ყველაზე შედეგიან გუნდს, თუმცა ბოლო წამებზე დაშვებული 1 შეცდომის გამო წააგეს.

მატჩის დასრულებამდე ოციოდე წამით ადრე 2 ქულით ჩამორჩენილმა ქართველებმა შეტევა წამოიწყეს და ჩვენმა გამთამაშებელმა დავით აფხაზავამ სწრაფი გარღვევით ჩამორჩენის მინიმუმამდე შემცირება განიზრახა, თუმცა სამწამიანში შესვლისას ბურთი დაკარგა და იტალიელებმა ბოძებული შანსი შეირგეს. ჩვენმა მეტოქემ ბურთი გაათამაშა, ხოლო ქართველებმა ტაქტიკური ჯარიმებით ვერ მოახერხეს შედეგის მიღწევა და იტალიელებმა ზუსტი საჯარიმოთი შეხვედრას სათავისო წერტილი დაუსვეს - 17:14.

იტალიელებმა ქართველებს ფარქვეშ ვერ აჯობეს. ერთადერთი, რაშიც მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა, შორი სროლებია. იტალიელებმა ჩვენზე გაცილებით მეტი სამქულიანი ჩააგდეს, რაც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ჩვენს მატჩამდე გამართულ პირველ მეოთხედფინალში ბრაზილიამ სლოვენიას 19:13 აჯობა და ნახევარფინალში იტალიას დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ქართველთა ნაკრებმა 1-ელ ივნისს თურქეთისა და ანდორის დამარცხების შემდეგ, 3 ივნისს ჩინეთის ნაკრებს 19:8 მოუგო და ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა. ჩვენმა გუნდმა ჯგუფის ბოლო შეხვედრა ფავორიტ არგენტინასთან 14:18 დათმო, თუმცა ამით მხოლოდ ჯგუფის პირველი ადგილი დაკარგა. ისე კი, პლეი ოფში მეორე ადგილიდან გავიდა.

გადამწყვეტი მატჩი ქართველებისთვის ჩინეთთან დაპირისპირება იყო, რომელიც ჩვენებმა 19:8 მოიგეს, დასკვნით მატჩში კი ფავორიტ არგენტინას შეხვდნენ. სამხრეთამერიკულ ნაკრებთან ქართველებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა ბოლო წუთებზე დაძაბულ ბრძოლაში 14:18 წააგეს და ჯგუფში არგენტინის შემდეგ მეორე ადგილი გაიფორმეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
თვაურის 3 ევრომატჩი | კირილე მე-3 ქართველია, რომელიც ევროტურნირის ნახევარფინალს მოემსახურება
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ლატვიასთან ბრძოლაში დამარცხდა
მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა რიგაში ხუთივე მატჩი მოიგო და ევროპის ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა
3X3 კალათბურთის 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მოგებით გახსნა
კორსანტიას 19 ქულა, 20 მოხსნა და მისი "გოსტივარის" გასვლითი გამარჯვება "შტრუმიცასთან"
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგას მარნეულის "დელტა" შეემატა
საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის ლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა
მსოფლიოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში: ქართველებმა ორიდან ორი მოიგეს
კორსანტიას 19 ქულა და 13 მოხსნა "გოსტივარს" სტუმრად გასამარჯვებლად არ ეყო
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
18 წლის კალათბურთელი ნიკა დარბაიძე კარიერას ესპანურ "მურსიაში" გააგრძელებს
მიხეილ გაბრიჩიძე: სინამდვილეში მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ
კორსანტიას ორმაგი დუბლი და "გოსტივარის" გასვლითი გამარჯვება
სამხრეთ იუტას უნივერსიტეტის გუნდში დავით აფხაზავას დებიუტი შედგა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ლიგის სუპერთასი მოიგო
ესპანეთის ქვედა ლიგებში მოთამაშე ბევრისთვის უცნობი ქართველი კალათბურთელები
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს