საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტების პირველი მატჩი სამოას დედაქალაქში გამართა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ივნისის ტესტების პირველი მატჩი სამოას დედაქალაქში გამართა. "ბორჯღალოსნებმა" სამოას ეროვნულ გუნდთან ფრედ, 19:19 ითამაშეს.

ჩვენი გუნდისთვის არახელსაყრელ კლიმატურ პირობებში გამართული მატჩი საინტერესო გამოდგა და ქართველ მორაგბეებს გამარჯვების მოპოვებაც რეალურად შეეძლოთ.

იხილეთ ვიდეო

პირველი ტაიმი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ბორჯღალოსნების" უპირატესობით წარიმართა და მათ სასარგებლოდ 9:6 დასრულდა. თუმცა, რომ არა სრულიად ელემენტარული შეცდომები, რის გამოც საჯარიმოთი დავისაჯეთ, ანგარიშში სხვაობა მეტიც უნდა ყოფილიყო.

აღსანიშნავია, რომ ცხრა ქულა გუნდს სამი საჯარიმო დარტყმით ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა მოუტანა, რომელმაც თავისი 92-ე კეპი მოიხვეჭა. ამდენივე კეპი აქვს შუამარბ დავით კაჭარავასაც, ერთით ნაკლები მიითვალა გიორგი ჩხაიძემ.

მეორე ტაიმი ჩვენი გუნდისთვის ცუდად დაიწყო. ხუთ წუთში სამოელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს და მერე ლელოც გაიტანეს - 16:9. ეს 44-ე წუთზე მოხდა.

ქართველ მორაგბეებს ანგარიშის გასათანაბრებლად დიდი დრო არ დაუხარჯავთ. ხუთ წუთში "ბორჯღალოსნებმა" მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოიგეს, მოლი შეკრეს და ჩათვლის მოედანში იოლად შეაღწიეს. ბოლოს ბურთით ხელში მესამეხაზელი გიორგი თხილაიშვილი იყო. კვირიკაშვილმა ესეც გარდასახა - 16:16.

თამაშის დასრულებამდე 18 წუთით ადრე გუნდებმა კიდევ თითო საჯარიმო გაცვალეს - 19:19.

დარჩენილ დროში საქართველოს ნაკრებს მატჩის მოგებაც შეეძლო. ჯერ შეცვლაზე შესულმა ლაშა მალაღურაძემ 47 მეტრიდან საჯარიმო ვერ გაიტანა. მერე, როცა თამაშის დრო უკვე დასრულებული იყო, მორკინალებმა მგეზავ ლაშა ხმალაძეს არეკნისთვის სივრცე გაუთავისუფლეს, მაგრამ მისი დარტყმა არაზუსტი გამოდგა.

მილტონ ჰეიგის გუნდი სამოადან ფიჯიზე გადაინაცვლებს, სადაც 18 ივნისს ტონგას ნაკრებს, 24-ში კი მასპინძელთა ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.

ივნისის ტესტებზე ორი მატჩი მოულოდნელი ანგარიშით დასრულდა. ინგლისის ნაკრებმა სტუმრად სძლია ავსტრალიის ეროვნულ გუნდს - 39:28. ირლანდიელებმა კი ასევე სტუმრად მოუგეს სამხრეთ აფრიკას - 26:20.

ივნისის ტესტები

11 ივნისი

სამოა-საქართველო 19:19

საქართველო (15-9) კვირიკაშვილი (მალაღურაძე 72), ფრუიძე (მჭედლიძე 72), კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ბეგაძე (ხუციშვილი 59). (1-8) ასეიშვილი (ჟვანია 51), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 51), მირცხულავა (ფეიქრიშვილი 51), ჩხაიძე (ჭეიშვილი 71), ნემსაძე, სუთიაშვილი (შუბითიძე 71), თხილაიშვილი, ლომიძე.

ლ: თხილაიშვილი. 4ს,გ: კვირიკაშვილი

სამოა (15-9) ნიკორო, ტანგავაია (ფალანიკო 76), ლილო, მასანგა, ლემი, პალე (ლეუილა 80), პოლატაივო (ტალა 80). (1-8) აიონო (ლენე 76), მატუჰუ (ლემი), ჯონსტონი (გრეი 59-70), ლემალუ (ალოფიპო 71), ფაჰოსილივა, იოანე (ფაჰაფოუ 66), ლეპა.

ლ: ლემი. 4ს,გ: პალე

მსაჯი: ბენ ოქიფი (ახ.ზელანდია)

ახ.ზელანდია-უელსი 39:21

ავსტრალია-ინგლისი 28:39

ს.აფრიკა-ირლანდია 20:26

არგენტინა-იტალია 30:24

კანადა-იაპონია 22:26

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელის ვინაობა ცნობილია?
"ინტერმა" მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს
"მანჩესტერ იუნაიტედს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება
მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი
"გალათასარაი"? - ფაბიან რუისს პსჟ არ ეთმობა
ფრანგული კლუბის ექს-პრეზიდენტი დედის დაკრძალვაზე მოკლეს
საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა
"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
ჩელენჯ ქაფი: "კრასნი იარი" "ლონდონ აირიშთან" დამარცხდა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
"ვვა პოდმოსკოვიე" ორი ქართველით გაძლიერდა
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
რუმინეთთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი ცნობილია
რაგბი. ლეგიონი: ორი ქართული ლელო და ორი დებიუტი "ჩელენჯ კაპზე" [VIDEO]
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
რაგბი. ლეგიონი: ჯაბა ბრეგვაძისა და გიორგი ნემსაძის დებიუტი
პირველად ქართული რაგბის ისტორიაში - თბილისი "ჩელენჯ ქაფის" ორ მატჩს უმასპინძლებს
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
სავსე ტრიბუნების დროა!
"ლონდონ აირიში" "კრასნი იარს" ლაშა ლომიძის გარეშე დაუპირისპირდება
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება