საქართველოს ეროვნულ გუნდს ესპანეთის ნაკრებთან მეტოქეობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში მოუხდა
საქართველოს ნაკრების ყველა მატჩის (ოფიციალურის თუ ამხანაგურის) წინ ამა თუ იმ მეტოქესთან ურთიერთდაპირისპირებათა ისტორიებს ვიხსენებთ, იმ მეტოქესთან არსებულ ბალანსსაც ვაცნობთ ხოლმე მკითხველს და ეს ბალანსიც, როგორც წესი, თითქმის ყოველთვის უარყოფითია.

რა ვქნათ, კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ სამწუხარო რეალობა - თანამედროვე ფეხბურთში მართლაც თითზე ჩამოსათვლელია იმ ნაკრებთა რიცხვი, რომელთანაც საქართველოს დადებითი ბალანსი აქვს! მით უმეტეს, გამონაკლისი არც ესპანეთია, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმ დროისთვის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონთან ჩატარებულ ორივე მატჩში ნამდვილად არ შევრცხვენილვართ!..

ისე, ნურც იმას დავივიწყებთ, რომ საქართველოს ნაკრები გრანდებთან იშვიათად აგებდა დიდი ანგარიშით. ამიტომ დღესაც ამ "ტრადიციის" გაგრძელების იმედი უნდა გვქონდეს, თუნდაც რუმინეთთან და გაურკვეველი ფორმაციის სლოვაკეთთან სამარცხვინო მატჩების ფონზე...

ისე, ამ წაგებებიდან გამომდინარე, საერთოდ უარი ხომ არ გვეთქვა მაისის ბოლოსა თუ ივნისის პირველ რიცხვებში სპარინგების ჩატარებაზე?

ხუმრობა იქით იყოს და, აქ აღარ დავთრგუნავთ მკითხველს და არ ჩამოვთვლით იმ თამაშებს, სხვადასხვა დროს ამ პერიოდში რომ წაგვიგია. ამ ფიასკოების ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა, ისიც ყოფილიყო, რომ ჩვენი ნაკრების წევრთა ძალიან დიდი ნაწილი მოახლოებულ შვებულებაზე უფრო ფიქრობდა, ვიდრე ამ კონკრეტულ მატჩებზე...

არნახული აჟიოტაჟი და ღირსეული მარცხი

ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე დიდი ხნის განმავლობაში ერთობ "პოპულარული" გახდა ისეთი ტერმინი, როგორიცაა - "ღირსეული მარცხი"! ანუ, როცა იმით ვხარობდით, რომელიმე გრანდთან ერთი ან ორი ბურთით რომ ვაგებდით და სწორედ ასეთი "ღირსეული მარცხი" იყო ესპანეთის ნაკრებთან საშინაო მატჩში წაგებაც - მატჩში, რომელმაც, მოლოდინისამებრ, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია ფეხბურთის ქართველ გულშემატკივრებს შორის: თბილისში ხომ მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები ჩამოდიოდა - პლანეტის უძლიერესი გუნდი!

იმასაც შეგახსენებთ, რომ ის ციკლი (2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი) საქართველოს ნაკრებმა გამარჯვებით დაიწყო: ბელორუსის ნაკრებს თორნიკე ოქრიაშვილის მართლაც ჩინებული გოლით მოვუგეთ.

აი, მომდევნო მატჩს კი ისეთ მეტოქესთან ვატარებდით, არავის უნდა გაგვკვირვებოდა ჩვენი ნაკრების იმდროინდელი თავკაცის, თემურ ქეცბაიას მიერ არჩეული სათამაშო სქემა, როცა ძირითადში 5 ნომინალური მცველი და 2 თავდაცვაზე ორიენტირებული ნახევარმცველი დააყენა.

ამ ტაქტიკამ თითქმის გაამართლა: იმის მიუხედავად, რომ მსოფლიოს ჩემპიონებს არნახულად დიდი უპირატესობა ჰქონდათ (აღარც გვინდა ბურთის ფლობის პროცენტული მაჩვენებლის გახსენება), თამაში დასასრულს უახლოვდებოდა და ესპანეთი გოლის გატანას ვერ ახერხებდა!

ეგ კი არა, ჩვენ შეგვეძლო ანგარიშის გახსნა: მეტოქის საჯარიმოში თორნიკე ოქრიაშვილის აქტიურობის შემდეგ ბურთი ჩვენს ცენტრალურ მცველს, ალექსანდრე ამისულაშვილს მიუვიდა, რომლის "ცაციათი" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა!

ესპანეთთან ჩატარებულ იმ მატჩს ერთი გმირიც ჰყავდა: ჩვენმა მეკარემ, გიორგი ლორიამ მართლაც საოცრებები აკეთა და მეტოქეთა ვარსკვლავების (ჩავი, ანდრეს ინიესტა, სერხიო რამოსი) ერთმანეთზე ურთულესი დარტყმები მოიგერია.

სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს, ესპანელებმა ფლანგებზე "აგვიკლეს" და რობერტო სოლდადომაც ახლო მანძილიდან შეძლო შეცვლაზე შემოსული როინ კვასხვაძის კარში გოლის გატანა...

საქართველო-ესპანეთი 0:1 - შეფიცულები [VIDEO]

პირველ ტურში ბელორუსთან მოგება იმ შესარჩევ ციკლში პირველი და უკანასკნელი წარმატება გამოდგა. ასე რომ, ციკლის ბოლო მატჩი ჩვენი ნაკრებისათვის სრული ფორმალობა იყო და, ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, თუ როგორი არაოპტიმალური შემადგენლობით გაემგზავრა საქართველოს ნაკრები ესპანეთში.

ოღონდ "არაოპტიმალური" კიდევ რბილად ნათქვამია, რამეთუ დისკვალიფიკაციის, ტრავმებისა და კიდევ სხვა (ობიექტური თუ სუბიექტური) მიზეზების გამო ჩვენს ნაკრებს, სულ მცირე, 6-7 წამყვანი ფეხბურთელი აკლდა!

თავის მხრივ, გარკვეულ ექსპერიმენტებს ესპანელთა მართლაც გენიალურმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემაც მიმართა, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი იმაში, რომ "ფურია როხას" ამჯერადაც უდიდესი უპირატესობა ჰქონოდა: თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანეს და ანდრეს ინიესტას მშობლიურ ქალაქ ალბასეტეში გამართულ იმ მატჩში უპრობლემოდ გაიმარჯვეს...

ესპანეთი-საქართველო 2:0 - დაპატენტებული სტრატეგია [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

11.09. 2012. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 55 000 მაყურებელი

საქართველო-ესპანეთი 0:1

გოლი: 0:1 სოლდადო (86)

საქართველო: ლორია (73. კვასხვაძე) - უ. ლობჟანიძე, ხიზანიშვილი, ამისულაშვილი, დ. კვირკველია - კაშია, დაუშვილი - თარგამაძე (64. ძალამიძე), კანკავა, ოქრიაშვილი - მჭედლიძე (79. სირბილაძე).

სათადარიგოები: ხუბუტია, გრიგალავა, რეხვიაშვილი, გ. ფოფხაძე, მაისურაძე, გორგიაშვილი, ს. გურული, ანანიძე, მიგინეიშვილი.

კაპიტანი: ჯაბა კანკავა

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

ესპანეთი: კასილიასი - არბელოა (80. ფაბრეგასი), სერხიო რამოსი, პიკე, ალბა - ბუსკეტსი (57. პედრო) - სილვა (64. კასორლა), ჩაბი ალონსო, ჩავი, ინიესტა - სოლდადო.

კაპიტანი: იკერ კასილიასი

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

არბიტრი: ს. მოენი (ნორვეგია)

15.10.2013. ალბასეტე. "კარლოს ბელმონტე". 16 000 მაყურებელი

ესპანეთი-საქართველო 2:0

გოლები: 1:0 ნეგრედო (26), 2:0 მატა (61)

ესპანეთი: კასილიასი - ხუანფრანი, სერხიო რამოსი, პიკე, მორენო - ბუსკეტსი - ხესუს ნავასი, ჩავი (66. კოკე), ინიესტა (82. ისკო), პედრო (58. მატა) - ნეგრედო.

კაპიტანი: იკერ კასილიასი

მწვრთნელი: ვისენტე დელ ბოსკე

საქართველო: ლორია - უ. ლობჟანიძე, ხიდეშელი, ხუბუტია, დ. კვირკველია - კაშია, ძარია - ე. გრიგალაშვილი (75. ხმალაძე), შ. გრიგალაშვილი (70. ებრალიძე), კობახიძე - გელაშვილი (87. მოდებაძე).

სათადარიგოები: თომაშვილი, კვახაძე, გ. ფოფხაძე, ღვინიანიძე, ბ. ცხადაძე, დვალიშვილი, კვასხვაძე, ნ. რევიშვილი

კაპიტანი: გურამ კაშია

მწვრთნელი: თემურ ქეცბაია

გაფრთხილება: ხუბუტია

არბიტრი: ფ. მაიერი (გერმანია)

ჯგუფში თქვენი ადგილი არ არისო...

საკლუბო დონეზე ქართული და ესპანური გუნდები მხოლოდ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და სწორედ მაშინ (1998 წელს) ვიყავით ყველაზე ახლოს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრასთან!

რა თქმა უნდა, აშკარაზე მეტი იყო "ატლეტიკისა" და "დინამოს" საპასუხო მატჩში არბიტრ ლასლო ვაგნერის ტენდენციურობა: 90 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, ყველა გადაწყვეტილებას მასპინძელთა სასარგებლოდ რომ იღებდა.

ეგ კი არა, "დინამოს" 2 ან 3 გოლი რომ გაეტანა, უნგრელი მსაჯი "რაღაცას მოიფიქრებდა" და თამაშს ისეთი შედეგით დაამთავრებდა, იმ შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში "იუვენტუსთან", "ოლიმპიაკოსთან" და "რუსენბორგთან" ერთად მაინც ბილბაოს "ატლეტიკი" იქნებოდა და არა - თბილისის "დინამო".

არადა, ბასკებთან ორივე მატჩი არაოპტიმალური შემადგენლობით ჩავატარეთ: დისკვალიფიკაციის გამო პირველ მატჩში ლევან კობიაშვილი გვაკლდა, საპასუხოში კი - რატი ალექსიძე.

ამის მიუხედავად, მურთაზ ხურცილავას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" ორივე მატჩში ღირსეულად ეთამაშა ლუის ფერნანდესის დამოძღვრილ "ატლეტიკს", რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე გამორჩეული ფეხბურთელი გამოდიოდა - ხოსება ეჩებერია, იულენ გერერო, ისმაელ ურსაისი...

ჩემპიონთა ლიგა. II საკვ. ეტაპი

12.08. 1998. თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 13000 მაყურებელი

დინამო (თბ)-ატლეტიკი 2:1

გოლები: 1:0 ხომერიკი (15), 2:0 ცქიტიშვილი (30), 2:1 იმასი (46)

დინამო: გვარამაძე, ი. მახარაძე, დიდავა, ზ. ჯელაძე, გუჩუა, ცქიტიშვილი, კიკნაძე, დ. მუჯირი (87. მელქაძე), ალექსიძე, აშვეთია, ხომერიკი (90. გ. შენგელია).

არბიტრი: რ. პედერსენი (ნორვეგია)

26.08. 1998. ბილბაო. "სან მამესი". 35 000 მაყურებელი

ატლეტიკი-დინამო 1:0

გოლები: 1:0 ხოსება ეჩებერია (52)

დინამო: გვარამაძე, ი. მახარაძე, დიდავა, ზ. ჯელაძე, კობიაშვილი, ცქიტიშვილი, გუჩუა, კიკნაძე, მუჯირი, აშვეთია (53. მელქაძე), ხომერიკი.

არბიტრი: ლ. ვაგნერი (უნგრეთი).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jarji21
დღეს ჩვენ არ შევრცხვებით და არ გავწითლდებით, ჩვენ ეს თვისება ჩვენმა ფეხბრუთელებმა რუდიმენტად გვიქციეს...
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
კვასხვაძე, ხარაბაძე და სხვა - წიტაიშვილის დამატების შემდეგ ბათუმის "დინამო" კიდევ ხუთი ფეხბურთელით გაძლიერდა
ზიდანი მეორე მწვრთნელია, რომელმაც "რეალს" ყველაზე მეტჯერ მოაგებინა
"თუმცა ის მაინც ფენომენალური გახლდათ..." - დელ ბოსკემ რონალდოზე ისაუბრა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ესპანელთა მწვრთნელი: საქართველოს ნაკრები ძალიან სუსტი არ ყოფილა
სანიოლი: პრობლემებზე ყოველთვის პატიოსნად გესაუბრებით, არ მგონია მათი მოგვარება სხვამ უკეთ შეძლოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
ქეცბაიას წასვლა რომ საქმეს შველოდეს - კვიპროსმა ისევ წააგო
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
საქართველოსთან ესპანეთმა გასაოცარი რეკორდი დაამყარა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ესპანეთთან მატჩში?
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
"სწრაფი გოლი გავუშვით და თამაშში დარჩენა გაგვიჭირდა - შესაძლებელი იყო უკეთ წარმოგვეჩინა საკუთარი შესაძლებლობები" - რა თქვეს ნამატჩევს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ
როინ კვასხვაძე პასუხობს, თუ რატომ გადაწყვიტა თბილისის "დინამოში" გადასვლა
როინ კვასხვაძე "დინამოდან" მიდის? - მეკარე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს
დელ ბოსკე: არ შეიძლება ჩინეთის იაფფასიან საქონელზე იყო დამოკიდებული
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
დელ ბოსკემ ხავიზე ისაუბრა
ქეცბაიამ შეიძლება მუშაობა შოტლანდიაში გააგრძელოს
დემჩენკომ ბათუმში სამი ყოფილი შეგირდი მიიყვანა, წამსვლელი ძალიან ბევრია - "დინამოში" დიდი ცვლილებებია
"ასეთი ტრანსფერები და ამ დონეზე თამაში გვჭირდება, რადგან..." - თემურ ქეცბაია ვახტანგ სალიას "ნიუკასლში" ტრანსფერს გამოეხმაურა
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
თემურ ქეცბაია შოტლანდიური გუნდის მწვრთნელად არ დანიშნეს
როინ კვასხვაძის დაბრუნებით ქუთაისის "ტორპედოა" დაინტერესებული
დელ ბოსკე: "რეალს" "ბაიერნთან" მცირე უპირატესობა აქვს
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
"განსაკუთრებული" - პირველ ადგილზე, გვარდიოლა და ფერგიუსონი - მე-3-ზე... 21-ე საუკუნის საუკეთესო 10 მწვრთნელი გამოვლინდა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
[VIDEO] ესპანეთი სახლში თურქეთს ფრედ ეთამაშა
განიხილება ორი კანდიდატურა - ქეცბაია სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება?
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...