როგორც შევიტყვეთ, "ცხინვალისა" და ებრაული მხარის მოლაპარაკებას შემაფერხებელი გარემოებებიც ახლავს
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ებრაული ბიზნესწრეები საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი კლუბით, "ცხინვალით" დაინტერესდნენ. გორის "დილას" შემდეგ ესეც ფრიად სასიამოვნო ამბავია. მით უმეტეს, "ცხინვალის" დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას იდეალური ნამდვილად არ ეთქმის.

სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

კლუბმა ვერ შეძლო ძირითადი შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება. ფეხბურთელები ისეთ კლუბებში გადავიდნენ, რომლებიც საქართველოს პრესტიჟს ევროთასებზე დაიცავენ. თუ ასე გაგრძელდა და "ცხინვალის" ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ადვილი შესაძლებელია, რომ გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს და კახა კაჭარავას ახალი შემადგენლობის შეკოწიწება მოუწიოს.

როგორც ვწერდით, ებრაული ბიზნესწრეების ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი "ცხინვალით" არ ამოიწურება. მათ გორის "დილას" პატრონობაც სურთ და საამისოდ უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას სამხარეო ხელისუფლებასთან.

"ცხინვალი" რომ საქართველოსთვის რიგითი გუნდი არ არის, ეს ცხადზე ცხადია და ისიც ნათელია, რომ გუნდს სოლიდური შევსება დასჭირდება. მართლაც, ძალიან რთული იქნება გუნდიდან წასული ლევან კაკუბავას, თორნიკე გორგიაშვილის, ირაკლი ლეკვთაძისა და გიორგი ივანიშვილის შეცვლა. ეს ფეხბურთელები გასულ სეზონში კაჭარავას გუნდის ლიდერები იყვნენ. ალბათ, ისინი სიამოვნებით დარჩებოდნენ კლუბში, შესაბამისი ფინანსური პირობები რომ ყოფილიყო.

ვიცით, რომ კაჭარავას ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, მაგრამ საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში ასეთი გუნდით "ცხინვალს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

გამოცდილი ფეხბურთელის მოსაყვანად კი ფინანსებია საჭირო.

როგორც შევიტყვეთ, "ცხინვალისა" და ებრაული მხარის მოლაპარაკებას შემაფერხებელი გარემოებებიც ახლავს, თუმცა, იმედია, აქაც, ისევე, როგორც გორში, ყველაფერი კარგად დასრულდება და საქართველოს ჩემპიონატში, "დილასა" და "ცხინვალის" სახით, ფინანსურად წელგამართული ორი გუნდი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Eric cantona
Guadua - აიაქსი და სხვა ჰოლანდიური გრანდები ზუსად ფეხბურთელების ტრანსფერრებით არიან დაკავებულები და რა არ მოგწონს მათ თამშში, მშვენივრად ყავთ ევროსარბიელზე მოასპარეზე ძლიერი გუნდები :) ან ეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი რით არ მოგწონს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც ჩვენ ვართ 16 და მეტი გუნდი ფუფუნებააცა და ზედმეტიც :)
მგელი.
რაც არ იცით რატომ წერთ, ვინ არაკაცმა მოიგონა რომ დილას ხემძღვანელობას არ უნდათ სპონსორები, პირიქით ყველა ღონეს ხმარობენ რომ ვინმე დააინტერესონ.
qutaiseli
ქუთაისს თურმე სამი წელი დაჭირდება ფეხბურთი რო ითამაშოს ხოლო დანარჩენები დინამოს ჩათვლით ხო ბდღვნიან ყველაფერს. კაი რა რა სამი წელი რის ტორპედო ან რის დინამო თაობა უნდა შეიცვალოს ერთი სამი რო ნორმალური ფეხბურთელები წამოვიდენ ევროპის საშუალო დონეზე რო მივიდეთ.ეგარი რეალობა.
gio
ტუგში ხორგუაშვილი წინ ცუდი დგეები გელით თქვე საცოდავებო ბურჯანაძეზე ნამდვილი კოშმარები გელოდებათ.ჯერ დროგაქვთ კიდე სწორი გადაწყვეტილებების მისაგებად იმედია არშეცდებით.
datio
ზესტაფონი იყიდეთ სტადიონი ბაზები არის ინფრასტრუქტუარა მოწესრიგებული რათ უნდათ ცხინვალი სადაც მაგათ ტამაშებზე პოლიციელი უფრო მეტია ვიდრე მაყურებელი
Guadua
დინამო გაიხარე ვაჟკაც, მაგრად გვაცინე ხალხი შენი პოსტით :) . 1) ყველაზე დიდი სისულელე რაც არის,ეს არის 10 გუნდიანი ჩემპიონატი რომელიც მხოლოდ დინამოს ხუშტურებზეა მორგებული 2) ერთიდა იგივე ჯკგუფი თუ იყიდის 2 კლუბს ,ეს უკვე საშონელებაა, თუმცა დიდი ალბათობით არაფერსაც იყიდიან, მანდ სხვა აფიროა მიდის ახლა :) 3)ტორპედოს ფეხზე დასადგომად მინიმუმ 2-3 წელი უნდა მიუხედავად იმისა თურა კალიბრის ბიზნეს ჯგუფო მოვა მანდ, ქუთაის დიდი სპეციფიკაა და თუეს არ გაიუთვალისწინეს ახალმა მეპატრონეებმა, იგივე ბედი ეწევათ როგორც ვისოლს, გულშემატკივრბეი დაითხოვენ კლუბის მფლობელებს :) 4)სამტრედია და ჩიხურა სისტემურად გამარტულები არიან, სჭირდებათ ფინანსების საკითხის უფრო დახვეწა და "მრავალი აქციონერი" და არა კერძო ერთკაციანი ან ერთჯგუფიანი მფლობელი. 5) საბურთალოს და ლოკომოტივის როლი უნდა იყოს მხოლოდ სპარინგ პარტნიორობა სხვა კლუბებისათვის,რადგან მათი მთავარი არსია ფეხბურთელებით ვაჭრობა,ესენი ვერასოდეს შექმნიან სტაბილურ და ევროსაგზურებისათვის მებრძოლ,ამბიცირუ კლუბებს სანამ ტრანსფერებით ნაშოვნი ფულით ცხოვრობენ.კლუბს სჭიდრება დამკვიდრებული ბრითვი და არა ყოველ წელს ახალი კამანდის შეკოწიწება.
giorgi
ერთი და იგივე ხალხი თუა ცუდია
გორი
უჩას მადლობა კიდე რო ყველანაირად ცდილობს ბირთვის შენარჩუნებას და მგონი სპონსორებიც უჩამ მოიყვანა
გორი
დილას ხემძღვანელობას და დირექტორს არუნდა ინვესტორი უნდა რომ თვითონ მართოს თუნდაც ბევრად სუსტი გუნდი. ამით კი გულშემატკივარი და ქართული ფეხბურთი ზარალდება.
IRAKLI
კოლზეთ არავის არ უნდა? ბოლოს და ბოლოს ქართული ფეხბურთუს აკვანია. რაის ცხინვალი და რაის გორი.
ც ხი
ცხინვალი არ ვიცი და დილას ხელმძღვანელობა რომ ძაან ცდილობს ინვესტირება შეაფერხოს კლუბში გამოდის ხმები
giga
ეს მთლად მაგარი, ამის ჭკუაზე იქნება დილა ცხინვალის შეხვედრის შედეგი დამოკიდებული
დინამო
ეს ორი გუნდი პლიუს დინამო და ტორპედო და მაართლა გავიმართებით წელში ათ გუნდიანი ჩემპიონატისთვის 4 ფინანსურად ძლიერი კლუბი შესანიშავი იქნება სამტრედია საბურთალო ლოკომოტივი.ს მსგავს პერსპეკტიული კლუბების განვითარებისთვის ანუ მაღალი დონის კონკურენცია წავა და ახალფაზრდები მაგრად წამოიქაჩებიან
goreli
da vim gitxrat, rom gorshi yvelaperi kargad aris? Investorebs ki undat, magram goris xelsmzgvanelobas da dilas direktorats unda? Paraskevamdea dro mosapikreblad. Tanac diladanac midian fexburtelebi
ბოლო წუთების ფასი... "დილამ" და "სამგურალმა" მოიგეს, "იბერია 1999"-"გარეჯი" ფრედ დასრულდა
GEO TEAM: ლევან კორღალიძე "იბერია 1999"-ს მეოთხედ ჩაუდგება სათავეში
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის აღმასკომზე "ცხინვალის" შესახებ იმსჯელეს
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ეროვნული ლიგა 2. V ტური: "სამტრედია" და "თელავი" წაუგებლად წინ მიიწევენ
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
"ცხინვალი" მესამე ლიგაშიც კი ვეღარ იასპარეზებს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება