საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი ტესტ-მატჩი გამართა
11 ივნისს, თბილისის დროით გამთენიისას, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში პირველი ტესტ-მატჩი სტუმრად სამოას ნაკრებთან გამართა და ფრეს დასჯერდა - 19:19.

აპიას "პარკ სთედიუმზე" გამართული შეხვედრის პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" 9:6 მოიგეს - სამი საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გამოიყენა, რის პასუხადაც ერთი ჯარიმა მასპინძლებმა გაიტანეს.

შესვენების შემდეგ სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ კი მატჩის პირველი ლელოც დადეს და ანგარიშში 16:9 დაწინაურდნენ.

ამას "ბორჯღალოსნებმა" გიორგი თხილაიშვილის ლელოთი უპასუხეს, "მეკომ" კი გარდასახა და ანგარიში კვლავ გათანაბრდა - 16:16.

დარჩენილ დროში გუნდებმა კიდევ თითო ზუსტი საჯარიმო შეასრულეს. მატჩის დასრულებამდე მოგებასთან ძალიან ახლოს ქართველი მორაგბეები იყვნენ, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ ლაშა ხმალაძემ არეკნით სცადა გატანა, მაგრამ სამწუხაროდ ბურთი მიზანს ასცდა და მატჩიც აქ დასრულდა - ფრე 19:19.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები, პირველად თავის ისტორიაში, ოფიციალურად ჩაება ზაფხულის ტესტ-სერიაში და ტურნეს ოკეანეთში მართავს. მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები

15. მერაბ კვირიკაშვილი (მონლუსონი, საფ), 14. გიორგი ფრუიძე (აია, დიდი 10), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუს), 12. მერაბ შარიქაძე (ორიაკი, საფ), 11. სანდრო თოდუა (ლელო სარ, დიდი 10), 9. გიორგი ბეგაძე (ყოჩები, დიდი 10).

1. კარლენ ასეიშვილი (ბრივი, საფ), 2. ჯაბა ბრეგვაძე (ვუსთერი, ინგ), 3. ირაკლი მირცხულავა (ოიონაქსი, საფ), 4. გიორგი ჩხაიძე (ლილი, საფ), 5. გიორგი ნემსაძე (ტარბი, საფ), 6. შალვა სუთიაშვილი - კაპ (ანგულემი, საფ), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი, დიდი 10), 8. ლაშა ლომიძე (ბეზიე, საფ).

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (გლასგო, შოტ), 17. ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე, საფ), 18. ანტონ ფეიქრიშვილი (ბაიონი, საფ), 19. ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარ, დიდი 10), 20. საბა შუბითიძე (აკადემია, დიდი 10), 21. ვაჟა ხუციშვილი (ლოკომოტივი, დიდი 10), 22. ლაშა მალაღურაძე (კრას. იარი, რუს), 23. თამაზ მჭედლიძე (აჟენი, საფ).

ოკეანეთის ტურნეს მატჩების განრიგი საქართველოს დროით:

18/06/16, 04:45 სთ. სუვა, ფიჯი

საქართველო-ტონგა

24/06/16, 07:00 სთ. სუვა, ფიჯი

ფიჯი-საქართველო

333
მინიმუმ უნდა გაორმაგდეს რაგბის დაფინანსება საქართველოში
mash
მაე-მაე-ს არ არის საჭირო ეს ვიღაცის ხარჯზე დაფინანსების მოძებნა საჭიროა იმ საქმის მიხედვა რომელიც მუშაობს ქვეყანაში ერთი შვილის სიკეთე მეორე შვილის პირიდან გამოღებული ლუკმით არ კეთდება არ გვინდა ეს მხარეობა, ნუ აძულებთ ხალხს ერთმანეთს რბილად და ტკბილად ვიაროთ წარმატებისკენ
მაე, მაე
კარგი მწვრთნელი გვყავს ... რაგბის მეტი დაფინანსებაა საჭირო ფეხბურთის ხარჯზე. მომავლისთვის კარგ გამოცდილებას ძევიძენთ ამ ტესტ-მატჩებზე. ამინდიც არასახარბიელო იყო. მადლობა ბიჭებს ! დიდი მნიშვნელობა არ ააქვს შედეგს.
vato
2-3 წლის წინ სამოასთან მოგება საქართველოში თითქმის წარმოუდგენელი იყო. ეხლა უკვე სამოაშიც ტოლ სწორად ვეთამაშებით. ამას ქვია პროგრესი. გმირები ხართ ბიჭებო.
41
ფეხბურთელების ბიუჯეტი რაგბისტებს უნდა გადავცეთ. საქართველოში ფეხბურთელების ტვინი ბმვ-ს იქით ვერ წავიდა, როგორც კი მანქანას იყიდიან, ეგრევე თავში უვარდებათ და თავები პელეები ჰგონიათ, მოკლედ ტყუილად ჭამენ პურსა,,,,,,,,,,,
გიორგი
ჩვენ გვყავს გუნდი, რომელსაც ერის სინდისს უწოდებდა კაცი. ჰეიგი სამუდამოდ უნდა გავაქართველოთ თან მის ოჯახსაც უყვართ საქართველო. ასი მადლობა მას და ბიჭებს
რატი
თქვენნაირი ჯიგრიანი ჩვენი უსაქმური მთავრობა რომ იყოს, ამ ქვეყანას არაფერი აჯობებდა, გაიხარეთ ნაღდო კაცებო......
ჩვენ
მადლობა და გახარება თქვენ მშობლებს და მათ სულებს რომ ასეთები ხართ
სისწრაფე, სისხარტე, ტექნიკური მომენტების დახვეწა და ჩვენს ნაკრებს წინ ვეღარავინ ვერ დაუდგება!
22:13 უნდა მოგვეგო როგორც მინიმუმი!
irakli Apkhaidze
ფანტასტიური შედეგია, ყველაფრის გათვალისწინებით!!!
kaxa
მაგრა მოვინდომოთ ბიჭებო ტონგასან, მაქსიმუმი გააკეთეთ მოსაგებად. კიდევ ერთი მადლი ქენით და გაახარეთ თქვენი უამრავი ქომაგი რომლებიც ღამეს გაათევენ თამაშის მოლოდინში. გამარჯვებით გევლოთ მთელი ცხოვრება, გენაცვალეთ.
giorgi
მადლობა ბიჭებს. რომ რა აკლიმატიზაციის პრობლემა უეჭველოდად მოვიგებდით. ცხადია წუნიც გვქონდა, ადრეც ჩანდა წუნი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში აკლიმატიზაციას დავაბრალებდი. ბიჭები პირველი 15 წუთის შემდეგ ძლივს სუნთქავდნენ.
tngh
მოგებასტან ჩვენ ბევრად უფრო ახლოს ვიყავით. დასანანი ფრეა, მაგრამ მაინც აქტივშია!!!
samtredski
ბიჭებო ტონგას თავი შეაკალით და დაუმტკიცეთ რომ შემთხვევით არ მოგვიგია სარაგბო სამყარო დიდი გამადიდებლით დაგაკვირდებათ ფიჯისთან როგორც გენებოთ და ეს ტესტები ჩაგეთვლებათ
Lazi
ფიჯი ტონგაც სენსაციასთან ახლოს იყო პირველი ტაიმის შემდეგ მაგრამ აქაც ჩვენთვის არასასურველი შედეგით განვითარდა მეორე ტაიმი, ეხლა ყველაფერი ჩვენზეა, უნდა დავამტკიცოთ რომ ტონგას შემთხვევით არ მოვუგეთ!!! ეს თამაში მოინდომეთ ბიჭებო და ფიჯისთან ყველაფერი გეპატიებათ მერე
Lazi
0.07 ქულა ავიღეთ და 1.07 ავიღებდით ის არეკნი რომ გასულიყო
Lazi
ეს თამაში რომ აქ ყოფილიყო სამოას დედა არ ეყოლებოდა
Lazi
დარჩენილი ორი თამაშიდან ერთი მაინც უნდა მოვიგოთ და ეს ტესტები ჩაბარებულად ჩაგვეთვლება
Lazi
მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის ბიჭებზე, თუმცა ცოტა მეტად რომ ყოფილიყო იღბალი ის არეკნი გავიდოდა სასიხარულო და დასანანი ფრეა
rigiti
მართლაც ბევრი მიზეზის და გამო მეგონა სამოასთან წავაგებდით, ფრენა, აკლიმატიზაცია, პირველი ტურნის ნერვების ეფექტი, თან ვიცით რომ ამ ტესტებზე ბევრია დამოკიდებული მომავალში მოკლედ, ვჯობდით ბურთაობით და შედეგიც არ არის არანაირად ცუდი, პირიქით ... აი ეს არის კარგი მწვრთნელის შედეგიც! ეს გახსნის ბიჭებს სხვა თამაშების წინ და საინტერესო რკენები იქნება ;) დიდი პატივისცემა ბორჯღალოსნებს და სამწრვთნელო გუნდს
ნიკოლოზ
ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით უიმედოდ ვიყავი,მაგრამ ჩვენებმა აჯობეს სამოას და მოგებასაც იმსახურებდნენ, არაუშავს ფრეც კარგია.
kaxa
მართლაც დასანანია მოგება შეგვეძლო. მადლობა ბიჭებს. მომავალ თამაშს უკეთესად ვითამაშებთ, გამარჯვებებს გისურვებთ ლომებო. გაიხარეთ.
vato
მშვენიერი შედეგია გილოცავთ და დიდი მადლობა ყველას!
მდა
თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
ქუთათური
წარმატებები ბიჭებო, ჩვენ თქვენით ძალიან ვამაყობთ
ირაკლი
აბა ვინც დილით 6 საათზე რაგბის საყურებლად გაიღვიძეთ შემოგევლეთ სუყველას :D
irakli
მეტს ველოდი ბიცჰებისგან. ტამასჰის ხარისხი ნამდვილად არ ვარგოდა
ანდრი
საღოლ ბიჭები, ისეთი ფრეა გული დამწყდა რომ მოგება ხელიდან გაუშვეს.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
სავსე ტრიბუნების დროა!
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება